თუ გრძნობ, რომ მრისხანება გიპყრობს, დუმილი დაიმარხე
თუ გრძნობ, რომ მრისხანება გიპყრობს, დუმილი დაიმარხე
შენ კი უკვე სამი კვირაა, რაც ძმაზე მრისხანებ
* "მამაო, ხშირად ვმრისხანებ", - შესჩივლა მამა პორფირე ათენელს (+1992) სულიერმა შვილმა. "მრისხანება კარგი რამეა", - თქვა ბერმა. "როგორ თუ კარგი?!" - შეეკითხა განცვიფრებული. "რა თქმა უნდა, კარგია! მრისხანება ჩვენში ღმერთმა ჩადო. ეს სულის ნერვია და იმისთვის მოგვეცა, რომ რისხვით უკუვაგდოთ ჩვენი ვნებები - ეშმაკი".

ერთხელ იგივე ბერი მივიდა რაღაც საქმეზე მამა პორფირესთან. მან კი უეცრად უთხრა - ვხედავ, რომ ერთი ძმა ძალზე განრისხებულია შენზე, როგორც მხეცი და შენი გაგლეჯა უნდაო (ეს მართლაც ასე იყო და ბერს მოძღვრისთვის ამის თქმა არ უნდოდა).

- შენ არაფერს მეუბნები. მოდი, ვილოცოთ, რომ დაამშვიდოს იგი ღმერთმა. გწამს ეს?

- მწამს.

- მხოლოდ ღმერთს შეუძლია ადამიანის გულის შეცვლა. ჩვენ რამდენიც არ უნდა ვუჩიჩინოთ, ამას ვერ შევძლებთ.

- მაგრამ, მამაო, რატომ იქცევა ასე?

- სუ! ნურაფერს იტყვი, შენ მხოლოდ ილოცე, - ბრძანა ღირსმა მამამ.

* სულიერ მამასავით ბევრს მრისხანებდნენ იოსებ ათონელის სულიერი შვილები, ოღონდ არა ადამიანებზე, არამედ საკუთარ ვნებებზე. მამა ხარლამპე დიონისელი (+2001) მოგვითხრობს: "ღამისთევით მოღვაწეობისას ძმებს გვერდით დიდი, მსხვილი ჯოხები გვეწყო. როგორც კი უმნიშვნელო ფიქრი გვეწვეოდა - სიამაყის, განკითხვის, უდებებისა და ა.შ. და ღვთისაკენ ლოცვით სწრაფვას შეგვიჩერებდა, მაშინვე ჯოხით ვიცემდით თავს არა ხუმრობით, არამედ სერიოზულად. დაეცემი მიწაზე, ტკივილისაგან იგრიხები და ეუბნები საკუთარ თავს: "ჰოი, ბოროტმოქმედო, აბა, თუ შეძლებ, კიდევ გაიფიქრე რაიმე ურგები და გაჩვენებ სეირს". რამდენჯერ ამ ტკივილების შემდეგ საოცრად შეგვემუსრებოდა გული და მოდიოდა ლოცვა... აღტაცებული გონება კი სამოთხის მშვენიერებით ისე ტკბებოდა, რომ ძნელია ამის აღწერა".

ერთი ბერი მამა ხარლამპესთან ორ კვირაში ერთხელ მიდიოდა აღსარების სათქმელად და სამდღიანი მარხვის შემდეგ ეზიარებოდა ხოლმე. ეს ბერი უკვე დიდი ხანია რაც უმძრახად იყო რამდენიმე კაცთან. მამა ხარლამპემ ეს რომ შეიტყო, იხმო თავისთან და ურჩია, ძმებს შერიგებოდა. მაგრამ ამაოდ დაშვრა მოძღვარი. მაშინ მამა ხარლამპემ უთხრა, თუ ძმებს არ შეურიგდები და ისე ეზიარები, დიდად შესცოდავო. მაგრამ ნახეთ და შეძრწუნდით, თუ რა უთხრა პასუხად ამ "აღმსარებელმა": - უფრო ადრე ჯოჯოხეთში წავალ, ვიდრე ამ არამზადებს გავცემ ხმასო.

ერთი საშუალო სკოლის მასწავლებელი, რომელსაც სასულიერო განათლება ჰქონდა და გარეგნულად ღვთისმოშიში იყო, სულიერმა მამამ ბერად აღკვეცა. შემდეგ კი გენერალური აღსარების სათქმელად მამა ხარლამპესთან გაგზავნა (საბერძნეთში ყველა მღვდელს არა აქვს აღსარების მიღების უფლება). ხარლამპეს ამ ბერისთვის მოწმობა უნდა მიეცა, რომ მას მღვდლად ხელდასხმისთვის კანონიკურად საწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. შემთხვევით ისე მოხდა, რომ მანამდე მამა ხარლამპემ საშუალო სკოლის მასწავლებელთა და მოსწავლეთა აღსარებები მოისმინა, მათგან შეიტყო, რომ ეს ბერი მასწავლებლობისას ძალზე უხიაგი იყო, უთანხმოება ჰქონდა ხალხთან და ბევრ პრობლემას ქმნიდა. მამა ხარლამპემ ბერისაგან აღსარება მოისმინა და უთხრა: შენი ნათქვამი ცოდვებიდან ვერაფერს ისეთს ვერ ვხედავ, მღვდლობის მიღებაში ხელი რომ შეგიშალოს. მაგრამ რადგანაც მღვდლობის უმძიმესი ჯვარი უნდა იტვირთო, მოვალე ხარ, შეურიგდე იმ ადამიანებს, ვინც შემთხვევით გაგინაწყენებიაო.

- წმინდა მამაო, - უპასუხა ბერმა, - მე არავინ გამინაწყენებია, ისინი არიან ჩემთან დამნაშავენი.

- კარგი, ვთქვათ, ისინი არიან დამნაშავენი. მაგრამ სიყვარულის გამო, მღვდლობის გამო მათ მხოლოდ ერთხელ უთხარი "მაპატიეთ" და მოიწვიე შენი მღვდლად ხელდასხმისას.

- რაო, მე მათ ვუთხრა "მაპატიეთ"? არასოდეს! თუნდაც მათ მთხოვონ პატიება... მე ჯერ კიდევ დავფიქრდები, ვაპატიო მათ თუ არა.

- მაგრამ, შვილო, ხომ კითხულობ წმინდა სახარებას? განა ქრისტე არ ამბობს: "გიყვარდეთ თქვენი მტრები"? განა მან ჯვარზე გაკრულმა არ მიუტევა იუდეველებს, თავის ჯვარმცმელებს? განა მან არ გვასწავლა ლოცვა, "მამაო ჩვენო", სადაც ვამბობთ, "მოგვიტევე ჩვენ... ვითარცა ჩვენ მივუტევებთ"? როგორ აღასრულებ ლიტურგიას? როგორ ეზიარები? ანდა სხვებს როგორ მოუწოდებ: "შიშითა ღვთისათა, სარწმუნოებით და სიყვარულით მოვედით"?

ბერი კი აღშფოთებული ჩურჩულებდა, - არასოდეს, ა-რა, ა-რა-სო-დეს...

საბოლოოდ, მამა ხარლამპემ მოწმობის მაგივრად მის მოძღვარს მისწერა: "ჩემი აზრი ასეთია - თუ შენი მორჩილი მღვდელი გახდება, უსიამოვნებები შეგვემთხვევა და პირველი შენ ინანებ მწარედ, რომ ეს საქმე ჩაიდინეო (ანუ მღვდლობის ნება მიეციო)". მიუხედავად ამ წერილისა, ბერის მოძღვარმა, რადგან საძმოში მღვდელი არ ჰყავდათ და კელიაში ღვთისმსახურების აღვლენა სურდა, მიაღწია იმას, რომ სხვა მოძღვრისაგან მოიპოვა მოწმობა და მისი სულიერი შვილი მღვდლად აკურთხეს. მოხდა ის, რაც მოსახდენი იყო - ახალნაკურთხი მღვდელი თანდათანობით გაცივდა მოძღვრის მიმართ, ჩხუბობდა და საბოლოოდ დატოვა საძმო. მღვდელმონაზვნის მოძღვარი კი მწარედ ტიროდა: "მართალი ყოფილა შენი წინასწარმეტყველება, მამა ხარლამპე, მე კი არ დაგემორჩილეო".

სამწუხაროდ, ეს ბერი განრისხებული გულით გარდაიცვალა.

* ამბა ისიდორე ჰყვებოდა: ერთხელ ქალაქში მოწნული კალათები წავიღე გასაყიდად. ვიგრძენი, მრისხანება მეუფლებოდა, ამიტომ კალათები მივატოვე და გამოვიქეციო. მამა იოანე მმარხველი კი ამბობდა: ერთხელ ჩემი მოქსოვილი კალათებით სკიტის გზაზე მივდიოდი და აქლემის მწყემსს შევხვდი. მან თავისი სიტყვებით განმარისხა. გავიქეცი და კალათები იქვე დავტოვეო.

* ბერმა ისააკმა გაიხსენა ერთი საგულისხმო ამბავი: "ძმას წავეჩხუბე და მასზე ვმრისხანებდი. ერთხელ ვზივარ, ვხელსაქმობ. გამახსენდა ჩვენი ჩხუბი, შევინანე, ვიფიქრე: ახლა რა ვქნა? ამ დროს ჩემთან ვიღაც ჭაბუკი შემოვიდა, წესისაებრ თითქოს ჯვარი გამოისახა კიდეც. მითხრა: "შენ შესცოდე და ახლა წუხხარ, დამიჯერე და მშვიდად იქნებიო". მაშინვე ვიცანი - ეშმაკი იყო და ვუპასუხე: "წარვედ ჩემგან, რადგან ღვთისაგან არა ხარ". "ვწუხვარ შენზე, საქმეს იფუჭებ, საბოლოოდ მაინც ჩემი ხარ", - მითხრა. "არა, მე შენი, ეშმაკისა კი არა, ღვთისა ვარ", - ვუთხარი შეშფოთებულმა. ეშმაკმა კი თქვა: "ვინც მრისხანებს და ბოროტება ახსოვს, ისინი ღმერთმა მომცა, შენ კი უკვე სამი კვირაა, რაც ძმაზე მრისხანებ. ბოროტებას ფიქრობ მასზე, ხოლო ასეთებს გეენიის ცეცხლი ელოდება. მე ასეთ ადამიანებს დავდევ თან. ამიტომაც შენ ჩემი ხარ". ეს რომ გავიგე, მაშინვე წავედი და ძმას შევურიგდი. ეშმაკმა ეს ვერ დაითმინა და კელია დამიწვა.

* წმინდა ილარიონ ოპტელი ბრძანებდა: თუ გრძნობ, რომ მრისხანება გიპყრობს, დუმილი დაიმარხე, მანამდე ნურაფერს იტყვი, სანამ მოუკლებელი ლოცვით და საკუთარი თავის გაკიცხვით გულსაც არ დაიმშვიდებ.

* ნოვოსილსკის მაზრაში ერთი ვაჭარი ორი წელი იტანჯებოდა ავადმყოფობით, წუთით არ ჰქონდა მოსვენება, ლამის გაგიჟდა. ეჩვენებოდა, რომ ყველა მას დასდევდა მოსაკლავად. ამიტომ სავაჭრო საქმეც ჩაუწვა. საცოდავი, ხალხს გაურბოდა, უაზრო სიტყვებს ისროდა. ცოლი ძალიან წუხდა მისი ავადმყოფობით. ოპტის მონასტერში წავიდა და მამა ილარიონს დახმარება სთხოვა. წმინდა ილარიონმა ვაჭარზე ყველაფერი დაწვრილებით გამოჰკითხა. აღმოჩნდა, რომ მისი ავადმყოფობის მთავარი მიზეზი საკუთარი მამისადმი ურჩობა და გულში დაფარული ბოღმა იყო. მოძღვარი დიდხანს არწმუნებდა ვაჭარს, შერიგებოდა მამას, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეეწეოდა ღმერთი და განიკურნებოდა. ვაჭარი დიდხანს უარობდა, თავს იმართლებდა, მამას ადანაშაულებდა. საბოლოოდ, როგორც იქნა, მოდრიკა და მზად იყო, მოძღვრის ნაბრძანები ყველაფერი შეესრულებინა. ავადმყოფმა აღსარება თქვა, ზიარების შემდეგ სამი დღე კიდევ დარჩა მონასტერში და შინ სრულიად ჯანმრთელი დაბრუნდა, შეურიგდა მამას და კვლავ განაგრძო საქმიანობა.

* როგორ ვძლიოთ კაცთა მრისხანებას?! მხოლოდ სიმდაბლით. მამა ლეონტი ათონელი (+1876) ერთხელ ათონზე, კარიესში ერთ ნაცნობ ბულგარელს ეწვია. მან მოძღვარი არქონდარიკში შეიპატიჟა, სანამ თავის საქმეს მორჩებოდა. ბერი შევიდა არქონდარიკში, წესისამებრ იქ მყოფ მონაზონს მუხლმოდრეკით მიესალმა და ლოცვა სთხოვა: მაკურთხეთო. მონაზონი უეცრად ტახტიდან წამოხტა და ლანძღვა დაუწყო. შეწუხდა მამა ლეონტი, მხოლოდ ამას ეუბნებოდა: მართალს მეუბნები, მამაო, ეგეთი ვარო. ის კი გარეთ გავარდა ჯოხის მოსაძებნად. "აბა, ლეონტი, აჩვენე, რა გისწავლია", - უთხრა საკუთარ თავს. ფიქრობდა, უფალი და ღვთისმშობელი გააძლიერებდნენ და დაითმენდა განრისხებული ბერისგან ცემას - ბოლოს და ბოლოს, ხომ დაიღლება და გაჩერდებაო. ამ დროს ჯოხის მოსატანად წასული ბერი შემოვიდა და მუხლებში ჩაუვარდა. თურმე ვიღაც ვლახს, რომელსაც მიამსგავსა ლეონტი, განერისხებინა. როცა ჯოხისთვის წავიდა, ბულგარელმა ბერმა ჰკითხა არქონდარიკში მყოფ მამა ლეონტიზე. მაშინღა მოეგო გონს და მიხვდა, თუ როგორ დაუბნელა გონება რისხვამ. "ღმერთმა გაპატიოს, ძმაო, - უთხრა მონანულ ბერს მამა ლეონტიმ, - მხოლოდ მცირე კანონი აღასრულე, ღვთისმშობლის ხატის წინ ასი მეტანია გააკეთე". ბერმა გულმოდგინედ იწყო მუხლთადრეკა, მამა ლეონტიმ მისი გულწრფელი სინანული რომ დაინახა, უთხრა, - გეყოფა, საკმარისიაო.

* სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო, +1980) ამბობდა, - საჭიროა კაცმა სულის სიმშვიდე შეინარჩუნოს, არ გაღიზიანდეს და განრისხდეს. თუ რაიმეზე გაბრაზდა, იმ მომენტში ენა უნდა მოთოკოს ან გაშორდეს იქაურობას. იესოს ლოცვით ან "გიხაროდენის" წართქმით დააცხროს მრისხანება და ბრაზი. თუ შესაძლებელია, ამ დროს სახარება წაიკითხეთ. თუნდაც არაფერი გესმოდეთ, მაინც წაიკითხეთ, რადგან მხოლოდ ყურებითაც კი სახარებიდან გამოსული მადლის სხივები შენში შემოდის. ნახავთ, რომ ასეთი მეცადინეობით მალე დამშვიდდებით...

* ვინმე განრისხებულმა ბერმა მამა სისოს შესჩივლა: - ძმამ გამაბრაზა და მინდა შური ვიძიოო. მამა სისომ მისი დამშვიდება სცადა: - არა, შვილო, ასე ნუ მოიქცევი, ღმერთს მიანდე შურისძიება. ბერი კი წუწუნებდა: - არ დავმშვიდდები, სანამ შურს არ ვიძიებო. მაშინ ღირსმა მამამ უთხრა: - ვილოცოთ, ძმაოო. დადგნენ ლოცვად. წმინდა სისომ ხელნი აღაპყრნა და შეჰღაღადა: - ღმერთო, ღმერთო, აღარ გვჭირდება შენი მზრუნველობა, რადგან ჩვენ თვითონ ვზრუნავთ საკუთარ თავზეო. ამ სიტყვებმა შეაძრწუნა ბერი, მუხლი მოუდრიკა მამა სისოს და მიმართა: - არა, მამაო, აღარ მინდა შურისძიება, შემინდეო.

* ერთმა ღირსმა მამამ თქვა: ჩვენ ვუყურებთ ჯვარცმულ ქრისტეს, ვკითხულობთ მის ვნებებზე, თვითონ კი ერთი წყენაც ვერ დაგვითმენიაო.

* გასული საუკუნის დასაწყისში მცირე აზიაში ჯერ კიდევ იყო რამდენიმე ქრისტიანული ბერძნული სოფელი. ხალხი დროს ქეიფში ატარებდა. ხშირად ჩხუბობდნენ ერთმანეთში. მამა არსენი ცდილობდა, მათი ახალგაზრდული ენერგია, ურთიერთშური, მტრობა, რისხვა საერთო მტრის წინააღმდეგ წარემართა. მტერი კი თურქი დამპყრობლები იყვნენ, რომელთა შეიარაღებული რაზმები ხშირად აწიოკებდნენ ბერძნულ სოფლებს. თქვენი რისხვა ასკერებზე გადაიტანეთ, ჩვენი სოფლები რომ არ დაიპყრონო, - შეაგონებდა. წმინდა არსენ კაბადოკიელის შეგონებამ შედეგი გამოიღო - ბერძნულ სკოლებში ძმათა შორის სიყვარული გამეფდა და მტერსაც უკვე ადვილად ერეოდნენ.

* არქიმანდრიტი ქერუბინი ჰყვება ერთ ათონურ ამბავს (მაშინ ჯერ კიდევ 18 წლის იყო): ერთხელ კალივაში ვბრუნდებოდი. ნავსადგურიდან ყვირილი შემომესმა - ორი კაცი ერთმანეთში ჩხუბობდა. მალე მივედი ერთ წყაროსთან, სადაც დიდი ავზი იყო გაკეთებული. ჩხუბობდნენ ერისკაცი მენავე და ბერი მამა პავლე. კარგი არაფერი მოხდება-მეთქი, - ვიფიქრე. ამ დროს მენავემ შეურაცხყო სახელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. განრისხებულმა ბერმა შეიპყრო მენავე, ხელი ჰკრა, ავზში ჩააგდო და მიაძახა: "არამზადავ, მე ღვთისმშობლის სიყვარულისთვის ვუარვყავი მშობლები, სოფელი, საკუთარი თავი. შენ კი მას აქ, მის სამფლობელოში შეურაცხყოფ?!"

მივირბინე, რომ არაფერი მომხდარიყო. კელიაში დაბრუნებულმა კი მოძღვარს ვკითხე, - რამდენად სწორად მოიქცა მამა პავლე-მეთქი. მამა გრიგოლმა მითხრა: - წმინდა იოანე ოქროპირი წერს, რომ თუ ვინმე შეურაცხყოფს ღვთის სახელს, ჩვენ მოვალენი ვართ მის დასაცავად დავდგეთ. ხელით შეხების ნებასაც კი გვაძლევს: "სილა გააწანი, შეუმუსრე ბაგე, განიწმინდე ამით შენი ხელი". წმინდა მამები ამბობენ: მორჩილი მოვალეა, წინ აღუდგეს მათ, ვინც შეურაცხყოფს და ცილს სწამებს მის მოძღვარს. მით უმეტეს, უფრო მეტად უნდა აღდგეთ უფლის ან ღვთისმშობლის სახელის დასაცავად, როცა მას ღვთის უშიში ადამიანები აგინებენ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat