სათნოება ვაშლი არ არის, რომ უცებ შეჭამო, მისი მოპოვებისთვის ღვაწლია საჭირო
სათნოება ვაშლი არ არის, რომ უცებ შეჭამო, მისი მოპოვებისთვის ღვაწლია საჭირო
უფალო, მასწავლე, როგორ უნდა მიყვარდე. მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული
"სათნოება ვაშლი არ არის, რომ უცებ შეჭამო, მისი მოპოვებისთვის ღვაწლია საჭირო", - ამბობდა ერთი ღირსი მამა. მრავალ ქრისტიანს უვლია სათნოებათა კიბეზე, ზოგი ბოლომდე ასულა, ზოგს შუამდე მიუღწევია და იქიდან გადასულა მარადისობაში.

როცა სული სხეულს გაეყრება, უკეთუ ის გადარჩა, როგორც ამბობენ ღირსი მამები, სულიერი განვითარების კიბეზე უფრო მაღლა მიიწევს, ღვთის სამყოფლისკენ. სათნოებათა კიბის ბოლო საფეხური სახარებისეული სიყვარულია.

* "ღმერთი სიყვარულია, - ფიქრობდა ბერი ტიხონი (სქემარქიმანდრიტი გაბრიელ ზირინიანოვი), - ადამიანი კი ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი. ამიტომაც სიყვარულის ენერგიას შეუძლია განაქარვოს ყველანაირი ბოროტება - კაცობრიობაშიც და თითოეულ ადამიანშიც. უნდა გვქონდეს სიყვარული და ბოროტება განქარდება. ამიტომაც პირველ რიგში ღმერთს შევთხოვ, - უფალო, მასწავლე, როგორ უნდა მიყვარდე. მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული-მეთქი". და მზად იყო, ამისთვის ფიზიკურად ეტანჯა კიდეც. ერთხელ ღვთისაგან ხმა მოესმა, - ავად გახდები!.. სქემით შეგმოსავენ და მაშინ, როგორც გსურს, თავი გადაირჩინეო. ერთხელ მამა ტიხონი ავად გახდა, ხუთი წელიწადი იავადა. პირველი სამი წელი ყველაზე მძიმე იყო მისთვის, ოღონდ მხოლოდ ფიზიკურად - დღეში 4-5-ჯერ უჩერდებოდა გული. მაგრამ სულით ფხიზლად იყო, სიყვარულით აღსავსე, თავს "ღვთის გულმოწყალების აკვანში მწოლიარედ გრძნობდა, რომელსაც თვით შემოქმედი არწევს". უხაროდა ისიც, რომ ცოდვის ჩადენის საშუალება აღარა ჰქონდა. ამ მიწიერ სამყაროს სულით განრიდებული, თავის შინაგან გულისთქმებს ჭვრეტდა. ინანიებდა ცოდვებს და ნელ-ნელა განიწმინდებოდა. ღვთის სიყვარულმა გული გაუთბო. ამიტომაც შემდგომში სიტყვა "ღმერთს" გულგრილად ვერ წარმოთქვამდა, მადლიერებისაგან თვალთაგან ცრემლი სდიოდა. ღვთისაგან ბევრი ნიჭი მიემადლა ამ ღირს მამას: ლოცვის, მარხვის, აზრთა გამოცნობისა, მაგრამ უდიდესი მაინც ღვთისა და მოყვასის სახარებისეული სიყვარული იყო. მისთვის ყველაფრის საზომად სიყვარული იქცა. შემაწუხებელ კაცზე იტყოდა, - უსიყვარულოდ იქცევაო ანდა უსიყვარულოდ ცხოვრობსო და პირიქით, სათნოების მოქმედზე ამბობდა: სიყვარულით აკეთებსო. და ასეთი მადლით აღსავსე ღირსი მამა სიკვდილის სარეცელზეც კი ინანიებდა ცოდვებს. ლოცულობდა: "აღსდეგინ ღმერთი" და ლოცვის სიტყვებით ერკინებოდა კაცთა მოდგმის უხილავ მტერს.

* მრავალი ღირსი დედა ასულა სათნოებათა კიბეზე. ასეთი გახლდათ სალოსი დედა პაშა საროველი. ტამბოველი ყმის ქალიშვილი 17 წლისა მისი ნების წინააღმდეგ ერთ გლეხს მიათხოვეს, სანაქებო დედა და მეუღლე იყო, ამიტომაც ქმრის ნათესავებს ძალიან უყვარდათ. ირინა გაურბოდა სოფლის ხმაურს და თავისუფალ დროს ლოცვაში ატარებდა. განვლო თხუთმეტმა წელმა. ირინას ქმარი გარდაეცვალა და ბატონებმა მისი მეორედ გათხოვება გადაწყვიტეს, მაგრამ მან უარი განაცხადა. ერთხელ ბატონებს რაღაც დაეკარგათ, ირინას დააბრალეს და მისი სამაგალითოდ დასჯა განიზრახეს. ჯარისკაცებმა სცემეს, ყურები დაახიეს და თავი გაუტეხეს. ირინამ გადაწყვიტა, გაქცეოდა ბატონებს, მაგრამ შორს სად გაიქცეოდა - კიევიდან დააბრუნეს ცემა-ტყეპით და შეურაცხყოფით. კვლავ გაიქცა. ისევ დააბრუნეს. მერე ნაცემი და მშიერ-შიშველი ქუჩაში გამოაგდეს. ამ დღიდან იწყება მისი სალოსობა. 5 წელი ღია ცის ქვეშ გაატარა, კაცთაგან დასაცინი გახდა. სავარაუდოდ, კიევში საიდუმლოდ აღიკვეცა მონაზვნად პარასკევას სახელით. სწორედ ამიტომ ეძახდნენ პაშას. ღირსმა დედამ საროვის ტყეში მღვიმე გამოთხარა და იქ გაატარა 30 წელი. ამბობენ, ნადირით სავსე უსიერ ტყეებში ბევრგან ჰქონდა გამოთხრილი მღვიმეო. უდრტვინველად დაითმენდა მარტოობას, შიმშილს, სიცივეს, ეშმაკის საცთურებს. ერთხელ ყაჩაღები დაესხნენ თავს და ფული მოსთხოვეს. "მე ფული არა მაქვს," - უთხრა მათ ნეტარმა პარასკევამ. ავაზაკებმა ისე სცემეს, რომ ერთი წელი სიკვდილს ებრძოდა და მოტეხილობანი მთელი სიცოცხლე აწამებდა. კიდევ კარგა ხანს დარჩა უდაბნოში, მერე კი, ღვთის ნებით, დივეევოს დედათა მონასტერში მივიდა. იქ მალევე გარდაიცვალა სხვა სალოსი დედა პელაგია ივანოვნა. სალოსობის მძიმე ჯვარი კი დედა პარასკევამ, იმავე პაშა საროველმა, იტვირთა. ღირსი დედა XX საუკუნის დასაწყისში აღესრულა.

* მამა იერონიმე ეგინელი ამბობდა: "ჩვენ იმდენად უნდა განვსპეტაკდეთ, რომ განქარდეს გარეშემომდგარი ბნელი. ჩვენ განვიბანებით ღვთის მოწყალებასა და ეკლესიის მადლში. ღმერთი უხვად მოგვფენს ნათელს და ჩვენზეა დამოკიდებელი, გაგვინათლდება თუ არა სული. მე ვტირი, როცა ღვთის სიყვარულს ვიხსენებ".

* მამა პაისი ათონელი ბრძანებდა: "თუ ვინმეს წმინდა ცხოვრება უნდა და რაიმე მიზეზის გამო მონასტერში წასვლა არ შეუძლია, დაე, თავისი ოთახი გადააქციოს სენაკად. იქ კაცთაგან მალულად აღასრულოს თავისი სულიერი მოვალეობანი: ილოცოს, წიგნი იკითხოს, მუხლი მოიდრიკოს, სკვნილზე ჩამოილოცოს და სხვა ამგვარი. მას შეუძლია წავიდეს ტაძარში, ეზიაროს, დაბრუნდეს შინ და მოიქცეს ისე, როგორც მეუდაბნოენი იქცევიან. მადლობა ღმერთს, ერში ბევრია ისეთი, რომელთა გვერდით ჩვენ რომ ბერები დაგვიძახონ, სირცხვილია".

იგივე მამა გვასწავლის: ვეცადოთ, ყოველდღიურად შევიძინოთ რაიმე სულიერი, რომელიც შეეწინააღმდეგება ამსოფლიურს და ცოდვიანს, განვიშოროთ ძველი კაცი და შემდეგ უკვე თავისუფლად ვიმოძრაოთ სულიერ სივრცეში. ჩვენს მახსოვრობაში ჩაბუდებული ცოდვიანი სურათები შევცვალოთ წმინდა ხატებით, ერისკაცული სიმღერები - საეკლესიო გალობით, ერისკაცული ჟურნალები - სულიერი შინაარსის წიგნებით. თუ კაცი არ გადაეჩვევა ამსოფლიურს და ცოდვილს (სიტყვას თუ საქმეს), ვერ შეუერთდება ქრისტეს, ღვთისმშობელს, წმინდანებს, მოზეიმე ეკლესიას.

* 1791 წელს 8 წლისა მიაბარეს მშობლებმა მამა ევსტრატე სუმელას მონასტერში, აქ აღიკვეცა ბერად, მღვდლად დაასხეს ხელი და იცხოვრა 30 წელიწადი. ამ დროს ბერძნები აუჯანყდნენ თურქებს. ეს უკანასკნელნი აწამებდნენ მცირეაზიელ ქრისტიანებს. ღირსმა მამამ უფლისაგან ითხოვა, მიეცა ნიჭი: ან მოწამებრივად აღსრულებულიყო, ან ტყვე ქრისტიანების გამოსყიდვაში შესწეოდა, ანდა ასკეზით განევლო სიცოცხლე. მიატოვა მონასტერი. წავიდა კონსტანტინოპოლში და თურქებთან მომსახურე ბერძენ მოხელეებს სთხოვა, დახმარებოდნენ ტყვეების გამოსყიდვაში. უარი მიიღო, სამაგიეროდ, მათი ცოლები უხვად აძლევდნენ ფულს. მამა ევსტრატე ერთი თურქი (ფარული ქრისტიანი) და ერთი ბერძენი ქალის დახმარებით ყიდულობდა ქრისტიან ტყვეებს და ცოტა ხნის შემდეგ ათავისუფლებდა. ვისაც მონასტერში ცხოვრება სურდა, აბარებდნენ მეზობელ კუნძულზე მდებარე მონასტერში, ვისაც არა - აოჯახებდნენ. ბავშვებს კი საუკეთესო სკოლებში ასწავლიდნენ. 18 წელი იღვწოდა ღირსი მამა ტყვეთა დასახსნელად, 500-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინა სულიერ და ფიზიკურ სიკვდილს. თურქებმა შეიტყვეს და დევნა დაუწყეს, თუმცა მისი ხელში ჩაგდება ადვილი არ იყო - განუწყვეტელი ლოცვა იფარავდა. კვირაში ერთხელ იღებდა საკვებს.

აჯანყების ჩახშობის შემდეგ თურქებმა ბერძენ დიდებულებსაც დაუწყეს დევნა, თვით პატრიარქი გრიგოლიც კი ჩამოახრჩვეს. ღირსმა მამამ საბა განწმენდილის ლავრას შეაფარა თავი, სადაც ათი წელი დაჰყო, მაგრამ უამრავი მნახველის გამო იძულებული შეიქნა, ათონის მთაზე განმარტოებულიყო. ხუთი წლის შემდეგ იქიდანაც გააძევეს ბოროტმა ადამიანებმა. ღირსი მამა საბოლოოდ კუნძულ ქალკიზე დასახლდა. "აი, შვილო, ღმერთმა ამისრულა სურვილი, - თქვა ღირსმა მამამ, - ვერ შევძელი მთელი სიცოცხლე ტყვეთა გამოსყიდვა, ვერც მოწამის გვირგვინს ვეღირსე, ღმერთმა ღირსმყო ასკეზში დამემთავრებინა სიცოცხლე". ღირსი მამა ერთ ვიწრო მღვიმეში ცხოვრობდა. ყოველღამე შუაღამიანის ლოცვას ლოცულობდა, 3000 მეტანიას ასრულებდა, ყოველ დილით სწირავდა. მუხლთადრეკა გარდაცვალებამდე შვიდი თვით ადრე, ავადმყოფობის გამო შეწყვიტა, ასევე ყოველდღიური წირვაც. თვალთაგან ყოველთვის ცრემლი სდიოდა. მადლმოსილ მამას ყველა პატივს სცემდა, იერუსალიმის პატრიარქი როცა კონსტანტინოპოლში ჩავიდოდა, მამა ევსტრატესაც ეწვეოდა ხოლმე. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდს ეშინოდა კიდეც ღირსი მამისა, რადგან მცირედი შეწუხებაც კი მამა ევსტრატესი და მისი სულიერი შვილებისა ღვთისაგან დაუსჯელი არ რჩებოდა. მას შვიდი სულიერი შვილი ჰყავდა, გამორჩეულნი თავიანთი მადლმოსილებით.

როცა სიკვდილი მოუახლოვდა, 500-მდე კაცი შეიკრიბა მის მღვიმესთან საბოლოო კურთხევისათვის, მაგრამ ღირს მამას მყუდროება სწადდა და არავინ მიიღო. ილოცა და მისი აღსასრულის ჟამს ისეთი ამინდი იდგა, თავს გარეთ ვერავინ ყოფდა და მხოლოდ რამდენიმე კაცი დაესწრო მის გარდაცვალებას.

* ღირს მამა კალენიკე ისიქასტს (დაიბადა 1853 წელს) სიყრმიდანვე უყვარდა სულიერი წიგნების კითხვა, მაგრამ ეს არ აკმაყოფილებდა, უფრო აღმატებული სურდა. ამიტომაც 22 წლისამ დაუტევა სოფელი და ათონზე წავიდა. მას მონასტერში ცხოვრებას უდაბნოში განმარტოება ერჩია. ისიქაზმი ეწადა. ამისთვის კატუნაკი აირჩია. ერთ უდაბურ, კლდოვან ადგილს დაივანა და მამა დანიელს დაემოწაფა. მოძღვარს თავიდან მისი მიღება არ უნდოდა. "გამომცადე, მამაო, თუ არ გამოვდგები, გამაგდე", - უთხრა მოძღვარს. "შვილო კონსტანტინე (ასე ერქვა ერისკაცობაში), აქ დღეში ერთხელ ვიღებთ უზეთო საზრდელს, თითქმის განთიადამდე ვლოცულობთ, ცოტა გვძინავს, დღისით ვშრომობთ არსობის პურის მოსაპოვებლად", - უთხრა მოძღვარმა. გახარებულმა ჭაბუკმა შესძახა: - კურთხეულ იყოს ასეთი ცხოვრება, მამაო. სწორედ ეს მინდოდა, თორემ საცხოვრებლად სკიტს ან მონასტერს ავირჩევდიო. მაგრამ მხოლოდ ეს არ იყო ამ სავანის "ღირსება" - იქ არც წყალი იშოვებოდა, შორიდან მოჰქონდათ და ძალიან უფრთხილდებოდნენ. იკვებებოდნენ მწვანილით, ზეთისხილით, იშვიათად - ცერცვით. ახალი პურის ნაცვლად ორცხობილა ამოჰქონდათ ქსიროპოტამის მონასტრიდან. არ ჭამდნენ რძის ნაწარმს, კვერცხი აღდგომის სუფრაზეც არ ჰქონდათ. თრგუნავდნენ ხორცს და სულიერადაც აღიწეოდნენ ზეცად. კონსტანტინე ახალგაზრდული მონდომებით შეუდგა ახალ ცხოვრებას, ხშირად უჭირდა, ფიზიკურად სუსტდებოდა, ლამის სასოწარკვეთის პირას მიდიოდა, მაგრამ მოძღვრის შეწევნით სძლევდა განსაცდელებს. შუაღამისას მუხლებზე დგებოდა და დიდხანს ლოცულობდა, ხშირად გრძნობდა საშინელ დაღლას, ეგონა, მოთმინება არ ეყოფოდა. იქით ეშმაკი შეუჩნდებოდა. უჭირდა ახალგაზრდას, მაგრამ ბედნიერიც გახლდათ იმით, რომ ღირსი შეიქნა სულიერი ბრძოლის ველზე ბერების რაზმში მდგარიყო და შერკინებოდა ეშმაკს. დღისით ბევრს შრომობდა. მოძღვრისგან ხეზე კვეთა ისწავლა და არსობის პურს ამით მოირეწდა. მაგრამ ყველაზე დიდი საგანძური, რაც მორჩილს მამა დანიელმა გადასცა, იყო ისიქაზმი - გონიერი ლოცვა, ჭვრეტა ზეციური სამყაროსი.

მამა დანიელი 1881 წელს გარდაიცვალა და სულიერი შვილი დიდად დაამწუხრა. ახლა მარტოს უნდა ევლო სათნოებათა კიბეზე და სხვებიც აეყვანა. მამა კალენიკე გახდა მოძღვარი წმინდა გერასიმეს სახელობის ისიქასტური კალივისა. ცდილობდა გამოეყენებინა სულიერი მოძღვრის დარიგებანი, ბევრს კითხულობდა მამათა სწავლებას, განსაკუთრებით - "სათნოებისმოყვარეობას". მოძღვრის გარდაცვალებიდან ოთხი წლის თავზე გადაწყვიტა დაყუდება. ამ უმძიმესი ჯვრის ტვირთვა ადვილი არ არის. მამა კალენიკემ კი ცხოვრების დარჩენილი 45 წელი თავის კელიაში დაყუდებულმა გაატარა. სწორედ აქ წარემატა სულიერად და აღიწია სათნოებათა კიბის სათავეზე. მან სულიერად მოაკვდინა ხორციელი სურვილები. მოიპოვა მადლი სულიერი განსჯისა, ლოცვისა, მარხვისა. მას ლამის მთელი ათონის მთა დაემოწაფა. გონიერი ლოცვის მასწავლებელმა თაობები აღზარდა და ასე სათნოებებით დატვირთული წარდგა უფლის წინაშე 1930 წელს. წმინდა იყო მისი აღსასრული. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა საფლავი გათხარეს, მამა კალენიკეს ძვლებს მოყვითალო შეფერილობა ჰქონდა - უტყუარი ნიშანი მისი წმინდანობისა.

* ვაჭარი იყო ერისკაცობაში წმინდა ლეონიდე (სქემაში ლევი) ოპტელი, მაგრამ ხორციელზე მეტად სულიერი საგანძურის მოპოვება მოინდომა. დატოვა სოფელი, ჯერ ოპტის უდაბნოში მოღვაწეობდა, მერე კი ჩოლნის მონასტერში დაემოწაფა წმინდა პაისის (ველიჩკოვსკი) მოწაფეს მამა თეოდორეს. მისგან შეიძინა ცოდნა გონიერი მოუკლებელი ლოცვისა, რომლის ტრადიციაც რუსეთში იმ დროს დაკარგული იყო. მამა ლეონიდე ბელობერეჟსკის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს და მამა თეოდორეც მასთან გადასახლდა. მათ ერთად ოცი წელი იცხოვრეს. მოძღვრის ხელში მამა ლეონიდემ უმაღლეს სულიერ საფეხურებს მიაღწია. შემდეგ იყო ბალაამისა და ალექსანდრე სვირელის სახელობის მონასტრები. ოპტის უდაბნოში 1829 წელს დაბრუნდა და სულიერი მამაშვილობის ტრადიცია (რუსები "სტარჩესტვოს" რომ ეძახიან) დაამკვიდრა. ღირსი ლეონიდეს სულიერი ცოდნა, მისი ღვაწლი თაობებს აღაფრთოვანებდა. იგი უყვარდა ხალხს, ჰყავდა უამრავი სულიერი შვილი, მაგრამ არ სწყალობდა ზოგიერთი მღვდელმთავარი. ერეტიკოსს ეძახდნენ, სქემის ტარების უფლება აუკრძალეს, არც სულიერი შვილების და მნახველთა მიღების ნებას აძლევდნენ. რომ არ ჩარეულიყო კიევის მიტროპოლიტი ფილარეტი, ალბათ ბერის კაბასაც გახდიდნენ. მისი დევნა სიკვდილამდე არ შეუწყვეტიათ. ამის "მიზეზი" კი იყო ღირსი მამის სიყვარული წმინდა მამათა სწავლებათა მიმართ, რომლითაც თვითონ ხომ აიწია სათნოებათა კიბეზე და სხვებიც აიყვანა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat