მამა გაბრიელს წმინდა ანტონ მარტმყოფელი გამოეცხადა და უთხრა, იმ დღეს მარტყოფში ასულიყო
მამა გაბრიელს წმინდა ანტონ მარტმყოფელი გამოეცხადა და უთხრა, იმ დღეს მარტყოფში ასულიყო
მოგონებები წმინდა მამა გაბრიელზე (ურგებაძე)

შემოქმელი მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე):
- საოცარი პიროვნება იყო მამა გაბრიელი, ხშირად უწევდა მონასტერში მოსვლა. ბევრჯერ გვთხოვდა  ტრაპეზის გამზადებას. ვითომ შიოდა, სინამდვილეში  ამ საჭმელს არ ჭამდა და ისეთ ადამიანებს დაპატიჟებდა ტრაპეზთან, რომლებიც მშივრები იყვნენ.

1986 წლიდან 1995 წლამდე სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი, სწავლის მერე ჩავდიოდი მცხეთაში და სამთვაროს დედათა მონასტერში ვრჩებოდი, სტიქაროსანი ვიყავი.  მამა დავითს (მეუფე დანიელი),  ვეხმარებოდი სტიქაროსნობაში და  თითქმის სულ დედათა მონასტერში ვრჩებოდი. 

მამა გაბრიელს კარგად ვიცნობდი. 1990 წელს მღვდლად რომ აკურთხეს, მას შემდეგ დედათა მონასტერში იყო მამა გაბრიელი და მონასტრის კოშკში ცხოვრობდა. ყოველდღიური შეხვედრა მქონდა მასთან. მწირველი მღვდელი ვიყავი და თავად ყოველთვის შემოდიოდა წირვაზე, ქადაგებდა. უმეტესწილად ასწავლიდა მრევლს და მონაზვნებს არ განეკითხათ ადამიანები. ამბობდა ხოლმე, ვინც განიკითხავს,  იმ განკითხვითვე იქნება განკითხულიო. ყოველთვის სიყვარულზე ქადაგებდა.

ასეთი ამბავი მინდა გავიხენო. როცა მარტყოფის, ღვთაების მამათა მინასტრის წინამძღვარი ვიყავი, მაშინ სამოქალაქო ომი იყო. სამწუხაროდ სოფელ ნორიოს მკიდრიც უარყოფითად იყო განწყობილი ღვთაების მონასტრის მიმართ. ასეთი აზრი იყო,  თითქოს მონასტერში იარაღი ინახებოდა და იქ  შეიარაღებულები იყვნენ. სოფელი ვერ ეგუებოდა იმას რომ ღვთაების  მონასტერი საპატრიარქოს გადაეცა.  სამწუხაროდ ძალიან დიდი დაპირისპირება არსებობდა.. დაახლოებით 30 ადამიანი მყავდა მონასტერში. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით სამი კვირის გახსნილი იყო მაშინ  მონასტერი. მანამდე, სამწუხაროდ, მონასტერს სხვა დანიშნულებისთვის იყენებდნენ.

ერთ დღეს ჩვენთან დაპირისპირებული ხალხი გვემუქრებოდა, რომ უნდა ამოსულიყვნენ მონასტერში. ალბათ ჩხუბი მოხდებოდა, შეიძლება ვინმე დაღუპულიყო კიდეც. იმუქრებოდნენ, ეს ჩვენი მონასტერიაო და უნდა გავეყარეთ მონასტრიდან. თურმე ასეთი რამ მოხდა: მამა გაბრიელს წმინდა ანტონ მარტმყოფელი გამოეცხადა და უთხრა,  მარტყოფში ასულიყო. მართლაც ერთ-ერთ ჩემს სულიერ შვილს ოთარ ნიკოლაიშვილს (რომელიც მამა გაბრიელთან დადიოდა) სთხოვა მამა გაბრიელმა,  მანქანით წაეყვანა ღვთაების მონასტერში.  ოთარმა თქვა,  გზაში ბევრი სასწაული მოხდაო. მანქანაში თითქოს ვგრძნობდი, წმინდა ანტონ მარტმყოფელი  მოგვყვებოდაო.

მამა გაბრიელი მონასტერში დიდი სიხარულით მივიღეთ. საღამო იყო და მართლაც რამდენიმე ადამიანი რომ იმუქრებოდა რომ ჩვენ უნდა გავეყარეთ მონასტრიდან, პირიქით მოხდა - ისინი წამოვიდნენ და  მამა გაბრიელმა ისეთ დღეში ჩააგდო... მადლობა ღმერთს, რომ იმ დღეს მამა გაბრიელმა სიკვდილისგან გადაგვარჩინა. იქ მართლაც ცუდი ამბავი მოხდებოდა. ეს მართლაც სასწაულია. წმინდა ანტონ მარტმყოფელმა მოიყვანა მამა გაბრიელი და დაიცვა მთელი მონასტერი განსაცდელისგან.


ბეჭდვაელფოსტა
05.02. 2021
გიორგი მარტყოფელი
აქ ნახსენებია {მარტმყოფელი} რომელიც არასწორია. სინამდვილეში იყო {ანტონ მარტო მყოფელი} საიდანაც დაერქვა სოფელ აკრიანს (მარტყოფი)
02.02. 2015
გიორგი
მეუფემ ახსენა გზაში ბევრი სასწაული მოხდაო, დაწვრილებით არ თქვა,(ალბათ ზოგიერთი, რომ არ დაებრკოლებინა) მე როგორც ვიცი ჩემი მეგობრიდან (იმ პერიოდში მორჩილად იყო მარტყოფის მონასტერში) ზუსტად მაგ დღეს იყო - გზაში მამა გაბრიელი შეუძლოდ გამხდარა და უთქვამს მანქანა ცოტა ხნით გაეჩერებინა. საჭესთან მჯდმს კი უთქვამს, არა მამაო კურთხევა მაქვს პირდაპირ მონასტერში მივიდეო. ძალიან რომ გაჯიუტებულა მამა გაბრიელს პირჯვარი გდაუსახავს სამების სახელით მანქანისთვის და მანქანა გაჩერებულა. ბევრი მცდელობის მიუხედავად საჭესთან მჯდომს ვერაფრით აუმუშავებია. ცოტა ხანში მამა გაბრიელს უთქვამს წავედითო, გაკვირვებულ მძღოლს გასაღები გადაუტრიალებია და მანქანა უპრობლემოდ ამუშავებულა....
05.09. 2014
ნატალია
გვფარავდეს წმ. გაბრიელის ლოცვა-კურთხევის მადლი.
01.09. 2014
ზვიადი
წმ.მამა გაბრიელის მადლი გვფარავდეთ მთელ საქართველოს და ქართველ მართლმადიდებლებს!
27.08. 2014
შემოქმედი
დიდება უფალს, წმინდა გაბრიელის ლოცვა-კურთხევა ეწეოდეს ჩვენს ქვეყანას.
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
"მე სხვანაირი ცხოვრება არ შემეძლო"
2012 წლის 20 დეკემბერი უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ერის ცხოვრებაში

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat