აი, რა არის ღვთის მადლით მომხდარი ცვლილება, ფერისცვალება
აი, რა არის ღვთის მადლით მომხდარი ცვლილება, ფერისცვალება
მამა პორფირე კავსოკალიველი (ბაირაქტარისი). ავტობიოგრაფია
ვიდრე თხრობას გავაგრძელებთ, გვსურს სიხარულით აღვნიშნოთ , რომ საბერძნეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2013 წლის 1-ლ დეკემბერს წმინდანად შერაცხა მამა პორფირე და მისი ხსენების დღედ 2 დეკემბერი დააწესა.

უკანმოუხედავად გაქცევა გადავწყვიტე
მთელი ღამე მივცურავდით - იხსენებდა მამა პორფირე, - დილით, დაახლოებით ათ საათზე, დაფნაში მივედით. მონაზვნებმა აიღეს ნივთებით სავსე თოკრები, რომლებიც სალონიკში გაყიდული ნაკეთობების საფასურით იყო შეძენილი. ჩამოვედით ხომალდის ტრაპზე. ჩვენ ბარკასი გველოდა. ჩემს ბერდიდს პატივი სცეს და პირველები ჩავსხედით ბარკასში. ნაპირს მივადექით. როგორც კი მიწაზე გადავედით, მოძღვარი ცოტა გვერდზე მიდგა. ამ დროს მომიახლოვდა კაბიანი მაღალი ჯარისკაცი, თავზე შავფუნჯიანი წითელი ფესი ეხურა, მტაცა ხელი და კვლავ ბარკასში ჩამაგდო, რომელიც უკვე სცილდებოდა ნაპირს სხვა მონაზვნების მოსაყვანად.

- აქ რა გინდა? - იყვირა მან, - ბავშვებს აქ ყოფნა აკრძალული აქვთ!

ავტირდი. ბარკასი ნაპირს მოსცილდა. ამასობაში ბერდიდმა დაინახა, რაც ხდებოდა, მოირბინა და ყვირილი მორთო:

- შეჩერდი, ბავშვი დააბრუნე, ეს ჩემი ბავშვია!

ბარკასი დაბრუნდა და მეც გავთავისუფლდი.

მაშინ უთხრა მას სარდარისმა, მთაწმინდის მცველმა ჯარისკაცმა, - მამაო, ბავშვის თან წაყვანა არ შეიძლებაო.

- ის ჩემი ნათესავია, დისშვილი, - მიუგო ბერდიდმა, - მისი მიტოვება არ შემიძლია, ობოლია, დაიღუპება.

- დიახ, მაგრამ მე დამსჯიან ამის გამო.

- ნუ ღელავ. ეს დამიტოვე და ვეტყვი ბერდიდებს, რომ არ დაგსაჯონ. ამგვარად, გზა განვაგრძე ბერდიდ პანტელეიმონთან, "ბი
ძაჩემთან" ერთად. ის ჩემი მოძღვარი გახდა. სკიტში ავედით. ღმერთმა ჩემზე, მდაბალზე, სასწაული გამოაჩინა. მისი მარჯვენა ყველგან ცხადად მიფარავდა. ამ შემთხვევაშიც ღვთის განგებულებამ წმინდა ბერდიდის ხელში მომახვედრა, მან მე გადამარჩინა - მთაწმინდაზე მოსვლა შევძელი, იმ დროს ეს აკრძალული იყო. მონაზვნობაზე არაფერი ვიცოდი, მაგრამ ღმერთი დამეხმარა.

სკიტში ავედით. მას მერე ჩემთვის სხვა ცხოვრება დაიწყო. ცხოვრება ქრისტეში: ღვთისმსახურება, მწუხრი, ღამისთევის ლოცვა. მადლმოსილი ცხოვრება, - თქვა მამა პორფირემ.

კავსოკალივის წმინდა მთა (1918-1925)
მთაწმინდაზე ჩემი ცხოვრების აღსაწერად დრო არ მეყოფა - ამბობდა ბერდიდი პორფირე, მაგრამ თქვენდამი სიყვარული აღმძრავს...

როცა მთაწმინდაზე მივედი, ნორჩი და უსწავლელი, დამარცვლით ვკითხულობდი. ჩემი ბერდიდები ღვიძლი ძმები იყვნენ: ბერდიდი, პანტელეიმონი მოძღვარი და მამა იოანიკე. მკითხეს: - შვილო, კითხვა თუ შეგიძლიაო. ცოტა-მეთქი. შაბათი საღამო იყო. ფსალმუნთა საკითხავად დამადგინეს. გაუბედავად, დამარცვლით ვიწყე პირველი ფსალმუნის წაკითხვა:

- ნეტარ-ნეტარ-არს-კა-ცი...

- კარგი, შვილო, მომეცი, მე წავიკითხავ, - მითხრა მამა იოანიკემ, - სხვა დროს შენ წაიკითხავ, - სათვალე გაიკეთა და კითხვა დაიწყო: - ნეტარ არს კაცი, რომელ არა მოვიდეს...

ძალიან შემრცხვა. ეს ჩემთვის გაკვეთილი იყო.

"კითხვა უნდა ვისწავლო", - გადავწყვიტე და საქმეს შევუდექი. თავისუფალ დროს ვკითხულობდი ფსალმუნებს, ახალ აღთქმას, კანონებს, რათა ენა მიმჩვეოდა. დღედაღამ ვსწავლობდი. ამასობაში ფსალმუნი დავიზეპირე.

თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს მიწაზე კი არა, ზეცაში ვიმყოფებოდი!
ერთ ღამისთევის ლოცვაზე კირიაკონში, წმინდა სამების საკრებულო ტაძარში ჩვენი სკიტის ტრაპეზის დღესასწაული იყო. საღამოს ჩემი ბერდიდები ეკლესიაში წავიდნენ, მე კი კელიაში დასაძინებლად დამტოვეს. ეს პირველ დღეები იყო. პატარა ვიყავი და ალბათ იფიქრეს, ღამისთევის ლოცვას ვერ გაუძლებსო.

შუაღამიანის შემდეგ მამა იოანიკე მოვიდა და გამაღვიძა, - ჩაიცვი, ეკლესიაში წავიდეთო.

სამ წუთში წმინდა სამების ტაძარში ვიყავით. მან წინ გამიშვა. ტაძარში პირველად შევედი და დავიბენი! ლოცულობდნენ. ქორკანდელები ყველაფერს ანათებდნენ - კედლებსა და ანალოგიებზე დასვენებულ ხატებს.

ყველაფერი ბრწყინავდა, ლამპრები ციმციმებდა, საკმეველი იწვოდა, სულისშემმუსვრელი ფსალმუნები ისმოდა არამიწიერი სილამაზის ღამეში. კეთილკრძალულმა შიშმა და თრთოლამ ამიტანა. მეგონა, ზეცაში ვიმყოფებოდი. მამა იოანიკემ მანიშნა, წინ წავსულიყავი და ხატებს ვმთხვეოდი, მაგრამ ადგილიდან დაძვრა ვერ შევძელი.

- დამიჭირე, დამიჭირე, მეშინია! - ვუთხარი.

მან ხელი მომკიდა, ჩავებღაუჭე, წინ წავედი და ხატებს ვემთხვიე. ეს ისე განვიცადე და ჩემზე ისე ღრმა კვალი დასტოვა, რომ არასოდეს დავივიწყებ!

ბერდიდი პორფირე ამას ხშირად იგონებდა.

მცირე დრო დამჭირდა პირველი განსაცდელის დასაძლევად
მთაწმინდაზე ცხოვრებით ძალზე მხიარული და აღფრთოვანებული ვიყავი - ამბობდა მამა პორფირე - თავიდან განსაცდელი შემემთხვა. მშობლებზე ფიქრი დავიწყე, სული მტკიოდა, მეცოდებოდა ისინი, რადგან არ იცოდნენ, სად ვიყავი. ვფიქრობდი ჩემს თანატოლ ბიძაშვილზე.

სურვილი გამიჩნდა, მცირე ხნით სოფელში წავსულიყავი და ძმა მთაწმინდაზე მომეყვანა, რათა აქ მასაც ჩემსავით მშვენიერი ცხოვრება ჰქონოდა. ვგრძნობდი, მოვალე ვიყავი, ის ქრისტესთან მომეყვანა. არაფერს ვეუბნებოდი ჩემს ბერდიდს. დავსევდიანდი, მადაც დავკარგე და ფერიც.

ბერდიდმა ეს შეამჩნია, ერთხელაც დამიძახა და სიყვარულით მკითხა:

- რისი გულისთქმები გაქვს, შვილო, რა გჭირს?

ყველაფერი მოვუყევი. მაგრამ ეს საკმარისი იყო: გავთავისუფლდი! განსაცდელმა გაიარა. მადა დამიბრუნდა და გული სიხარულით ამევსო.

ჩემი ბერდიდის მორჩილება განვაგრძე, სახე გამიბრწყინდა და გავლამაზდი. ძველებურად გამხდარი ვიყავი, ახლა სახე ანგელოზებრივი გამიხდა. ეს როგორ შევიტყვე? ერთხელ ბერდიდთან შევედი, მზე სარკმელს ეცემოდა და სარკესავით აელვარებდა. როცა სარკეში საკუთარი თავი დავინახე, ჩემთვის ვთქვი: ოჰო! მადლმა როგორ შემცვალა. ადრე მშობლებზე ფიქრი მტანჯავდა.

შემდეგ მათზე ფიქრი შევწყვიტე. მხოლოდ ვლოცულობდი, რომ უფალს ისინი ეცხონებინა. ადრე თუ ისინი მენატრებოდა, ახლა - ჩემი ბერდიდები. მშობლების ხსოვნა სხვანაირი გახდა, ერთადერთი, ქრისტესმიერი სიყვარულით უფრო მეტად ვიწყე მარხვა და მოსაგრეობა. გიჟივით ვიყავი, ერთიანად სულიერი მოშურნეობით ვიწვოდი, მსურდა, მუდმივად ტაძარში ვყოფილიყავი და ყველაფერი გამეკეთებინა, რაც ბერდიდებს სურდათ, რათა მათთვის სიხარული მიმენიჭებინა. აი, რა არის ღვთის მადლით მომხდარი ცვლილება, ფერისცვალება, - ჰყვებოდა მამა პორფირე.



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა გრიგოლ ნოსელი ბასილი დიდის ძმა გახლდათ. ისიც "ესეთივე კაცი ყოფილა, ვითა დიდი ბასილი, თავისა ძმაჲ".

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat