ყველაფერი, რაც აქ, მიწაზეა, წარმავალია, ხოლო ზეცაში რაც არის, საუკუნო
ყველაფერი, რაც აქ, მიწაზეა, წარმავალია, ხოლო ზეცაში რაც არის, საუკუნო
ამაზე თუ ხშირად იფიქრებ, აღარ იქნები ასე ბრაზიანი, ჯიუტი
წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ბრძანებს: "ვინც აქ (მიწაზე) არ შეუერთდება უფალ იესო ქრისტეს, ის საერთოდ ვერ შეუერთდება მას". ლამის ჩვენი თანამედროვე მამა რაფაელ ათონელი ხშირად იტყოდა: "სულო, ყველაფერი, რაც აქ, მიწაზეა, წარმავალია, ხოლო ზეცაში რაც არის, საუკუნო". ღირსი მამა გრიგოლ ათონელი ამგვარად არიგებდა ახალგაზრდა მორჩილს, შემდგომში არქიმანდრიტ ქერუბინს: "არასოდეს დაკარგო ეს ორიენტირი: ყველაფერი, რასაც იფიქრებ, იტყვი თუ გააკეთებ, მარადისობის საზომით გაზომე, სულმოკლედ არასოდეს მოიქცე, არ შეჩერდე სიძნელეებისას, შრომისა და ოფლთა ღვრისას. უნდა ბევრი გასცე, ყველაფერი - რაც გაქვს და რაც არ გაქვს, რომ, როგორც კარგმა ვაჭარმა, გამოისყიდო უძვირფასესი მარგალიტი - ზეციური სასუფეველი".

***
"შვილო, - არიგებდა მორჩილ ქერუბინს მამა იოაკიმე ათონელი, - ბერის სენაკი ასპარეზია, სადაც ის ეშმაკსა და თავის ვნებებს უნდა შეერკინოს და გამარჯვება ყოველთვის მას უნდა დარჩეს. მაშინ შენი მფარველი ანგელოზიც გაიხარებს და ღმერთიც აკურთხებს ამ ბრძოლას. ასე რომ, აქედან სამოთხეში მიდიხარ".

***
ქოზიბის მთის მღვიმე ექცა ასეთ ასპარეზად ღირს მამა იოანე ახალს (1913-60). ჩვენი დროის ამ უდიდესმა ასკეტმა საუკუნო სიცოცხლის მოსაპოვებლად დაუტევა იღუმენობა და მღვიმეში განმარტოვდა, სადაც 7 წელი დაჰყო. დაითმენდა შიმშილს, სიცივეს თუ სიცხეს, ავადმყოფობას თუ ეშმაკის შემოტევებს. ნეტარ აღსასრულამდე ორი კვირით ადრე, დღისით, თავის მარჯვნივ მოწმენდილ ცაზე იხილა ფინიკის ფოთლების წნული ბრწყინვალე გვირგვინი, რომელზეც ამოიკითხა "ნეტარ იყვნენ", მარცხნივ კი ეწერა: "წყეულ იყვნენ", საიდანაც ისრისებური ელვა გამოდიოდა. მალევე, 5 აგვისტოს, ღირსი მამა გარდაიცვალა. იქვე, მღვიმის სიღრმეში დაკრძალეს. დაკრძალვისას მამა იოანეს დაპურებული უამრავი ფრინველი მოფრინდა, რომლებიც ფრთების ტყლაშუნით, ჭყიპინით წესის აგებას უშლიდნენ ხელს, მხოლოდ მაშინ გაფრინდნენ, როცა ღირსი მამის კუბოს სახურავი დააფარეს. გავიდა ოცი წელი. მამა იოანე გამოეცხადა სულიერ შვილს და უბრძანა, მისი კუბო გაეხსნათ. კუბო გახსნეს. მამა იოანეს სხეული ისეთი დახვდათ, თითქოს ახლა მიეძინაო.

***
ზამთრის ღამეა, სიცივე ძვალსა და რბილში აღწევს. ამ დროს ტბაში, გაყინულ წყალში ქრისტეს სარწმუნოების ერთგულებისთვის ჩაუყრიათ ორმოცი მხედარი, იქვე, წყლის პირას კი აბანო გაუცხელებიათ. თითქოს ეუბნებიან: "აჰა, ქრისტიანებო, ვისაც გსურთ გათბობა, ამოდით წყლიდან და შედით აბანოში, ოღონდ ამით თქვენს უფალსა და საუკუნო სიცოცხლეს უარყოფთ". დგანან წყალში გაყინული მოწამენი და ლოცულობენ. ერთი მათგანი ვერ უძლებს, ამოდის წყლიდან, გარბის აბანოსკენ, მაგრამ ცეცხლის მხურვალება წვავს. ბნელი ციდან მთვარე ანათებს, მაგრამ ეს რა ხდება? ზეციდან ორმოცი ბრწყინვალე გვირგვინი ეშვება და წყალში მყოფ 39 მოწამეს ედგმება თავზე. ერთი გვირგვინი კიაფობს, თითქოს პატრონს ეძებს. ამის მოწმეა დარაჯი, რომელიც მტარვალ მეფეს მოწამეთა სათვალთვალოდ დაუდგენია. ამ გვირგვინის მოპოვების სურვილით ანთებული აღვიძებს სხვა დარაჯებს, შიშვლდება და ტბისკენ გარბის ძახილით - მეც ქრისტიანი ვარ. ასე უეცრად შესრულდა ეს საკრალური რიცხვი - ორმოცი. შეგვეწიოს წმინდა ორმოცი მოწამე ყველას, ვისაც საუკუნო სიცოცხლე გვინდა.

***
ერთმა მონაზონმა სერგი ნილუსს უამბო: - ჩვენი მონასტრის ახლოს, მემამულის სახლში, ლაზარეთი იყო (ეს მოხდა I მსოფლიო ომის დროს). გამოჯანმრთელებული ჯარისკაცები მონასტერში მოდიოდნენ ღვთისთვის მადლობის სათქმელად. მათ შორის ერთს სრულიად არაამქვეყნიური სახე ჰქონდა. ვინაობა ვკითხე. მითხრა, როგორც კი ჭრილობას მოვიშუშებ, მაშინვე საომრად წავალო. ჯერ ოჯახს არ მოინახულებ, ხომ ცოლიანი ხარ-მეთქი? - ვკითხე. "ცოლიანი ვარ, დედაო, ოჯახი ზეციურ დედოფალს მივანდე, მე კი ველოდები იმ დროს, როცა ვეწამები ჩვენი წმინდა სარწმუნოებისთვის, მეფისთვის, დედარუსეთისთვის, მართლმადიდებელი ერისთვის, რომლისთვისაც წამებაც და ბრძოლაში სიკვდილიც სანატრელია". განცვიფრებულმა ვკითხე: "საიდან გაქვს, ძმაო, ასეთი ფიქრები და სურვილები?" "ეჰ, დედაო, - ამოიოხრა ჯარისკაცმა, - როგორ ვიტანჯები ასეთი სიკვდილის მოლოდინში, ვეძებ კიდეც, როგორც საგანძურს, მაგრამ ვერ ვპოულობ... ავსტრიის საზღვართან ალყაში მოვხვდით, ჯვარედინ ცეცხლში თითქმის ყველა დაიხოცა. მე კონტუზია მივიღე და უგონოდ დავეცი. გონს რომ მოვედი, ბინდდებოდა. ავსტრიელები გვამებს ძარცვავდნენ, თან ხიშტით ამოწმებდნენ, ვინმე ხომ არ გადარჩა ცოცხალიო. მე ვერ შემამჩნიეს. წავიდნენ. სიბნელეს ტყვიები სერავდა. უეცრად საოცარ ნათელს ვხედავ - ბრძოლის ველზე მოდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და დახოცილებს გამოუთქმელი სილამაზის გვირგვინებს ადგამს თავზე. დავიყვირე: - დედაო ღვთისავ! შენს უწმინდეს ხელთაგან მეც მაჩუქე ეგ გვირგვინი-მეთქი. ღვთისმშობელმა მომხედა და მითხრა: - შენთვის ჯერ ადრეა, წადი, მოიღვაწე და მერე მიიღებო. სად წავიდე, ირგვლივ ისვრიან, მომკლავენ და მის მოღვაწებასაც ვერ მოვასწრებ-მეთქი, - ვუთხარი სინანულით. "წადი", - მითხრა ღვთისმშობელმა და მიმითითა, საითაც უნდა წავსულიყავი. იქით ბილიკივით ნათელი გაწვა, გავყევი ამ სხივბილიკს. გარშემო ტყვიები წიოდა, მაგრამ მე არ მეკარებოდა. იმ ღამის შემდეგ მოსვენება დავკარგე, ეს სოფელი აღარ მიზიდავს. ვეძიებ, მსურს, რომ გვირგვინი მოვიღვაწო და ღვთისმშობლის ხელთაგან მივიღო. მაგრამ ვაი, რომ ჯერ არ გამომდის. მას შემდეგ ბევრ ბრძოლაში მოვხვდი და კანი არც კი გამკაწვრია. ბოლო ბრძოლაში, როგორც იქნა, დავიჭერი. ახლა გამოვჯანმრთელდები, ვეზიარები უფლის სისხლსა და ხორცს და კვლავ საბრძოლველად წავალ. ღმერთმა ქნას, გვირგვინიც მოვიღვაწო". ასე დავშორდი იმ ღვთის მონას, რომელიც ზეციური სასუფევლის უხრწნელ გვირგვინს ეძიებდა, - თქვა მონაზონმა.

***
ოპტის უდაბნოში წარმოშობით მუსლიმი თურქი სქემმონაზონი ცხოვრობდა, ნიკოლოზი. ქრისტიანობის მიღების გამო თანამოძმეთაგან ბევრი განსაცდელი დაითმინა. ბოლოს, ღვთის მადლით, ოპტის უდაბნოში აღმოჩნდა. 1893 წლის 13 მაისს უფალმა უკვდავების წყაროს წყალი შეასვა პეშვით - სამოთხე ახილვინა. "კიდევ რის გაგებას ცდილობ ჩემგან, - უთხრა მან წმინდა ბარსანოფი ოპტელს, რომელიც მას სამოთხეზე ეკითხებოდა, - მოვა დრო და თავად ნახავ. კაცთა ენაზე ხომ არ არსებობს სიტყვები, რომელთაც შეეძლოს იმის გადმოცემა, რაც იქ ხდება. მიწაზე ხომ იმგვარი ფერები არ არის, რაც იქ ვიხილე. ხომ იცი, რა არის კარგი მუსიკა? იქ მოსმენილი მუსიკა ახლაც მესმის, გალობს ჩემს გულში. როგორ, რა სიტყვებით მოგიყვე, რომ შენც მოისმინო ის მუსიკა და დატკბე? რაც იქ ვნახე, შეუძლებელია მოუთხრო ადამიანს".

***
უკვდავების ვაშლზეც მოგიყვებით: XIX საუკუნეში ერთი ბალაამელი ბერი ლოცულობდა. მისი გული ღვთაებრივი სიყვარულით ანთებულიყო. უეცრად სახე შეეცვალა - თავი სამოთხეში იხილა. ხედავდა უამრავ ანგელოზს და წმინდანს, ხედავდა ხილით დახუნძლულ მშვენიერ ხეებს. მისი ყურადღება მიიპყრო ერთმა ულამაზესმა ხემ, რომელსაც ვაშლის მსგავსი ნაყოფი ესხა. დიდხანს ტკბებოდა მისი ხილვით და გაშორება აღარ უნდოდა. მივიდა მასთან ბრწყინვალე სამოსით შემოსილი მშვენიერი ჭაბუკი და ჰკითხა: - რაო, ადამიანო, დგახარ და გაკვირვებული უცქერი. ხომ არ გსურს, გემო გაუსინჯო? თუკი შეიძლება... - მიუგო ბერმა. ჭაბუკმა ერთი ვაშლი მოწყვიტა და მიაწოდა. მან ვაშლი შეჭამა და უცებ ისევ თავის სენაკში აღმოჩნდა. ისეთი ტკბილი და გემრიელი იყო ეს ვაშლი, რომ კაცთა ენით ვერ გამოხატავ. "ვაშლი მხოლოდ მაშინ არის გემრიელი, როცა ჭამ და ჯერ ყელს აღარ გადაგცდენია, მერე კი მალე გავიწყდება. სამოთხის ვაშლი ასეთი არ არის: აგერ ათი წელი გავიდა და ყელში კიდევ იმ სიტკბოებას ვგრძნობო", - უყვებოდა ის თავის სულიერ ძმას, ტიმოთეს.

***
წმინდა ანატოლი ოპტელი (ზერცალოვი) ასწავლიდა ერთ მონაზონს: "როგორ არ გვსურს განშორება ახლობლებთან მცირე ხნითაც კი, და რა ელით მათ, ვინც ბოლო ჟამს თავისი ღვთისა და მაცხოვრის მარცხენა მხარეს აღმოჩნდება. როცა ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი სინათლე, ჩვენი მაცხოვარი, საუკუნო დიდებით მოცული, უთვალავ ანგელოზთან და წმინდანთან ერთად სამოთხის ბჭეს გაივლის და ზეციურ იერუსალიმში შევა, ხოლო ცოდვილნი ჯოჯოხეთის უფსკრულში წავლენ, დაეხურებათ მთები, რომელთა იქითაც ვერც ნათლის სხივი გამოაღწევს და ვერც ჩვენი მაცხოვრის უტკბესი ხმა! ამაზე თუ ხშირად იფიქრებ, აღარ იქნები ასე ბრაზიანი, ჯიუტი და მოწყალედ მოექცევი დედებს".

***
კაცის ცხოვრების მიზანი განღმრთობა, უკვდავების წყაროს შესმა უნდა იყოს. სწორედ ასეთი უკვდავების წყალი შეუსვამს მამა პორფირე ათონელს. მისთვის არაფერი იყო დაფარული არც მიწის ქვეშ, არც მიწის ზევით და არც ზეცაში. ჭვრეტდა კაცთა ფიქრებს, მომავალს და წარსულს: 1964 წელს მამა პორფირემ, სულიერ შვილებთან ერთად, კუნძული პატმოსი მოილოცა. პატმოსზე ორ მათგანს, ცოლ-ქმარ გიორგის და ეკატერინეს, ხელი მოჰკიდა და გაემართა აპოკალიფსის მღვიმისკენ, რომელშიც წმინდა იოანე მოციქულმა "გამოცხადება" დაწერა. მღვიმეში სიჩუმე სუფევდა. ბერმა ცოლ-ქმარი ცალკე დააყენა და გააფრთხილა, რასაც მოისმენთ და ნახავთ, არავის უთხრათო. საკმეველი აკმია და მუხლი მოიდრიკა. სულიერი შვილებიც მუხლმოდრეკილი შესცქეროდნენ მლოცველ ღირს მამას. მდუმარედ 15 წუთი დაჰყვეს. უეცრად უცნაური ხმა გაისმა. მამა პორფირეს სახე გაუბრწყინდა, გარეგნობა შეეცვალა... როგორც შემდგომ თქვა, "დაინახა" "აპოკალიფსის" დაწერის ღვთაებრივი სცენა (93-97 წლები). ნაპრალიდან წამოსული ღვთაებრივი ხმა ნარზე მიწოლილ წმინდა იოანეს ეზრახებოდა. წმინდანი თავის მოწაფეს პროხორს კარნახობდა "აპოკალიფსს". ღირსი მამა ამ ხილვის შემდეგ რამდენიმე დღე ჩაფიქრებული, მდუმარე გახლდათ. სახეზე მღელვარება აღბეჭდვოდა. ეს მღელვარება წლების შემდეგაც არ განელებია.

მამა პორფირემ 1986 წლის 18 ივნისს ორ სულიერ შვილთან ერთად წმინდა ილია წინასწარმეტყველის სავანე მოილოცა ამფისაში. უეცრად მამა პორფირე ატირდა და თქვა: ღმერთმა ინება, რომ მისი მადლით წარსულში მემოგზაურა. მადლით ვხედავდი, რომ ამ ტაძარში დიდებული ლიტურგია იმართებოდა. სხვადასხვანაირი ამბავიც ვიხილე, მათ შორის ის არაჩვეულებრივი ლიტურგიაც. ვხედავდი წმინდა ტრაპეზის წინ მღვდელმთავრებს, მღვდლებს, ცრემლს ღვრიდნენ და ასე ღვთისმსახურებდნენ. რაღაც საშინელი რამ ხდებოდა. აჰა, დამთავრდება ლიტურგია, მათ შეიპყრობენ და თავს მოჰკვეთენ-მეთქი... ამ ლიტურგიას ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა და აღესრულა 1821 წელს, ამ სავანეში. წირვის შემდეგ ეპისკოპოსმა ესაია ამფისელმა აკურთხა ერისკაცები თურქების წინააღმდეგ ეროვნული აჯანყების წინ. როგორც ვიცით, ამ ბრძოლაში ბერძნები დამარცხდნენ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat