ჩვენთან სულ აღდგომაა და ყველანი "ქრისტე აღსდგას" ვგალობთ
ჩვენთან სულ აღდგომაა და ყველანი "ქრისტე აღსდგას" ვგალობთ
რა მოწყალეა უფალი, ათას საშუალებას პოულობს ჩვენს საცხოვნებლად
ვინც ღირსეულად ატარებს უფლის მიერ ნაბოძებ ჯვარს, განმართლდება ღვთის წინაშე. მისთვის სიცოცხლეშივე გაიღება სამოთხის კარი.

მამა ეფროსინე ერთ-ერთი მონასტის ტრაპეზარი გახლდათ. დიდი თავმდაბლობით და მორჩილებით დღედაღამ, როგორც ღმერთს, ისე ემსახურებოდა ძმებს. არც მარხვას და არც საბერო კანონის აღსრულებას დაუტევებდა. სიმდაბლით დაითმენდა მრავალ წყენას, შეურაცხყოფას. აანთებდა ნივთიერ ცეცხლს და თვითონაც აენთებოდა საღმრთო სიყვარულით. საიდუმლოდ ემსახურებოდა ღმერთს და უფალიც ცხადად მიაგებდა. ერთმა მღვდელმა, რომელიც მონასტერში ცხოვრობდა, შესთხოვა უფალს, ენახებინა ის ნეტარება, რომელიც მოელის ღვთის სამსახურის ღირსეულად აღმასრულებლებს. და იმ ღამით იხილა: დგას სამოთხეში, შიშით და კრძალვით შესცქერის ამ სილამაზეს. უცბად მზარეული ეფროსინე დაინახა. "ძმაო, ეს ხომ სამოთხეა, შენ აქ ცხოვრობ?" - ჰკითხა მღვდელმა. "ღვთის დიდი მოწყალებით აქ დავესახლე, რადგან ეს არის უფლის რჩეულთა სავანე", - უპასუხა მზარეულმა. "შეგიძლია მომცე რაიმე ამ ბაღიდან?" "თუ გინდა, აიღე ღვთის მადლით", - და ეფროსინემ სამი ვაშლი ჩაუწყო ხელსახოცში. ამ დროს ცისკრის ზარებს ჩამოჰკრეს და ხილვა გაქრა. მიჰყო ხელი ხელსახოცს და მასში ჩაწყობილი სამი არაჩვეულებრივად სურნელოვანი ვაშლი ნახა. მიხვდა, ეს უბრალო სიზმარი არ იყო. მოძებნა ცისკრის ლოცვაზე მდგარი მზარეული და დააფიცა, გაემხილა, სად იყო იმ ღამეს. "სადაც შენ იყავი, მამაო", - მიუგო მზარეულმა. ლოცვის შემდეგ მღვდელმა აუწყა ბერებს თავისი ხილვა, აჩვენა სამოთხის ვაშლები. ძმები მივიდნენ ეფროსინესთან, რათა თაყვანი ეცათ ღვთის მონისთვის, მაგრამ მას უკვე დაეტოვებინა მონასტერი...

* ათონზე დიონისეს მონასტრის წინამძღვარს, მამა ხარლამპეს (+2001) უტკბეს მოგონებად დარჩა წმინდა ანას სკიტის ერთ პატარა ეკლესიაში აღვლენილი წირვები, როცა ცხადად შეიგრძნობდა საღმრთო საიდუმლოებას, მოზღვავებული გრძნობებისგან გულშემუსვრილს ხშირად ლიტურგიის გაგრძელება უჭირდა. განსაკუთრებით ეს ხდებოდა ვნების შვიდეულში და აღდგომის დღესასწაულზე. ამ დღეს მთაწმინდაზე სკიტელი ბერები კირიაკონში, სკიტის ცენტრალურ ტაძარში იკრიბებიან და ერთად აღასრულებენ სადღესასწაულო ღვთისმსახურებას. მამა იოსები (მღვიმელი) თავის მორჩილ ბერებს წმინდა ანას კირიაკონში გზავნიდა ხოლმე, კელიაში, მცირე ტაძარში კი რჩებოდნენ მამა იოსები, მამა არსენი და მღვდელმონაზონი ხარლამპე. როგორც თვითონ ღირსი მამა ჰყვებოდა: "კურთხეულ არს მეუფება"-დან ვიდრე ლოცვის დასასრულამდე ისე ცხადად, ისე ცხოვლად გრძნობდნენ ტაძარში იესო ქრისტესა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყოფნას, რომ სამივეს თვალთაგან ცრემლი სდიოდა, გულამოსკვნილი ქვითინი ხშირად აწყვეტინებდათ ლოცვას. ისინი არამარტო დღესასწაულობდნენ, ამით ცხოვრობდნენ, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტესა და მისი ყოვლადწმინდა დედის სიახლოვით ნეტარებდნენ.

"წირვის შემდეგ აღსარებაში ვუთხარი ჩემს მოძღვარს, რას ვხედავდი გონიერი თვალით და რას ვგრძნობდი, - ჰყვება მამა ხარლამპე, - მამა იოსებმა დარწმუნებით მითხრა, რომ თვითონაც იმავეს განიცდიდა. მამა არსენმა მის ნათქვამს დაუმატა: ის, რაც ჩვენ განვიცადეთ, შვილო ჩემო, მხოლოდ ნაწილია იმ უსაზღვრო სიხარულისა, რომელიც განიცადა ჩვენმა ღვთისმშობელმა, როდესაც მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე იხილა. ეს დაუსრულებელი სიხარული ჩვენი დედის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოწყალებით გადმოიღვრება ჩვენზე, მის უღირს შვილებზე".

* მამა გიორგი (ქარსლადისი, +1959) პატარა იყო, როცა წმინდა გიორგიმ პონტოდან საქართველოში ცხენით ჩამოიყვანა. მოიზარდა, აღიკვეცა ბერად, მღვდლადაც საქართველოში დაასხეს ხელი. როცა საქართველოში ბოლშევიკები გაბატონდნენ და ეკლესიის დევნა დაიწყეს, სხვებთან ერთად მამა გიორგიც დაიჭირეს. ბევრი სამღვდელო პირი აღესრულა მაშინ. ერთხელ, აღდგომის საღამოს, პატიმარმა სამღვდელოებამ სთხოვა ციხის უფროსს, ერთი ღამით ეკლესიაში წასვლის ნება მიეცა. უარი უთხრეს. მაშინ ციხეშივე აღავლინეს აღდგომის საგალობელი. როცა "ქრისტე აღსდგა" იგალობეს, შეიძრა ციხე და კარები თავისით გაიღო. ხმაურზე მოირბინა ხალხმა და იხილა: სამ წმინდა მამას ხელთ პატიოსანი ჯვარი ეპყრა და "უფალო, შემიწყალენის" გალობით ციხეს გარშემო უვლიდა. ეს საღმრთო გამოცხადება მთელი ღამე გრძელდებოდა და მთელი ქალაქი ხედავდა. მეორე დღეს კი პატიმრები დასახვრეტად გაიყვანეს (მამა გიორგი სასწაულით გადაურჩა სიკვდილს).

* ერთხელ, ბრწყინვალე შვიდეულში, მღვდელმთავარმა იოანემ (მაქსიმოვიჩი) შანხაიში ებრაულ ჰოსპიტალში სამი მართლმადიდებელი რუსი მოინახულა. ერთი პალატა გაიარა, სადაც მოხუცი ებრაელი ქალი კვდებოდა. მისი ნათესავები გარეთ, ვესტიბიულში მის სიკვდილს ელოდნენ. მეუფე იოანემ ჯვარი აღმართა და ქალს ხმამაღლა შესძახა: "ქრისტე აღსდგა!" ავადმყოფი იმწამსვე გონს მოვიდა და წყალი მოითხოვა. ნეტარი იოანე მივიდა მოწყალების დასთან და უთხრა, - ავადმყოფი წყალს ითხოვსო. საავადმყოფოს პერსონალი განცვიფრებული დარჩა სიკვდილის პირას მდგარი ქალის უეცარი გამოჯანმრთელებით.

* 1906 წელს, აღდგომის ღამეს, უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი ოპტის მონასტერში. ლიტურგიის შემდეგ უმართავი ხალხი მოედო იქაურობას. ამ აღდგომა დღეს დაემთხვა მდინარე ჟიზდრას ადიდება. ბორანი მეორე ნაპირისკენ მიცურავდა. შინ დაბრუნების მსურველმა ახალგაზრდობამ ვეღარ მოითმინა და მდინარის ნავით გადაცურვა მოინდომა. შეცურდნენ წყალში, მაგრამ მალე ნავი აყირავდა და ხალხი მდინარემ წაიღო. ატყდა ზარების რეკვა, გამოცვივდნენ ბერები - საშინელი სანახაობა დახვდათ. მდინარეში, ყინულებზე, ამობრუნებულ ნავზე ერთი ქალიშვილი იჯდა და წყალში მყოფი 5-6 გოგონა ჩასჭიდებოდა. ყველა ერთხმად ყვიროდა - "ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა!" მხოლოდ ისინი გადარჩნენ, 16 ადამიანი კი დაიხრჩო. ერთ-ერთი დაღუპული გოგონას მწუხარებისგან გონსგადასული დედა დღედაღამ დაეძებდა შვილს მდინარის პირას. ერთხელ ძილში, როგორც ცხადში, ნახა. ნუ ტირი, დედიკო, მე უფალთან კარგად ვარო, - დაამშვიდა კატიამ დედა. გავიდა რამდენიმე წელი. დედა ავად გახდა და სიკვდილის წინ შვილი გამოეცხადა: - წავიდეთ ჩემთან. მე უფალთან ახლოს ვარ. ჩვენთან სულ აღდგომაა და ყველანი "ქრისტე აღსდგას" ვგალობთ. მის მოსმენას არაფერი სჯობიაო. შვილისგან ნუგეშცემულმა დედამ სული ჩააბარა უფალს.

* მამა იაკობ ოპტელი მონასტერში მისვლისთანავე წმინდა ამბროსის დაემოწაფა. შეაბერდა სულიერი მამა-შვილი ერთმანეთს. როცა წმინდა ამბროსი გარდაიცვალა, მამა იაკობმა საშინელი სულიერი ობლობა იგრძნო. ტკივილისგან რისხვამ აიტანა, დრტვინავდა, ებრძოდა თავს, მაგრამ განრისხება მაინც სძლევდა. ერთხელ, ლოცვისას, თვალისმომჭრელი ნათელი იხილა. თვალწინ წარმოუდგა უმშვენიერესი ყვავილებით მორთული ბაღი, რომელმაც სიხარულით და ნეტარებით აუვსო გული. შორს დაინახა მაღალი მთა, ციცაბო ფერდობებზე ბილიკები მიიკლაკნებოდა. იაკობს მთაზე ასვლა მოუნდა, მაგრამ მიხვდა, რომ ადამიანური ძალებით შეუძლებელი იყო. როგორც კი იფიქრა, ვერ ავალო, უეცრად მთის წვერზე აღმოჩნდა, საიდანაც თვალწარმტაცი სივრცე გადაიშალა, რომელიც კორომებით იყო დაფარული. ესეც ისეთი ლამაზი იყო, სიტყვით ვერ გამოთქვამდი. კორომების გასწვრივ მიმოფანტული იყო სხვადასხვანაირი, მოელვარე ჯვრებით დამშვენებული ტაძრები და ეკვდერები. მთიდან თითქოსდა ნაცნობი ბილიკი ეშვებოდა. გაუყვა მას. ერთ მოსახვევთან ქვაზე იჯდა ვიღაც წმინდა მამა, ისეთი, ხატებზე რომ გამოსახავენ.

- მამაო, ეს რა საკვირველი კორომია, ანდა ვისია ეს ლამაზი ტაძრები? - ჰკითხა ბერს.

- ეს ზეციური მეუფის სავანეა, რომელიც ღმერთმა მის მოყვარულებს განუმზადა.

- ეს ვისი ტაძარია? - იკითხა შორიახლო მდგარ დიდ ეკლესიაზე.

- მამა ამბროსი ოპტელის ტაძარია, - უთხრა ბერმა. უეცრად მამა იაკობმა იგრძნო, ხელიდან სკვნილი გაუვარდა და ფეხებზე დაეცა. გამოეღვიძა. კელიაში საათი წიკწიკებდა. ხილვა ოთხი საათი გაგრძელებულიყო. მამა იაკობმა მადლობა შესწირა ღმერთს, რომელმაც მამა ამბროსის ლოცვით ახილვინა ზეციური სავანე, ამით ანუგეშა და ცრემლი მოსწმინდა.

* მამა იაკობ ევბეელი (+1992) ჰყვებოდა: - ერთხელ წმინდა სერაფიმე საროველის ცხოვრებას ვკითხულობდი. იმ ადგილას შევჩერდი, სადაც მამა სერაფიმე ამბობს, - ზეციური სავანეები ვიხილეო. მაშინ ვთქვი, - ღმერთო, ნეტავ როგორია ეს სავანეები-მეთქი. უეცრად წიგნი ხელიდან გამივარდა და აღმოვჩნდი ერთ მშვენიერ ადგილას. ჩემს წინ იები ხალიჩასავით იყო გაფენილი და საოცარ სურნელებას აფრქვევდა. იქვე იდგა წმინდა დავით ევბეელი. წასვლა მინდოდა, მაგრამ ყვავილები გასათელად მენანებოდა. იები ასე ახლო-ახლო ნეტავ ვინ დარგო, ფეხის ჩადგმა მაინც შეიძლებოდეს-მეთქი. მაშინ მამა დავითმა მითხრა: - გაიარე, გაიარე, მამა იაკობ, ნუ გეშინია, ყვავილები არ ითელებაო. მართლაც, ვაბიჯებდი ყვავილებს, მაგრამ არ ითელებოდა. მარჯვნივ, დაღმართზე მეტად საშიში გზა მიემართებოდა. ვუთხარი ბერს: ამ გზაზე მანქანის გავლა სახიფათოა-მეთქი. ღირსმა მამამ მითხრა: - აქ, მამა იაკობ, ავტომობილები არ არის. შენ ამას ნუ უყურებ და შენი გზით წადიო. მივდივარ ყვავილებით დაფარული გზით და ვამბობ: მოდი, ვნახავ, აქეთ რა არის-მეთქი. ვხედავ მშვენიერ სახლებს, ყვავილებით მოჩითულ ეზოებს. სახლებში კაცის ჭაჭანება არ იყო. თანამგზავრს ვეუბნები: მამაო, რა სიჩუმეა, რა სილამაზეა აქ! მომეცით ასეთი ქოხი, ვიჯდები ჩემთვის ჩუმად და ვილოცებ, მე ხომ მდუმარების კაცი ვარ-მეთქი. ბერმა მიმითითა ჩემთვის გამზადებულ სახლზე. ამ დროს უეცრად ისევ კელიაში აღმოვჩნდი და დანანებით ვთქვი: - რატომ დავბრუნდი ამ სამყაროში, ნეტავ შემეძლოს სამუდამოდ იქ დასახლება-მეთქი.

* ეს ამბავი მე-19 საუკუნის რუსეთში მოხდა. არქიმანდრიტი ა. ჰყვებოდა: მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და კორენის მონასტერში ვცხოვრობდი. მონასტერში ერთი ბერი გარდაიცვალა. წინამძღვარი პეტერბურგში იყო წასული და მის მაგივრად მონასტერს მამა სერგი მართავდა. ისიც, რაღაც საქმის გამო, მონასტერში არ იმყოფებოდა და ბერის დაკრძალვას ვერ დაესწრო. დაკრძალვის დღეს, საღამოს დაბრუნდა მამა სერგი. მიწვა და მიიძინა. ამ დროს ძილში ცხადად ნახა, უფლის ორ ანგელოზს როგორ აჰყავდა გარდაცვლილი ბერის სული ზეცაში. საზვერეებში არ გაჩერებულან, ისე მიუახლოვდნენ სასუფევლის გაღებულ კარიბჭეს, მაგრამ ის უეცრად დაიხურა და შიგნიდან ხმა მოისმა: რაღაც ცოდვის გამო ამ ბერის სული სასუფეველში ვერ შევაო. რა ცოდვა იყო, მამა სერგიმ ვერ გაიგონა. ანგელოზები დაბნეულნი შეჩერდნენ. არ იცოდნენ, რას უბრძანებდა უფალი. მალე სხვა ხმა მოისმა, - იმის გამო, რომ ამ გარდაცვლილი სულის სხეული დაზიანდა დაკრძალვისას, მიეტევება ცოდვა, რომელიც სასუფეველში არ უშვებსო. მამა სერგიმ დაინახა, რომ გაიღო სამოთხის კარი და გახარებულმა ანგელოზებმა ბერი შეიყვანეს.

მამა სერგის გაეღვიძა. იხმო ბერები, მოუყვა სიზმარს: - თურმე სამარეში ჩაშვებისას კუბო ჩაგივარდათ და გარდაცვლილი ისე დაენარცხა მიწას, რომ თავი გაუტყდა - ამ დაზიანების გამო მიეტევა ცოდვა და სასუფეველში შეიყვანესო.

ძმებმა განუცხადეს, - კუბო შემთხვევით, გაუფრთხილებლობით ჩავარდა სამარეში, მიცვალებული გადმოვარდა. მანტიაში იყო გახვეული და არ ვიცით, რაიმე გაუტყდა თუ არაო. მამა სერგი მოეთათბირა მონასტრის უფროს ძმებს, გათხარეს ბერის სამარე. მართლაც, გარდაცვლილს დაკრძალვისას თავი გასტეხოდა.

რა მოწყალეა უფალი, ათას საშუალებას პოულობს ჩვენს საცხოვნებლად. რა შუაში იყო მისი სულის გადარჩენასთან ხრწნადი სხეულის დაზიანება?! ასე ვფიქრობთ ჩვენი ადამიანური საზომით, მაგრამ სხვაა ღვთის სამართალი, ღვთის გულმოწყალება. ჩვენთვის გაღებულ სასუფევლის კარებში მხოლოდ მონანული ქრისტიანები შევლენ. წმინდა ამბროსი ოპტელი ბრძანებს: - მართალნი ღვთის სასუფეველში პეტრე მოციქულს შეჰყავს, ცოდვილნი - თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსო. ნეტავ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat