ნოსტალგიური მოგონებანი
ნოსტალგიური მოგონებანი
წადი და პირველად შენს მოძღვარს გაუმხილე ცოდვა
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-12
თავი 5. ჩემი პირველი აღსარება მთაწმინდაზე

- რახან მთაწმინდაზე დარჩენა გადაწყვიტე, მოძღვართან უნდა წახვიდე აღსარების სათქმელად (როგორც ვიცით, საბერძნეთში ყველა მღვდელს არა აქვს აღსარების მიღების უფლება, მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც ეპისკოპოსის საგანგებო ნებართვა აქვს, - კ.კ.), - მითხრა მამა გრიგოლმა.

ჩვენი მოძღვარი, მამა ქრისტეფორე, დაყუდებული იყო კარულზე, იმ ადგილას, რომელიც ყველაზე მეტად გამოხატავს ათონური ცხოვრების სიმკაცრეს. მე და ჩემმა სულიერმა ძმამ ხილი ჩამოვურიგეთ კარულელ ასკეტებს, რომლებიც ყველაფერს იყვნენ მოკლებულნი, ჩვენ კი, დიდება ღმერთს, ყველა ცხოვრებისეული სიკეთე გვქონდა.

პირველად ჰიმნოგრაფ მამა გერასიმეს ვესტუმრეთ კალივაში. მე ის პირეაში გავიცანი 1935 წელს, ძალზე მიყვარდა და პატივს ვცემდი. თვითონაც გაუხარდა მთაწმინდაზე ჩემი დანახვა, თანაც საბერო სამოსში გამოწყობილის, ათონელთა მახასიათებელი ნივთებით აღკაზმულის - კვერთხით, გუდით, მანქანის საბურავისლანჩიანი ფეხსაცმლით. უფრო მეტად გაუხარდა, როცა შეიტყო, რომ ღმერთმა ასეთ მკაცრ და ასკეტურ საძმოში მიმიყვანა. მეც აღფრთოვანებული ვუცქერდი მამა გერასიმეს. ის ჩვენი ეკლესიის თანამედროვე ჰიმნოგრაფი გახლდათ. მისი საგალობელთა ქმნის ნიჭი დიდფასეული იმითაც იყო, რომ ამ უდაბნო ადგილას იქმნებოდა.

- ესე იგი, ეს შენი პირველი აღსარებაა მთაწმინდაზე? - მკითხა მან, - შენ მიდიხარ მოძღვართან, რომელსაც დიდი სიწმინდე და განსჯის უნარი აქვს. იცოდე, უღირსი არ აღმოჩნდე ღვთის წყალობისა.

მადლობა გადავუხადეთ მამა გერასიმეს, ლოცვა ვთხოვეთ და კარულისკენ გავწიეთ. მივედით იმ ადგილას, საიდანაც გზის გაგრძელება მხოლოდ ჯაჭვების დახმარებით შეიძლება. ვეებერთელა კლდეები, ფრიალო ფლატეები, ქვემოთ კი ზღვა - ღრმა, შავი და მბორგავი. კარულში პირველად ვიყავი და ვერ წარმოვიდგენდი, რაც მელოდა, ასეთი სარისკო მგზავრობისთვის საკმარისი გამბედაობა არ მქონდა. საბედნიეროდ, თანამგზავრმა ძმამ გამამხნევა და დამეხმარა. პირველი სახიფათო გადასასვლელის შემდეგ სამი პატარა ქოხის წინ აღმოვჩნდით. "აქ წმინდა გიორგის კალივაა, სადაც დაყუდებულია განსწავლული რუსი ბერი მამა ნიკონი, ადრე რუსეთის არმიის ოფიცერი", - მითხრა ძმამ. კარზე დავაკაკუნეთ და დავუცადეთ. მალე კარში გამოჩნდა ჭაღარა, სათნო ბერი, რომელსაც სახეზე არაამქვეყნიური სიკეთე და ზეციური ღიმილი აღბეჭდვოდა. მცირეოდენი საკვები დავუტოვეთ, ავიღეთ კურთხევა, ვემთხვიეთ მის განწმენდილ მარჯვენას და გზა გავაგრძელეთ. ცოტა მოშორებით სხვა კალივა იდგა, სადაც ასევე რუსი მეუდაბნოე ცხოვრობდა. "ამ ბერს მდუმარების ღვაწლი აქვს აღებული", - მაუწყა თანამგზავრმა. მართლაც, მან კარები ისე გაგვიღო, სიტყვაც არ უთქვამს ჩვენთვის. მხოლოდ მუხლი მოგვიდრიკა მოსალმებისა და ნობათის გამო მადლიერების ნიშნად. ვინ იცის, რამდენი წელია, ხმა არ ამოუღია, ლოცვასა და მდუმარებაში შთაფლული მისცემია ღვთის საიდუმლოთა ჭვრეტას. სიტყვა არც ჩვენ დაგვიძრავს. არ დაგვირღვევია მისი მყუდროება, მხოლოდ მდაბლად მივესალმეთ და კვლავ მარტო დავტოვეთ თავის უფალთან. ამსოფლიური დაუოკებელი ავადმეტყველების ჟამს როგორი განსხვავებულია მისი მოწმობა ასკეტური მყუდროების საიდუმლოებისა და რამდენად განისვენებს მასზე სულიწმინდა!

მეორე რუსული კალივის ოდნავ მარჯვნივ, უზარმაზარ კლდესთან ბერძენი ასკეტის, მამა ბართლომეს კალივაა. ის უშუალო, ტემპერამენტიანი კაცი იყო, გულწრფელად უყვარდა ადამიანები და ეს სიყვარული მეტად ფიცხელი გახლდათ. ჭეშმარიტად მრავალნაირია ღვთის ნიჭები. ღმერთი სხვადასხვა ხასიათის ადამიანებზე განისვენებს და ყველას უნაწილებს თავის მადლს. მამა ბართლომე ძალზე გამხდარი იყო, უხორცო, ძვლებზე გადაკრული მიმჭკნარი ტყავით, მაგრამ თვალები ჰქონდა საოცრად ნათელი, აღსავსე ბავშვური გულწრფელობით. მე ის პირველად ჩვენი კალივის დღესასწაულზე ვნახე 1938 წლის 8 სექტემბერს (ძვ.სტ.).

მისი კელიის წინ ნუშის ხე იდგა, კლდის გარშემო აბზინდა აფრქვევდა კეთილსურნელებას. უდაბნოს სიჩუმეს ჩიტების მხიარული ჭიკჭიკ-ჟღურტული აცოცხლებდა. ქვემოთ კი ზღვა იყო - ხანდახან წყნარი, თითქოს მიაძინესო, ხანაც შფოთიანი, მბორგავი. და მათ შორის იდგა მამა ბართლომე - ჩონჩხად ქცეული მეუდაბნოე...

- მშვიდობით, ჩემო ძამიკო, წადი და განიწმინდე ამქვეყნიური ცოდვებისგან, რათა ჩვენი დედის, ღვთისმშობლის უმანკო შვილი იყო, - მითხრა გამოთხოვებისას.

რამდენიმე წუთის შემდეგ ჩვენი მოძღვრის კელიას მივადექით, რომელიც უფლის შობის სახელობისა იყო. როგორც კი გავედით კელიის წინ, პატარა მოედანზე, შიშმა და ძრწოლამ შემიპყრო - ჩვენს ქვემოთ უკვე ზღვა ბობოქრობდა. მორჩილმა, მამა სვიმონმა, მოძღვრის ოთახში შეგვიყვანა. მამა ქრისტეფორეს ფეხები დაშვებული ჰქონდა, ტახტზე მიწოლილი დაგვიხვდა. ჩვენს შესახვედრად წამოდგა, წელში მოიხარა და მეტანია აღასრულა.

- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ჩემო შვილებო, დასხედით, კეთილი იყოს შენი მობრძანება, მამაო, - ახლა მე მომმართა, - აღსარების სათქმელად მოხვედი?

- დიახ, წმინდაო მოძღვარო, ჩემი პირველი აღსარებაა მთაწმინდაზე.

პირველად ვნახე ჩვენი მოძღვარი ისევე, როგორც მისი ისიქასტრიონი, რომელიც პატარა კელიებისგან შედგებოდა. ოთახის აღმოსავლეთ კუთხეში კიოტი ეკიდა, სადაც ქაღალდის ხატები ესვენა და მათ წინ კანდელი ენთო. მაგიდაზე წმინდათა ცხოვრებიდან და მამათა სწავლებიდან ამოწერილი ტექსტები ეწყო. ირგვლივ უპოვარება გამეფებულიყო.

- აი, ამ სასახლეში ვცხოვრობთ, - მითხრა, როცა მარტო დავრჩით. ვუცქერით ეგეოსის ზღვას, ჩვენ წინ რომ გადაშლილიყო. ხანდახან დიდი თევზები მოცურდებიან ხოლმე, ვეშაპები, ზვიგენები და მოთამაშე დელფინები. ამ კლდეს დარში მზეც დაჰნათის...

- დაჯექი, - მითხრა კვლავ და პატარა სკამზე მიმითითა, - ჩვენი ადგილსამყოფელი უნუგეშოა. რამდენიმე გარეული ნუშის ხის გარდა, არაფერი დგას. შეშისთვისაც კი დაბლა ვეშვებით და ზურგით ამოგვაქვს... შვილო, აღსარება თუ გითქვამს?

- დიახ, წმინდაო მოძღვარო, პირველად თორმეტი წლისამ ვუთხარი აღსარება რუსეთიდან ლტოლვილ ერთ მღვდელმონაზონს. თუმცა მოგვიანებით ჩემი მოძღვარი იყო მამა პაისი ფინიოკალიოტაკისი.

- კარგია. თუმცა ეს აღსარება შენი ახალი ცხოვრების დასაწყისი იქნება. მოდი, დავიწყოთ. ფანჯარა დახურეთ და მუხლი მოიდრიკეთ მაცხოვრის ხატის წინ.

დავიჩოქე. ამ აღსარებაში უნდა ამომეთქვა ჩემი ცხოვრების თვრამეტი წელიწადის ცოდვები. მოძღვარმა ოლარი გადამაფარა. ერთი სანთელი აანთო და ლოცვა დაიწყო. დასასრულს ჩემთვის უცნობი ლოცვები მომცა წასაკითხად, რომელიც ალბათ ძველი ხელნაწერებიდან გადმოეწერა და აღსარების წმინდა საიდუმლოებას ეხებოდა. მაგრამ იმდენად სულისშემძვრელი იყო და იმ წუთში ისე პასუხობდა ჩემს ფსიქოლოგიურ და ემოციურ განწყობას, რომ წაკითხვა ვერ მოვასწარი. ჩემს სიცოცხლეში აღსარებისას არასოდეს მიგრძნია გრძნობების ამგვარი მოზღვავება, არც ამდენი ცრემლი დამიღვრია, რამდენიც მაშინ. თვალთაგან ცრემლთა წყარო მდიოდა, ენას სიტყვის წარმოთქმა აღარ შეეძლო, ხელები მიკანკალებდა.

- ნუ იჩქარებ, შვილო, დაგიცდი, - მითხრა მოძღვარმა.

მაგრამ მე ლოცვის გაგრძელების თავი არ მქონდა. სული საფუძვლითურთ შემერყა, ცოტათი გონს მოსასვლელად მოძღვარს ვთხოვე, ლოცვა შემეწყვიტა. ის კი მოთმინებით მარცვლავდა სკვნილს. სული მოვითქვი და დარჩენილი ლოცვებიც ჩავიკითხე.

- ახლა, შვილო, აღიარე ღვთის წინაშე იმ დროიდან, რაც თავი გახსოვს, დღევანდლამდე თუ რამ ცოდვა ჩაგიდენია.

გულისტკივილით მთელი ჩემი ბინძური ცოდვები ვაღიარე. ბოლოს შევნიშნე, რომ მოძღვარი ტიროდა. მას ჩემთვის არაფერი უკითხავს, არც არაფრის ახსნა უთხოვია. მე მას ყველაფერი მოვუყევი ისე, როგორც იყო.

- ახლა კი ცოდვათაგან გახსნის ლოცვებს წაგიკითხავ, - წაიჩურჩულა.

- წმინდაო მოძღვარო, ნუთუ არაფერს მეტყვით, არაფერს მირჩევთ? - შევეკითხე.

- არა, შვილო. აქ, ათონზე, ის მოძღვრები ხელმძღვანელობენ და იძლევიან რჩევებს, ვინც მორჩილებზე პასუხს აგებს. ჩვენ, უბრალოდ, საიდუმლოს აღვასრულებთ ხოლმე. მოემზადე შობას საზიარებლად.

თავი ლამის იატაკამდე მოვიდრიკე, ჩემზე ცოდვათაგან გახსნის ლოცვები რომ წაეკითხა

- შვილო, ასე დაბლა არ გინდა, ცოტათი წამოიწიე, ხელი რომ თავზე დაგადო. ასე უნდა მიიღო ცოდვათა მიტევება.

წამოსვლის წინ მოძღვარმა მითხრა, რომ ახალმოსულებს ჩვეულებისამებრ დიდ კანონს ადებდა და ათონის მთაზე მოსვლიდან დიდხანს წმინდა ზიარებისგან განაყენებდა. მაგრამ თუ ხედავდა ჭეშმარიტ სინანულს, კანონს ამცირებდა. მაშინ შუა ოქტომბერი იდგა, ქრისტეშობას კი შემეძლო მიმეღო უფლის სისხლი და ხორცი.

აღსარების შემდეგ მამა ქრისტეფორემ სხვა ძმებს მოუხმო და თავისი სიხარული გაუზიარა.

- გიორგი განიწმინდა, ახლა კი ვუსურვოთ, რომ კარგი ბერი დადგეს.

მცირე ხნით ჩამოვსხედით მოძღვრის ისიქასტრიონში და დავტკბით მისი სულიერი საძმოს ხილვით. დავლიეთ ბალახებისგან მომზადებული ცხელი ჩაი და უკან "გამოვფრინდით". "მასხურე მე უსუპითა და განსწმინდე მე, განმბანო მე და უფროის თოვლის განვსპეტაკნე". ახლა კი დაიწყო ჩემი ახალი ცხოვრება განწმენდილი სულით...

***
ჩვენი მოძღვრის ქოხი ყოველთვის სულიერი ძალების და სიმტკიცის წყარო იყო. არ შემიძლია ერთი ამბავი არ მოვიხსენო, როცა იქ მეორედ მივედი აღსარების სათქმელად. ფლატედან ვეშვებოდი და თან ხელი ჯაჭვს მქონდა ჩაჭიდებული. გზაში ნაცნობ ბერს შევხვდი, რომელიც ქვემოდან ამოდიოდა. ის მორჩილი გახლდათ განსჯის უნარის მქონე, როგორც ათონზე იტყვიან, "ბერული" მოძღვრისა. მივესალმეთ ერთმანეთს ჩვეულებისამებრ.

მალევე მოძღვრის ოთახის კარზე დავაკაკუნე. მივხვდი, თვითონ მიღებდა კარს, რადგან კოჭლობდა და თავისებური მიმოხვრა ჰქონდა. თბილად მიმიღო და ჩვეულად გამიმასპინძლდა. აღსარების შემდეგ გარეთ გამოვედით. ამ ადგილის ძალზე მეშინოდა, მყარ კლდესაც კი ვერ ვენდობოდი. კარულის ზღვის მრისხანება სულიერად მაშფოთებდა. მაგრამ ახლა გვერდით მოძღვარი მედგა და ეს მაძლევდა სითამამეს. ვგრძნობდი, რომ მამა ქრისტეფორე ამ დღეს რაღაცას დაეღალა, გუნება წაეხდინა. მალევე გამიმხილა თავისი საწუხარი.

- რთული დღე მქონდა. შენს მოსვლამდე აღსარების სათქმელად ერთი ბერი მოვიდა, რომელმაც ძალიან გამაბრაზა. მან რაღაც შესცოდა, მოისურვა მისი ჩემთან აღსარება, მაგრამ ცოდვა თავის მოძღვარს არ გაუმხილა. მთხოვა კიდეც, ნება მომეცი, მოძღვარს დავუმალოო. ცხადია, უარი ვუთხარი აღსარების მიღებაზე - წადი, პირველად შენს მოძღვარს გაუმხილე ცოდვა და მერე მიგიღებ-მეთქი. ძალზე ნაწყენი წავიდა.

ეს ეპიზოდი ხელსაყრელ შემთხვევას მაძლევდა, ჩემი მოძღვრის ფიქრთა მდინარეში შემეღწია. ვიცოდი, რომ აქედან ბევრ კარგს ვისწავლიდი.

- წმინდაო მოძღვარო, - შევეკითხე მამა ქრისტეფორეს, - როგორ უცქერით მომხდარს და როგორ აფასებთ მის მნიშვნელობას ბერის ცხოვრებაში?

- მისმინე, შვილო, ღმერთი არის ღმერთი წესრიგისა და არა უწესრიგობისა. ამ შემთხვევაში საგანთა მიმდინარეობა შემდეგნაირია: ღმერთი - მოძღვარი - მორჩილი. ამ წესრიგით ცხოვრობს ჩვენი ეკლესია იმ დროიდან, რაც სულიწმინდამ მამათა მეშვეობით მონაზვნობა განსაკუთრებულ სულიერ სისტემად ჩამოაყალიბა. ამ სამეულის რიგს ღმერთი - მოძღვარი - მორჩილი შეესაბამება ძველი აღთქმის სამეული: მამა ღმერთი - მოსე - ისრაელის ერი. ღმერთი რასაც აძლევდა ისრაელის ერს, მოსეს მიერ აძლევდა. და კიდევ ხალხს რაც უნდოდა, ღვთისაგან მიეღო, მოსეს მიერ ითხოვდა. შენ უნდა იცოდე, რომ მიწიერი ეკლესიის ყველა დადგენილება ეყრდნობა ერთი მხრივ წმინდა წერილს, რომელიც უშუალოდ იესო ქრისტესგან მომდინარეობს და მეორე მხრივ სულიწმინდას, რომელსაც წმინდა მამების მიერ მიჰყავდა და მიჰყავს ეკლესია ჭეშმარიტებით. ჩემო შვილო, თუ დაინახავ მონასტერს და ძმობას, რომელიც სულს ღაფავს, იცოდე, რომ ამ ღვთივმოცემული წესრიგის დარღვევაა ამის ბრალი. კურთხეულნი არიან ის ბერები, ვინც თავიანთ მოძღვარს "ღვთის შემდეგ ღმერთს" უწოდებენ. ძმა, რომელზეც მე მოგიყევი, ძალზე დამწუხრებული წავიდა. არც მინდოდა, გახარებული წასულიყო, რადგან თუ შევუსრულებდი თხოვნას, ამით ძალზე არსებით მონაზვნურ დანაშაულს ჩავიდენდი და ამ საქციელით სატანის ხელმწიფებას გადავცემდი. მაგრამ იმედი მაქვს, რომ მალე მიხვდება და შეინანებს. მაშინ შენ ჩემი სიხარულის თანამოზიარედ გაგხდი, რადგან ვხედავ, ძალიან შეწუხდი, თუმცა იმ ბერს არ იცნობ.

არ მინდოდა, ჩემი მოძღვარი რთულ მდგომარეობაში ჩამეყენებინა, ამიტომაც არ მითქვამს, რომ იმ ძმას შევხვდი. ვიცოდი, რომ ამით სულიერ ტრავმას მივაყენებდი. ის ვერც წარმოიდგენდა, რომ ჩვენ შეიძლებოდა შევხვედროდით ერთმანეთს, რადგან ის ძმა ზემოთ ჯაჭვებს კი არ უნდა ამოჰყოლოდა, საპირისპირო გზით უნდა წასულიყო. მოძღვარმა იფიქრა, რომ ის ასეც მოიქცა და ამიტომაც მიამბო ეს ამბავი. ჩვენს კალივაში დავბრუნდი და ყველაფერი ჩემს სულიერ მამას მოვუყევი, რადგან უაზრობა იქნებოდა, რაიმე მისგან დაფარული მქონოდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat