ყოველთვის სამოთხის სიტკბოებაზე საუბრობდა და თვალთაგან ლმობიერების ცრემლი სდიოდა
ყოველთვის სამოთხის სიტკბოებაზე საუბრობდა და თვალთაგან ლმობიერების ცრემლი სდიოდა
მასში ქრისტე იყო დავანებული
მამა ტიხონი. მამა ტიხონი 1884 წელს დაიბადა რუსეთში, სოფელ ახალ მიხაილოვკაში. მისი მშობლები - პავლე და ელენე ღვთისმოშიში ადამიანები იყვნენ, ტიხონმა (ერისკაცობაში ტიმოთემ) მემკვიდრეობით მიიღო ღვთის სიყვარული, კეთილმოშიშება. ტიმოთეს სიყრმიდანვე უნდოდა თავი უფლისთვის მიეძღვნა. მშობლები შვილს დიდ საღმრთო მოშურნეობას ამჩნევდნენ, მაგრამ მონასტერში წასვლის ნებას მაინც არ აძლევდნენ, რადგან ტიმოთე ფიზიკურად ძლიერი და ცოცხალი ხასიათისა იყო. უნდოდათ, შვილი დაღვინებულიყო და მერე გადაეწყვიტა მომავალი, თუმცა 17 წლის ყმაწვილს მაინც მისცეს სამი წლის განმავლობაში მონასტრების მოლოცვის ნება. ტიმოთეც გაუდგა გზას და რუსეთში დაახლოებით ორასი მონასტერი მოილოცა. მიუხედავად დამქანცველი მოგზაურობისა, ის არ იღებდა მონასტრებში მწირთათვის გაჩენილ დახმარებას, ცდილობდა, სხვებს ტვირთად არ დასწოლოდა და შეძლებისდაგვარად ეღვაწა.

ერთხელ ერთ-ერთ დაბაში შიმშილისაგან ძალიან დაუძლურდა, რადგან იმ მხარეში მხოლოდ უსიამოვნო სუნის მქონე ჭვავის პური ჰქონდათ, რომელიც თიხას ჰგავდა. ტიმოთე ნაჩვევი არ იყო მის ჭამას. ნაცნობ ხაბაზთან წავიდა - ეგებ თეთრი პური ჰქონდეს შემონახულიო. ხაბაზმა ტიმოთე გააგდო. გამწარებული და ღონემიხდილი ყმაწვილი განმარტოვდა და ბავშვური გულწრფელობით ილოცა: - ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, შემეწიე, რადგან ამ პურის ჭამა არ შემიძლია და ამიტომაც, სანამ ბერი გავხდები, გზაში მოვკვდებიო. ლოცვა არ ჰქონდა დამთავრებული, მასთან ბრწყინვალე სახის ქალბატონი მივიდა, თეთრი ფუნთუშა მისცა და გაქრა. ტიმოთე დაიბნა, არ იცოდა, რა ექნა. მერე იფიქრა, - შეიძლება ხაბაზის ქალიშვილი იყო, რომელსაც შევეწყალე, მამა დაითანხმა და მცირეოდენი თეთრი პური მოაცემინაო. ხაბაზთან მადლობის გადასახდელად წავიდა. ის კი ყვირილითა და ლანძღვით გამოეკიდა - მოშორდი აქაურობას, მე არც ცოლი მყავს და არც შვილიო. ტიმოთემ შეჭამა კურთხეული პური და ფიზიკურად მოძლიერდა. პილიგრიმობა განაგრძო, მაგრამ ამ უცნაურ ამბავს ვერ ივიწყებდა. ვერ ხვდებოდა, ვინ შეიძლება ყოფილიყო ის ქალბატონი, სანამ ერთხელ ერთმა ბერმა წიგნი არ მისცა, სადაც ღვთისმშობლის რუსული სასწაულმოქმედი ხატები იყო დაბეჭდილი. როცა "კრემლის" ღვთისმშობელს დახედა, მოკრძალებისაგან გული აუძგერდა, თვალები მადლიერების ცრემლით აევსო და წამოიძახა, - ამ ქალწულმა მომცა თეთრი პურიო. ამის შემდეგ უფრო მეტად შეიგრძნობდა ღვთისმშობლის სიახლოვეს, ისევე როგორც ბავშვი გრძნობს დედის სითბოს.

სამშობლოში მონასტრების მონახულების შემდეგ სინას მთა მოილოცა, სადაც ორი თვე დაჰყო და მერე წმინდა მიწაზე გაემგზავრა. ერთი ხანობა იორდანის უდაბნოში ცხოვრობდა. თუმცა წმინდა მიწაზე ყოფნა განაძლიერებდა და სამოღვაწეოდ აღძრავდა, მაგრამ იქ სიმშვიდე მაინც ვერ პოვა ცივილიზაციის მოძალების გამო და მთაწმინდაზე წასასვლელად მოემზადა.

სწორედ მაშინ დაესხა თავს ეშმაკი, რომელიც მიხვდა, რომ ეს ღვთისმოშიში ახალგაზრდა დიდად წარემატებოდა სულიერ ცხოვრებაში. როცა ტიმოთე იორდანის გაღმა უდაბნოდან იერუსალიმში ბრუნდებოდა, რათა საბოლოოდ ეცა თაყვანი უფლის საფლავისთვის და ნაცნობებს გამომშვიდობებოდა, ბოროტმა მის წინააღმდეგ ორი დედაკაცი გამოიყენა. ისინი ტიმოთეს მშობლიური მხარიდან იყვნენ და ყმაწვილი შინ მიიწვიეს, ვითომდა მთაწმინდაზე მოსახსენებლის გატანება სურდათ. ტიმოთე ძალზე მიმნდობი იყო, დედაკაცებს დაუჯერა და შინ გაჰყვა. ისინი კი, მიიხურეს თუ არა სახლის კარი, არაწმინდა სურვილებით ანთებულნი ეცნენ ახალგაზრდას. ტიმოთე დაიბნა, გაწითლდა, შემდეგ ხელი ჰკრა მათ, გააღო კარი და გამოუსხლტა "ქორის კლანჭებს", როგორც ახალმა იოსებმა, ქალწულება დაიმარხა.

ამის შემდეგ მთაწმინდაზე წავიდა, ვითარცა უმანკო ყვავილი, აღიზარდა ღვთისმშობლის ბაღში და მოპოვებულ სათნოებათა კეთილსურნელება გამოსცა. ამას კი ქვემოთ ვიხილავთ.

თავდაპირველად, დაახლოებით ხუთი წელი ბურაზირის სკიტში ცხოვრობდა, მაგრამ იქაც დაურღვიეს მყუდროება რუსმა მომლოცველებმა (მაშინ სკიტში რუსი ბერები ცხოვრობდნენ). აიღო კურთხევა და კარულში გადავიდა, სადაც 15 წელი დაყო მკაცრ მოსაგრეობაში. ხელსაქმედ ჰქონდა მუხლთა დრეკა, იესოს ლოცვა და წიგნის კითხვა. წიგნებს მონასტრებიდან თხოულობდა, ტრაპეზიდან მონარჩენი პურის ორცხობილასაც აძლევდნენ. სამადლობლად მათთვის ბერი დამატებით ლოცვებს ჩამოილოცავდა სკვნილზე. ამგვარი სახით ძალზე მოშურნედ მოღვაწეობდა, რომ შინაგანადაც ანგელოზი გამხდარიყო. კარულის შემდეგ კაფსალის კონცხზე გადასახლდა სტავრონიკიტას მონასტრის კელიაში. იქ თავს იდო ერთი ღირსი მამის მოვლა. ბერისგან კურთხევა აიღო და მისი გარდაცვალების შემდეგ ამ კალივაში დასახლდა. უფრო მეტად განაძლიერა მოღვაწეობა და უხვად მიიღო მადლი, რომელიც დიდად თავმდაბლებსა და მოშურნეებს მიეცემათ.

საღმრთო მადლმა გამოუცხადა ის ხალხს, უამრავი გატანჯული სთხოვდა რჩევასა და ნუგეშს. ზოგიერთი ურჩევდა, რომ სამღვდელო ხარისხი მიეღო და აღსარების საიდუმლოს დროს მიეტევებინა ცოდვები, უფრო მეტად შესწეოდა ხალხს. ამის აუცილებლობაში თვითონაც დარწმუნდა და ხელდასხმა მიიღო, მაგრამ კელიაში ტაძარი არ ჰქონდა. ტაძრის ასაშენებელი ფული არ მოეპოვებოდა, სამაგიეროდ, ღვთის დიდი იმედი ჰქონდა. ილოცა და კარიესში წავიდა, სწამდა, რომ ღმერთი შეეწეოდა. კარიესამდე მისვლაც ვერ მოასწრო, რომ წმინდა ილიას რუსული სკიტის ბერმა შეამჩნია და თავისთან მიიხმო. უთხრა: - ერთმა კეთილმა ქრისტიანმა ამერიკიდან ფული გამომიგზავნა მათთვის, ვისაც ტაძარი არა აქვს და აშენებას აპირებს. მამაო, შენ ხომ ტაძარი არა გაქვს, ამიტომაც ეს ფული წაიღეო. ბერი მღელვარებისა და ღვთისადმი მადლიერებისგან ატირდა. მადლობა გადაუხადა სკიტელ მამას, ფულის გამომგზავნ ღვთის კაცსაც. სახიერმა, გულთამხილავმა ღმერთმა თავისი ტაძრის ასაშენებლად მანამდე იზრუნა, ვიდრე ბერი საამისო ფულს შესთხოვდა...

ტაძარი ტიხონმა პატიოსანი ჯვრის სახელზე აკურთხა, რადგან მას განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა, თანაც ამით გაექცეოდა ტაძრის დღესასწაულის აღნიშვნას, რადგან ჯვართამაღლების დღეს მარხვაა დაწესებული და სინანულის დღეა. ბერს არ უყვარდა ტაძრის დღესასწაულების აღნიშვნა, ვინაიდან ეს ყურადღებას ფანტავს. მაგრამ თავისი მყუდრო ტიპიკონი ჰქონდა და ყოველდღე სულიერად ზეიმობდა, მკაცრად მოღვაწეობდა კალიაგრის ხეობაში, აქედან ჭვრეტდა ზეცას და განიცდიდა სამოთხის მშვენიერებას ანგელოზებთან და წმინდანებთან ერთად. როცა ვინმე შეეკითხებოდა: ამ უდაბნოში მარტო ცხოვრობო? პასუხობდა: - მარტო რატომ, ანგელოზებთან და მთავარანგელოზებთან ერთად ვცხოვრობ, აქვე არიან ყველა წმინდანი, უფლის დედა და იესო ქრისტეო. მართლაც მუდმივად გრძნობდა წმინდანებისა და მფარველი ანგელოზის სიახლოვეს, შეწევნას. ერთხელ მასთან მივედი. ტანსაცმელში გახლართული წაქცეულიყო და ფეხზე ვეღარ დგებოდა. ძლივძლივობით წამოვაყენე. ვკითხე: - რას იზამდი, მამაო, მე რომ არ მოვსულიყავი-მეთქი. გაკვირვებით შემომხედა და მტკიცედ მითხრა: - ჩემი მფარველი ანგელოზი წამომაყენებდაო.

ამ უდაბნო ადგილას მარტო ცხოვრობდა, თითქმის არაფერი ჰქონდა და არც უნდოდა, რადგან მასში ქრისტე იყო დავანებული, ხოლო სადაც ქრისტეა, იქ სამოთხეა. მამა ტიხონისთვის მთაწმინდა მიწიერი სამოთხე იყო. მრავალი წელი იყო, სოფელი არ ენახა. ერთხელ კაფსალში ხანძარი გაჩნდა და ისიც, სხვა მამებთან ერთად, თესალონიკში მოწმედ წაიყვანეს. როცა ათონის მთაზე დაბრუნდა, მამებმა ჰკითხეს: - ამდენი წელია სოფელი არ გინახავს, როგორი მოგეჩვენა ქალაქიო. ბერმა უპასუხა: - ადამიანებით სავსე ქალაქი კი არა, წაბლის ტყე ვნახეო.

ბერმა ასეთ სიწმინდეს იმით მიაღწია, რომ ძალზე შეიყვარა ქრისტე, თავმდაბლობა და უპოვარება. მის კელიაში მხოლოდ ძველი, სხვათათვის გამოუსადეგარი ნივთები იყო, მაგრამ სულიერი ადამიანისთვის ისინი დიდ საგანძურს წარმოადგენდა, მის უბრალო ჩვრებსაც ხალხი კეთილმოკრძალებით უცქერდა და კურთხევის ნიშნად იღებდა. შინაგანი სილამაზით გამშვენებულის კონკები უსახურად აღარ გეჩვენებოდათ. სკუფიას თვითონვე იკერავდა, მახათით მობლანდავდა ანაფორის ნაგლეჯებისაგან. მიუხედავად ამისა, ეს სკუფია უფრო მეტ მადლს გამოსცემდა, ვიდრე მღვდელმთავრის ძვირფასი მიტრა. ერთხელ ერთმა მნახველმა ფოტო გადაუღო ბერს ისე, როგორც იყო - ტომრის მსგავსი სკუფიით, ზურგზე პიჟამაწამოსხმული, რომ არ გაყინულიყო. ახლა, როცა მამა ტიხონის ამ ფოტოს უყურებ, გგონია, რომ მას მღვდელმთავრის მანტია მოსავს.

უპოვარება თავისუფალს ხდიდა და სულიერ ფრთებს ასხამდა და ასე ფრთებშესხმული სულით მკაცრად მოღვაწეობდა. ვერ გრძნობდა ფიზიკურ დაღლას იმ ბავშვივით, რომელიც მამის ნებას აღასრულებს და სამაგიეროდ მამისგან სიყვარულსა და ალერსს იღებს. მაგრამ ბავშვის ნეტარება შეუძლებელია შევადაროთ მადლმოსილ ღვთაებრივ ნუგეშისცემას.

როცა მობერდა და მუხლმოდრეკის მერე წამოდგომა ვეღარ შეძლო, მსხვილი თოკი ჩამოაბა, რომელსაც წამოდგომაში იხმარდა. ის ამ კანონს იცავდა, ვიდრე ლოგინად არ ჩავარდა, რის შემდეგაც ოცი დღე დაისვენა და გადავიდა ჭეშმარიტ სიცოცხლეში, სადაც ქრისტესთან განისვენებს საუკუნოდ.

ახალგაზრდობიდან ვიდრე სიბერემდე მხოლოდ მშრალ საჭმელს იღებდა. საჭმლის მომზადება დროის ფლანგვად მიაჩნდა, გემრიელი კერძი არ შეეფერება ბერულ ცხოვრებასო. ბუნებრივია, ამდენი წლის მოღვაწეობის შემდეგ სულიერად ისე იყო განწყობილი, რომ კარგი საჭმელი არანაირ გრძნობას არ აღუძრავდა. როგორც ვთქვით, მამა ტიხონი ცოტას ჭამდა და წუნიაც არ იყო. ერთ ცალ ლეღვს ორად გაყოფდა და სხვადასხვა დროს შეჭამდა. მეუბნებოდა, - ეს ლეღვი ძალზე დიდია და ვერ მოვერევიო. ამ დროს მე ერთი კილო ამგვარი ლეღვი არ მყოფნიდა დასანაყრებლად.

ყოველთვის სამოთხის სიტკბოებაზე საუბრობდა და თვალთაგან ლმობიერების ცრემლი სდიოდა. არსებობისთვის საჭირო მცირეოდენ საკვებს თავისი ხელსაქმიდან იღებდა: ყოველწლიურად თითო "გარდამოხსნას" ხატავდა, რომელშიც 500-600 დრაქმას იღებდა და ამ ფულს მთელი წელი კმარობდა.
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat