ხედავ, ღვთისაგან რისი ღირსი ხდება ბერად შემდგარი კაცი?
ხედავ, ღვთისაგან რისი ღირსი ხდება ბერად შემდგარი კაცი?
ამის შემდეგ ხორციელად ჯანმრთელი იქნები, მაგრამ ავადმყოფობის დათმენისთვის ღვთისაგან ჯილდო რომ უნდა მიგეღო, ვეღარ მიიღებ

მამა ტიხონი (დასასრული). ვფიქრობ, იმ მცირეოდენით, რაც გავიხსენე და დავწერე პატიოსან მამა ტიხონზე, ბევრ რამეს შეიტყობს ის, ვისაც სულიერი ცხოვრების გამოცდილება აქვს. თავმდაბლად მცხოვრები ხვდება, რა უსამართლობაა, წმინდანებში დაინახო მხოლოდ გარეგნული სათნოებები, რომელთაც ვერ ფარავენ და ისინი აღწერო, მაშინ როცა წმინდანის ნამდვილი სულიერი სიმდიდრე ჩვენთვის თითქმის უცნობია. ის მცირეოდენი, რაც წმინდანებზე ვიცით, ცნობილი მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ მათ ან ვერ შეძლეს ამის დაფარვა ან დიდმა სიყვარულმა აიძულა, სულიერი მოწყალება გაეღოთ. მხოლოდ ღმერთმა იცის წმინდანების სულიერი საზომი. თვით წმინდანებმა ეს არ იციან, რადგან ისინი მხოლოდ თავიანთ ცოდვებს ზომავენ და არა სულიერ სიმაღლეს.

მწამს, გაუხარდება მამა ტიხონს და არ დაიწყებს ჩივილს ისე, როგორც მას შესჩივლა მეგობარმა, წმინდა სილუან ათონელმა, როცა მამა სოფრონმა გამოაქვეყნა მისი ბიოგრაფია. მაშინ მამა სილუანი გამოეცხადა მამა ტიხონს და უთხრა: "ამ დალოცვილმა მამა სოფრონმა ამდენი რომ მაქო, არ მინდოდაო".

ამიტომაც არიან ისინი წმინდანები და ღმერთმა იმიტომ განადიდა, რომ გაურბოდნენ ადამიანთა დიდებას.

ლოცვა მამა ტიხონისა და ყველა ხილულ თუ უხილავ წმინდანთა შეგვეწიოს ამ მძიმე დროს, რომელშიც ვცხოვრობთ. ამინ.

გთავაზობთ მამა ტიხონის ლოცვას, რომელიც დიდი მწუხარებით და მრავალი ცრემლის დენით დაწერა, ვითარცა მალამო გატანჯული სულებისთვის ღვთისმშობლის წილხვედრი მიწიდან.

დიდება ქრისტეს გოლგოთას!

ჰოი, ღვთაებრივო გოლგოთა, განწმენდილო ქრისტეს სისხლითა! გევედრებით, გვითხარი, რამდენი ათასი ცოდვილი მადლითა ქრისტესითა, სინანულითა და ცრემლებით განსწმიდე და შეიყვანე სასუფევლის საქორწინო სრა-სასახლეში! ჰოი, ქრისტე მეუფეო, შენი გამოუთქმელი სიყვარულით და მადლით ყველა ზეციური სასახლე მონანული ცოდვილებით გაავსე. შენ აქაც, ქვევით, მიწაზე ყველას იწყალებ და აცხოვნებ. და ვინ მოგაგოს ღირსეულად მადლობა, თუნდაც მას ანგელოზის გონება ჰქონდეს! ცოდვილნო, იჩქარეთ! განღებულია წმინდა გოლგოთა და ქრისტეც გულუხვია. მივედით მასთან და ეამბორეთ მის წმინდა ფერხთა. მხოლოდ მას, მრავალმოწყალეს შეუძლია განკურნოს თქვენი წყლულები! ჰოი! ბედნიერნი ვიქნებით, როცა მრავალმოწყალე ქრისტე ღირს გვყოფს, დიდი თავმდაბლობით, ღვთის შიშით და მხურვალე ცრემლით განვბანოთ მისი უწმინდესი ფერხნი და სიყვარულით ვეამბოროთ მათ. მაშინ მრავალმოწყალე ქრისტე ინებებს განგვბანოს ცოდვებისგან და განგვიღებს სამოთხის კარებს, სადაც დიდი სიხარულით, მთავარანგელოზებთან და ანგელოზებთან, ქერუბიმებთან და სერაბიმებთან, ყველა წმინდანთან ერთად, საუკუნოდ ვადიდებთ ქვეყნის მაცხოვარს, კრავსა ღმრთისასა, უტკბილეს იესო ქრისტეს, მამასთან და სულიწმინდასთან ერთად, ვადიდებდეთ ერთარსება და განუყოფელ სამებას.
მღვდელმონაზონი ტიხონი, მთაწმინდა

ღირსი მამის ცხოვრება აღიწერა 1977 წლის 26 მაისს, წმინდა მოციქულ კარპეს ხსენების დღეს, ძელიცხოველის კელიაში, სტავრონიკიტას მონასტერში. დიდება შენდა, ღმერთო!

დრტვინვა. კარიესის ახლოს, ერთ კელიაში ორი რუმინელი მოღვაწეობდა. ერთხელ ერთი მათგანი მძიმედ ავად გახდა, მეორეს კი, სამწუხაროდ, მისი მოვლა ეზარებოდა და დაჟინებით სთხოვდა წმინდა პანტელეიმონს, სასწრაფოდ განეკურნა ავადმყოფი ანდა გაეყვანა ამ სოფლიდან. ერთხელ გამოეცხადა წმინდანი და უთხრა: "რას მევედრები? შენ განძარცვული ხარ სათნოებისაგან, იმ შრომისთვის, ძმას რომ უვლი მხოლოდ ჯილდოს მიიღებ". ბერი შეძრწუნდა, მას შემდეგ დიდი მონდომებით უვლიდა ავადმყოფს და სთხოვდა უფალს, მისთვის რამდენიმე წლის სიცოცხლე მიეცა, რომ სიბერეში მასზე ეზრუნა.

კურნება. ერთხელ ესთიგმენუს მონასტერში, მამა სოფრონის იღუმენობისას, ერთი ახალგაზრდა ბერი ავად გახდა. ბოლოს მოთმინება დაკარგა და იღუმენს სამკურნალოდ ქალაქში წასვლის ნება სთხოვა. ძმას სულიც რომ არ შეშფოთებოდა, მოძღვარმა კურთხევა მისცა და ნება დართო. ამასთან, ბევრს ლოცულობდა მისთვის, რადგან ბერი ახალგაზრდა იყო და ეშინოდა, ქალაქში ხიფათს არ გადაჰყროდა. ახალგაზრდა ბერი შეჯდა მორჩილ ვირზე და გასწია კარიესისკენ, სადაც მისთვის ათონის მთიდან გასვლის ნებართვის ფურცელზე ბეჭედი უნდა დაერტყათ, იქიდან კი დაფნის ნავსადგურისკენ უნდა წასულიყო. ნახევარი საათის შემდეგ ბერს გამოეცხადა სახეგაბრწყინვებული განდეგილი და ჰკითხა: - საით მიდიხარ, ძმაოო. ბერმა უპასუხა: სამკურნალოდ მივდივარ სოფელშიო. განდეგილმა ჰკითხა: - განკურნება გინდაო? ჯვარი გადასახა და წარმოთქვა, - ამის შემდეგ ხორციელად ჯანმრთელი იქნები, მაგრამ ავადმყოფობის დათმენისთვის ღვთისაგან ჯილდო რომ უნდა მიგეღო, ვეღარ მიიღებო. განდეგილი გაქრა და თითქოს თან წაიღო ბერის ავადმყოფობა და ტკივილი.

ბერი დაბრუნდა მონასტერში და მოჰყვა წმინდანის მიერ მოხდენილ სასწაულზე. მამებმა უთხრეს, ეს ღირსმოწამე დამიანე იყო, რომელიც მონასტრის ზემოთ მთაზე, სამარიის სკიტში მოღვაწეობდაო (წმინდა დამიანე ცხოვრობდა XVI ს-ში, მან დატოვა ათონის მთა და სამშობლოში ქადაგებით ქრისტიანობას განამტკიცებდა. თურქებმა ის დაიჭირეს და კოცონზე ცოცხლად დაწვეს 1568 წელს. მისი ხსენება ძვ.სტ. 14 თებერვალსაა, - კ.კ.).

ბერობის ღირსება. კავსოკალივის სკიტის ერთ ბერს ეშმაკი ებრძოდა მარჯვენა მხრიდან. მას გულისთქმა არ ასვენებდა - მონასტერში არაფერს ვაკეთებ, ერში უფრო გამოვადგებოდი ხალხსო. ეშმაკი არწმუნებდა, - ბერობა მეორეხარისხოვანიაო. სახიერმა ღმერთმა დაინახა ყოველივე და ბერს სასწაულებრივი ხილვა მოუვლინა. ხედავს ბერი, რომ მოკვდა და ეშმაკები ლანძღვა-გინებით უახლოვდებიან. შორს კი მოჩანს ხალხით სავსე სოფელი. უეცრად ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: "ერთი სრულქმნილი ბერი მეტად ღირს, ვიდრე მთელი ეს სოფელი". ბერმა გაიღვიძა და თავისთვის თქვა: "ხედავ, ღვთისაგან რისი ღირსი ხდება ბერად შემდგარი კაცი". ამის შემდეგ თავი მეტ სულიერ ღვაწლს მისცა. ანგელოზის სიტყვა კი კელიის კედელზე დაწერა, რათა მუდამ თვალწინ ჰქონოდა და მეტი მოშურნეობით ეღვაწა.

ლოცვის ძალა. წმინდა ვასილის სკიტის ქვემოთ ოდესღაც ერთი ლავრელი ბერი ცხოვრობდა - მამა ეფრემი, რომელსაც მორჩილებად ჰქონდა მონასტრის თხების მოვლა. ერთხელ, დიდმარხვის წინ, ყველიერში, შუაღამისას ბერი სკვნილზე ლოცულობდა. გარედან ხალხის ხმაური ესმოდა. "ალბათ ათონის სტუმრები დასეირნობენო," - იფიქრა. გამოვიდა გარეთ და მთვარის შუქით განათებულ ადგილას დაინახა: სამასამდე ეშმაკი შეშფოთებული თითქოს რაღაცას ელის. მათ შორის უფროსი კი ამბობს: ხედავთ, ერთი მსუქანი ბერი უკვე რამდენიმე დღეა, აკავებს ჩვენს რაზმს და სოფელში გასვლის ნებას არ გვაძლევს, რომ ვიმხიარულოთო.

* ერთხელ წმინდა პავლეს მონასტრის ერთი ბერი წმინდა გერასიმეს თაყვანის საცემად კეფალონიაში წავიდა (წმინდა გერასიმე XVI ს-ში მოღვაწეობდა, ეშმაკეულებს კურნავდა. ამიტომ მის მონასტერში ახლაც უამრავი ეშმაკეული მოჰყავთ, რომლებიც წმინდანის ლოცვით იკურნებიან, - კ.კ.). ბერი საღმრთო ლიტურგიისას საკურთხეველში იდგა და სკვნილზე მდუმარედ, გონებით, იესოს ლოცვას ლოცულობდა. ამ დროს ეკლესიაში წმინდა გერასიმესთან განსაკურნებლად ერთი ეშმაკეული შემოიყვანეს. საკურთხეველში ბერის ლოცვა ტაძარში ეშმაკს სწვავდა და ისიც ყვიროდა (კაცის ბაგით): ბერო, მაგ თოკს (სკვნილს) ნუ ქაჩავ - ეგ მე მწვავსო! ეს რომ მწირველმა მღვდელმა გაიგო, ბერს უთხრა: მთელი ძალით ილოცე, ძმაო, სკვნილზე, ღვთის ქმნილებიდან ეშმაკი გავიდესო. განრისხებულმა ეშმაკმა ახლა მას დაუყვირა: "ბებერო მღვდელო, რატომ ასწავლი, რომ თოკი ატრიალოს?! ეგ მე მწვავსო". ბერმა მთელი გულით დაიწყო ლოცვა და სკვნილის ჩამარცვლა. მალე ეშმაკი გამოვიდა კაციდან და საწყალი საბოლოოდ განთავისუფლდა ბოროტისგან.

* მამა ზაქარია ჰყვებოდა, რომ ახალ სკიტში უფლის ფერისცვალების სახელობის კალივის მამები იესოს ლოცვას ხმამაღლა წარმოთქვამდნენ ხოლმე. ერთხელ იქ უამრავი განრისხებული ეშმაკი შეიკრიბა. ერთმა მათგანმა თქვა: - ხმამაღლა კითხულობენ. ასეთ ლოცვას ძალა არა აქვსო! მეორემ მიუგო: - ხმამაღლა კითხულობენ თუ გონებით - ძალა მაინც ჰქონია, რადგან ვერაფერს ვუშვებითო.

* მამა არსენი მღვიმელი ამბობდა: "როცა ფეხზე მდგომარე ვლოცულობ სკვნილზე, მაშინ ძლიერ საღმრთო კეთილსურნელებას ვგრძნობ, როცა მჯდომარე ვლოცულობ, ოდნავ თუ ვამჩნევო". 95 წლის ბერი დაუცხრომლად და მოშურნედ მოღვაწეობდა და ამით სულიერად მდიდრდებოდა. თუმცა უამისოდაც საკმაოდ ჰქონდა დაგროვებული სულიერი საუნჯე.

ერისკაცული პირობები და ლოგიკა. ერთხელ ახალსკიტელმა ბერმა, მამა თეოფილაქტემ დაინახა, როგორ დადიოდა სკიტის კალივებს შორის ენაგადმოგდებული ეშმაკი და დასცინოდა ბერებს: "ჰა-ჰა-ჰა! დაუტევეს ბერებმა ლოცვა და ერისკაცებივით ამაოებაში არიან, მუდამ შრომაში გართულნი". ხოლო როცა სკიტში ზოგიერთმა ტელეფონი დაიდგა, მამა თეოფილაქტემ ძალზე დამწუხრებული იხილა წმინდა იოანე ნათლისმცემელი. მას აღონებდა ზოგიერთი ბერი, რომლებიც ცხოვრების წესით ერისკაცებს უფრო ბაძავდნენ, ვიდრე წმინდა მამებს, რომლებიც მოშურნედ იღვწოდნენ ქრისტესთვის, არა მარტო თვითონ გახდნენ წმინდანები, ათონის გაუვალი მთაც განწმინდეს ისე, რომ მას მთაწმინდა ეწოდა. ჩვენ კი დღეს თავს მთაწმინდელობით ვიქებთ.

* როცა ერთმა ბერმა მთაწმინდაზე პირველმა შემოიყვანა ქათამი, მას ღვთისმშობელი გამოეცხადა და ჰკითხა: "შენ აქ ჩემი ბაღის დასაქცევად მოხვედიო?" როცა სხვა, წმინდა ანას სკიტის ბერმა თხა მოიყვანა, რადგან ავადმყოფი მორჩილისთვის რძე სჭირდებოდა, თხამ რძის მაგივრად სისხლი მოიწველა. ბერი მიხვდა თავის შეცდომას, რომ ღვთისმშობელს არ უნდოდა, მის ბაღში თხები ყოფილიყვნენ და გაენადგურებინათ. ამიტომ მან თავის მორჩილს შედედებული რძე უშოვა.

მყუდროების სიკეთე. წმინდა ანას სკიტის ზემოთ წმინდა პანტელეიმონის კალივაში მოღვაწეობდა ღირსი გერონტი (XVIს.), განმაახლებელი სკიტისა, რომელიც მანამდე ბულებტიერის მონასტრის იღუმენი იყო. ეს მონასტერი ზღვის პირას, წმინდა ანას სკიტის ქვემოთ მდებარეობდა. ღირსი გერონტი, განმარტოების სურვილით, მთაზე დასახლდა, სადაც წმინდა ანას სკიტი განაახლა. იგი იყო მეგობარი კავსოკალივის სკიტის დამაარსებლის მამა მაქსიმესი (ხსენება 26 ივლისსაა). რადგან ამ ადგილებში წყალი არ იშოვებოდა, მორჩილი ამის გამო ხშირად დრტვინავდა. წმინდა გერონტიმ ილოცა და შეევედრა ღვთისმშობელს, დასალევად კლდიდან პატარა წყარო გადმოედინა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა, როგორც მზრუნველმა დედამ, რა თქმა, უნდა, შეისმინა ვედრება მისი და კელიის სიახლოვეს ნაპრალიდან წმინდა წყარო წამოდინდა.

მოგვიანებით ღირსი მამის მორჩილმა ბაღის გაშენება გადაწყვიტა. ამისთვის ფერდობი უნდა გაეთანასწორებინა, დაიწყო მიწის ზიდვა და ნელ-ნელა ჩამოშორდა სულიერ ცხოვრებას, თავის სულიერ მოვალეობას და მთელი სამყაროსთვის ლოცვას. მან გადაწყვიტა წერაქვით კლდის ნაპრალი გაეფართოებინა, რომ უფრო მეტი წყალი წამოსულიყო, რაც ასე სჭირდებოდა ბაღის მოსარწყავად. მაშინ ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა: "რახან ბაღი გჭირდება, მაშინ წყალი ქვემოდან ამოიტანე ზურგითო". ამის მერე წყარო შეწყდა და ქვემოთ გამოდინდა.

მაგალითი ერისკაცთათვის. ერთმა მეთევზემ წმინდა ანას სკიტელ ღვთისმოშიშ ბერს, მამა მინას სადღესასწაულო სუფრისთვის თევზი მიუტანა. კვირა დღე იდგა და ბერმა ჰკითხა, როდის დაიჭირეო. "დღეს დილით დავიჭირე, მამაო, ახალთახალია", - უპასუხა კაცმა. "შვილო ჩემო, - უთხრა ბერმა, - კვირა დღეს დაგიჭერია და ამიტომაც მისი ჭამა აკრძალულია, მისი ყიდვა არ შემიძლია". მეთევზე ვერ მიუხვდა ნათქვამს. მაშინ ბერმა უთხრა: "გინდა ამაში დარწმუნდე? მიუგდე კატას და ნახავ, ისიც არ შეჭამსო". მართლაც, კატამ პირი არ დააკარა თევზს. ამის შემდეგ მეთევზე უფრო მეტად აფასებდა უქმე დღეებს.

მამა მინა ნამდვილი ბერი იყო, განსაკუთრებული ღვთისმოშიშებით მოღვაწე. დღეში ერთხელ ჭამდა უზეთო საჭმელს, ისიც საღამოს. ამასთანავე ძალზე თავმდაბალი იყო, რადგან მასზე საღმრთო მადლი განისვენებდა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat