ცრემლი მის თვალთაგან ღვარად მოედინებოდა, როცა მძიმე სნეულთ ხედავდა
ცრემლი მის თვალთაგან ღვარად მოედინებოდა, როცა მძიმე სნეულთ ხედავდა
შვიდი ვერსის სიშორიდან მოჰქონდა წყალი უდაბნოში და ერთ პატარა ჭურში ასხამდა
მრავალი სათნოება ჰქონდა წმინდა მეფე დავით აღმაშენებელს. ვინ აღრიცხოს ტყვენი, რომელნიც მან გაათავისუფლა ანდა გამოისყიდა მტრის ხელთაგან. ანუგეშებდა მონაზვნებსაც, სიმდაბლით შეხვდებოდა მათ, ტკბილად მოიკითხავდა და უზრუნველად ამყოფებდა. უფლის მოწყალებისა და სიტკბოების დარი საქმეც მოიგონა და ააშენა ქსენონი (საავადმყოფო), სადაც შემოკრიბა სხვადასხვა სნეულებით შეპყრობილნი. ყველაფრით დააკმაყოფილა ისინი, სასმელ-საჭმლით, ტანსაცმლით, მკურნალობით, თვითონაც მიდიოდა ხოლმე მათთან, მოეფერებოდა, გაამხნევებდა, სწყალობდა. "ნეტავი თქვენ, ვინც ბოლომდე დაითმენთ სნეულებასო", - ჰნატრიდა. თვითონვე გასინჯავდა მათ საწოლს, ტანსაცმელს, ნახავდა, რბილი იყო თუ არა ლეიბი. გასინჯავდა მათ საჭმელსაც. თითოეულს სამყოფ ოქროს მისცემდა და გააფრთხილებდა მათ მომვლელებს, რომ ყოველივე "მცირე ძმების" საკადრისად შეესრულებინათ. "მრავალგზის გვიხილავს, - გვეუბნება მეფე დავითზე მემატიანე, - ცრემლი მის თვალთაგან ღვარად მოედინებოდა, როცა მძიმე სნეულთ ხედავდა. დილით ოქროთი სავსე დიდ ქისას წაიღებდა გლახაკთათვის სანუგეშოდ. ბედნიერი იყო, თუ ქისას დაცლიდა, თუ მხოლოდ ნახევარს გასცემდა და მეტ გლახაკს ვერ იპოვიდა, იტყოდა ხოლმე სინანულით - "ცოდვებისგან დამარცხებულმა დღეს ვერ მივეცი ქრისტესო".

***
წმინდა გიორგის ბრძანებით ბოლოკ-ბასილმა ეკლესიის შენება დაიწყო დიდაჭარაში. წმინდანმა გამოცხადებითვე უბრძანა, ამ საქმეში უღელი ხარისა და ვირის გარდა არავინ და არაფერი მოიხმაროო. იმ დროს საშინელი გაჭირვება იყო. წმინდანი როცა მოიხილავდა მშენებლობას, მორჩილს ენამოჩლექით ეტყოდა, - "ბაჩილო", რადგან ბასილი ენაბრგვილი იყო და ამ სიტყვის თქმით განამხნევებდა, ხან ყურძენს მიართმევდა, ხან ჟოლოს და შიმშილობისას ამგვარად ანუგეშებდა.

***
სამთავროს მონასტრის იღუმენია დედა ზოილე იხსენებდა: "მცხეთაში ცნობილი მეყვავილე ცხოვრობდა, მიხეილ მამულაშვილი. ის ჩვენს მონასტერში არ შემოდიოდა და ჩვენც მას საერო საქმეებში ჩაფლულ ადამიანად ვთვლიდით. ბოლშევიკებმა გამოგვაძევეს მონასტრიდან, დაგვემუქრნენ, - ვინც შეყოვნდება, ციხეში ამოვაყოფინებთ თავსო. მილიციამ ეზოს ალყა შემოარტყა. ხელისუფლების წარმომადგენლებიც იქ იყვნენ. ჩვენი ნივთები კელიებიდან გამოყარეს. მოულოდნელად მამულაშვილი გამოჩნდა და მათ სთხოვა, ამათ ხელი არ ახლოთ, რადგან მე მიმყავს სამუშაოდო. გადაიტანა ჩვენი ნივთები თავის სახლში, წამოიღო ხატები, წიგნები, ყველა შეგვიფარა, გვივლიდა და გვპატრონობდა, ისე ზრუნავდა ჩვენზე, როგორც მამა - შვილებზე და ძმა - დებზე. ამისთვის შეეძლოთ თავად ის გადაესახლებინათ. რამდენიმე თვის შემდეგ, არ ვიცი, ვისი შუამდგომლობით, უფლება მოგვცეს, დავბრუნებულიყავით მონასტერში. რამდენიმე ოთახი გამოგვიყვეს, დანარჩენი კი ტუბერკულოზის დისპანსერს დაუთმეს. მამულაშვილი გადასვლაში დაგვეხმარა და ამის შემდეგ ისევ აღარ გამოჩენილა ჩვენთან, მაგრამ ვფიქრობ, სხვების ხელით, საიდუმლოდ გვიგზავნიდა მოწყალებას.

***
საღმრთო გამოცხადებით წმინდა მიქაელ პარეხელმა თავისი მოწაფეებიL- სერაპიონი და მისი ძმა იოანე სამცხეში გაგზავნა ეკლესიის ასაშენებლად. ნიშნებიც უთხრა იმ ადგილისა, სადაც უფალი ბრძანებდა ტაძრის აგებას. მართლაც, მოიძიეს ეს ადგილი, მაგრამ ძმებს შორის დავა ატყდა: წმინდა სერაპიონი ერთ მაღალ ბორცვზე ფიქრობდა ეკლესიის აგებას, იოანე კი სხვაგან. მაშინ ასე მოვიქცეთო, - თქვეს მამებმა, ორი კანდელი თავიანთ სასურველ ადგილებზე აანთეს, - ვისიც არ ჩაქრება, იმ ადგილას ავაგოთ ტაძარიო. მთელი ღამე ლოცვაში გაატარეს. დილით ნახეს - სერაპიონის კანდელი ჩამქრალიყო, ხოლო იოანესი ბრწყინავდა შუადღემდე. გადაწყვიტეს, იოანეს გამორჩეულ ადგილას აეგოთ ტაძარი. წმინდა სერაპიონმა უთხრა ძმას: "ღმერთმა გაჩვენა ეს სასწაული, რადგან იცის შენი გონების ნაკლულევანება, მაგრამ იცის ისიც, რომ მცირე ხნის შემდეგ ჩემს გამორჩეულ ადგილზეც აშენდება მშვენიერი საყდარი". მაგრამ რას ნიშნავს "გონების ნაკლულევანება"? იოანე ტანით პატარა იყო, ჯუჯა და ენაბრგვილი და რომ არ ჰქონოდა ღვთისა და მოყვასის მიმართ გული დაბრკოლებული, ამიტომ სახიერმა ის ჩაუქრობელი კანდელით ანუგეშა. ხოლო რაც შეეხება წმინდა სერაპიონის გამორჩეულ ადგილს, იქ შემდგომში ზარზმის მშვენიერი ტაძარი აშენდა.

***
უბრალო ბერი იყო ქრისტესია-ქრისტეფორე გარეჯელი (+1871), წიგნის კითხვაც კი არ იცოდა, მაგრამ სულიწმინდით განბრძნობილი მრავალ ქრისტიანს ექცა სიხარულად და ნუგეშად. შვიდი ვერსის სიშორიდან მოჰქონდა წყალი უდაბნოში და ერთ პატარა ჭურში ასხამდა. ჭურზე პატარა ქოხი იდგა და ზედ ეკიდა მცირე ჩარექა წყლის ამოსაღებად. შორიდანვე ჩანდა ეს ჩარექა. მოგზაურნი ერთი დღის სავალზე წყალს ვერ პოულობდნენ, ვიდრე ქრისტესია ბერის ქოხამდე არ მივიდოდნენ. სიცხით და შორი გზით ღონემიხდილნი დაეწაფებოდნენ წყალს, ადიდებდნენ ღმერთს და მის მონას, ქრისტესიას. კაცთა სანუგეშოდ ღირს მამას იქვე პატარა ბოსტანიც გაეშენებინა და მგზავრი იქაურ მწვანილს წყალთან ერთად ამ სიცხეში როგორც ზეციურ მანანას, ისე მიირთმევდა.

***
1797 წელს საშინელი ჭირი გაჩნდა თბილისში, ქალაქელები სოფლებში გაიხიზნენ და ეს საშინელი სენი ქართლსა და კახეთს მოსდეს. მეფე ერეკლე და დედოფალი დარეჯანი კახეთს შეეფარნენ, მეფის ძე გიორგი და მისი ცოლი კი ავჭალაში გავიდნენ და გზები შეკრეს. თბილისის ახლოს ტყეები და ხეობები ხალხით იყო სავსე. იყო ერთი ტირილი და ვაება. ამ დროს სენაკები დაუტევეს გარეჯელმა ღირსმა მამებმა და გაჭირვებაში ჩავარდნილ მოძმეთა დასახმარებლად წამოვიდნენ. წინ მეფის მოძღვარი მამა ექვთიმე მჭედელაშვილი მოუძღოდათ. ისინი ტყე-ღრეში გაბნეულ ხალხს პურ-ღვინით, საჭმლითა და საქონლით მიეშველნენ. მეუდაბნოეთა ხელნი ღვთის ხელად იქცა. ღირსი მამები შეიქმნენ მსაჯულად და ნუგეშინისმცემლად ჭირისაგან ლტოლვილი ხალხისთვის. მათ ბერ-მონაზვნები ღვთისაგან მოვლენილ მფარველ ანგელოზებად ეჩვენებოდათ. მათი ღვთისადმი ლოცვა და ვედრება განწმენდდა ქრისტიანთა გონებას და განამხნევებდა, განსაცდელს დაათმენინებდა.

***
ათონზე მიმავალ წმინდა ილარიონ ქართველს (ყანჩაიშვილი, +1864) სოლუნში ერთი შენობიდან ხმა მოესმა: "მამაო, მამაო!" კედელში სარკმელი შენიშნა, საიდანაც ხელი იყო გამოყოფილი და იხმობდა. როგორც შემდეგ შეიტყო, ამ შენობაში სხვა დამნაშავეებთან ერთად დატყვევებულნი ყოფილან თურქთა ბატონობის წინააღმდეგ ბერძენთა აჯანყებაში მონაწილე ქრისტიანები, უმეტესად - ათონელი ბერები. ტუსაღები შიმშილისა და წყურვილისაგან იტანჯებოდნენ. მათ წყალი სთხოვეს. ილარიონმა ყველა რომ დაარწყულა, გადაწყვიტა, ტუსაღთა მოსამსახურებლად დარჩენილიყო. ყოველდღე მიდიოდა და მათ პურით და წყლით ანუგეშებდა. ციხის თურქმა მცველებმა, მაგარი სასმელების გარდა, ყველაფრის მიტანის უფლება მისცეს. წმინდა ილარიონი კი დღედაღამ შრომობდა და სასყიდლით ტუსაღებს უვლიდა, თეთრეულსაც კი ურეცხავდა მათ. ციხეში ბევრი პატიმარი იყო, ამიტომ დიდი შრომა უწევდა. ბოლოს, რომ ვერ გაწვდა მათ რჩენას, სოლუნში ქრისტიანებში მოწყალების შეგროვება დაიწყო. ბევრიც აღძრა პატიმარი მოყვასის სანუგეშოდ. მათ პურის საცხობი გამოისყიდეს იმ პირობით, რომ ილარიონს პური უფასოდ წაეღო ტუსაღებისთვის. ექვსი თვე გაატარა ამ საქმეში.

ერთხელ სენაკში ვინმე მდიდარი თურქი ჩაამწყვდიეს, ხელებით დაკიდეს. იარაღმომარჯვებული მცველებიც მიუჩინეს. ცხელოდა. საცოდავი წყურვილისგან იტანჯებოდა. საპყრობილეში წმინდა ილარიონი ხშირად იყო ნამყოფი. ორი დიდი მათარა წყლით გაავსო და იქ მისასვლელად მოსახერხებელ დროს დაელოდა. როცა მცველებს ჩასთვლიმათ, მამა ილარიონი ჩუმად გაძვრა მათ შორის, მიუახლოვდა ერთ დაკიდებულ ტუსაღს, პირში წყალი ჩაასხა და მსხალი ჩაუდო. მერე მეორესთან მივიდა. ასე გაიმეორა სამჯერ. თავგანწირულ ბერს თურქმა ლუღლუღით მიმართა: "ალაჰი მოგიზღავს კეთილი საქმეებისთვის, სწრაფად წადი, მცველებმა არ აგკუწონ!" ყველა პატიმარი მღელვარებით ადევნებდა თვალს მამა ილარიონს. საქმეს რომ მორჩა, წასვლა დააპირა, მაგრამ დაბრუნებისას ერთ მძინარე ჯარისკაცს წამოედო და ორივე გააღვიძა. ღმერთმა დაიფარა სხვათა მანუგეშებელი, ჯარისკაცებმა არაფერი ავნეს. მაგრამ იმავე ღამეს ღმერთმა ათონზე წასვლა უბრძანა. ილარიონიც დაემორჩილა უფლის ნებას, თორემ ტუსაღთა მსახურებას არასოდეს დაანებებდა თავს.

წმინდა ილარიონმა მოძებნა სანდო კაცი, რომელიც პატიმრებს მოემსახურებოდა, თვითონ კი ათონზე წავიდა. მეორე დღეს ილარიონის წასვლით დამწუხრებულმა პატიმრებმა შეიტყვეს, რომ ფაშას ჯალათისთვის ებრძანებინა, ბერს თავი მოკვეთეო. მაშინ ყველამ ადიდა ღმერთი და მათი მწუხარება სიხარულმა შეცვალა.

***
წმინდა გაბრიელ მცირე ჰყვებოდა: ღირსი დოდო გარეჯელის ხსენების დღეს მისი საფლავის თაყვანსაცემად წავედით თორმეტი ბერი. ცისკრის ლოცვა და წირვა გადახდილი გვქონდა. უზმონი ვიყავით, რათა მეტი ლმობიერებით ვმთხვეოდით წმინდა საფლავს. გზაზე ავაზაკები დავინახეთ და გავიქეცით, დოდოს მონასტერს დიდი წვალებითა და ოფლის ღვრით მივაღწიეთ. მივუახლოვდით წმინდა დოდოს საფლავს და საამო სურნელება გამოვარდა იქიდან. ზოგი ამბობდა, ეს სურნელება მიმსგავსებული იყო სურნელებას, რომლითაც იპოვეს დამარხული ძელი-ჭეშმარიტიო. ავანთეთ სანთლები, გადავიხადეთ პარაკლისი, სამი ჟამი დავყავით იქ და ეს სურნელება არ მოგვშორებია. სამი დღის შემდეგ კიდევ წავედით წმინდა დოდოს საფლავზე. სხვა დროსაც ბევრჯერ ვყოფილვართ, მაგრამ ასეთი სურნელება არასოდეს გვიგრძნია. მაშინ ავაზაკებს გაქცეულები სურნელით გვანუგეშა წმინდა დოდომ.

***
ღირსი გაბრიელი მოგვითხრობს ერთ გარეჯელ ღირს მამაზე, მღვდელმონაზონ დანიელზე, რომელიც "უფსკრული იყო მოწყალებისა". თუკი ვინმე რაიმეს აჩუქებდა, მაშინვე სოფელში გაგზავნიდა ქვრივ-ობოლთა და გლახაკთა სანუგეშოდ. რამდენჯერ მწარედ ამოუოხრავს და უთქვამს მამა გაბრიელისთვის: "მრავალი რამ აკლია გლახაკებს და ავადმყოფებს, საჭმელი, სამოსელი, შეშა. მათი ნაკლულოვანების სრულმყოფელი სახიერი ღმერთის გარდა ვინ არის?" შემდეგ აღაპყრობდა თვალებს მაცხოვრის ხატის მიმართ და იტყოდა: "უფალო, იცი მათი გაჭირვება და შენ იზრუნე მათი სულისა და ხორცისთვისო". მონასტერშიც თუ იხილავდა, რომ რომელიმე ბერს რაიმე სჭირდებოდა - სამოსი, სანთელი თუ სხვა, მიჰქონდა და ჩუმად დებდა მის სენაკში. ყველაფერს სხვათა სანუგეშოდ გასცემდა ღირსი დანიელი და ღირს გაბრიელთან ერთად ჩვენც გვწამს, რომ ამისთვის ღმერთმა ანუგეშა ზეციურ სასუფეველში.

***
მოყვასი ალბათ ისე უნდა გვიყვარდეს და ვანუგეშებდეთ, როგორც წმინდა ალექსი შუშანიას უყვარდა და ნუგეშსა სცემდა. ჯერ კიდევ სანამ მონასტერში შედგებოდა მორჩილად, სოფელ-სოფელ დადიოდა და ჭლექიან ან სხვა მძიმე სენით ლოგინად ჩავარდნილ უპატრონო ავადმყოფებს უვლიდა, ვინც გარდაიცვლებოდა, ასაფლავებდა. ერთხელ ერთ პატარა ფაცხაში ახალგაზრდა კაცი ნახა კერასთან, ჭილოფზე მიგდებული. ცოლს მიეტოვებინა და მთელი ქონება თან წაეღო. "მას აქეთ დატანჯული ვგმობ ხშირად უფალს. ბევრგზის მოვინდომე ამ ცეცხლში გადავგორდე დასაწველად, მაგრამ ჯერჯერობით ვერ შევძელი. ხანდისხან ღვთისმოყვარე მეზობლები საჭმელს და წყალს მომიტანენ და ცეცხლსაც დამინთებენო", - შესჩივლა კაცმა. წმინდა ალექსიმ ნუგეში სცა საცოდავს, იობის მოთმინება უქადაგა და სთხოვა, ოღონდ ღმერთს ნუ გმობ, ცეცხლში არ ჩავარდე და ყველაფერში დაგეხმარებიო. ალექსიმ შინიდან წაუღო საგებ-სახურავი და სხვაც, რაც სჭირდებოდა. მოუარა სნეულს, დააპურა და დაუბარა, კიდევ გნახავო. ზამთარი იდგა და მაისამდე მიდიოდა სნეულთან ალექსი. მაისში კი დავრდომილი ნოქალაქევის აბანოში წაიყვანა ხარ-ურმით. მოიკიდებდა ზურგზე კაცს და წყალში შეიყვანდა, აბანავებდა. ღვთის წყალობით და წმინდა ალექსის სანიმუშო ნუგეშისცემით მოიკეთა კაცმა და დაიწყო სიარული.

ერთხელ წმინდა ალექსიმ გაიგო, ერთ უპატრონო ჭლექიან ქალს მატლი დაეხვია, ითხოვს მღვდელს და ზიარებას, მაგრამ მღვდელი არ ეკარება სიბინძურის გამოო. წმინდა ალექსიმ გაამხნევა მონაზვნები; მათ დაბანეს ქალი, გაუსუფთავეს ლოგინი, გამოუცვალეს ტანისამოსი. მღვდელიც მოიყვანეს და აზიარეს. წმინდა ალექსიმ საღმრთო სიტყვებით ანუგეშა მომაკვდავი და გამოეთხოვა.
ბეჭდვაელფოსტა
04.09. 2014
ნინო
სიკეთის კეთება უდიდესი მადლია.ღმერთო მოჰმადლე ყველა ადამიანს ეს თვისება
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat