პური არა გვაქვს, ძმაო, ამიტომ სტუმრების მიღება შევწყვიტეთ
პური არა გვაქვს, ძმაო, ამიტომ სტუმრების მიღება შევწყვიტეთ
წმინდა სპირიდონის კელიაში დღესასწაულია, იქ წაიღეთ თევზი და კარგ საფასურსაც მიიღებთ
წმინდა გიორგის საჩუქარი. ერთხელ წმინდა გიორგის სახელობის კელიის ბერმა, ჰაჯი-გიორგის მოწაფემ, მამა ევლოგიმ, წმინდანის ხსენების დღისთვის თევზი ვერ იშოვა. ბერმა გული არ გაიტეხა და თევზისთვის ზრუნვა წმინდა გიორგის მიანდო.

დღესასწაულის წინა საღამოს მისი კელიის კარს რაღაც ცხოველი მოასკდა. გამოვიდა გარეთ და რას ხედავს - მის წინ რჩეული თევზით დატვირთული ჯორი არა დგას?! თევზი 80 ოკადის წონისა (1 ოკადი=1280 გ) იყო. მამა ევლოგიმ ღმერთი ადიდა და მადლობა შესწირა წმინდანს. შემდეგ კი წმინდა გიორგის მიერ შორიდან მოყვანილ ჯორზეც იზრუნა (პატრონი მოიძია).

თურმე სოფელ იერისოს (ათონთან ახლოსაა) მცხოვრებმა ორი ჯორი თევზით დატვირთა და ზოგრაფის მონასტრისკენ წავიდა (ეს მონასტერიც წმინდა გიორგის სახელობისაა). წმინდა გიორგიმ კი მოჰკიდა ხელი ერთ ჯორს და მამა ევლოგის კელიაში წაიყვანა. იერისოელმა დაიწყო დაკარგული ჯორის ძებნა. ბოლოს მიაკვლია. კაცი მიხვდა, რომ ამ სასწაულით წმინდა გიორგიმ თავისი დღესასწაულისთვის იზრუნა და მანაც მამა ევლოგისთან ერთად ღმერთი ადიდა.

წმინდა სპირიდონი. ყუთლუმუშის მონასტრის წმინდა სპირიდონის სახელობის კელიაში ცხოვრობდნენ კუნძულ კერკირიდან (იგივე კორფუ) გამოსულები (კუნძულ კერკირაზე წმინდა სპირიდონის სხეულია დასვენებული და წმინდანი ამ კუნძულის მფარველად ითვლება). წმინდა სპირიდონის ხსენების წინა დღეს ბერებმა თევზი ვერ დაიჭირეს და შეწუხებულებმა ურჩიეს მოძღვარს, რახან ცოცხალი თევზი ვერ ვიშოვეთ, გამხმარი ვირთევზა მაინც ვიყიდოთო. მოძღვარმა ისინი დაამშვიდა: - მოითმინეთ, წმინდა სპირიდონი გამოგვიგზავნის თევზსო და გააგრძელა სკვნილის ჩამარცვლა.

მოახლოვდა სადილის მომზადების ჟამი, ბერები წუხდნენ. ამ დროს კარზე კაკუნი შემოესმათ, გააღეს. ზღურბლზე ორი მეთევზე იდგა თევზით სავსე კალათებით ხელში - მოძღვართან დაგვალაპარაკეთო. მორჩილებმა მოუხმეს ბერს. "ეს არაა ის მოძღვარი, - თქვეს მეთევზეებმა, - ჩვენ სხვა ბერმა გამოგვგზავნა: - წმინდა სპირიდონის კელიაში დღესასწაულია, იქ წაიღეთ თევზი და კარგ საფასურსაც მიიღებთ. თუ გინდათ, ავანსად ფულს მოგცემთო".

ბერი მიხვდა, რომ სასწაული მოხდა და ორივე მეთევზე ტაძარში შეიყვანა ხატების თაყვანსაცემად. მეთევზეებმა, როცა წმინდა სპირიდონის ხატი დაინახეს, ერთხმად წამოიძახეს: - ეს ის ბერია, აქ რომ თევზის მოტანა გვთხოვაო.

გულშემუსვრილმა ბერმა უთხრა მათ: - ეჰ, შვილებო, ავანსი რატომ არ გამოართვით. გვექნებოდა, როგორც კურთხევა წმინდა სპირიდონისგანო.

განუსჯელად მოღვაწე ბერი. ათონის მთაზე მამა ნ-ი მოვიდა მეგობართან ერთად. მათ ბერობა ერთი სასწაულის ხილვამ გადააწყვეტინა. ისინი მოწმე გახდნენ კუნძულ ტინოსზე, თუ როგორ განიკურნა ღვთისმშობლის ხატთან ერთი დაბადებიდან განრღვეული (დამბლადაცემული). მისი მეგობარი ახალ სკიტში დარჩა, მამა ნ-მა კი მოიარა ათონის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი და ბერადაც აღიკვეცა ცალკეცხოვრებულთა მონასტერში (ერთხანს ათონის მთაზე მონასტერთა ნაწილს - ცალკეცხოვრებულთა მონასტრებს იღუმენი კი არ მართავდა, არამედ ბერების საბჭო. მონასტერში ბერებს საკუთრების უფლება ჰქონდათ, საერთო ღვთისმსახურება კვირას და დღესასწაულებზე ტარდებოდა, ძმებს საერთო ტრაპეზი არ ჰქონდათ და მორჩილების შესრულებისთვის მონასტრიდან ფულს აძლევდნენ).

ცალკეცხოვრებულთა მონასტერში თავისუფლად ცხოვრობენ. ეს დიდად საფრთხილოა, რადგან თავისუფლების არასწორად გამოყენებით შეიძლება უარესი გახდე, ვიდრე ერში იყავი, ანდა ხიბლში ჩავარდე. მამა ნ-ი მოღვაწეობისადმი მოშურნედ იყო განწყობილი, მაგრამ ცალკეცხოვრებულთა მონასტრის მოდუნებულმა სულმა მასში თავიდან სიამაყე, შემდეგ კი განდიდების ფიქრი დაბადა. ამპარტავნებით მოღვაწეობამ გული გაუქვავა. არ აწუხებდა, მოყვასი განსაცდელში ჩავარდებოდა თუ მწუხარება დაატყდებოდა თავს - მთელი დრო წუთ-წუთობით შევსებული ჰქონდა კანონთა კითხვით, ღვაწლით და სხვა. ეგოისტურად ცდილობდა ბევრი ეღვაწა, რომ წმინდანი გამხდარიყო, საბოლოოდ კი სულიერი სიმძიმე იგრძნო. მკაცრ მარხვას იცავდა, ხან საღამომდე არ ჭამდა, ხანაც სამი დღის განმავლობაში არაფერს იღებდა. ძვალ-ტყავად იქცა, სერიოზული სახით მოსიარულე აფიქრებინებდა სხვებს, რომ მათ წინაშე დიდი მოღვაწე იდგა. მეტყევის მორჩილება ჰქონდა, რომელიც უფრო ვნებდა. არავის ელაპარაკებოდა, ჩაიკეტებოდა კელიაში და ცდილობდა წმინდანი გამხდარიყო.

ერთხელ ერთი მუშა ტყეში ხიდან ჩამოვარდა და დასახიჩრდა. შვილმა მამა მონასტრამდე ზურგზე მოკიდებული ჩამოიყვანა. უნდოდა შეეტყობინებინა მამა ნ-ისთვის მომხდარი და თან საბანი ეთხოვა. ბერმა მისი მოსმენაც არ ისურვა - დაენანა დროის დაკარგვა. როგორც მეტყევე და პროესტოსი, ვალდებული იყო, დახმარებოდა მათ. ბერებმა მტირალ ყმაწვილს გამოჰკითხეს მწუხარების მიზეზი, დაამშვიდეს და დაეხმარნენ საავადმყოფოში მოეთავსებინა მამა. ასეთი უმოწყალობის მერე მადლი სრულიად განეშორა მამა
ნ-ს. თავის ქება დაიწყო - უკვე წმინდა მამათა საზომს მივაღწიეო.

ერთხელ გამოეცხადა ეშმაკი და უთხრა: - სასწრაფოდ მოემზადე, შენს წასაყვანად მალე მოვალო.

როგორც მაკურთხებო! - თქვა ბერმა, სასწრაფოდ ჩაიცვა ანაფორა და სქემა. მალე ეშაკმა კვლავ დაუძახა, - სასწრაფოდ აძვერი ფანჯრის რაფაზე, რომ წაგიყვანოო. ბერმა უთხრა, - მოიცადე, ვიდრე სკამს ვიპოვიდეო.

ამ საუბრის შემდეგ, როგორც პროიღუმენმა, მამა ქ-მ მიამბო, მოესმათ, მამა ნ-ი როგორ დაეცა კვნესით მიწაზე. როცა ბერებმა მიირბინეს, უკვე მკვდარი დახვდათ - მესამე სართულიდან გადმოვარდნილიყო მოკირწყლულ ეზოში... ბერებს უფრო მისი სულის დაღუპვა აწუხებდათ. როცა ავიდნენ მის კელიაში, ნახეს ქაღალდის ფურცელი, რომელზეც დაეწერა: "ამ ფურცლის ქვეშ ძევს 3000 დრაქმა ორმოცდღიანი მოსახსენებლისთვის. თუ ამას არ შემისრულებთ, დაე, თქვენზე იყოს კეთრი გიეზიასი, ტანჯვა იუდასი და I მსოფლიო კრების მამათა ანათემა". ბოლოში კი ხელი მოეწერა.

სახიერმა უფალმა შეიბრალოს თავისი საცოდავი ქმნილება, ჩვენ კი მოხიბლული ძმის ორმაგი დაცემა გვექცეს ორმაგ მუხრუჭად, რათა დიდი თავმდაბლობითა და სიყვარულით ვიღვაწოთ და ამგვარად მივუახლოვდეთ ღმერთს. ამინ.

"მომეცი" და "მოგეცემა". ფილოთეოს მონასტრის ბერი, მამა საბა მიყვებოდა, რომ 1917 წლის შიმშილობისას ივერონის მონასტრის საწყობები ცარიელდებოდა და ამიტომ ბერები სტუმრებს შეზღუდვით იღებდნენ. ერთი ძუნწი პროესტოსი (უხუცესი ბერი) მოითხოვდა, საერთოდ აეკრძალათ სტუმრების მიღება. ამის შემდეგ ქრისტემაც შეუწყვიტა მათ კურთხევა. ივერონელი ბერები დაიმშნენ, იმის მაგივრად, რომ შეეცნოთ ცოდვები, წუწუნებდნენ, - უფალი და ღვთისმშობელი თავის სავანეზე არ ზრუნავენო.

ერთხელ მონასტრის დარაჯს გამოეცხადა ქრისტე ღარიბი კაცის სახით და ცოტაოდენი პური სთხოვა. შეწუხებულმა დარაჯმა უთხრა, - პური არა გვაქვს, ძმაო, ამიტომ სტუმრების მიღება შევწყვიტეთ. მაგრამ დამიცადე, კელიიდან ჩემს კუთვნილ პურის ნაჭერს გამოგიტანო. წავიდა კელიაში, გამოუტანა მას პურის ნაჭერი. უცებ გლახაკს სახე გაუბრწყინდა. პური გამოართვა და დარაჯს უთხრა: "მონასტრის თავს ასეთი უბედურება იმიტომ მოიწია, რომ სავანიდან გაყარეთ "მომეცი" და "მოგეცემა". ამის შემდეგ ის უჩინარი შეიქმნა და დიდად განათდა იქაურობა. ბერები მიხვდნენ, რომ ღარიბი ქრისტე იყო და შეიცნეს სიტყვების - "მომეცი" და "მოგეცემას" მნიშვნელობაც. სასწრაფოდ შეინანეს ცოდვა, თავიანთ მწირ საკვებს მოწყალებად გაცემა დაუწყეს და მაშინვე მოიწია მათზე ღვთის დიდი წყალობაც.

KARIBCHEღვთისმშობლის ხატი. გერმანელთა ოკუპაციის დროს ფილოთეოს მონასტერში ხორბლის მარაგი გამოილია და მამებმა გადაწყვიტეს, სტუმრები აღარ მიეღოთ. ამან ძალზე შეაწუხა ერთი ღვთისმოშიში ბერი, მამა საბა, რომელმაც სთხოვა ძმების საბჭოს, არ მოქცეულიყვნენ ამგვარად: ამით ქრისტეს გავანაწყენებთ და უფალიც მოაკლებს კურთხევას მონასტერსო. მან წმინდა წერილიდან ამის რამდენიმე მაგალითი მოიხმო, მათ შორის ქვრივი ქალისა და წმინდა ილია წინასწარმეტყველის ამბავიც. როგორც იქნა, დაუჯერეს. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ საყვედურებით აავსეს: - ფქვილი გაგვითავდა, ახლა რაღა ვქნათო. ბერმა უპასუხა: - მამებო, ხალხთან ერთად ის მცირეოდენი ფქვილი, რაც დარჩა, შევჭამოთ და ღვთისმშობელი არ დაგვიტევებსო.

მონასტრის საწყობში 25 ოკადი ხორბალიღა დარჩენილიყო და ბერები გესლიანად საყვედურობდნენ მამა საბას. რწმენით აღვსილი ღვთისმოშიში ბერი კი პასუხობდა: "გლიკოფილუსას" (ქართულად - "ტკბილი ამბორი", ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატია ამ მონასტერში) იმედი გქონდეთ. იმ ოცდახუთი ოკადი ხორბლისაგან პური გამოაცხვეთ, ძმებსა და ერისკაცებს დაურიგეთ და ღმერთი, როგორც კეთილი მამა, ჩვენზე იზრუნებსო.

როცა უკანასკნელი ლუკმაც შეჭამეს, მონასტრის ნავსადგურს ხორბლით დატვირთული ხომალდი მოადგა. კაპიტანმა ბერებს შეშაში ხორბლის გაცვლა შესთავაზა. ბერები მოწმენი შეიქმნენ ღვთისმშობლის აშკარა სასწაულისა და ადიდეს მზრუნველი სახიერი დედა. რა თქმა უნდა, ღვთისმშობელს განსაკუთრებით მამა საბა ადიდებდა, რომელიც ახსენებდა ბერებს: - განა არ გეუბნებოდით, ღვთისმშობელი არ დაგვიტევებს-მეთქი?

როყიო სიტყვა. წმინდა პავლეს მონასტრის დავრდომილთა თავშესაფარში მოხუც მამებს უვლიდა ერთი უბრალო და გულკეთილი ბერი მამა გრიგოლი. ერთმა ძმამ კურთხევის ნიშნად მას ყურძნის ერთი მტევანი მისცა. ბერმა კი, თავისი გულკეთილობით, ბერებს დაუნაწილა. ყურძენი მაშინ ჯერ არ იყო დამწიფებული. ერთმა ბერმა იმ წელს პირველად იხილა და მადლიერებით იმეორებდა, - მშვენიერ სამოთხეში მოხვდიო. ბერმა კი, თავისი უბრალოებით, ხუმრობით უთხრა: - ჭამე ყურძენი, მამაო. სამოთხეც და ჯოჯოხეთიც აქვეა - მიწაზეო. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ იხუმრა, ასეთი რამ გადახდა: შუაღამისას ესიზმრა ცეცხლის ზღვა, მის პირდაპირ კი მშვენიერი ყურე აღმართულიყო ბროლის კოშკებით. ნაპირზე იდგა ზეციური ნათლით მოცული პატივცემული ბერი. გვერდით ედგა სამი წლის წინ მონასტერში გარდაცვლილი ძმა. სწორედ მას ჰკითხა, ვისია ბროლის სასახლეები და ვინ არის ეს პატივცემული ბერიო.

ძმამ უპასუხა: - ეს არის აბრაამი, მშვენიერი ყურე კი აბრაამის წიაღია, სადაც განისვენებენ მართალთა სულებიო. მისი ნათქვამი მოესმა მართალ აბრაამს და მკაცრად უთხრა მამა გრიგოლს: - სასწრაფოდ წადი აქედან, შენი ადგილი აქ არ არისო. მამა გრიგოლი მობრუნდა, რათა სასწრაფოდ გასცლოდა იქაურობას. უეცრად იგრძნო, როგორ დაიწვა ზღვიდან ამოვარდნილი ცეცხლის ალით და ტკივილმა გააღვიძა. ნახა, რომ ფეხი, რომელიც ძილში დაეწვა, სულ წყლულებით ჰქონდა დაფარული. ეს ფეხი ოცი დღე სტკიოდა, სანამ არ შეუხორცდა მალამოებისა და სამკურნალო ბალახების დახმარებით.

ბერმა შეინანა თავისი როყიო ნათქვამი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat