რა არის ეს, დედოფალო? რა გითხრა ანგელოზმა?
რა არის ეს, დედოფალო? რა გითხრა ანგელოზმა?
IV საუკუნეა. იბერიაში ჯერ არ გამრავლებულან ზეცისა კაცნი და მიწისა ანგელოზნი, ღმერთშემოსილი მამანი. ამიტომაც ქართველებს ცხადად ეჩვენებიან და ქრისტეს რწმენაში განამტკიცებენ თვით ზეციური ანგელოზნი.

ახალმოქცეულმა მირიან მეფემ ეკლესიის აშენება გადაწყვიტა. სამეფო ბაღში მოჭრილი დიდი ნაძვებისგან ტაძრისთვის შვიდი სვეტი გამოთალეს. ექვსი აღმართეს. მეშვიდე ტაძრის შუაში უნდა აღემართათ, მაგრამ მიუხედავად ბევრი ცდისა, ვერ დაძრეს. აუწყეს მეფეს საკვირველი ამბავი, ისიც უამრავი ხალხის თანხლებით მოვიდა. ამაოდ ჩაიარა მათმა შრომამ. შემწუხრდა. შეწუხებული მირიანი სამეფო პალატს დაუბრუნდა. წმინდა ნინო, თავის თორმეტ მოწაფესთან ერთად, სვეტთან დარჩა მთელი ღამე. გოდებდა ფრიად და ცრემლს აფრქვევდა. ცისკრისას მიერულათ ღირს დედებს, მხოლოდ სიდონიას ეღვიძა. წმინდა ნინო ხელგანპყრობილად ლოცულობდა. უეცრად ელვასავით გაბრწყინდა იქაურობა, წმინდა ნინოს წინაშე წარსდგა ნათლით მოსილი ანგელოზი ჭაბუკის სახით. მან სამი სიტყვა უთხრა წმინდანს. მისი ხილვით შეძრწუნებული ნინო მიწაზე დაემხო. ანგელოზმა მოჰკიდა ხელი სვეტს და ჰაერში აღამაღლა. განცვიფრებულმა სიდონიამ ჰკითხა მოციქულთასწორს: რა არის ეს, დედოფალოო. მან მიუგო, იყუჩეო. სვეტი ნელ-ნელა ჩამოეშვა და თავის მონაკვეთ ძირს დაემყარა...

* ხარება დღეს მოკვეთეს მცხეთაში სასწაულმოქმედი ხე, მისგან ოთხი ჯვარი შეიქმნა, რომელთაგან ერთი მცხეთის მოპირდაპირე მხარეს, მტკვრის ერთ ბორცვზე აღიმართა (სადაც ახლა ჯვრის მონასტერია). მრავალი სასწაული აღესრულებოდა მისგან. ერთხელ იხილეს, ნათლის სვეტი და თორმეტი ვარსკვლავი გვირგვინის სახით ადგა ჯვარს. მეორედ მზეზე შვიდჯერ ბრწყინვალე ნათელი დაადგა და ვითარცა შანთისგან, ელვის სახით კრთებოდა, ხოლო უფლის ანგელოზები, თვალით უბრწყინვალესნი, "აღვიდოდეს და გარდამოვიდოდეს მას ზედა". ბორცვი კი, რომელზეც ჯვარი იყო აღმართული, იძვროდა ძლიერ. უცქერდნენ ქართველნი, უკვირდათ ყოველთა და უფრო "უმტკიცეს ადიდებდეს ღმერთსა". ვითარცა იაკობის კიბეზე, ჯვარზე გარდამოსული და ზევით აღმავალი ანგელოზები სახე იყვნენ იმ ღმერთშემოსილ ქართველთა, მომავალში რომ სათნოეყოფოდნენ უფალს.

* წმინდა მეფე დავით აღმაშენებელმა ერთხელ ქართლში რომელიღაც ციხეს ალყა შემოარტყა. შუადღისას თავისი კარვის წინ გამოვიდა მეფე, მხოლოდ პერანგით იყო მოსილი. ვიღაცამ ციხიდან ისარი ესროლა, რომელიც გულზე დაკიდებულ მთავარანგელოზის ოქროს ხატს მოხვდა და ღმრთის ძალით მეფე ცოცხალი გადარჩა. წმინდა მთავარანგელოზი "გადაეფარა" ზეციური მეუფის მოსავ ქართველთა მეფეს და დაიხსნა სიკვდილისაგან.

* რა გითხრა ანგელოზმა? - ჰკითხა ერთხელ წმინდა გრიგოლ ხანძთელმა წმინდა დედა ფებრონიას. სამწუხაროდ, მისი პასუხის მოსმენა ვერ გაბედა ამ ამბის თვითმხილველმა. წმინდა გრიგოლისთვის უცხო არ იყო ზეციური სამყარო: როცა ვინმე ცქირი ანჩის საყდრის მიტაცების გამო განკვეთეს, მან ჯერ მკვლელი მიუგზავნა ამ საქმის მოთავეს, წმინდა გრიგოლს, შემდეგ ტფილისში ამირას ეახლა. მისგან გამხნევებულმა კვლავ დაიპყრო ანჩის საყდარი და იქაურნი ხანძთის დასანგრევად გაგზავნა. წმინდა გრიგოლი და ხანძთელი ბერები ეკლესიაში ლოცვად დადგნენ. ისმინა უფალმა მათი ვედრება და ანგელოზის მიერ ეუწყათ ცქირის სიკვდილი. "ანგელოზთა სწორთა მამათა" განიხარეს ფრიად და დიდება შესწირეს ღმერთს.

როცა წმინდა გრიგოლ ხანძთელის გარდაცვალების ჟამი დადგა, ბრწყინვალე ნათლით შეიმკო იგი, ანგელოზთა გუნდი შემოეხვია, ირგვლივ კეთილსურნელება დატრიალდა. მოისმა ხმა უფლისა: "ქვეყანისა ანგელოზსა და ზეცისა კაცსა გიწესს მეუფე ცათაი ქრისტე". ეს ხმა მხოლოდ ზოგიერთ მოწაფეს მოესმა, ხილვით კი ყველამ იხილა. როგორც ბრძანებს მამა გიორგი მერჩულე წმინდა გრიგოლზე: "ესრეთ შეჰვედრა სული უფალსა და შეერთო ანგელოზთა კრებულსა, რამეთუ უხორცონი ანგელოზნი და სულნი კაცთანი ერთბუნება არიან და სულსა კაცისასა აქვს მეტყველებაი ანგელოზებრივი".

* გავიხსენოთ ბეთანიელი მამების ცხოვრებაც. ღმრთივ განისვენეს წმინდა იოანემ (მაისურაძე) და მამა ვასილიმ (ფირცხალავა). წმინდა გიორგი (მხეიძე) მარტო დარჩა მონასტერში. თავის აღსასრულამდე მცირე ხნით ადრე, პროსტატის ოპერაციის შემდეგ ქალაქში ძმასთან იმყოფებოდა. წმინდა ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: "გიორგი, რატომ ხარ აქ, რა გესაქმება აქ? შენი ადგილი მონასტერშია". "უფალო, შენ ხედავ, თუ როგორი სნეული ვარ", - უთქვამს ბერს. "არა, გიორგი, - მიუგო ანგელოზმა, - შენ მონასტერში უნდა იყო!"

მძიმე ავადმყოფი მამა გიორგი სასწრაფოდ მომზადებულა და ახლობელთა წინააღმდეგობის მიუხედავად, დაბრუნებულა მონასტერში, სადაც მცირე ხანში გარდაიცვალა კიდეც.

* ჯერ კიდევ მღვიმეში იყო დაყუდებული წმინდა მამა შიო, როცა მონასტერში წყალმანკით გატანჯული სპარსი კაცი მივიდა და კურნებას ევედრებოდა. წმინდა შიოსთან მხოლოდ კვირადღეს ჩადიოდა წმინდა ევაგრე და ესაუბრებოდა. ამიტომ სპარსის სათხოვარი მას რამდენიმე დღის შემდეგ გადასცა. წმინდა შიომ იუარა: - გაჩუმდი, ძმაო... მე ყველაზე ცოდვილი ვარ. ყველას მკურნალი ღმერთია და ვინც ნებავს, თავად განკურნავს ანგელოზთა ხელით. წმინდა ევაგრემ მეტის თქმა ვეღარ გაბედა, მოიმიზეზა წმინდა შიოს კუნკულის გაბერტყვა, იპოვა მასში წმინდანის თმის სამი ბეწვი, აიღო და გამოვიდა გარეთ, მაგრამ სპარსი აღარ დახვდა. გავიდა იქვე ახლოს და დაინახა, ავადმყოფი განკურნებულიყო, თავისი უცნაური გამოჯანმრთელების შესახებ ჰყვებოდა და ღმერთს ადიდებდა. წმინდა ევაგრემ ჰკითხა კაცს, როგორ განიკურნეო. მღვიმეში რომ ჩახვედი, მას მერე, ვფიქრობ, შენ გამოგზავნე ჭაბუკი, რომელმაც მოხუცებული კაცის თმის სამი ბეწვი მომცა და მიბრძანა, პირში ჩაიდეო. ჩავიდე და ვიგრძენი, რომ ბეწვი წყალივით გადნა. და აი, განკურნებული ვდგავარ შენს წინაშეო. გაშალა მუჭი წმინდა ევაგრემ, მაგრამ მამა შიოს თმის ღერები ხელში აღარ ჰქონდა. გულისხმა ჰყო, რომ ანგელოზმა მისცა კაცს ევაგრეს ხელთაგან უხილავად აღებული ბეწვნი.

* წმინდა დავით გარეჯელის სენაკის ქვემოთ, ჩრდილოეთით, ნაპრალში გველი ცხოვრობდა ვეებერთელა და შემაძრწუნებელი. წმინდა დავითი მის განსადევნად მივიდა, რადგან გველს ღირსი მამის მორჩილი ირმებისთვის ნუკრი მოეტაცა და შეეჭამა. ღირსმა დავითმა გველს უბრძანა, იქაურობა დაეტოვებინა. გველში ჩაბუდებულმა ეშმაკმა კაცობრივი ხმით უთხრა: თუ გინდა წავიდე, გამომყევი. ვიდრე მდინარეში არ ჩავალ, თვალი არ მომაშორო, რადგან მეშინია, ვაითუ შენი გამწარებისთვის დავიწვაო. მიცურავდა გველი და მისი სიმძიმით "იძვროდეს ლოდნი მის ადგილისანი". ღირსი დავითი ავიდა მთაზე, უცქერდა გველს, რომელიც ველზე მისრიალებდა. უეცრად წმინდა დავითს უფლის ანგელოზმა უკნიდან დაუძახა. ღირსმა მამამ მიხედა. თვალი მოარიდა თუ არა, ზეციდან მეხი დაეცა გველს და ისე მოწვა, რომ იმ ადგილას ახლა ბალახიც კი არ იზრდება. შეწუხდა წმინდა დავითი: უფალო, რატომ მოკალი გველი, რომელიც ასე სასოებით მომენდოო. მაშინ უთხრა ანგელოზმა: - ნუ წუხხარ, ღვთის მონავ, გველი მდინარეში რომ შესულიყო, ზღვისაკენ წავიდოდა და ბევრ ადამიანს დაღუპავდა. წადი შენს მღვიმეში და გველისგან შეშინებული ლუკიანე წამოაყენე ფეხზე. ამ ბოროტი მხეცისა და პირუტყვის ნაცვლად პირმეტყველ და სულიერ შვილთათვის იზრუნეო.

* წმინდა ილარიონ ქართველი (ძველი) 17 წელი მოღვაწეობდა იორდანის უდაბნოში იმ გამოქვაბულში, სადაც ადრე მკვიდრობდა წმინდა ილია თეზბიტელი და მერე - წმინდა იოანე ნათლისმცემელი. გამოეცხადა მას ძილში კაცის სახით უფლის ანგელოზი და უთხრა: - წადი, ილარიონ, სამშობლოში, რადგან მშობელი შენი სათნო ეყო ღმერთს და ილოცა: ღმერთო, ჩემი ილარიონის უნახავად ნუ მომკლავო. ამიტომაც ღმერთი გიბრძანებს, წახვიდე, ნახო დედა, პატივით დაკრძალო და მერე, როგორც უფალი გეტყვის, ისე მოიქეციო. გამოეღვიძა წმინდა ილარიონს, მაგრამ დაენანა მღვიმის დატოვება. მეორე ღამეს კი თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა: სასწრაფოდ აღასრულე ის, რაც წუხელ ანგელოზმა გიბრძანაო. მაშინ კი ადგა წმინდა ილარიონი და სამშობლოსკენ გამოეშურა.

* წმინდა მიქაელ პარეხელმა უთხრა თავის სულიერ შვილს, სერაპიონს (ზარზმელი): - საღმრთო ბრძანებაა, წახვიდე აქედან და იქ, სადაც ღმერთი გაჩვენებს, აღაშენო ტაძარი "სულთ სამზრუნველოი".

პარეხიდან წამოსული სერაპიონი გიორგი ჩორჩანელის მამულში გაჩერდა. გიორგის გაუხარდა წმინდა მამების სტუმრობა და უთხრა: - ერთ დღეში რასაც მოივლით, ის მიწა მომავალი მონასტრის იყოსო. მამებმა ღამე ლოცვაში გაატარეს. იმავე ღამეს გამოეცხადა წმინდა სერაპიონს უფლის ანგელოზი, რომელმაც გაამხნევა და გულმოდგინედ შრომა უბრძანა. ორი დღის შემდეგ ღირსმა მამამ ორი ჯვარი გააკეთა და გამოცხადების ადგილას აღმართა წმინდა მთავარანგელოზთა სახელზე, მერე კი იქ მცირე ეკვდერიც ააშენდა, სადაც მრავალი სნეული განიკურნებოდა წმინდა მთავარანგელოზთა მიერ.

* სიყრმიდანვე ებრძოდა ეშმაკი წმინდა გიორგი მთაწმინდელს და იფარავდა მას უფალი ანგელოზთა მიერ. ერთხელ მდინარე ქციის პირას ვიდექით, - ჰყვებოდა თვითონ, - მდინარის გადაღმა ვიხილე ცეცხლისფრად შემოსილი ყრმა, რომელიც მეძახდა - მოდი და ვიმღეროთო. როცა მისკენ წავედი, მოვიდა ჩემთან მშვენიერი, სპეტაკით მოსილი ყრმა, მომკიდა სახელოში და მითხრა: - დარჩი ჩემთან, რადგან მე უმჯობესი მოყვასი ვარ შენიო.

მდინარის გაღმა იდგა საუკუნო ცეცხლით შემოსილი ბოროტი ეშმაკი, რომელმაც გიორგის წყალში დახრჩობა მოისურვა. სპეტაკით მოსილი ყრმა კი მცველი ანგელოზი იყო, რომელიც სიყრმიდანვე დაუდგინა ღმერთმა მას. როგორც იტყვის დავით წინასწარმეტყველი: "დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა გარემოის მოშიშთა თვისთა და იხსნეს იგინი", ანდა როგორც ბრძანებს ბასილი დიდი: "ყოველი მორწმუნისათვის მიცემულია ანგელოზი მცველად ცხოვრებისა მისისა".

შემდგომშიც მრავალჯერ გაუფრთხილებია უფალს თავისი სათნომყოფელი. ერთხელ მთაწმინდიდან საქართველოსკენ მომავალ მამა გიორგის და მის სულიერ შვილებს მოესმათ ხმა - სად მიდიხართო. უწყის უფალმა, კაცი არ გვიხილავს, ხმა ანგელოზისა თუ იყოო, - ბრძანებს მამა გიორგი, მცირედ წოდებული.

* წმინდა თემესტიას უამბო წმინდა ანტონიოსმა: როცა მატო გარდაიცვალა, მოვიდა ჩემთან ბრწყინვალედ შემკობილი კაცი და მითხრა: დიდი მატო ღვთის წინაშე მიდის, გამომყევი, რათა ღირსი გახდე მისი დიდებით მიცვალების ხილვისაო. გავყევი. ბერთას მონასტრის მახლობლად, ბორცვზე, მითხრა, - მიხედე ბერთასო. ვხედავდი, ნათლის სვეტი როგორ ჩამოიწეოდა ზეციდან მონასტერზე და სვეტთან ერთად მრავალი ანგელოზი გარდამოვიდა. ერთი მათგანი, დიაკონის სახიანი, ოლარით იყო. ანგელოზთა კრებული აღვიდა ზეცად, მათ შუა იდგა ხელაპყრობილი წმინდა მატო.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat