ნოსტალგიური მოგონებანი
ნოსტალგიური მოგონებანი
შვილო ჩემო, ნუ დაელოდები მოწიფულ ასაკს უფრო მეტი მოღვაწეობისთვის
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-19

ერთხელ ნავმისადგომიდან კალივაში მიმავალს ყვირილი მომესმა. ჩანდა, რომ ორნი ჩხუბობდნენ. მალე ზღვიდან მოშორებით, შემაღლებულზე წყაროს წყლის დიდ საცავს მივადექი. ბერი, მამა პ-ე და ერისკაცი მენავე ერთმანეთს ლანძღავდნენ. კარგი არაფერი მოხდება-მეთქი, გამიელვა და მენავემ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელი შეურაცხყო. განრისხებულმა ბერმა ხელი სტაცა მენავეს, წყლით სავსე ორმოში ჩააგდო და მიაძახა: - შე არამზადავ, ღვთისმშობლის სიყვარულისთვის მე უარი ვთქვი მშობლებზე, სოფელზე, საკუთარ თავზე, შენ კი მის სამფლობელოში მის ლანძღვას როგორ ბედავო. მაშინვე მივირბინე, რომ ცუდი არაფერი მომხდარიყო. საბედნიეროდ, მენავეს კრინტი არ დაუძრავს. წყლიდან ამოვიყვანე.

კალივაში მისულმა მოძღვარს და ძმებს ყველაფერი ვუამბე და ვთხოვე აეხსნათ, ბერის საქციელი ღვთისთვის სასურველი იყო თუ არა. მოძღვარმა მიპასუხა: "წმინდა იოანე ოქროპირი წერს, რომ ჩვენ ვალდებულნი ვართ დავიცვათ ღვთის სახელი მაგინებელთაგან. ის ხელის გარტყმის ნებასაც კი გვაძლევს: "გააწანი სილა, შეუმუსრე ბაგე, განიწმინდე შენი მარჯვენა". წმინდა მამები ამბობენ, რომ მორჩილი ვალდებულია, წინ აღუდგეს ცილისმწამებელს, რომელიც შეურაცხყოფს მის მოძღვარს. მით უფრო წინ უნდა აღვუდგეთ ღვთის შიშის უქონელ ადამიანებს, რომელნიც შეურაცხყოფენ უფლისა და ღვთისმშობლის სახელს".

***
ჩვენი სკიტის სიცოცხლითა და სინათლით აღსავსე სულიერი გარემო დიდებულად ერწყმოდა ამ პატარა ქალაქის შეუდარებელ ბუნებას. მოჩუხჩუხე წყაროები, ნაყოფით დახუნძლული მოხასხასე ბაღები, ყვავილები, უამრავი ფრინველი, კლდეები, ზღვა, მყუდროება - ყველაფერი ეს ჯადოსნურ სამყაროს ქმნიდა.

ზაფხულში, მწუხრის ლოცვის შემდეგ ბაღს ვრწყავდი. რეზერვუარიდან წყალი ბაღისკენ მირაკრაკებდა. ვეხმარებოდი მამა პაისის ბაღის მოვლაში. ცოტა ზემოთ, წმინდა სერაფიმეს კალივაში ცხოვრობდნენ მამა დიონისე და მისი მორჩილები - სერაფიმე და გელასი. როგორც მამათა უმეტესობა, ისინიც ამ დროს მუშაობდნენ თავიანთ ბაღში მდუმარედ და ლოცვით. სკიტი მაშინ სკას ჰგავდა, თანამოაზრეთა მშვიდ სულიერ ოჯახს.

თავი 10. კურთხეული შეხვედრები
ხშირად მოძღვარი ნავმისადგომთან მგზავნიდა დაფნიდან მოსული ამანათების და ფოსტის მისაღებად ან შეკვეთის მისაცემად. აქ იმავე მიზნით თითქმის ყველა კალივიდან იყრიდნენ თავს მამები. ყველანი ძია იანისის სახლში ჩერდებოდნენ. ერისკაცთა კრებულისგან განსხვავებით აქ ერთმანეთს ლაპარაკში კი არ ეჯიბრებოდნენ, არამედ სიტყვაძუნწობასა და განკრძალულებაში.

აქ იყვნენ ხოლმე მამები ჩვენი სკიტიდან, წმინდა ანას მცირე სკიტიდან, კარულის, კატუნაკის და წმინდა ბასილის უდაბნოებიდან, კეთილსურნელოვანი შროშანები, ცოცხალი შროშანები ლოცვისა, მარხვისა და მყუდროებისა, სულიწმინდის ბეჭდით აღბეჭდილნი. კალივაში დაბრუნებული ვუყვებოდი მოძღვარს, თუ რომელ მამას შევხვდი, და ვთხოვდი, თითოეული მათგანის ამბავი მოეთხრო. ახალგაზრდა ბერები არც უფროსებს ვესაუბრებოდით, არც ერთმანეთში ვბაასობდით. მხოლოდ მივესალმებოდით: "გვაკურთხე - უფალმა გაკურთხოს" და მუხლს ვიდრეკდით.

ყველანი მოთმინებით ველოდით კატერის მოსვლას.

საუკუნოდ ჩამრჩა მეხსიერებაში კურთხეული წმინდა მამების წმინდა ხატება: თავმდაბლები, მდუმარენი და მუდამ მიწისკენ მომზირალნი, ძველი კაბებით, ნაქსოვი თეთრი წინდებით, სქელი ფეხსაცმლით, აბგით, კვერთხით, ხელში გაცრეცილი სკვნილით... გავიდა ორმოცი წელი და მათი მდუმარების საიდუმლო, მათი მცდელობა, რომ შეუმჩნეველნი დარჩენილიყვნენ, "ყოველდღიურად მომკვდარიყვნენ", აღმაფრთოვანებს და ასე მგონია, ყველაფერი ეს გუშინ იყო. მათ, ცხოველთა ჭურჭელთა სულიწმინდისა, უარყვეს ყოველივე გარეგნული, არაფრისმაქნისი საგნები, ჩაუღრმავდნენ საკუთარ თავს, ააღორძინეს თავიანთი შინაგანი სამყარო და იპოვეს დიდი საუნჯე: ღმერთი, ზეციური სასუფეველი.

...იმ მამათა შორის გამოირჩეოდა მამა ათანასე - ხორციელი უმცროსი ძმა მამა იოსებ მღვიმელისა (მას მაშინ ეძახდნენ იოსებ ისიქასტს ან სპილეოტს). ათასნაირი საკერებლით დაკერებული კაბა ძლივსღა უფარავდა სხეულს. ხელთ ყოველთვის დიდი, გაცრეცილი სკვნილი ეპყრა, რომელზეც იესოს ლოცვას ჩამოილოცავდა. ზურგზე მოიკიდებდა ხოლმე სხვადასხვა ნივთით სავსე დიდ ტომარას და აუყვებოდა მღვიმის ბილიკს.

მამა იოსებმა დიდი სახელი დატოვა ათონის მთაზე. მის საძმოში შვიდი-რვა გამორჩეული და მკაცრი ბერი იყო. ისინი მოიმუშაკებდნენ გონიერ ლოცვას და იყვნენ ჩვენი სკიტის მეწინავე მამათა შორის. მხოლოდ დილაობით იღებდნენ სტუმარს ანდა საქმეზე მიდიოდნენ. დანარჩენი დრო, თითქმის 24 საათი, მღვიძარებასა და ლოცვაში იყვნენ, რომელიც არის მთავარი საქმე ჭეშმარიტი ბერისა.

თავიანთი კანონის შესრულებას შუადღის დასვენების შემდეგ იწყებდნენ. თითოეული მდუმარედ ლოცულობდა შუაღამემდე ანუ ბიზანტიური დროით ექვს საათამდე. შემდეგ ტაძარში მიდიოდნენ და აღასრულებდნენ საღმრთო ლიტურგიას. დილის საათებში ისვენებდნენ, ხელსაქმობდნენ და ფარულად განუწყვეტლივ ლოცულობდნენ. მათი ამ განაწესის შესახებ მრავალი წლის შემდეგ შევიტყვე მამა იოსების მორჩილისგან, რომელიც დღემდე მცირეოდენი ცვლილებით ამ განრიგით მოღვაწეობს. მამა იოსებს არ ვიცნობდი. ჩვენ, ახალგაზრდებს, სხვა სავანეების მოძღვრებთან მისვლის კურთხევა არ გვქონდა. მათი მღვიმე მამათაგან ცოტამ თუ იცოდა. მამა იოსების მორჩილები, სულიწმინდით ავსებულნი, ცდილობდნენ, XIV საუკუნის მისტიკოს მამათა კვალს მიჰყოლოდნენ. მთაწმინდას მართლაც ამშვენებენ მამა იოსების სულიერი შთამომავალნი.

სკიტის მოღვაწე მამების ნახვა მხოლოდ ნავმისადგომთან შეგვეძლო. ამანათების მიღების შემდეგ მამები თავიანთ კალივებს უბრუნდებოდნენ. ტვირთაკიდებულნი აუყვებოდნენ ბილიკს.

ნავმისადგომიდან 150 მეტრში ეკვდერი იყო, იქვე ქვის სკამი იდგა. აქ დავისვენებდით, ძალას მოვიკრებდით, მერე ციცაბო აღმართი იწყებოდა. ამ ადგილას, ღვთის ნებით, ერთი სასწაულებრივი ამბავი მომხდარა. ეს ამბავი აღეწერათ და ეკვდერში, ჯვარცმის წინ, ანთებულ კანდელთან იდო.

ერთი ბერის მორჩილს დიდი გაჭირვებით ამოჰქონდა ზღვიდან ტვირთი. შესასვენებლად ჩამოჯდა ქვის სკამზე. თან წუწუნებდა - ამაოდ ვირჯებიო. უეცრად სასწაულებრივად ჩაესმა ხმა შემწისა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა: "რას იჭვნეულობ და წუხხარ? იცოდე, ყველა ის ღვაწლი, რომელსაც ძმები დაითმენენ ტვირთის ზიდვისას, ღვთის წინაშე კეთილსასურველი მსხვერპლია. აღმართზე ასვლისას დაღვრილ ოფლს ქრისტე მოწამის მიერ დაღვრილ სისხლად შერაცხავს. უდრტვინველად დამთმენნი ამ მძიმე შრომისა და მორჩილებისა განკითხვის დღეს ღვთისგან დიდ ჯილდოს მიიღებენ". ძმამ გულდამშვიდებულმა მოუთხრო ყოველივე ძმებსა და მოძღვარს. დარჩენილი წმინდა ცხოვრება ღვაწლსა და მორჩილებაში გაატარა და გადავიდა საუკუნო სავანეში, რათა დაპირებისამებრ ღვთისგან ჯილდო მიეღო.

როგორც გვამცნობს ტრადიცია, ამ გამოცხადების ამბავი შეუტყვია კონსტანტინოპოლის პატრიარქს კირილე V ყარაყალოსს, რომელიც მაშინ წმინდა ანას სკიტში მოღვაწეობდა. იმ დღიდანვე შეუწყვეტია სასოფლო-სამეურნეო ინვენტარის ზეთისხილის ბაღში ცხოველების საშუალებით გადატანა (ბაღი გამოცხადების ადგილის ახლოს მდებარეობდა). იმ დღიდან ყველაფერს თავისი ზურგით ეზიდებოდა. მასაც სურდა მიეღო მოწამებრივი გვირგვინი.

მთელი გზის განმავლობაში ხელთ სკვნილი გვეპყრა და ვლოცულობდით. მივაღწევდით ჩვენს კალივამდე, დაწესებულ მეტანიას აღვასრულებდით ხატის წინ, შემდეგ მუხლს მოვუდრეკდით მოძღვარს და სამორჩილო საქმის შესრულებას ვამცნობდით.

ერთხელ ახალი სკიტიდან წმინდა ანას სკიტში მივდიოდი. გზად ხნიერი, ჭაღარა, მხიარული, სათნოსახიანი ბერი შემხვდა. გულწრფელად მომესალმა და მითხრა:

- ჩამოჯექი, ქრისტეს ახალბედა მხედარო, უნდა გაგიცნო!

მის ნებას მივყევი. მიუხედავად იმისა, რომ უცხოებთან გასაუბრების კურთხევა არ გვქონდა, მისმა სათნო სახემ დამატყვევა და წინ ვეღარ აღვუდექი.

- საიდან ხარ, პატარა ბერო? - მკითხა მან.

- ღვთისმშობლის შობის კალივიდან.

- ჰოი, - წამოიძახა გაკვირვებულმა, - იმ რჩეული მამებიდან? ღმერთმა გაკურთხოს.

მერე კი მონაზვნური ცხოვრების ღირსებაზე და ბერის ბრძოლებზე მომითხრო.

- თუ გინდა, ჩემო შვილო, მონაზვნურ ცხოვრებაში წარემატო, ეცადე, ძალზე შეიყვარო ხორციელი შრომა, ეს კლდეები, აღმართები და დაღმართები, ეს უთვალავი საფეხური, ეს აბგები და ტომრები, ეს ოფლთა ღვრა და მოწამებრივი შრომა, რომელიც შენი ყოველდღიური ცხოვრება იქნება. მთელი სულით შეიტკბე შრომა. წინ აღუდექი შენს ეგოიზმს. ამგვარად დაიმსხვრევა მისი წინააღმდეგობა და გათავისუფლდები ადამიანის სულის ლერნის ჰიდრასგან. მე ბავშვობიდან აქ ვარ. ვიცნობდი წმინდა ბერებს, ბრძენ მონაზვნებს. წავიკითხე მრავალი წიგნი. ყველას აზრები ერთ რამეში თანხვდება: ქრისტიანისა და განსაკუთრებით ბერის უდიდესი მტერი არის ეგოიზმი. ამიტომაც მწამს, შენ და შენი მოძღვარი ერთად იმგვარად იღვაწებთ, რომ ღვთის წინაშე წარმდგარნი, სიმდაბლის სიყვარულით გამშვენებულნი თავს დააღწევთ ამ მხეცს და შეხვალთ სამოთხეში.

მისი აზრები იყო სულიწმინდის მადლით გაჟღენთილი, მოწეული, სურნელოვანი, "შვიდგზის განწმენდილი" სულიდან მომდინარე. მისი იერი - ბავშვური, აღსავსე წმინდა უბრალოებით. "ღმერთო ჩემო, - ვეკითხებოდი თავს, - ვინ არის ეს მამა?" ცოტა ხნის შემდეგ განაგრძო: "შვილო ჩემო, ნუ დაელოდები მოწიფულ ასაკს უფრო მეტი მოღვაწეობისთვის. იმოსაგრევე, რომ ყოველდღიურად მიუახლოვდე ქრისტეში ცხოვრებას. იგრძენი თავი ქრისტესთან ერთად. შენი ქრისტესადმი სიყვარულის თერმომეტრმა ყოველდღიურად ტემპერატურის მომატება უნდა აჩვენოს. ამის შეცნობას მაშინ დაიწყებ, როცა ამქვეყნიური ცხოვრების საგნები შენთვის ყველანაირ ფასს დაკარგავენ, მათდამი გულგრილობას უფრო მეტად შეამჩნევ. ამაში დაგარწმუნებს შენი მოძღვრისადმი სიყვარულის სიდიდე, რომელიც ქრისტესთან შეგაერთებს. მოძღვარი ჩვენთვის, მორჩილებისთვის, ღმერთია ღმერთის შემდეგ. ხომ ხედავ, თუმცა მოხუცი ვარ, მაგრამ აქამდე მორჩილი გახლავარ".

აი, ეს იყო მთავარი, რაც შევიძინე ამ შესანიშნავ მონაზონთან შეხვედრისას.

- მამაო, მაპატიეთ, თქვენ ვინ ხართ, რა გქვიათ?

- მე ვიგლიდან ვარ და მამა ბარლაამი მქვია.

- თქვენ ხართ მამა ბარლაამი?! - წამოვიძახე და მის წინ დავემხე, მუხლი მოვიყარე. როცა წამოვდექი, დავინახე, ბერიც მიწაზე იყო დამხობილი, მასაც მუხლი მოედრიკა! დავიბენი, მაგრამ მან ამ ბუნებრივი ქცევით მიპასუხა, რომ მიჩვეული იყო ამგვარ მოქცევას ასეთი შემთხვევისას.

რაღა არ გამეგონა მამა ბარლაამის დიდსულიერებაზე ჩემი მოძღვრის, მამა იოაკიმესგან. განა ეს ღვთის საჩუქარი არ იყო? ჩვენ თითქმის უსიტყვოდ დავშორდით ერთმანეთს, აშკარად აღელვებულები კეთილმოკრძალებული ატმოსფეროთი, რომელიც მოჰყვა ამ კურთხეულ შეხვედრას. ის მეტად აღარ მინახავს.

როცა კალივაში დავბრუნდი და ჩემს მოძღვარს ყოველივე მოვუთხრე, მთელმა ჩვენმა საძმომ მოიყარა თავი, რათა მოესმინათ ამ მადლმოსილი პიროვნების, სულიერი არწივის ამბავი და მასთან საუბარი.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat