რა ეშველება, მამაო, ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიას, თუ ბოროტება უფრო გაძლიერდება და გამრავლდება?
რა ეშველება, მამაო, ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიას, თუ ბოროტება უფრო გაძლიერდება და გამრავლდება?
ვინც მართლმადიდებლობას იცავს, მას ღმერთი იფარავს
ერთხელ წმინდა სერაფიმ საროველს მისმა სულიერმა შვილმა, სერგი მოტოვილოვმა ჰკითხა: "რა ეშველება, მამაო, ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიას, თუ ბოროტება უფრო გაძლიერდება და გამრავლდება?" ღირსმა მამამ წმინდა ილია თეზბიტელის დრო გაახსენა, როცა წინასწარმეტყველი შესჩიოდა უფალს - მარტო მე დავრჩი, ბაალის კერპისთვის თაყვანი რომ არ მიციაო, რაზეც უფალმა განუცხადა, რომ ჰყავდა 7000 დაფარული ერთგული მონა, რომელთაც ღმერთი არ უარუყვიათ. რუსეთშიც არიან ღვთის ერთგული ადამიანებიო. "იფარავს უფალი, ვითარცა თვალთა ჩინს, თავის ხალხს - მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ვინც უფალი მთელი გულით, ფიქრით, სიტყვით, საქმით შეიყვარა და დღედაღამ ემსახურება მას. ასეთნი არიან ისინი, ვინც იცავს ჩვენი აღმოსავლეთის მსოფლიო ეკლესიის კანონებს, დოგმატებს, გარდამოცემას. ბაგეებით, ღვთისმოშიშებით აღიარებენ მათ და ყოველთვის აღასრულებენ ქრისტეს წმინდა მცნებებს".

* მამა პორფირე ათენელი (+1991) ამბობდა: "ჭეშმარიტება მართლმადიდებლობაშია. მე ეს ღვთის მადლი განვიცადე და ვიცი. უამრავი სინათლეა, რომელიც თვალს გჭრის, მაგრამ ჭეშმარიტი ნათელი მათგან მხოლოდ ერთია".

* მამა პაისი ათონელი (+1994) ბრძანებდა: სამწუხაროდ, ბევრია დადარაჯებული ჩვენს დედაეკლესიას. მათ შორის განათლებულებმა დოგმატები გონებით მიიღეს და არა წმინდა მამების სულით. სხვები კი, უსწავლელები, დოგმატებს კბილებით ჩასჭიდებიან და ამიტომაც კბილებს აღრჭიალებენ, როცა საეკლესიო პრობლემებზე მსჯელობენ და უფრო მეტი ზიანი მოაქვთ ეკლესიისთვის, ვიდრე გარეშე მტრებს.

* მამა პორფირე ამბობდა: "იეღოვას საცოდავი ცრუ მოწმეები შეიწყალოს ღმერთმა! ქრისტიანთა ერთ ნაწილს აღაშფოთებს მათი ხსენება, მეორენი ლანძღავენ და ეჩხუბებიან, სხვები კი სასამართლოში უჩივიან. მაგრამ ქილიაზმს ასე ვერ მოერევი. მხოლოდ ისინი სძლევენ მათ, ვინც ჯერ საკუთარ თავს განიწმენდს".

მამა პაისი კი ბრძანებდა: "აუცილებელია, თითოეულმა მართლმადიდებელმა სხვანაირად მორწმუნეთა სულებში შეიტანოს კეთილი შფოთი, რათა ისინი მიხვდნენ, რომ ხიბლში არიან და მოტყუებით იმშვიდებენ თავს; რათა ამით ჯერ ამ ქვეყანაზე არ მოაკლონ საკუთარ თავს მართლმადიდებლობის უხვი კურთხევა, ხოლო იმ ქვეყანაზე - ღვთის უდიდესი და საუკუნო კურთხევა".

ღირსი მამა ეპიფანე ათენელი (+1989) ამბობდა: "რომ უარყო ყველა სისულელე, რასაც ქრისტიანობის შესახებ წერენ, საჭიროა გქონდეს ტვინის მთები, ხელების ტყე, მელნის ზღვა და ქაღალდის მინდორი".

* XIX საუკუნეში რუსეთში იღუმენმა ანტონმა წერილი მისწერა ერთ იმ დროისთვის "თავისუფლად მოაზროვნე" ადამიანს, რომელსაც ჯერ საბოლოოდ არ გაეწყვიტა ეკლესიასთან კავშირი და გონებით ეძიებდა ჭეშმარიტებას, თუმცა ამისთვის წმინდა მამათა ნაწერებს არ კითხულობდა: "რა გიყოთ? შემიძლია გირჩიოთ: "შეევედრეთ ზეციურ მამას, განგინათლოთ სული და გამოგიცხადოთ, დაგარწმუნოთ, ვისკენ არის ჭეშმარიტება. დარწმუნებული ვარ, სულიერი თვალნი განგეხსნებათ. გამოსცადეთ! ასე დაიწყო ჩემი, ჯერ კიდევ ურწმუნოს მოქცევა. თავმდაბლობით, ცრემლითა და ლოცვით მივმართე შემოქმედს, ჭეშმარიტების შეცნობაში შემწეოდა. უფალიც შემეწია, შემეცნო იგი ჩემი სუსტი გონებით, თუმცა არასრულყოფილად, მაგრამ მორწმუნისათვის სრულიად საკმარისად".

* მამა დანიელ კატუნაკელი (+1929) წუხდა: პროტესტანტებმა არ იციან წმინდა გარდამოცემა, რომ არსებობს პირდაპირი და ვიწრო გზა, არას ვიტყვი მარხვაზე, ლოცვასა და სიფხიზლეზე. ევროპაში ზოგიერთი ჩვენებური სტუდენტი დაარწმუნეს და მათი საშუალებით ფიქრობენ ეშმაკური წინადადებებითა და ბრძნობით მოახერხონ მართლმადიდებლობაში გადატრიალება...

ქრისტიანებმა არ უნდა დაუთმონ ამ დამანგრეველებს, თუნდაც ისინი მღვდელნი იყვნენ ან მღვდელმთავარნი, მასწავლებელნი ან მოძღვარნი, თუ ისინი ცრუ სწავლებებით წინ აღუდგებიან უძველეს მართლმადიდებლობას, წმინდა გარდამოცემას, არამედ მტკიცედ იდგნენ მასზე, რაც ოდითგანვე მიუღია მართლმადიდებელ ეკლესიას.

* ათონზე, წმინდა ანას სკიტში მოღვაწეობდა მამა იოაკიმე (1895-1950), ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ბერი. მას ძალზე აწუხებდა ეკლესიის მდგომარეობა, კალენდრის საკითხი. ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა ეკლესიის წიაღში შემოჭრილ განმაახლებლობის სულს. როცა ბერძნული და უცხოური გამოცემებიდან შეიტყო, რომ მრავალი მისი თანამემამულე, დიდმოხელე, თვით საბერძნეთის მეფე გიორგი II მასონები გახდნენ, შეწუხებულმა და აღელვებულმა თითოეულ მათგანს უშიშრად მისწერა წერილი მასონობის მავნებლობაზე. მოუწოდა, შეენანებინათ და შებრძოლებოდნენ ღვთისა და მამულის მტრებს. ამის გამო თესალონიკში სასამართლოში გამოიძახეს, სადაც გულწრფელად და ვაჟკაცურად დაამტკიცა ჭეშმარიტება. ათონის მთის ამ გალეული ბერის ღრმა სარწმუნოებამ და ღვთის ერთგულებამ ყველაზე იმოქმედა - გაზეთებშიც კი აღნიშნეს ეს. მან მშვიდად მიიღო სასჯელი და სიხარულით გაუდგა გზას გადასახლების ადგილამდე - ის კუნძულ სკოპელოსზე გადაასახლეს 1941 წლის იანვარში. კუნძულის მცხოვრებნი განცვიფრდნენ მისი მარხვით, ლოცვით და სულის სიწმინდით. მამა იოაკიმემ გერმანელების ოკუპაციისას მოახერხა საყვარელ ათონზე დაბრუნება.

* XV საუკუნეში ბიზანტიის იმპერიას დიდი საფრთხე ელოდა თურქთაგან. ბერძენმა იმპერატორმა მანუელ პალეოლოგოსმა იფიქრა, რომის პაპის შუამდგომლობით დახმარება მიეღო დასავლეთის ხალხებისგან და ყველანაირად ეცადა, პაპს შეერთებოდა. 1438 წელს ფლორენციაში გაგზავნილმა ბერძენმა ეპისკოპოსებმა იძულებით აღიარეს პაპი თავიანთ წინამძღვრად. უნიას ხელი ბერძენთაგან ეფესოს მიტროპოლიტმა მარკოზმა არ მოაწერა და კრებებზე ამხილა ლათინთა სწავლება. როცა რომის პაპს, ევგენის შეატყობინეს, კრების დადგენილებას მარკოზმა ხელი არ მოაწერაო, თქვა: - გამოდის, ჩვენ არაფერიც არ გაგვიკეთებიაო. საბერძნეთში დაბრუნებული წმინდა მარკოზი დიდი პატივით მიიღო ბერძენმა ხალხმა, რომელსაც უნიის გაგონებაც არ უნდოდა.

უნიას ხელი მოაწერა კიევის მიტროპოლიტმა ისიდორემ, ხოლო კრებაზე რუსეთიდან გაგზავნილი ტვერის ეპისკოპოსი თომა და დეკანოზი სიმონი, ხელი რომ არ მოეწერათ, ჩუმად გაიპარნენ სამშობლოში (ისევე, როგორც საქართველოდან გაგზავნილი ქართველი მამები). გზაში დაისვენეს. ძილში დეკანოზს წმინდა სერგი რადონეჟელი გამოეცხადა, განამხნევა ისინი და უთხრა, - კურთხეულ არს ღვთისაგან მარკოზ ეფესელი, ლათინთაგან ვერავინ შეძლო მისი მოდრეკა, ვერც მოფერებით, ვერც სატანჯველით. სადაც მიხვალ, ყველგან უქადაგე მართლმადიდებლებს წმინდა მარკოზის ნამცნები სწავლებაო. წმინდა სერგის კურთხევით, მამები მშვიდობით დაბრუნდნენ სამშობლოში, ჩამოვიდა ისიდორეც, მაგრამ როცა მან ლოცვებში პაპის მოხსენიება დაიწყო - ის რუსეთიდან გააძევეს და მის მაგივრად წმინდა იონა დაადგინეს.

* როცა მართლმადიდებლობიდან განდგომილმა უნიატმა ეპისკოპოსმა (ბრესტელმა) იპატი პოციამ სხვა უნიატ ეპისკოპოსებთან ერთად წმინდა ნიკოლოზის ტაძარში წირვა ჩაატარა, ბარძიმში ღვინო წყლად გადაიქცა. განდგომილებმა ეს იმ მღვდლის უყურადღებობით ახსნეს, ვინც პროსკომიდია ჩაატარა და ხელახლა გაგზავნეს ღვინის ჩასასხმელად. მაგრამ ღვინის ჩასხმისთანავე ბარძიმი ერთიანად დაიმსხვრა. ამ ცხადმა სასწაულმა ბევრი დააფიქრა და დააბრუნა მართლმადიდებლობის წიაღში.

* მამა სამსონის (სივერსი, +1979) მშობლები პროტესტანტები იყვნენ და შვილებსაც ასე ზრდიდნენ. ერთხელ, 12 წლისა, პეტერბურგში მართლმადიდებლურ ტაძარში შევიდა, პატარა ღვთის მადლმა მიიზიდა. მოგვიანებით სულიერ შვილს მისწერა: "თქვენ ღმერთმა მოძღვარი მოგცათ, უფალთან სხვა გზით მიხვედით. მე 12 წლის ვიყავი, როცა ღვთის წყალობით შევიცანი ღმერთი და მართლმადიდებლობა, სრულიად მარტოხელა, ყველასგან მიტოვებული ედვარდი წინ უნდა აღვდგომოდი მამას, დედას, დას, ძმას და ნათესავებს. განვმარტოვდებოდი ხოლმე და ვლოცულობდი. სწორედ ამან მიმიყვანა ბერობამდე. მაშინ ბავშვმა ვიცოდი, რომ ადამიანები ვერას მეტყოდნენ და მხოლოდ ღმერთი გამიმხელდა რაიმე გზით ჭეშმარიტებას. ასეც მოხდა. როცა დავრწმუნდი, რომ მართლმადიდებლობა არის ერთადერთი ჭეშმარიტება დედამიწაზე, ერთადერთი მადლმოსილი საზოგადოება, რომელიც მოდის მოციქულთაგან, კატაკომბებიდან და ღვთისმიერია, მას ყველაფერი დავუმორჩილე. ეს არის ჩემი ცხოვრების მიზანი. უნდა ვიყო მართლმადიდებლობაში ანუ ეკლესიის წიაღში. მაშინ გადავრჩები, თუ დავიცავ ქრისტეს მცნებებს და მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას. დამეხმარნენ ეკლესიის მამები, მასწავლებლები, მოძღვრები და არა სხვანი, რომლებიც მხოლოდ ხელს მიშლიდნენ და დროს მაკარგვინებდნენ".

მოიქცა მართლმადიდებლობაზე ედვარდი, მაგრამ ეჭვი მაინც ღრღნიდა - როდის შეიტყობდა სიმართლეს: ვინ იყო მართალი - მართლმადიდებელი, კათოლიკე, პროტესტანტი თუ სომეხი, იქნებ სულაც სხვა. ერთხელ ის ერთ პატარა ეკლესიაში იდგა ხელთუქმნელი ხატის წინაშე. ამ დროს საღმრთო გამოცხადებით დაინახა ის, რასაც იქ მყოფი ხალხი ვერ ხედავდა. ედვარდისთვის ნათელი გახდა, რომ სწორედ მართლმადიდებლობამ შეინახა მადლი სულიწმინდისა, წმინდა მოციქულთაგან მემკვიდრეობით გადმოცემული, ეს იყო, რასაც ეძიებდა.

* განსაკუთრებით შთამბეჭდავია ერთი ამბავი, რომელიც მოლდო-ვლახეთში მოხდა: როცა სარდალი მიხაილი ძმის განდევნის შემდეგ მოლდო-ვლახეთში გამეფდა, პირველ რიგში დედაქალაქ ბელგრადში მართლმადიდებლური ეკლესიის აშენება განიზრახა. შეეწინააღმდეგენ ლათინი ქსენძები, მათი სარწმუნოების მქონე ბოიარები და ერისკაცნი. ისინი სარდალს უმტკიცებდნენ თავიანთი რწმენის ჭეშმარიტებას და წინააღმდეგნი იყვნენ უცხო სარწმუნოების ტაძრის აგებისა. მათ შესთავაზეს სარდალს - კამათით გაერკვიათ, სად არის ჭეშმარიტება. "გავიდეთ შუა ქალაქში, მოიტანონ ორი ჭურჭელი ანკარა წყლით. ჩემი სამღვდელოება აკურთხებს ამ წყალს, თქვენიც ასევე მოიქცეს. დავბეჭდოთ ჩემი და თქვენი ბეჭდებით, შევინახოთ თქვენს დიდ ტაძარში ორმოცი დღის განმავლობაში, დავკეტოთ და დავბეჭდოთ ტაძრის კარებიც. დათქმული დროის გავლის შემდეგ ვისი წყალიც უხრწნელი დაგვხვდება, მისი რწმენა იქნება უკეთესიო", - ბრძანა მიხაილმა. ასეც მოიქცნენ. მაგრამ 25 დღის გავლის შემდეგ ღვთის გამოცხადებით აღძრული მართლმადიდებელი ეპისკოპოსი მივიდა სარდალთან და უთხრა: - ნუ დაელოდები ორმოცი დღის დასრულებას, დაუძახე ლათინებს, წადით ეკლესიაში და ნახავთ ღვთისმოშიშ მართლმადიდებელთა რწმენის გამარჯვებასო. მის რჩევას დაჰყვნენ მართლმადიდებლებიც და კათოლიკეებიც და ეკლესიისკენ გაეშურნენ. ეპისკოპოსი დაემხო მიწაზე, ილოცა ღვთის მიმართ, მერე გახსნა მართლმადიდებელთაგან დაბეჭდული ჭურჭელი და წყალი უფრო წმინდა აღმოჩნდა, ვიდრე მაშინ, წყაროდან რომ მოიტანეს. თან სასიამოვნო სუნი ასდიოდა. კათოლიკეთა ჭურჭლიდან გახრწნილი წყლის ისეთი სიმყრალე ამოვარდა, რომ ლათინთა უმეტესობამ იმავე წამს აღიარა მართლმადიდებლობის ჭეშმარიტება.

* 1842 წელს ოპტის უდაბნოში ერთი უნიატი ბერი, სახელად ფლავიანე, გადაასახლეს. ის მონასტერში გარეგნულად მორჩილად იქცეოდა, შრომობდა, მაგრამ ამავე დროს კათოლიციზმს და რომის პაპს განადიდებდა. იმიზეზებდა, შევუერთდებოდი მართლმადიდებლობას, პაპისთვის მიცემული საშინელი ფიცის რომ არ მეშინოდესო. ცდილობდა, ლათინთა სარწმუნოებაზე უბრალო, გაუნათლებელი ძმების გადმობირებას.

მათ შორის იყო ბერი გიორგი. მან ერთხელ მოისმინა ფლავიანეს ეკლესიის საწინააღმდეგო თხრობა ღვთისმშობელზე, საღამოს მარტო დარჩა კელიაში და როცა საბერო კანონს ასრულებდა, იფიქრა: შეიძლება მართალიც არის ფლავიანეს სარწმუნოება, ის ხომ პატიოსნად ცხოვრობსო. ამ ფიქრისას გიორგი გაქვავდა. ვერც კანონის გაგრძელება შეძლო, ვერც გაინძრა. შეშინებულმა მაშინვე შეინანა, რომ დაუჯერა ფლავიანეს და წამოიძახა: - შევცოდე შენს წინაშე, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო ქალწულო, მაპატიე მე ცოდვილს! დაემხო ხატის წინაშე და უკვე თავისუფლად დაასრულა საბერო კანონი.
ბეჭდვაელფოსტა
01.10. 2014
datiko48
Martlmadideblobis winaagmdeg midis didi xania brdzola,dziritadad am ambavshi chartulia satana Amerika=666,masonta lodzis mier iyo mowyobili"vardebis"revolucia,xolo manamde rom moatries tetri mela-Shevardnadze.Rotshildebis satanisturi agsareba:mizanai amartlebs sashualebas.es satanistebi ebrdzvian Martlmadideblur agsarebas:Mizani gichvenebs cheshmarit gzas!!!
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat