ნოსტალგიური მოგონებანი
ნოსტალგიური მოგონებანი
სადაური ხარ, ბერობა ხომ არ გინდა?
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყ. იხ. ##8-9
ნახევარი საათის შემდეგ დიდ ლავრაში მივედი. მონასტერი შუა საუკუნეების ციხესიმაგრეს მოგაგონებთ. ფართო ეზოში მეფურად აღმართულიყო წმინდა ათანასეს აშენებული კათოლიკონი (მთავარი ტაძარი მონასტრისა). მის წინ დარაჯად ორი კვიპაროსი იდგა. მათ შორის დიდი თვით წმინდა ათანასეს დაურგავს, მეორე კი - მის ერთ-ერთ მოწაფეს. ყველაფერი დიდებული და მოვლილი იყო. ლავრელი ბერები, მეკარიდან დაწყებული, იღუმენით დამთავრებული, ამაყობდნენ თავიანთი სულიერი წარმოშობით - ისინი იყვნენ შვილები წმინდა ათანასესი და თანამოძმენი იმპერატორ ნიკიფორე ფოკასი (იგი იყო ქტიტორი ლავრისა). დავდიოდი მონასტერში და ასე მეგონა, საიდანმე სავანის დიდი მამა და მაშენებელი გამოვიდოდა.

შთამბეჭდავი იყო აქაური ერთი ტრადიცია. მებაღე ხილს სახეობათა მიხედვით აგროვებდა, ბერები კი იღებდნენ, ვისაც რამდენი უნდოდა. მეზობელი კალივებიდანაც მოდიოდნენ მეუდაბნოე მამანი და რამდენიმე დღის სამყოფი ხილით ივსებდნენ გუდებს. ამგვარი ტრადიცია იყო სხვა მონასტრებშიც, სადაც ღვთის წყალობით მოვხვდი.

ლავრაში მცირე ხანს დავრჩი, ვჩქარობდი კავსოკალივაში დაბრუნებას, იქიდან წმინდა ანას სკიტში უნდა წავსულიყავი, მერე კი დიონისეს მონასტერში, ჩინებულ მამა ლაზარესთან. კავსოკალივიდან ორი დღის მერე მე და ჩემი მეგობარი, მამა იოსები კარიესში ვეწვიეთ წმინდა იოანე ნათლისმცემლის კალივას, სადაც დიდი განსჯის უნარის მქონე მამა, ბერი იოაკიმე და მისი მორჩილი ბერი ანდრია ცხოვრობდნენ.

წმინდა სკიტში რამდენიმე დღე დავრჩი და ისევ მამა აზარიას კალივამ მიმასპინძლა. ამ დღეებს დაემთხვა ღვთისმშობლის შობის დღესასწაული. შუადღისას გვეწვია ჭაღარა, მკაცრსახიანი ბერი, მამა გრიგოლი ღვთისმშობლის კალივიდან. დღესასწაულზე საგალობლად მამების მიწვევა უნდოდა. მე ამ დროს ტახტზე ვიჯექი. მამა გრიგოლმა გამომცდელი თვალით შემომხედა და არქონდარიკში (სასტუმრო ოთახი) შევიდა. მამებმა მიწვევა მიიღეს და უთხრეს, ერთი სტუმარი გვყავსო. ისიც წამოიყვანეთო, - თქვა ბერმა.

მამა გრიგოლის საძმო რამდენიმე კაცისგან შედგებოდა. ისინი ამერიკიდან იმისთვის ჩამოვიდნენ, რომ მამა გრიგოლის წინამძღვრობით ემოღვაწათ. მათ შორის გამოირჩეოდა ერთი ძალზე განათლებული და ღვთისმოშიში არქიმანდრიტი, მამა იოაკიმე, რომელმაც ზეადამიანური ღვაწლი გასწია საკუთარი სრულყოფისათვის. ჯერ კიდევ პირეაში მითხრეს ამ ბერის განსწავლულობის, სათნოებებისა და ცხოვრების ასკეტური წესის ამბავი.

8 სექტემბრის წინა საღამოს (ძვ.სტ.) მამა გრიგოლს ვეწვიეთ. ამ კალივის ბერების მკაცრმა და ასკეტურმა განწყობამ მიმიზიდა. ყველა მამა იოაკიმეს გარშემო ტრიალებდა. ღამისთევის ლოცვის დაწყებამდე მან მკითხა, საიდან ვიყავი, მინდოდა თუ არა ბერობა, მათთან ყოფნა. მე დავფარე ჩემი სანუკვარი ოცნება - მოვიფიქრებ-მეთქი.

- თუ გადაწყვეტთ, იცოდეთ, ჩვენ ერთი კაცი გვჭირდება, - მითხრა მამა იოაკიმემ.

კინაღამ დავრჩი ამ კეთილ ბერებთან, მაგრამ მამა ლაზარეზე ფიქრმა შემაკავა.

ღამისთევის ლოცვაზე მრავალი ბერი შეიკრიბა, მათ შორის იყვნენ მეუდაბნოე მამებიც. საოცრად კეთილმოკრძალებული ატმოსფერო სუფევდა. მამები თავიანთ სტასიდიებთან (სკამებთან) იდგნენ, ზოგი ლოცვაში ჩაღრმავებულიყო, სხვები კი მდაბლად და მშვიდად გალობდნენ. ღამისთევის ლოცვაზე წიგნის წაკითხვა მე დამავალეს. მახსოვს, წმინდა გრიგოლ პალამას სიტყვას ვკითხულობდი ღვთისმშობლის შობაზე. ძველბერძნულად იყო დაწერილი და ცოტათი გამიჭირდა. ლიტურგიის ბოლოს მრავალი მიეახლა ბარძიმს საზიარებლად.

დილით, ტრაპეზის შემდეგ, სხვა მამებთან ერთად კალივაში დავბრუნდი. გზად გულში ვლოცულობდი: ღმერთო, აქ დაბრუნებისა და ამ ძმებთან დარჩენის ნება მომეცი-მეთქი. მცირე ხანს მამა აზარიასთან ვცხოვრობდი. ეს იყო ჩემთვის მძიმე დღეები. ვორჭოფობდი, არ ვიცოდი, ვისთან წავსულიყავი - მამა ლაზარესთან დიონისეს მონასტერში თუ მამა იოაკიმესთან ღვთისმშობლის შობის სახელობის კალივაში. თუმცა კი მწამდა, ბოლოს და ბოლოს ღმერთი იქითკენ წარმიმართავდა გზას, სადაც ჩემი სულისთვის აჯობებდა.

თავი 3. დიონისეს მონასტერში
13 სექტემბერს კატერით დიონისეს მონასტერში გავემგზავრე. საკმაოდ ახლოს მივცურეთ მონასტერთან. განსაცვიფრებელი სანახაობა გადაიშალა: კელიები ზღვას გადმოჰყურებდნენ, გეგონებოდა, თოკებზე იყვნენ ჩამოკიდებულნი. სათოფურებიან და კოშკებიან ციხესიმაგრეს გადაჰყავდი იმ დიდებულ დროში, როცა მონასტერს აღაშენებდნენ და განამდიდრებდნენ ბიზანტიის იმპერატორები.

ავუყევი მონასტრის მოკირწყლულ გზას. მარცხნივ თვალი მოვკარი იმ ისტორიულ სამრეკლოს, წმინდა პატრიარქ ნიფონტს რომ უკავშირდება. დიონისეს მონასტერში მოსულმა ნიფონტმა პატრიარქობა თავმდაბლობით არ გაამჟღავნა და მონასტრის წესდების თანახმად, პირველი ექვსი თვე ჯორებს მწყემსავდა. მაგრამ ღმერთმა გაუმხილა იღუმენს მწყემსის ვინაობა. საღამოთი იმ სამრეკლოს ადგილას ძმებმა პატრიარქის საკადრისი დახვედრა მოუწყვეს - საკმევლის კმევით, ზარის რეკვით, რიპიდებით და ქორუგებით. ღმერთი ასე განადიდებს იმათ, ვისაც სიმდაბლით უნდა, რომ "ყველაზე უკანასკნელი" იყოს. უდავოა, ასეთს ზეცა საზეიმო მიღებას უმზადებს.

შევედი კარიბჭეში და კათოლიკონისკენ გავეშურე. საღმრთო ლიტურგიის დასასრულსაც მივუსწარი ღვთისმშობლის სახელობის საყდარში. ამ მონასტერში ყველაფერს ზეციური მადლით გამშვენებულს ვხედავდი. კლიროსზე დიდად პატივცემული მამა ლაზარეს დანახვამ გამახარა. ის ზიარების წინა ლოცვებს გალობდა. წირვის დასრულების მერე მივირბინე მასთან და ხელზე ვეამბორე. მამა ლაზარემ "დაუჯდომელისად" წოდებულ ღვთისმშობლის ხატთან მიმიყვანა, ასევე თაყვანი ვეცი ნარტექსში დიდ ჯვარცმას. შემდეგ კი სთხოვა მნათეს, აწ განსვენებულ მამა პოლიკარპეს, მართლაც წმინდა კაცს, ნება დაერთო ჩემთვის, მონასტერში დაცული წმინდა ნაწილებისთვის მეცა თაყვანი. გამიძნელდა წმინდა იოანე ნათლისმცემლის მარჯვენას მოვშორებოდი! "ხელნი შენნი შეეხო უხრწნელსა თავსა უკვდავისასა", - წავიგალობე ჩუმად და თრთოლით.

ვჩქარობდით, რადგან ტაძარს უკვე კეტავდნენ და საღამოს ღამისთევის ლოცვისთვისღა გააღებდნენ. მამა ლაზარეს ხელჩაკიდებული მივყავდი, თითქოს ამით მეუბნებოდა, - შენ ახლა იოანე ნათლისმცემლის შვილი ხარო... ამის მერე მიმიყვანა იღუმენთან, წმინდა და ბრძენ არქიმანდრიტ გაბრიელთან. იგი გახლდათ განმსჯელი, მდაბალი, სიკეთით აღსავსე, ღირსი ყველანაირი პატივისცემისა. იგი ბურჯია ათონის ბერმონაზვნობისა (არქ. გაბრიელი 1983 წელს გარდაიცვალა 97 წლისა, - კ.კ.). წარმოშობით თესალიელია, ამ მხარემ მრავალი რჩეული მონაზონი მოგვცა.

აშკარა ინტერესით მკითხა: "სადაური ხარ, ბერობა ხომ არ გინდა?" დიახ, მამაო, - ვუპასუხე, - მთაწმინდაზე ამისთვის მოვედი-მეთქი...

- დაე, ღმერთმა წარგიმართოს ისე, როგორც შენთვის უკეთესი იქნება, ისიც უკვე საკმარისია, რომ უფალმა მამა ლაზარესთან მოგიყვანა.

ამ საუბრის შემდეგ მამა ლაზარემ მონასტრის საავადმყოფოში წამიყვანა, სადაც მას ექიმის მორჩილება ჰქონდა. იმ დღეს მონასტერში მარხულობდნენ, რადგან ღამისთევის ლოცვაზე ყველა უნდა ზიარებულიყო. მამა ლაზარემ სამარხვო საჭმელი მომიტანა, მითხრა, რა მნიშვნელობა აქვს ბერის ცხოვრებაში მარხვას. ხარბად ვყლაპავდი მის სიტყვებს, მარხვის თეორიას და პრაქტიკას - ორივეს ერთად ვსწავლობდი. ჩვენი საუბარი იმდენად საინტერესო იყო, რომ არ დაგვისვენია, თუმცა ღამისთევის განგრძობილი ლოცვა გველოდა. მშივრები რომ არ დავრჩენილიყავით, ნასადილევს მცირეოდენი ხილიც შევჭამეთ.

ჩამოვსხედით საავადმყოფოს ტახტზე და მამა ლაზარემ განმიღო და დამანახა თავისი სულის საუნჯე. ღმერთო, რა ფიქრები, რა ბიოგრაფია ჰქონდა ამ ადამიანს! მთაწმინდაზე 18 წლისა ჩამოვიდა ამერიკიდან მამა არეფთან ერთად, რომელიც კარიესში მამა საბასთან ცხოვრობდა. მამა ლაზარეს წმინდა ცხოვრება და მოღვაწეობა სწყუროდა. მან თავისი ასკეტური სწრაფვით რთულ მდგომარეობაშიც კი ჩააყენა მონასტერი. ასეთ ადამიანთა ცხოვრება, ისევე როგორც ღვთის წმინდათა, ის ნათელია, რომელიც მათი გარდაცვალების შემდეგ უფრო ანათებს...

დიდხანს ვსაუბრობდით და ისევ მე შევაწყვეტინე მამა ლაზარეს. მომეჩვენა, რომ უეცრად ზეცაში აღმოვჩნდი, ყურში კი მესმოდა ჰარმონიული ზეციური ჰანგები, რომლებიც სამრეკლოდან მოდიოდა. ასეთი რამ ჩემს სიცოცხლეში პირველად გავიგონე.

- მამაო, ეს რა არის?

- ზარია, - მიპასუხა, - სამრეკლოზე რეკავენ და ღამისთევის ლოცვაზე მოგვიწოდებენ.

- ზარია! - ვიმეორებდი აღფრთოვანებული და გაკვირვებული, - ესე იგი მთაწმინდაზე ზარებს რეკავენ (თურქების ბატონობისას ათონზე ზარების რეკვა აკრძალული იყო და ძელისცემით მოუწოდებდნენ ლოცვისთვის, რაც თურქების წასვლის შემდეგ ტრადიციად იქცა, - კ.კ.). ეს ზარის ხმა კი არა, ზეციური მუსიკაა!

მოგვიანებით შევიტყვე, რომ ზარებს საგანგებოდ განსწავლული მნათეები რეკავდნენ.

კათოლიკონის კიბეს ავუყევით. ერთიმეორის მიყოლებით გამოჩნდნენ მამები - შავი, მდუმარე აჩრდილები. ეკლესია მალე ღირსი მამებით გაივსო. ანაფორასა და კუნკულებში გამოწყობილი ბერები სტასიდიებზე იკავებდნენ ადგილებს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat