საუკუნე-მზე ქრისტიანობის ისტორიაში
საუკუნე-მზე ქრისტიანობის ისტორიაში
მეოთხე საუკუნეს ქრისტიანობის ისტორიაში საუკუნე-მზეს უწოდებენ. იმ წმინდა მამათა ღვაწლით, რომელთაც ამ საუკუნეში მოუხდათ ცხოვრება და მოღვაწეობა, ქრისტიანულმა ღვთისმეტყველებამ და ფილოსოფიამ საოცარი აღმავლობა განიცადა და მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე წარმართობასა თუ ახალწარმოშობილ ერესებთან ბრძოლა ბრწყინვალე გამარჯვებით დააგვირგვინა. ამ ტრიუმფის მთავარ შემოქმედთა შორის იყვნენ წმინდა ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი, რომლებიც სამართლიანად იწოდებიან ეკლესიის ბურჯებად.

ყური უგდეთ, მდიდრებო, რას ვურჩევთ ღარიბებს თქვენი სისასტიკის გამო!
წმინდა ბასილის, კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსის, ღვაწლსა და ნააზრევს თუ არა "დიდით", სხვა ეპითეტით მართლაც ძნელად შევაფასებთ. მისი ფილოსოფიური თვალთახედვა გადასწვდა ყველა სფეროს, დაწყებული ღვთისმეტყველებით და ყოფითი ცხოვრების საკითხებით დამთავრებული.

აი, წმინდა ბასილის ერთ-ერთი შეხედულება სესხის აღებასა და გაცემაზე, ვალსა და მევახშეობაზე, რაც დღესაც ფრიად აქტუალურია: "დიდი სისატიკეა, როცა ერთი, ვისაც აუცილებელი რამ უჭირს, ვალს იღებს, რათა სიცოცხლე შეინარჩუნოს, ხოლო მეორე გასესხებულის დაბრუნებით არ კმაყოფილდება და იმაზე ფიქრობს, როგორ აქციოს ღარიბთა გასაჭირი შემოსავლისა და მოგების წყაროდ. გვიბრძანა უფალმა: რომელსა უნდეს სესხებად შენდა, ნუ გარე-მიიქცევი (მთ. 5,42). ვერცხლისმოყვარეს კი, რომელსაც გასაჭირიდან თავის დასაღწევად მოყვასი ლამის მუხლებზე დაცემული ევედრება, თავს იმცირებს და რას აღარ ეუბნება, გული რომ მოულბოს, ოდნავადაც არ ებრალება კაცი, რომელიც ღირსებაზე უარს ამბობს, არ ფიქრობს იმაზე, რომ ბუნებით ისინი ერთნი არიან, დგას უდრეკი და უწყალო, არც ვედრება ესმის და არც ცრემლები აღელვებს, იწყევლება და საკუთარ სიცოცხლეს იფიცებს, რომ გროშიც არ გააჩნია და თვითონაც სასესხებლად აქვს საქმე... ამ სიცრუეს ფიცით ამტკიცებს და თავისი სისასტიკის წყალობით ბოროტ ნავაჭრს - ფიცით დაცემას - იძენს. მაგრამ როგორც კი სესხის მთხოვნელი ვახშს ახსენებს და წინდსაც დაასახელებს, გაიღიმებს, მამამისთან მეგობრობას გაიხსენებს, "მეგობარსა" და "ახლობელს" უწოდებს და იტყვის: "ვნახოთ ერთი, დანაზოგი ხომ არ მაქვს სადმე... ჰო, ერთმა ნაცნობმა მოსაგებად ფული მომაბარა, მაგრამ მძიმე ვახში დააწესა მასზე, თუმცა მე დავუკლებ და უფრო მცირე ვახშით მოგცემ". ამგვარი გამონაგონით მოხიბლავს და შეაცდენს გაჭირვებულს, ხელწერილსაც მოსთხოვს და მხოლოდ მტანჯველი სიღატაკისთვის კი არ წირავს, არამედ თავისუფლებასაც ართმევს, რადგან ის, ვინც ისეთ ვახშზე თანხმდება, რომელსაც მთელი სიცოცხლე ვერ გადაიხდის, ნებაყოფლობით ხდება მონა. მითხარი, რად ეძებ ფულსა და მოგებას იმისგან, ვისაც იგი არა აქვს? მას რომ შენი სიმდიდრის გამრავლება შესძლებოდა, რატომღა მოადგებოდა შენს კარს სათხოვნელად? შემწეობისათვის მოვიდა და მტერი იპოვა, სენის განკურნებას ეძებდა და საწამლავი მიიღო, ადამიანისთვის სიღატაკის ტვირთი უნდა შეგემსუბუქებინა, შენ კი გასაჭირი მოუმატე და შეეცადე, უდაბნოში ნაყოფი მოგეწია. ვალის აღება დასაბამია სიცრუისა, მიზეზი უბედურებისა, უსამართლობისა და ფიცის დარღვევისა; სხვას ამბობს კაცი, როცა სესხს იღებს და სხვას - როცა მისგან ვალის დაბრუნებას ითხოვენ.

ვალი გასაჭირიდან კი არ გიხსნის, არამედ მხოლოდ ცოტა ხნით დაგაშორებს მას. აჯობებს, დღეს დავითმინოთ მძიმე გაჭირვება, ვიდრე ხვალისთვის გადავდოთ იგი. თუ ვალს არ აიღებ, დღესაც და მომავალშიც ერთნაირად ღარიბი იქნები, სესხის აღება კი კიდევ უფრო დაგაუძლურებს, რამეთუ ვახში ზრდის სიღატაკეს. ახლა შენ არავინ გადანაშაულებს სიღარიბის გამო, ვინაიდან ეს შენი ბრალი არ არის, მაგრამ თუ თავს იდებ ვახშის გადახდას, უგუნურებისთვის ყველა გაგკიცხავს... სიღარიბე სრულიადაც არ არის სამარცხვინო. მაშ, რისთვისღა ვიტეხთ თავს სირცხვილს ვალის აღებით?!

ღარიბები ამ ერთი რამით განვირჩევით მდიდრებისგან - უზრუნველობით. როცა ჩვენ გვძინავს, მათ უძილო ღამეებს დავცინით; ჩვენ უშფოთველნი და თავისუფალნი ვართ, ისინი - პირქუშნი და შეფიქრიანებულნი. ვალის ამღები კი ღარიბიც არის და საზრუნავით დამძიმებულიც... "აბა, რა ვჭამოო?" - იკითხავ შენ. ხომ გაქვს ხელები, ხომ გაქვს ხელობა, ქირით იმუშავე, ვინმეს ემსახურე... უამრავი რამის მოფიქრება, უამრავი საშუალების პოვნა შეიძლება, ცხოვრების სახსარი რომ გაიჩინო. არ შემიძლიაო, ამბობ? მაშ, სთხოვე მათ, ვისაც ეს ძალუძს. თხოვნისა გრცხვენია? განა ის უფრო სამარცხვინო არ იქნება, რაც ისესხე, უკან რომ ვეღარ ჩაასესხო? ამ ყოველივეს კანონად კი არ გიწესებ, არამედ მინდა დაგანახო, რომ ვალი ყველანაირ გასაჭირზე ძნელი ასატანია. ჭიანჭველა ახერხებს თავის რჩენას ისე, რომ არც ითხოვოს და არც ისესხოს, ფუტკარიც, რაც ჭამის შემდეგ გადარჩება, მეფეებთან ძღვნად ეზიდება. და ეს მაშინ, როცა ბუნებას მათთვის არც ხელები მიუცია და არც ხელობა. შენ კი, ადამიანო, რომელიც გამომგონებლობის ნიჭით ხარ დაჯილდოებული, ნუთუ ცხოვრების წარმართვის უამრავი გზიდან ერთსაც ვერ უნდა მიაგნო?..

ყური უგდეთ, მდიდრებო, რას ვურჩევთ ღარიბებს თქვენი სისასტიკის გამო!

უჯობთ, ათასი სხვა უბედურება დაითმინონ, ვიდრე ის ერთი, რომელიც ვახშს მოჰყვება. მაგრამ თქვენ რომ უფლისა გერწმუნათ, ეს სიტყვები საჭირო აღარ იქნებოდა. უფალი კი რას გვირჩევს? ასესხეთ მათ, რომელთაგან უკან მიღების იმედი არ გექნებათო (ლკ. 6:34). იკითხავთ, ეგ რაღა სესხია, თუკი უკან მიღების იმედიც არ გექნებაო. მაგრამ გაიაზრე ნათქვამის ძალა და გაგაოცებს კაცთმოყვარეობა რჯულისმდებლისა. რასაც ღარიბს აძლევ უფლისთვის, საჩუქარიც არის და სესხიც. საჩუქარი იმიტომ, რომ არ გაქვს მისი უკან დაბრუნების იმედი, სესხი კი - უფლის გულუხვობის გამო, რომელიც ღარიბის მეშვეობით მცირეს იღებს, სანაცვლოდ კი დიდს მოგანიჭებს... ღარიბ-ღატაკის გამკითხავი სესხს აძლევს უფალს. ნუთუ არ გინდა, სამაგიეროს მოგებას თვით ყოველთა უფლისგან ელოდე? ქალაქის რომელიმე მდიდარი რომ დაგპირებოდა, სხვის მაგივრად გადავიხდიო, ხომ მიიღებდი მის თავდებობას?"

ბასილი დიდი თავის ღრმა საბუნებისმეტყველო ცოდნას მოუხმობს და განაგრძობს: "ზღვის ზღარბი, ერთი ციცქნა და არად ჩასაგდები ცხოველი, მენავეებს ანიშნებს, როდის იქნება ზღვა მშვიდი და როდის აღელდება. რაკი წინასწარ იცის, რომ ზღვას ქარი აღელვებს, ზღარბი მოზრდილი ქვის ქვეშ შეძვრება ხოლმე და მისით ღუზის მსგავსად განმტკიცებული უძლებს ქარიშხალს - ქვის სიმძიმის გამო ტალღებს ის ისე იოლად ვეღარ მიაქვთ. როგორც კი ამ ნიშანს იხილავენ, მენავეები ხვდებიან, რომ მძლავრი ქარების ამოვარდნას უნდა ელოდნენ. ზღარბისთვის ეს არც ვარსკვლავთმრიცხველებს უსწავლებიათ და არც ქალდეველებს, რომელნიც ჰაერის ამოძრავებას ვარსკვლავების ამოსვლით გამოიცნობენ; ზღვისა და ქართა უფალმა ბეჭედი თავისი დიდი სიბრძნისა ამ პატარა ცხოველსაც დაასვა. არაფერია ისეთი, რისთვისაც უფალი არ იღვწოდეს და არ ზრუნავდეს. თვალი იგი დაუძინებელი ყოველივეს ხედავს და ყოველივეს ანიჭებს ხსნას. უკეთუ ღმერთმა ზღარბიც კი არ დატოვა მიუსაფარი, შენ აღარ მოგხედავს?"

ილაპარაკე, მაგრამ შიშით, ილაპარაკე, მაგრამ არა ყოველთვის და არა ყველაფერზე,
არა ყველასთან და არა ყოველგან
მეორე დიდი მამა, წმინდა გრიგოლ ღმრთისმეტყველი, იმ დროს ჩავიდა კონსტანტინოპოლში, როცა მართლმადიდებლებს ამ ქალაქის არც ერთი ტაძარი აღარ ეკავათ და ფრიად იყვნენ შეჭირვებულნი. გრიგოლის მოღვაწეობის წყალობით ვითარება გამოსწორდა. წმინდა მამის ქადაგებებმა, სადაც მან ბრწყინვალედ დაასაბუთა მაცხოვრის ორბუნებოვნება, ხალხი ჭეშმარიტ აღმსარებლობას დაუბრუნა. ამის გამო ეკლესიამ გრიგოლი ღვთისმეტყველის ეპითეტით შეამკო. წმინდა გრიგოლი პირველი იყო, ვისაც წმინდა იოანე ღვთისმეტყველის შემდეგ ასეთი პატივი ერგო წილად.

მათ, ვისაც ღმერთზე ლაპარაკი გვსურს, წმინდა მამა გვასწავლის: "ილაპარაკე, მაგრამ შიშით, ილაპარაკე, მაგრამ არა ყოველთვის და არა ყველაფერზე, არა ყველასთან და არა ყოველგან. იცოდე, ვის რამდენი, სად და როგორ ესაუბრო. ყველა საგანს თავისი დრო აქვს, ყველაზე უკეთესი კი, ერთი ბრძენის სიტყვებით რომ ვთქვათ, ზომიერებაა".

ბიზანტიური პოეზიის საგანძურში შესულია წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის პოეტური შემოქმედებაც. მისი ლექსები ("გნომები") სიბრძნითა და სულიერებითაა განმსჭვალული. აი, რამდენიმე ამონარიდი:

ოქრო-ვერცხლის მოყვარულმა ძუნწმა ასე განაცხადა:
"წვეთი სიტკბო მირჩევნია კასრით სავსე გონებასა".
ბრძენმა რეგვენს უპასუხა, არჩევანი გეშლებაო;
სიტკბოების ზღვას გერჩივნოს ერთი კოვზი გონებაო.

"მითხარ, სულო, რას ისურვებ? -
ჩემს საკუთარ სულსა ვკითხე, -
ცოტა გინდა, როგორც უკვდავს,
თუ ბევრს ითხოვ მოკვდავსავით?"

ბნელ კუთხეში განდეგილებს -
ნიჭს და სინდისს - ხელსა ჰკრავენ;
თავხედობით გზას იკაფავს
ძალმოსილი თავხედობა.

ქრისტეა ჩემთან, ვისი უნდა მეშინოდეს?!
მესამე წმინდა მამა, რომელიც ეკლესიის ბურჯად და მნათობად იწოდება, წმინდა იოანე ოქროპირია. მისი საღვთისმეტყველო ნაშრომები, რომელთა უდიდესი ნაწილი ჰომილიების (ქადაგებების) სახით არის ჩაწერილი და შემონახული, დღესაც ასაზრდოებს ეკლესიას. ქადაგებები კი წმინდა მამას ჰქონდა, "ვითარცა თაფლი და ოქრო". ხანდახან სიტყვას თურმე ტაშითა და აღტაცების შეძახილებით აწყვეტინებდნენ. პასუხად იოანე ეუბნებოდა: "რა არის ჩემთვის ტაშის დაკვრა და ქება? ჩემთვის ქება ის იქნება, თუ ცხოვრებას შეიცვლით და უფლისკენ მიიქცევით!"

ერთხელ ერთმა ქალმა, რომელიც მსმენელთა შორის იდგა, იოანეს თურმე ასეთი რამ უთხრა: "სულიერო მოძღვარო იოანე ოქროპირო! შენი სწავლება ღრმაა და ჩვენს სუსტ გონებას მისი წვდომა არ შეუძლია". ამის შემდეგ იოანე განსაკუთრებით ცდილობდა, სწავლებანი რაც შეიძლება მარტივად და ნათლად გადმოეცა. მას აქეთ შერჩა ზედწოდებად "ოქროპირი", რომელიც მას, როგორც დიდ მჭევრმეტყველს, ასე შეჰფეროდა.

წმინდა იოანე მორწმუნეთათვის ჭეშმარიტი მამა, ნუგეშისმცემელი და დამრიგებელი იყო, რომელიც თავისი გავლენით სარგებლობდა და მსმენელებს სიკეთისა და გულმოწყალებისკენ მოუწოდებდა. არწმუნებდა მდიდრებს, ღარიბებისთვის დახმარება გაეწიათ, ხსნიდა საავადმყოფოებსა და თავშესაფრებს სნეულთათვის, მკაცრად ამხელდა ფუფუნებით აღსავსე, უქმ და ამაო ცხოვრებას, რომელიც ადამიანის სულს ღმერთს აშორებს, ასწავლიდა, როგორ აღეზარდათ ბავშვები. "შეურაცხყოფილი მისგან ელის გამოსარჩლებას, - წერდა მისი თანამედროვე ერთი ისტორიკოსი, - განსასჯელი მას უხმობს დამცველად, მშიერი საჭმელს სთხოვს, ღატაკი - სამოსელს, სხვა - ფეხსაცმელს. მტირალი მასთან ეძიებს ნუგეშს, სნეული - მზრუნველს, მოგზაური - შემფარებელს, ქვრივი მის წინაშე ღვრის ცრემლს თავისი ობლების გამო, მოვალე თავის მწუხარებას ანდობს, ზოგი კი მოჩხუბართა შერიგებას სთხოვს".

მიუხედავად მრავალმხრივი საქმიანობისა, იოანეს ყოველთვის ყველასთვის ჰქონდა დრო.

ფრიად საგულისხმოა მისი გამოსამშვიდობებელი ქადაგება, რომელიც იოანემ გადასახლების წინ წარმოთქვა. ამ სიტყვებს დღემდე არ დაუკარგავთ მნიშვნელობა, რადგან ჭეშმარიტ ეკლესიას, ისევე, როგორც დღიდან დაარსებისა, დღესაც ებრძვიან: "ახლანდელ ვითარებას მხოლოდ იმიტომ ვეხები, საყვარელნო, რომ თქვენ დაგამშვიდოთ. არავის და არაფერს შეუძლია ჩვენი დაშორება... ჩვენ მანძილი განგვაშორებს, მაგრამ სიყვარულით ვიქნებით შეერთებულნი; ჩვენი განშორება თვით სიკვდილსაც არ შეუძლია: სხეული მოკვდება, მაგრამ სული ცოცხალი დარჩება და არასოდეს დაგივიწყებთ... ახლანდელი ვითარება ნუ შეგაშფოთებთ. თქვენი სიყვარული ერთი რამით მაჩვენეთ - ურყევი რწმენით. ჩემს ძალას კი არ ვეყრდნობი, არამედ მაქვს საწინდარი უფლისა; მე მაქვს მისი წმინდა წერილი. ის არის საყრდენი ჩემი, მტკიცე და მშვიდი ნავსაყუდელი ჩემი. სიტყვები მისი ფარია ჩემი და ზღუდე, რომელი სიტყვები? - "მე თქუენ თანა ვარ ვიდრე აღსასრულამდე ჟამთა". ქრისტეა ჩემთან, ვისი უნდა მეშინოდეს?! დაე, აღიმართონ ჩემს თავზე ტალღები, ზღვა, მძვინვარება ძლიერთა ამა ქვეყნისათა; ყოველივე ეს ობობას ქსელზე უფრო სუსტია".

მოამზადა დიაკვანმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
13.02. 2018
დიდი მადლობა ასეთი სტატიებისთვის
დიდი მადლობა ასეთი სტატიებისთვის
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat