ეს რა ადგილი გიპოვია, მამა ტრიფონ?
ეს რა ადგილი გიპოვია, მამა ტრიფონ?
მისი სახე სინათლესა და სიხარულს აფრქვევდა
1978 წელს ათონის მთაზე დაასრულა სულიერი ბრძოლა ქრისტეს მხედარმა ტრიფონმა. მან სძლია ამაოებას და მისმა განწმენდილმა სულმა მარადისობაში დაივანა.

1910 წელს ოცი წლის ახალგაზრდამ დატოვა მშობლიური რუმინეთი და კაფსალის მწვერვალზე, ღვთისმშობლის ბაღში დასახლდა, სადაც მამა მიქაელი ცხოვრობდა. იგი ღვთისმოშიში ბერი გახლდათ, ძველ ღირს მამათა დარად მონაზონთა ტრადიციების მოშურნედ აღმსრულებელი. მოსაგრის საკადრისად ცხოვრობდა და იმ მცირეოდენ სარჩოს, რაც არსებობისთვის სჭირდებოდა, ხელსაქმით, კოვზების თლით მოიპოვებდა.
როცა კურთხევის ნიშნად რამეს აჩუქებდნენ, არც თვითონ რჩებოდა ვალში - აძლევდა იმას, რაც ჰქონდა და მოუკლებლად ლოცულობდა იმ კაცისთვის.

ერთხელ მამა მიქაელმა იმხანად ჯერ კიდევ ახალბედა მორჩილ მამა ტრიფონს ნახელავი რომელიღაც მონასტერში გაატანა გასაყიდად და დააბარა, კოვზის სანაცვლოდ მონასტრის მებაღისთვის ერთი თავი კომბოსტო ეთხოვა. სწორედ იმ დროს მებაღე რაღაცაზე იყო გაბრაზებული. ტრიფონს კომბოსტოს უხეირო თავი გადაუგდო, ორიოდე უვარგისი ფოთოლი რომ ება, და თავისი საქმე განაგრძო. მამა ტრიფონს სიტყვაც არ უთქვამს, კომბოსტო აიღო და უკან დაბრუნდა. მთელი გზა თავის მოხუც მოძღვარზე ფიქრობდა, ნეტავ რას შეჭამსო. მოძღვარმაც, როცა კომბოსტოს თავი დაინახა, იფიქრა, ნეტავ რას შეჭამს ჩემი მორჩილიო, მერე ცეცხლის დანთება და ზედ წყლიანი ქვაბის შემოდგმა უბრძანა, აიღო კომბოსტო, წყალში ჩააგდო და ჯვარი გადასახა. რამდენიმე ხნის შემდეგ ტრიფონი ქვაბის გადმოსადგმელად გაგზავნა. მივიდა მორჩილი და რას ხედავს: ქვაბში კომბოსტოს მთელი თავი ტივტივებს.

1917 წელს, საშინელი შიმშილობა რომ ჩამოვარდა, ტრიფონმა მოძღვრის კურთხევით დატოვა მთაწმინდა და ქალკიდაში გაემგზავრა, სადაც მონასტრის კუთვნილ მინდვრებზე თავისთვის და მეზობლად მცხოვრები განდეგილი ბერებისთვის ხორბალს მკიდა. მას შემდეგ აღარასოდეს გაუდგამს ფეხი ათონიდან. წმინდა მთა მხოლოდ 1978 წელს დაუტევა, როცა ცათა სასუფეველში გადასახლდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ზეციური ფრინველივით კაფსალის მწვერვალზე ცხოვრობდა. სახე ისე უბრწყინავდა, მისი შეხედვაც კი სულიერი ძალით აგავსებდათ. ძნელი იყო ამ უდაბნოში განდეგილის პოვნა, ამიტომ კაცთაგან ვერავინ ანუგეშებდა. მაგრამ ვინც კაცობრივ ნუგეშს ვერ მიიღებს, მასზე ღვთაებრივი ნუგეში მოიწევა, მას ანგელოზთა და წმინდანთა მიერ თვით ღმერთი უგზავნის ზეციურ სიხარულს.

ერთხელ იოსებიელთა ხატწერის სკოლის წარმომადგენელმა მამა იოსებმა (ბაბუამ, როგორც მას ეძახდნენ) ჩვეული სტუმართმოყვარეობით რამდენიმე ერისკაცი ისტუმრა. სტუმრები ილხენდნენ და ფიქრობდნენ, ბერებს რა კარგად უცხოვრიათო. მამა იოსებმა გადაწყვიტა, მათთვის კაფსალის კალივები ეჩვენებინა. ზოგიერთმა მოსაგრე მამის ნახვამ ერისკაცებზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. მამა იოსებმა ისინი მამა ტრიფონთანაც მიიყვანა. როცა დაინახეს, რა მივარდნილ ადგილას ცხოვრობდა, შეძრწუნდნენ. მამა იოსებმა უთხრა სტუმრებს: ბევრს ვიცნობ, მაგრამ მამა ტრიფონის დარი სიხარულით გული არც ერთს არ აქვს სავსე; უამრავი მეგობარი ჰყავს - გარეული ცხოველები და ზეციური ფრინველნი; ამაში რომ დაგარწმუნოთ, პირველად მე დავუძახებო. მართლაც, უხმო ფრინველებს, მაგრამ ერთიც არ გამოეხმაურა. ცოტა ხნის შემდეგ მამა ტრიფონი გამოჩნდა კოკით ხელში - მათთვის წყალი მოჰქონდა. მამა იოსებმა ყასიდად მიმართა: ეს რა ადგილი გიპოვია, მამა ტრიფონ? ჩიტიც არ ბუდობსო. როგორ თუ არაო? - მიუგო მან ჩვეული უბრალოებით და ჩიტებს მოუხმო. მალე იქაურობა ფრინველით აივსო. ზოგი მხარზე აჯდებოდა, ზოკი - სკუფიაზე. ამის მხილველმა სტუმრებმა დიდი სულიერი გაკვეთილი მიიღეს და ღმერთი ადიდეს.

ერთხელ კაფსალისკენ მიმავალს გზა ამებნა და მივარდნილი ბილიკით მამა ტრიფონის კალივას მივადექი. ეს ძველი, ჟანგიანი რკინის ფურცლებით შემოზღუდული ფარდული იყო, რკინის ფურცლის ნაგლეჯებითვე გადაეხურათ და ქარს რომ არ წაეღო, ზედ აგურები დაეწყოთ. უეცრად მამა ტრიფონს მოვკარი თვალი. მიმჯდარიყო ხვირთქლზე და იესოს ლოცვას ამბობდა. მისი სახე სინათლესა და სიხარულს ასხივებდა. თვალები დაეხუჭა, იდგა გაუნძრევლად და ლოცულობდა. მივუახლოვდი და მივმართე: "მაკურთხე, მამაო. როგორ ხარ? რითი საზრდოობ?" მან გამიღიმა, მომესალმა და მიპასუხა: ცხვრად ვიქეცი, ბალახით ვიკვებებიო.

- რამდენი წლის ხარ, მამაო?

- ოთხმოცდაცამეტის, - მომიგო.

ჩემთვის წყლის მოსატანად რომ წამოდგა, შევამჩნიე, რომ მარცხენა ფეხი ჩვრებით ჰქონდა შეხვეული და მიითრევდა. რა გჭირს-მეთქი, შევეკითხე. სახურავიდან ჩამოვარდნილი ქვა დამეცაო. ვიფიქრე, ეგებ ზედმეტი ოთახი ჰქონდეს, აქ დავრჩები და მივხედავ-მეთქი. მან კი ღიმილით მიპასუხა:

- ზედმეტი ოთახი საიდან მექნება? სენაკი ხარახურით არის სავსე.

ფარდულში შესულს თვალწინ ამგვარი სურათი წარმომიდგა: კედლები სანახევროდ ჩამონგრეულიყო, ალბათ, წვიმის წყალი ყოველი მხრიდან ჩამოდიოდა. მხოლოდ ერთი კუნჭული იყო შედარებით მშრალი, სადაც გაცრეცილი საბანი დაეგო. მისი სამყოფელი არწივის ბუდეს უფრო ჰგავდა, ვიდრე ბერის სენაკს.

საბრალო, მხოლოდ თავისი კალივის ირგვლივ მოგროვილი ბალახეულით იკვებებოდა. მწირ საკვებს, ნოტიო სენაკსა და ასაკს ჯანმრთელობა შეერყია მისთვის. სამაგიეროდ, სულით იყო ჯანსაღი და წმინდა. რაღაც ძონძები გაეფინა გასაშრობად, რომ მერე შემოეცვა. სამოსს ვერ ირეცხავდა, რადგან, ჯერ ერთი, ხელები უკანკალებდა, მეორეც, წყარო შორს იყო. იქვე წყალი წვეთავდა. ძველ კასრში აგროვებდა და დასალევად ხმარობდა.

მიუხედავად იმისა, რომ მისი სააქაო ცხოვრება ნამდვილი მოწამეობა იყო, ამით სულაც არ მოჰქონდა თავი. პირიქით, განიქიქებდა - წმინდა მამებთან შედარებით არაფერს ვაკეთებო. ამას რომ ამბობდა, თვალთაგან სიმდაბლის ცრემლი სდიოდა.

გვიანი იყო, ჩემი წასვლის დრო დადგა. ვკითხე: გინდა, ვთხოვ და რომელიმე მონასტერში წაგიყვანენ, რათა ამ სიბერის ჟამს მოგიარონ-მეთქი?

"მოგიარონო", რომ გაიგო, ღიმილით მომიგო: "რას ამბობ, ღმერთი ჭიაყელაზეც კი ზრუნავს, კვებავს, ათბობს და ჩემზე აღარ იზრუნებს?! მამა ქსენეფონტემაც მითხრა, წამოდი ჩემთან, მოგივლიო, მე კი ვუპასუხე: აგური ხომ არ ვარ, წამიღო და შენს კალივაში დამდო-მეთქი? აქ ჩემი მოძღვარი მამა მიქაელი განისვენებს, რომელმაც დამპალი კომპოსტო მშვენიერ თავად გადააქცია, მამა ქსენეფონტემ კი - მოგივლიო!"

მართლაც, არასოდეს მინახავს ბერი, რომელსაც ამ ასაკში ასე ჰქონოდა დავიწყებული საკუთარი თავი და მარტოობისას სულიერად ესოდენ მხნედ ყოფილიყო.

მცირე ხნის შემდეგ შევიტყვე, რომ მამა ტრიფონი გარდაიცვალა. მაშინვე მივაშურე კალივას. უკვე დაეკრძალათ თავის ბუდეში, სწორედ იმ კუთხეში და ზედ ორი-სამი ვედრო მიწა მიეყარათ, რომელიც ფუფუნებაში მცხოვრებთა და ამა სოფლის მბრძანებელთა ბოლოც არის.

მამა ტრიფონი 1978 წელს, უფლის ფერისცვალების დღეს გარდაიცვალა, ოთხმოცდათოთხმეტი წლისა. მრავალწლიანი მოღვაწეობის შემდეგ მან საუკუნო სიმშვიდე პოვა. გვფარავდეს მისი წმინდა ლოცვა, ამინ!

***
მამა კირილე აგრინიოელი იყო. ჯერ კიდევ ბავშვი უცხო მხარეში, ეგვიპტეში მოხვდა, იქიდან კი წმინდა მიწის მოსალოცად გაეშურა და იქვე, წმინდა საბა განწმენდილის ლავრაში დასახლდა. თექვსმეტი წლისა ბერად აღიკვეცა. ლავრას უამრავი მომლოცველი სტუმრობდა და შფოთი შეჰქონდა ახალგაზრდის სულში, ამიტომაც მიატოვა იქაურობა, მთაწმინდაზე წავიდა და ასაკის მიუხედავად, დიდ ბერთა ღვაწლს შეუდგა. ყუთლუმუშის მონასტრის კუთვნილ წმინდა პანტელეიმონის კალივაში დასახლდა. მის მოძღვარს, სხვა საღმრთო ნიჭებთან ერთად, ჰქონდა მადლი დაფარულთმცოდნეობისა. იყო ხალხი, ვისაც მან ბერობა უწინასწარმეტყველა და ის სახელიც კი უთხრა, რომელიც ბერობისას ერქმეოდათ. მარტო ესთიგმენუს მონასტერში მომხდარი ორი ასეთი შემთხვევა მახსოვს. ერთხელ ერისკაცი ესტუმრა, რომელიც შემდეგ ბერი გახდა. კარზე რომ მიუკაკუნა, სანამ დაინახავდა, მოძღვარმა მისი მომავალი, საბერო სახელით მიმართა: "კეთილი იყოს შენი მობრძანება, მამა ნიკიფორეო". მეორედ კი სხვა ერისკაცს გაეპასუხა: "მობრძანდით, მამა ფილიპეო".

წმინდა მამა პანტელეიმონისგან ახალგაზრდა და ღვთისმოშიშმა მამა კირილემ უხვად მიიღო ღვთაებრივი მადლი, ისევე როგორც ოდესღაც წმინდა ელისემ - ელია წინასწარმეტყველისგან.

როცა მოძღვარი გარდაეცვალა, მამა კირილემ სულიერი ღვაწლი კი არ შეასუსტა, არამედ უფრო გააძლიერა. მკაცრად მარხულობდა, თანაც იმგვარი მოშურნეობით ათევდა ღამეებს, რომ საბოლოოდ ტუბერკულოზით დაავადდა. მეუბნებოდა: "ძლივს ამოვახველებდი ხოლმე შედედებულ სისხლს... ძალიან რომ გამიჭირდა, წმინდა პანტელეიმონს შევეკითხე, შეეძლო თუ არა, უწამლოდ განვეკურნეო". სკიტის ზეციურმა მფარველმა შეისმინა მისი ღაღადისი და შეეწია. მამა კირილე, განიკურნა თუ არა, კვლავ მძიმე ღვაწლს შეუდგა.

მქონდა ბედნიერება, რამდენიმე ხანს მის გვერდით მეცხოვრა და მრავალი სიკეთეც მიმეღო მისგან. მსურდა, სამუდამოდ მასთან დავრჩენილიყავი, მაგრამ, სამწუხაროდ, ნება არ მომცეს. მაშინ თვითონვე მირჩია, სად სჯობდა წასვლა. მერეც, როცა ფილოთეოსის მონასტერში ვცხოვრობდი, რჩევა-დარიგებას არ მაკლებდა. როცა მასთან რჩევისთვის მივიდოდი, კითხვა დასმულიც არ მქონდა, პასუხს მეტყოდა ხოლმე. ხშირად არც არაფერს მეუბნებოდა, მხოლოდ წიგნში ჩანიშნულ ადგილზე მიმითითებდა და იქ ვპოულობდი ჩემი კითხვის პასუხს.

ღვთისგან ბოძებული წინასწარმეტყველების ნიჭის გარდა, ღვთის ქმნილებათაგან ეშმაკთა განსხმა შეეძლო. არ დამავიწყდება ერთი შემთხვევა, რომელიც ჩემს თვალწინ ეშმაკეულს გადახდა. საბრალო დაბორკილი მოიყვანეს და კალივის ეკლესიაში დატოვეს, მამა კირილეს რომ განეკურნა. ღამით ბერი ეკლესიაში მივიდა, კანდელები აანთო და ლოცვა დაიწყო. დემონმა ვეღარ დაითმინა მამა კირილეს სიახლოვე, ეშმაკეულმა გაწყვიტა ბორკილები და მოინდომა, ჯაჭვის ნაგლეჯი ბერისთვის თავში ჩაერტყა. მამა კირილე მუხლებზე დაემხო, ხელები ზეცად აღაპყრო და შეჰღაღადა: "ქრისტე ღმერთო! დედაო ღვთისა! განდევნე დემონი შენი ქმნილებიდანო". ყვირილი რომ მომესმა, სასწრაფოდ მივირბინე და რას ვხედავ: ბერი მუხლებზეა დაცემული, მის წინაშე კი მუხლს მადლიერებით იდრეკს დემონისგან დახსნილი კაცი.

მამა კირილე უაღრესად თავმდაბალი, ღვთისმოშიში და სიყვარულით სავსე ადამიანი გახლდათ, ამიტომაც მეტი კადნიერება ჰქონდა ღვთის მიმართ. როცა სახარებას კითხულობდა, ცრემლს ვერ იკავებდა, სახარებას სახეზე აიფარებდა, შევიდოდა საკურთხეველში და თვალებს ჩუმად მოიწმენდდა. იგივე სჭირდა თეოტოკარიონის (ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი კანონთა კრებულის - კ.კ.) კითხვისას. ლოცვებს სკვნილზე ჩამოილოცავდა ხოლმე. განუწყვეტლივ აღავლენდა გულითად ლოცვას.

სიცოცხლის ბოლოს, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, ყუთლუმუშის მონასტრის იღუმენად დაადგინეს. ადმინისტრაციულმა საქმიანობამ ისე გააწამა, რომ ჩვეული სულიერი მდგომარეობა დააკარგვინა. ამის გამო ვფიქრობ, რომ უფალმა მას ორი გვირგვინი უძღვნა: ღირსისა და მოწამისა, რადგან სიცოცხლის ბოლოს ასე გაიტანჯა.

ეშმაკს შეშურდა მისი - ერთმა გარეულმა ცხოველმა ისე დააშავა, რომ ლოგინად ჩავარდა. სიხარულითა და ღვთის დიდებით დაითმენდა სატანჯველს, ცხოველი კი ამ ამბის შემდეგ წაიქცა და მოკვდა. მამები განცვიფრდნენ - მიხვდნენ, რომ ღირსი კირილე წმინდანი იყო.

ასე ტანჯვის დათმენით და ღვთის დიდებით განასრულა მამა კირილემ კეთილი ღვაწლი და ღმრთივ განისვენა. გვფარავდეს მისი წმინდა ლოცვები, ამინ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat