"რა ვქნა, მამა, ყველაზე მეტად ღმერთი მიყვარს..."
"რა ვქნა, მამა, ყველაზე მეტად ღმერთი მიყვარს..."
რაღაც არაამქვეყნიური იყო ამ ადამიანშიო, - ამბობდნენ მამა პართენ აფციაურზე.

არავინ იცის, რა წამება გამოიარა, - ამაზე თითქმის არასოდეს ლაპარაკობდა. მის უამრავ სულიერ ნიჭსა და მადლზე არაერთი მოგონებაა დარჩენილი, რომლებიც მართლაც ზღვაში წვეთია მამა პართენის ღვაწლის სრულად წარმოსაჩენად, მაგრამ რასაც ყველაზე ხშირად იხსენებენ, მრავალწლიანი განდეგილობის და მდუმარების ცხადი ნაყოფი - ღრმა შინაგანი სიჩუმე, განუწყვეტელი ლოცვის, ჭვრეტის, კურნების მადლი, უდიდესი სიმდაბლე, უპოვარება და გულუბრყვილობამდე მისული უბოროტობა იყო.

შინაგანი ნათელი, რომელსაც იგი უნებურად ასხივებდა, ანდამატივით იზიდავდა ადამიანებს, - მცხეთაში მსახურებისას საიდან აღარ აკითხავდნენ: ვინ - აღსარებისთვის, ვინ - ლოცვებში მოსახსენიებლად, ვინ - ნათლობისა და ვინ - რჩევისათვის, მას კი ენატრებოდა განმარტოება და უდაბნო...

მშობლებისათვის ღმერთს მისი თავი სასწაულებრივად უჩუქნია: უშვილობით შეწუხებულ მამამისს, ალექსის გულმხურვალე ლოცვის შემდეგ ღვთისთვის აღუთქვამს, - ოღონდ შვილის ღირსი გამხადე და ისევ შენ შემოგწირავო.

მალე მართლაც შესძენია ვაჟი, რომლისთვისაც ივანე (ნათლობის სახელად კი იოანე) დაურქმევიათ. სამ წელიწადში ბავშვი უეცრად ავად გამხდარა და გარდაცვლილა...

მთელი სოფელი იწვოდა აფციაურების საცოდაობით. ხალხი ლოცვად დამდგარა, მაგრამ რაღას უშველიდნენ სამი დღის მიცვალებულს.

ამ ტირილსა და ვაებაში სახლში ვინმე უსინათლო ბერი შესულა და გამწარებული მამისთვის უთქვამს:

- ალექსი, შვილო, ხომ არ დაგავიწყდა, რომ შვილი ბერად შესწირე ღმერთსო?

- განა კი მოვატყუებდი, მაგრამ ახლა რაღა ვქნა, მკვდარი როგორღა გავაცოცხლო? - შეუტირია ალექსის.

- შენც ადექი და აღთქმა დადე, რომ თუ ყრმა გაცოცხლდა, მართლაც უფლის მსახურად გაზრდი და ამის ნიშნად, მთიულთა წესით, დედაბოძზე ნიშანი დასვიო.

ამდგარა ალექსი, მკვდარი შვილი ხელში აუყვანია და როგორც კი ხანჯლით დედაბოძზე ჭდე დაუსვამს, მიცვალებულსაც მყისვე თვალი გაუხელია... სიხარულით შეძრულ მამას კი ბოძზე მაშინვე მეორე ჭდე ამოუკვეთავს...

ეს ამბავი გუდამაყრის ერთ პატარა სოფელ დუმაცხოში 1907 წელს მომხდარა (არქიმანდრიტი პართენ აფციაური 1905 წელს დაბადებულა).

5 წლის ივანე იქაურ სკოლას მიაბარეს, კარგადაც სწავლობდა, მაგრამ ნიჭზე მეტად ტოლებისგან თანდაყოლილი ღვთისმოსაობა და ასაკისთვის უჩვეულო ინტერესები გამოარჩევდა - მარხვა ადრეული ასაკიდან არ დაურღვევია, განსაკუთრებით საღვთო წიგნების კითხვა უყვარდა და ზედმეტ ლხინსა და გართობასაც ეკრძალებოდა.

ალექსი ოჯახს სარქლობით არჩენდა, მაგრამ 1917 წელს ქისტებმა ცხვარი წაართვეს და იძულებული გახდა, ოჯახითურთ ვლადიკავკაზს გადასახლებულიყო (ვლადიკავკაზში მრავლად ცხოვრობდნენ ქართველები).

ამსოფლიური ზრუნვით გადაღლილ და უღელდამძიმებულ ალექსის კი გადაავიწყდა აღთქმა და გადაწყვიტა, თავისი 16 წლის ვაჟისათვის საცოლე გამოეძებნა, ამ მიზეზით გაგზავნა კიდეც ვანო ვლადიკავკაზის ერთ ქართულ ოჯახში ვითომდა ბავშვის მოსანათლად, სინამდვილეში - ქალის სანახავად, მაგრამ ვანო სახლის უკანა კარიდან გამოიპარა, იქვე მცხოვრებ მღვდელს შეუარა, საეკლესიო წიგნები გამოართვა და შინ დაბრუნდა.

განრისხებულმა ალექსიმ შვილს უღრიალა: - ან უნდა დამემორჩილო, ან შინიდან წახვიდეო...

დაღონდა ვანო, მაგრამ თან უხაროდა, - ახლა თავისუფალი ვარ და ბერობასაც ვეღარავინ დამიშლისო, სნეულ დედას გამოეთხოვა (რომელმაც ამ ამბიდან 2 კვირაში დალია სული) და შინიდან წავიდა.

მამამ წიგნებიც რომ ვეღარ ნახა, მიხვდა, სადაც უნდა ეძებნა შვილი და დაბა მიხაილოვსკაიასთან მცხოვრებ ბერებს მიადგა. მათ თავიდან კი გადამალეს ყმაწვილი, მაგრამ რომ შეიტყვეს, დედა უკვდებაო, შინ გაამგზავრეს.

დაქვრივებული ალექსი შეეცადა შვილის გადმობირებას, ჩვენი პატრიარქის, ილია მეორის მამას, ღრმადმორწმუნე გიორგისაც სთხოვა, - ეგებ, შენ მაინც გისმინოსო (ალექსის თხოვნას გიორგი, რაღა თქმა უნდა ხათრით დასთანხმდა). მოგვიანებით იგონებდა, იმ 16 წლის ბიჭმა ისეთი პასუხი გამცა, გავოგნდიო.

ივანე მამას გულწრფელად გამოუტყდა: - ყველაზე ძალიან ღმერთი მიყვარს და ჩემი ადგილიც მონასტერშიაო. ნაცნობ მღვდელს შიომღვიმის გზა გამოჰკითხა და, დიდთოვლობის მიუხედავად, გაჭირვებით მიაღწია იქამდე.

შიომღვიმე
შიომღვიმის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი ეფრემი (შემდგომ კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II) ძალზე გააოცა ახალგაზრდა კაცის ასეთმა მტკიცე სურვილმა, მონასტერში დატოვა და მორჩილებად საქონლის მწყემსვა განუწესა.

ივანე მთელ დღეს საქმიანობდა, ღამღამობით კი ლოცულობდა.

KARIBCHEდარბევა-აწიოკებას ვერც შიომღვიმე გადაურჩა. მონასტრიდან გაძევებული ბერები ციხედქცეულ მეტეხის ტაძარში გამოამწყვდიეს... მერე ნაწილი დახვრიტეს, ნაწილი კი, მათ შორის მორჩილი ივანეც, ხანგრძლივი ტანჯვის და შეურაცხყოფის შემდეგ ციხიდან როგორღაც გამოიმეტეს (10 წელი ჰქონდა მისჯილი და, ღვთის ნებით, მხოლოდ 5 წელი გაატარა პატიმრობაში).

ნინო იორაშვილი, არქიმანდრიტ პართენ აფციაურის სულიერი შვილი: - "ვიღაც მოისყიდეს და გამოგონილი მიზეზით დააპატიმრეს... ძალზე აშფოთებდა მისი და მისთანების არსებობა და ავტორიტეტი ხელისუფლებას...

ცილისმწამებელს ერთადერთი შვილი, სრულიად ჯანმრთელი ვაჟი იმ საღამოსვე გარდაეცვალა... უეცრად წაიქცა და სული დალია...

შვილი ჩემი ხელით მოვკალი, ამ ანგელოზივით კაცს რომ ჩირქი მოვცხე და ასეთ უბედურებას გადავყარე, რა მინდოდა, რას ვერჩოდი, ღმერთის რომ სწამდა, იმასო?! - ღრიალით მოვარდა სვეტიცხოველში...

პატიმრობისას უამრავი ადამიანი განკურნა და ანუგეშა. მერე ამისიც შეეშინდათ - ხალხს ციხეშიც "მოგვიწამლავს" და გადაიბირებსო. ალბათ ესეც "დაეხმარა" დროზე ადრე გათავისუფლებაში მამა პართენს... პატიმრები უდიდეს პატივს სცემდნენ და უყვარდათ... მამა პართენის სასწაულების მოწმენი ახლაც ცოცხლები არიან.

- რომელიმეს ხომ არ გაიხსენებთ მისი სასწაულებიდან?

- ის და მისი თანამოღვაწე, სქემმონაზონი აბრაამ ჩხეტიანი, რომელიც უდიდეს მადლს ფლობდა და დიდი მლოცველი გახლდათ, გულთამხილავი მამები იყვნენ, უამრავ სასწაულს სჩადიოდნენ და მალავდნენ... როგორი ავადმყოფიც არ უნდა მიეყვანათ, ჯვარს გადასახავდნენ და უფლის ნებით, კურნავდნენ. ამბობდნენ, ჩვენ კი არა, უფალი კურნავს, ჩვენ რა შეგვიძლია, თავად განსაკურნავი ვართო...

ერთხელ უთხრეს, - მომაკვდავი მოგიყვანეთ, მამაო პართენო, მან კი მიუგო, - მომაკვდავი კი არა, განსაკურნებელიაო... ადამიანის გულს ხედავდნენ, აღსარებისას თუ ვინმეს რაიმე დაავიწყდებოდა ან დამალავდა, ისე შეახსენებდნენ, არ დააბრკოლებდნენ... ორივე ძალიან მკაცრი იყო... ღამეებს ლოცვაში ატარებდნენ, მათ თვალზე ცრემლი არ შემშრალა, ყველას ცოდვასა და გასაჭირს ჭვრეტდნენ, მათ ნაცვლად ტიროდნენ და ლოცვით შუბლს ახლიდნენ მიწას... ხან სისხლიც დასდინდებოდათ. ჩოქვით უვლიდნენ გარს სვეტიცხოველს...

მამა პართენმა დამარიგა, - ერთი ღამე იფხიზლე და ილოცე, შემდეგ - ორი, სამი... მიეჩვევი და ძილი აღარც მოგინდებაო...

მამა პართენს ხშირად აკითხავდა თელავის მონასტრის არქიმანდრიტი, არაჩვეულებრივი, დიდად მორწმუნე ადამიანი კონსტანტინე ქვარაია და მისი მორჩილი ისაია... შუშანიების ლავრიდანაც ხშირად გვსტუმრობდნენ... ვინ არ მოდიოდა მასთან, ძალიან დიდი მრევლი ჰყავდა. რუსეთიდანაც აკითხავდნენ, მისი ხელიდან სურდათ ზიარების მიღება, ნათლობა, აღსარება, რჩევა-დარიგება, ნუგეში...

წლების მანძილზე ინახავდა მამა პართენი სავანეებს - სვეტიცხოველს, ღვთის შეწევნით, რაღაცნაირად მაინც უგროვდებოდა შემოწირულობა და მამა პართენი მას საქართველოს უკლებლივ ყველა მონასტერს უნაწილებდა..."

ზედაზენი
ბერად აღკვეცამდე მამა პართენმა სამი წელი ძეგვის ტყეში მდგარ წმინდა სამების სახელობის მონასტერში გაატარა, მერე წილკნელმა ეპისკოპოსმა პავლე ჯაფარიძემ სვეტიცხოველში დაადგინა მედავითნედ, ორი წლის შემდეგ კი ზედაზნის მონასტერში მოხუც მონაზონთა მოსავლელად გაგზავნა. ბერადაც ეპისკოპოსმა პავლემ აღკვეცა 1929 წლის 15 ოქტომბერს, ლამფსაიკელი ეპისკოპოსისა და სასწაულმოქმედის პატივსაცემად პართენი უწოდა და უთხრა: შენი სახელი ქალწულს ნიშნავს და იმედი მაქვს, ღვთის შემწეობით, ამ სახელს ღირსეულად ატარებო.

ზედაზენზე, ძირითადად, ღრმად მოხუცი ბერები ცხოვრობდნენ... სწორედ მათგან ეზიარა ბერი პართენი იესოს ლოცვის და მდუმარების საიდუმლოს.

1932 წელს ეპისკოპოსმა ალექსიმ (გერსამიამ) იგი ბერდიაკვნად აკურთხა, 1935 წელს პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) კვლავ შიომღვიმეს დააბრუნა და მისივე ბრძანებით, მღვდელმონაზვნად აკურთხეს, 5 წლის შემდეგ კი, მამა პართენის თხოვნითვე, ისევ ძეგვში გადაიყვანეს, სადაც უმძიმეს პირობებში მარტოდმარტო მოსაგრეობდა, ყაჩაღებიც არაერთგზის დაესხნენ თავს, მოკვლასაც უპირებდნენ, მაგრამ, ღვთის შეწევნით, ცოცხალი გადარჩა...

1940 წელს გამოგონილი ბრალდებით დააპატიმრეს. ციხეში განმოსვა და წვერის გაპარსვა მოსთხოვეს, მაგრამ ამაოდ... პატიმრებს იგი უზომოდ უყვარდათ და ეიმედებოდათ...

KARIBCHE1946 წელს ციხიდან გამოსულ მამა პართენს ზედაზენი ცარიელი დახვდა - მოხუცი ბერები გარდაცვლილიყვნენ, მათზე მზრუნველი არქიმანდრიტი მიქაელ მანდარია კი, რომელიც ღამღამობით საგურამოში მონასტრის ძმებისთვის შემოწირულ საკვებს აგროვებდა, კომენდანტის საათის დარღვევის საბაბით მოეკლათ...

მამა პართენმა იქ ღვთისმსახურება განაახლა, მაგრამ მალე პატრიარქმა კალისტრატემ ისევ სვეტიცხოველში იხმო... დიდხანს უარობდა, რადგან მეუდაბნოე ბერობა სწადდა. ბოლოს პატრიარქმა უთხრა: - ბერული მორჩილების სახელით, რომლის აღთქმაც აღკვეცის დღეს დადე, გაკურთხებ, სვეტიცხოველში იმოღვაწეოო.

1951 წელს მღვდელმონაზონ პართენს იღუმენის ხარისხი მიაკუთვნეს, 1962 წელს კი - არქიმანდრიტის. 1963 წელს პატრიარქ ეფრემ II-ის დიდი ძალისხმევის შედეგად მცხეთაში გახსნილ სასულიერო სემინარიასაც მატერიალურად და სულიერად დიდად შეეწია...

1968 წელს მამა პართენი თელავის ღვთაების ეკლესიაში გადაიყვანეს, 1972 წელს კი ალავერდის წინამძღვრად დაინიშნა... 1976 წელს ჯანმრთელობაშერყეული მამა პართენი პატრიარქ დავით V-ის (დევდარიანის) ლოცვა-კურთხევით კვლავ სვეტიცხოველს გადაიყვანეს... კახეთმა, რომელმაც მას ღვთის კაცი უწოდა, ცრემლით და სიყვარულით გამოაცილა იგი.

სვეტიცხოველში წირვა-ლოცვას გარდაცვალებამდე აღასრულებდა, 80-იან წლებში იმდენად დასუსტდა, ლოგინად ჩავარდა... ყველა ტკივილს და განსაცდელს მადლიერებით და სიმშვიდით შეხვდა, მაგრამ ბერ-მონაზონთა სიმცირე ძალიან სტკენდა გულს... დევნილობის წლებს თავისი ცხოვრების საუკეთესო მონაკვეთად თვლიდა და ამბობდა, - თავი მაშინდელივით ბედნიერად არასოდეს მიგრძნია... იმ წლებში, როდესაც ნებისმიერ წუთს შეეძლოთ ჩემი დაპატიმრება, ლოცვა გულში თავისით, წყაროსავით იღვრებოდა, ახლა კი ამ წყაროს მუდმივად სჭირდება ქვიშისგან გაწმენდა (ქვიშაში ამქვეყნიურ საზრუნავს გულისხმობდა), რომ არ დაწყდესო...

შვიდი თვით ადრე იცოდა, რომ მიდიოდა (1984 წელს გარდაიცვალა). უთქვამს, - მთელ საქართველოს დალოცვილს ვტოვებ, თქვენ ჩემთვის ილოცეთ, მე კი თქვენ არ მიგატოვებთ... ლოცვა არ შეაჩეროთო...

თურმე სპეციალურად შეისწავლა ფოტოსაქმე, რომ წმინდა ხატები გაემრავლებინა და ხალხისთვის მიეწოდებინა.

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი): "ანთებული სანთელივით ნათელი სახე ჰქონდა, რომლიდანაც რბილი შუქი იღვრებოდა... არაჩვეულებრივად მშვიდი და მდაბალი იყო, ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა და საკუთარ თავზე თითქმის არაფერს გვიამბობდა. სულიერ შვილებს ღვთის ნების მორჩილებას და იესოს ლოცვას ასწავლიდა... მასთან აღსარების თქმა ძალზე ადვილი იყო. ვფიქრობ, იმიტომ, რომ მაშინაც (როგორც ყოველთვის) იესოს ლოცვას იმეორებდა, სასაყვედურო სიტყვა კი არა, მოუთმენელი ან უხეში მოძრაობა არ მახსოვს მისგან. ყველაფერს მოთმინებით ისმენდა და ისე თანაუგრძნობდა, როგორც ავადმყოფს ან უბედურებაში ჩავარდნილს... ყველაფრის აღიარების სურვილი გიჩნდებოდა. თუმცა თითქმის ყოველთვის ადებდა ეპიტიმიას, რადგან მიაჩნდა, რომ მადლი ამ დროს უფრო სწრაფად უბრუნდება ადამიანს... ღრმა და აუმღვრეველი სიმშვიდე ჰქონდა, თითქოს სულ ერთი იყო, ქვებს ესროდნენ თუ ყვავილებს...

მამა პართენი იმ უსათნოეს მტრედს მაგონებდა, მთელი ცხოვრება უკაცრიელ ადგილებს რომ დაჰფრენს და ცოდვის ტალახი არასოდეს მოსცხებია. უბოროტო, მეტიც, გულუბრყვილო გახლდათ და ხშირად ვერც ხვდებოდა, რომ ატყუებდნენ. ზოგი ამას ბოროტადაც იყენებდა... ის იმ ძველ მამებს ჰგავდა, ცოცხალ ლეგენდას, უდაბნოებსა და საპყრობილეებშიც რომ იმარხავდნენ რწმენას..."
ბეჭდვაელფოსტა
25.11. 2014
ციცო
მე მისი არსებობის შესახებ დღეს გავიგე.როგორი ბედნიერი ვიქნებოდი ეს რომ ადრე მცოდნოდა! მამაჩემს პართენი ერქვა,რომელიც !5 წლისას გარდამეცვალა...აუცილებლად მოვიხსენიებ ლოცვაში,ვილოცებ მასზე!
25.11. 2014
manana tuaeva
კანონიზებული არ გახლავთ, სამთავროს ეზოში განისვენებს.
25.11. 2014
manana tuaeva
es saocari beri samtavros ezoshi ganisvenebs, iollad ipovit.
23.11. 2014
gio
mcxetashi,samtavros monastershi.
23.11. 2014
ნინო
მცხეთაში,სამთავროს მონასტერში.
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat