როგორც ფუტკრები მიფრინავენ კვამლიდან შორს, ასევე საღმრთო მადლი გვშორდება ამ ვნების გამო
როგორც ფუტკრები მიფრინავენ კვამლიდან შორს, ასევე საღმრთო მადლი გვშორდება ამ ვნების გამო
ამ წუთიდან განმეშორა მე სიძვის ბრძოლა
სულით და ხორცით ქალწული იყო მამა იოსებ ათონელი, სანამ მონასტერში მივიდოდა, ვნებები არ აწუხებდა, მაგრამ ბერობის გზაზე შემდგარს მთელი ძალით დაეტაკა სიძვის ეშმაკი. რვა წელი ებრძოდა ხორციელ ვნებას, ძვალი და ტყავი გახდა მარხვისაგან. ლამის სასო წარეკვეთა, რადგან თითქმის დაკარგა იმედი ამ ვნების ძლევისა. ერთხელ, ღამით, ჩამომჯდარი თავდახრილი ლოცულობდა. ამ დროს კელიის კარი გაიღო. იფიქრა, მამა არსენი (თანამოსენაკე) შემოვიდაო. შეხედა და რას ხედავს - მის წინ სიძვის ეშმაკი დგას. "განრისხებული ვეცი მას, როგორც ძაღლს, და შევიპყარი. ღორის ჯაგარივით თმა ჰქონდა. ეშმაკი გაქრა და გარშემო საშინელი სიმყრალე გავრცელდა. ამ წუთიდან განმეშორა მე სიძვის ბრძოლა", - ჰყვებოდა მამა იოსები. იმ ღამეს კი მას უფალმა, როგორც ერთ დროს ანტონი დიდს, სოფელი და მასში ეშმაკის დაგებული მახეები აჩვენა.

* სქემიღუმენი საბა სიძვის ბრძოლებისგან გატანჯულ ადამიანებს ეუბნებოდა, რომ ეს მყრალი, ამაზრზენი ვნება, ვითარცა უწმინდურება, უნდა გამოვდევნოთ საკუთარი გულიდან, რათა მასში ღვთის მადლი მკვიდრობდეს. როგორც ფუტკრები მიფრინავენ კვამლიდან შორს, ასევე საღმრთო მადლი გვშორდება ამ ვნების გამო.

* თანამედროვე ათონელი ბერი ვლასი მოგვითხრობს: ერთი ბერი, რომელიც წარმოშობით კონსტანტინოპოლელი (სტამბოლი) იყო, მიყვებოდა, რომ ერისკაცობაში იცნობდა ვინმე "ქრისტიანს", რომელიც სიძვის ვნებით იყო შეპყრობილი და ხშირად სცოდავდა ახლობლების ცოლებთან. მასზე არც რჩევამ გასჭრა და არც მუქარამ. "ღმერთის არ ეშინოდა და არც კაცისა რცხვენოდა". ერთხელაც გათხოვილ ქალთან მრუშობდა და სწორედ ამ დროს სრულიად ჯანმრთელმა უეცრად სული განუტევა. სიკვდილმა სწორედ ცოდვის სარეცელზე წაასწრო.

* ოპტელი მამა, მღვდელმონაზონი ექვთიმე (ტრუნოვი) მოგვითხრობს რამდენიმე საგულისხმო ამბავს: იყო ერთი მღვდელი, გარეგნულად ღვთისმსახური და ყველასგან პატივცემული, რომელიც ჩუმად სიძვის გულისთქმას იყო მიცემული. ერთხელ, ჩვეულებისამებრ, ლიტურგიას აღასრულებდა და "ქერუბინთას" გალობის წინ თავდახრილი ლოცულობდა, რომ უეცრად გარდაიცვალა. ვიცნობდი ერთ მღვდელმონაზონს, რომელიც მრუშობდა და თან იმასაც ბედავდა, რომ ღვთისმსახურება აღევლინა. აი, მოევლინა მას საშინელი ავადმყოფობა და სიკვდილის პირას მისული სინდისმა შეაწუხა. მიხვდა, რომ სიცოცხლის საფასურად მღვდლობისათვის თავი უნდა დაენებებინა. აღთქმა დადო ღვთის წინაშე, არასოდეს აღვასრულებ საღმრთო ლიტურგიასო და მალევე გამოჯანმრთელდა ისე, რომ ავადმყოფობის კვალიც არ დარჩენია.

XVII საუკუნის უკრაინაში მეზობლად ორი ბერი ცხოვრობდა. ერთი - ძალზე განკრძალული, ღვთისმოშიში, მეორე კი მრუში. ამასთან ძალზე ამპარტავანი. სინანულის მაგივრად იტყოდა ხოლმე: "ანგელოზთა წესია, არ დაეცნენ, ეშმაკისა კი - არ შეინანოსო". ერთხელაც ღვთისმოშიშ ბერს საბერო კანონის შესრულების მერე სკამზე ჩამომჯდარს მიეძინა. ძილბურანში ხედავს, რომ მდინარის პირას ორი ეთიოპი (ეშმაკი) თევზაობს. ერთმა ცარიელი ბადე ამოსწია, მეორემ კი უთხრა: რა მოუხერხებელი ხარ, აი, ნახე, ბადეს როგორ ამოვწევო. ჩააგდო ბადე და სწორედ ის მრუში ბერი დაინახა. შეშინებულს გამოეღვიძა, სასწრაფოდ იმ ძმას მიაშურა და თვალწინ საშინელი სანახაობა გადაეშალა - მრუში ბერი მომკვდარიყო. მასთან იჯდა თანამცხოვრები ქალი, რომელიც შიშისგან გაოგნებული დასცქეროდა მიცვალებულს.

* სირცხვილი და სასოწარკვეთა, როცა ვნებები გაწუხებენ, ნიშანია სულიერი სიამაყისა, - ბრძანებს წმინდა მაკარი ოპტელი. საჭიროა ყველაზე დიდი დაცემისასაც არ გაახარო მტერი დარცხვენით და სასოწარკვეთით, არამედ დამდაბლდით, დაინახეთ თქვენი უძლურება და სიღრმით გულისათ, სინანულით წარდექით უფლის წინაშე. სჯობს დამდაბლდეთ და შეინანოთ, ვიდრე სასო წარიკვეთოთ. სინანულით და სიმდაბლით მოიხვეჭთ ღვთის მადლსა და შეწევნას.

* წმინდა ანატოლი ოპტელის სულიერ შვილს სიძვის ეშმაკი დაესხა თავს, როგორც ერთ დროს წმინდა იუსტინას. აი, როგორ მოხდა ეს ამბავი. ღვთისმოშიშ გოგონას ერთი კაცი აეკიდა. ის ბევრს ცდილობდა მის შეცდენას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და საშველად მკითხავს მიადგა. მკითხავმა გოგონას ჯადოს კეთება დაუწყო. ეს ამბავი მსახურმა შეიტყო და შეატყობინა თავის ქალბატონს. მანაც იგრძნო ვნებების მოძალება, მისი დამხმარე კი იმ მომენტში ღვთის გარდა არავინ იყო, რადგან სულიერი ცხოვრებით მცხოვრებ კაცთაგან არავის იცნობდა. ერთ საღამოს ზემოხსენებული მსახური სიზმარში ხედავს, რომ მისი ქალბატონის ოთახში შედის ვინმე უცნობი ბერი და იქიდან ქალბატონი სამონაზვნედ შემოსილი გამოჰყავს.

ამ სიზმრიდან მალევე ამ გოგონას ახლობელმა მამა ანტონის გაცნობა მოინდომა. იმავე დღეს, საღამოთი ღირსმა მამამ ეს მისთვის უცხო ოჯახი მოინახულა. შესვლისთანავე მას თავს ეშმაკები დაესხნენ და მუქარით სახლში შესვლა აუკრძალეს. წმინდა ანტონმა ღვთის სახელს მოუხმო და ეშმაკებიც გაიფანტნენ. წმინდანი გაფითრებული შევიდა სახლში. მოსამსახურემ მასში სიზმრად ნანახი ბერი შეიცნო, ხოლო გოგონა მთლიანად მიენდო მას და იქვე წერილით შეატყობინა თავისი გასაჭირი. მამა ანტონი მიხვდა, რომ ამ გოგონასთვის ხსნა მხოლოდ მონასტერში იყო. ნათესავებს კი ამის გაგონება არ უნდოდათ.

ერთხელაც მთელი ოჯახი ღირსმა მამამ მონაზვნად აღკვეცაზე მიიწვია. ამ წესმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გოგონას ახლობლებზე, განსაკუთრებით დედაზე და ეკლესიიდან გამოსვლისთანავე სურვილი გამოთქვა, ქალიშვილი მონასტერში დარჩენილიყო. გოგონა მონასტერში დარჩა, ჯადოქარი კი ირწმუნებოდა, მაგას მონასტრიდან გამოვიყვანო. მართლაც, გოგონამ ისეთი ძალით იგრძნო ვნებების შემოტევა, რომ დღედაღამ მოსვენება არ ჰქონდა. ღირსი მამა ლოცვით ცდილობდა გოგონას დახმარებას. ამ საშინელი განსაცდელის ჟამს გოგონას წმინდა ფილარეტ მოსკოველიც მიეშველა. ძილში გამოეცხადა გოგონას და უთხრა, მასთან ერთად გაემეორებინა მე-60 ფსალმუნი. მერე კი მისი დასწავლა უბრძანა. მას ეს ფსალმუნი ყოველდღე უნდა ეთქვა. გამოეღვიძა ქალიშვილს და იგრძნო, რომ ეს საშინელი ვნება განეშორა.

* მამა სებასტიანე ყარაღანდელი ამბობდა: სიკვდილამდე გეშინოდეთ დაცემის, საკუთარი ძალის იმედი ნუ გექნებათ, მხოლოდ ღვთის შეწევნას მოელოდეთ... ერთი გოგონას დაცემის შემდეგ მკაცრად დაარიგა სხვები: თავმინებებული, დაჩირქებული წყლული, რომელსაც როგორც ხორციელ, ისე სულიერ მკურნალს ვუმალავთ, ძნელად სამკურნალოა. განსაცდელის დასაწყისში, როცა თქვენი დახმარება შემიძლია, მიმალავთ და არაფერს მეუბნებით, ხოლო როცა უბედურება შეგემთხვევათ, ტირით და ითხოვთ, "მამაო, მიხსენ!" როცა გვიანია, თქვენი ხსნა ჭირს. ყველაზე საშინელი სიძვის ვნებაა. მას შეუძლია ავადმყოფ, სიკვდილის სარეცელზე მყოფ ადამიანსაც ებრძოლოს. განსაკუთრებით მათ, ვინც მიწიერ ცხოვრებაში თავშეუკავებელი იყო. ეს ვნება ძვალსა და რბილშია გამჯდარი და ყველაზე ურცხვია. თავით თვისით მისი ძლევა შეუძლებელია. მას მხოლოდ უფალი განგაშორებს, მას ეს ცრემლით და შემუსვრილი გულით უნდა შესთხოვო. სიკვდილამდე უნდა გახსოვდეს სიძვის ბრძოლაზე. საკმარისია სულ ოდნავ დაივიწყო, დაუტევო ლოცვა, ღვთის შიში დაკარგო, რომ მაშინვე თავს შეგახსენებს.

* მამა საბა ათონელი (+1821), წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტრის აღმშენებელი, ოთხი წელი კონსტანტინოპოლში იმყოფებოდა და შესაწირს აგროვებდა. ამ პერიოდში მრავალი ქრისტიანის ოჯახი გაიცნო. ერთ ოჯახში მოუყვნენ ნათესავზე, ახალგაზრდა ვაჭარზე, რომელმაც ჰარამხანის მეთვალყურენი გაიცნო და სულთნის ხარჭებს სხვადასხვა საქონელს უზიდავდა. ზოგიერთ მათგანთან ხორციელი კავშირიც ჰქონდა და ყოველდღე სტუმრობდა ჰარამხანას. ეს რომ სულთანმა გაიგოს, ნაკუწ-ნაკუწ აქცევენო, - წუხდნენ ვაჟის ახლობლები. ამიტომაც სთხოვეს ღირს მამას, ვაჭარი სულიერად განეკურნა. ბევრი რამ უქადაგა მამა საბამ ახალგაზრდას, მაგრამ მას ვნებათა დათმობა ეძნელებოდა. მისი სიჯიუტე რომ ნახა, ბერმა ასეთი რამ შესთავაზა: მოდი, ერთი დღე ნუ წახვალ ჰარამხანაში, იმარხულე, მე ცოდვათაგან გაგხსნი, მოგიტევებ, გაზიარებ და მერე თუ გინდა წადიო. ვაჭარს შერცხვა ნათესავების, წმინდა მამის და დათანხმდა. ერთი დღე იმარხულა, მეორე დღეს ცოდვანი მიუტევეს და უფლის სისხლსა და ხორცს ეზიარა. ერთად იტრაპეზეს კიდეც. ამ დროს მამა საბამ შეაპარა ვაჭარს, დღესაც თუ იმარხულებდი და ჰარამხანაში არ წახვიდოდი, ხვალ გაზიარებდიო. ვაჭარი დათანხმდა და მეორე დღესაც ეზიარა. ბერის რჩევით, ვაჭარი მესამე დღესაც არ წასულა, ეტყობა, იმოქმედა ბერის ცხოველმა სარწმუნოებამ, ნათესავების ლოცვამ. ცოდვილს ნელ-ნელა გული მოულბა, განუგრილდა სიძვის მიმართ. ამგვარად, ორმოცი დღის განმავლობაში მარხულობდა და ეზიარებოდა. დასასრულს ბერმა უთხრა: ახლა უკვე საკმარისია. გნებავს, წადი, მე აღარ გაკავებო. მაგრამ ამ ვაჟის სულში უკვე ფერისცვალება მომხდარიყო. "არა, მამაო, - უთხრა მან ბერს, - ნაკუწებადაც რომ მაქციონ, არაფრის გულისთვის არ წავალ იქ, სადაც ადრე ასე ვისწრაფოდიო".

* მამა თეოდოსი ოპტელი ჰყვებოდა: ერთ ბერს, რომელიც იესოს ლოცვას ასრულებდა, ხატების წინ ჩაუდგა ეშმაკი კაცის სახით და სცადა, ენით აელოკა ბერის სახე, მაგრამ ეს ღმერთმა არ დაუშვა. თითქმის ერთი საათი გამოცდიდა ეშმაკი ბერს და ვერ მიაღწია მიზანს. წმინდა ამბროსი ოპტელმა ბრძანა ამაზე: კიდევ კარგი, კაცი ვერ მისწვდა ბერს თავისი ენით, მაშინ ხომ ბერს საშინელი სიძვის ბრძოლები გაუჩნდებოდა, რადგან კაცის სახით სიძვის ეშმაკი იყოო.

* ერთი თებაიდელი ბერი ჰყვებოდა: მე გახლდით წარმართი, ქურუმის ვაჟი. სიყრმიდანვე ვუცქერდი, როგორ შედიოდა საკერპოში და მსხვერპლს შესწირავდა მამაჩემი. ერთხელ შიგ ჩუმად შევყევი და უცნაური სახილველი ვნახე. ტახტზე თვით სატანა იჯდა, თავისი მხედრობით გარშემორტყმული. აი, ერთი თავადი ეშმაკთა მივიდა და უთხრა, სოფელში დიდი სისხლისღვრა მოვახდინეო. სატანამ ჰკითხა, - რამდენი დღე დაგჭირდა ამისათვისო. ოცდაათიო. სატანა გაბრაზდა - ამდენი დღე ტყუილად დაკარგეო და მისი ცემა ბრძანა. მერე სხვა ეშმაკი მივიდა და უთხრა, ზღვა აღვძარი და ოც დღეში ხომალდი უამრავ ხალხთან ერთად დავნთქეო. სატანამ მისი ცემაც ბრძანა და შემდგომ მისულებისაც, რადგან მათ "დიდი დრო მოანდომეს" ადამიანთა დაღუპვას. ბოლოს მის წინაშე ერთი ეშმაკი წარდგა და უთხრა: მე მთელი ორმოცი წელი ერთ ბერს ვებრძოდი და აი, დღეს სიძვით ვძლიე და დაეცაო. გახარებული სატანა ფეხზე წამოდგა, მოეხვია ბერის მძლეველ ეშმაკს, თავიდან მოიხსნა გვირგვინი და მას დაადგა, მერე კი ტახტზე გვერდით მოისვა: "დიდი საქმე აღგისრულებიაო", - უთხრა.

ეს რომ ვნახე, ვთქვი ჩემთვის: რა დიდი ყოფილა მონაზვნობა-მეთქი. ამიტომაც მაშინვე დავუტევე სოფელი და ბერად აღვიკვეცე.

* რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს დაცემა, ცოდვილთ უნდა გვახსოვდეს, რომ მასზე უფრო მეტია ღვთის მოწყალება. მთავარია შევინანოთ და კვლავ უკან არ მივიქცეთ.

ერთხელ მამა გაბრიელთან (ზირინიანოვი) ვინმე ცნობილი ბერი მივიდა და აღსარებაში თავისი საშინელი დაცემა გაანდო. მამა გაბრიელი ცუდ დღეში ჩავარდა: მიუტევოს ცოდვა - ეძნელება, არ მიუტევოს და არ შეუძლია. და აი, მიუტევა. მაგრამ მერე სიმშვიდე დაკარგა, თავს იუდაზე უარესად თვლიდა, თუმცა გრძნობდა, რომ ასე არ უნდა ეფიქრა, მაგრამ დამნაშავესავით დადიოდა. დადგა ლიტურგიის ჟამიც, მამა გაბრიელმა შიშით და თრთოლით დაიწყო ლოცვები, მერე აღსამაღლებელი - "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა"... შიშმა აიტანა ბერი, ცრემლად იღვრებოდა. დადგა წმინდა ძღვენზე სულიწმინდის მოწვევის ჟამი. როცა პური და ღვინო უფლის სისხლად და ხორცად გადაიქცევა. ბერმა წარმოთქვა: "უფალო, რომელმან ყოვლადწმიდა სული შენი ჟამსა მესამესა მოციქულთა შენთა გარდამოუვლინე"... და აი, ამ დროს საკურთხევლის კონქი გაიხსნა და მან უფალი იხილა დიდებული ანგელოზებით, წმინდანებით გარშემორტყმული. ისინი თავდახრილნი მდუმარედ იდგნენ. უფლის წყლულებიდან მომავალი ნათელი ეცემოდა ბარძიმს და ფეშხუმს. უცქერდა ამ სურათს აღტაცებული მამა გაბრიელი. ამ დროს ხმა მოესმა, რომელმაც უთხრა: "იმ აღსარების გამო შენც ჩარიცხული ხარ აქო".

მამა გაბრიელი გონს მოვიდა. კვლავ ანალოგიასთან იდგა ხელდაყრდნობილი. ათრთოლებულმა დაასრულა წირვა, ეზიარა და საოცარმა სიმშვიდემ მოიცვა. მალე შეიტყო, რომ ის ცოდვილი კაცი დაავადდა, კიდევ ერთხელ შეინანა. დიდხანს ავადმყოფობდა და სულ ინანიებდა ცოდვებს, ბოლოს, აღსარებისა და ზიარების შემდეგ სული თვისი მშვიდად ჩააბარა უფალს. მის გამო გახარებულმა მამა გაბრიელმა კი თავი უფრო მსუბუქად იგრძნო.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat