წმინდა კვიპრიანე კართაგენელიც წარმართთა ოჯახში დაიბადა, იმ დროისთვის კარგი განათლება მიიღო, შესანიშნავი ორატორი და ჩინებული ვექილი დადგა.
მშობლებისგან მემკვიდრეობით მიღებულ ქონებას თვითონაც ბევრი შემატა. რაკი არ უჭირდა, ცოდვილი ცხოვრებით ცხოვრობდა, ვნებებს დამონებული.
ამბობენ, რომ ვიდრე 46 წელი არ შეუსრულდა, კვიპრიანე წარმართი იყო. ჯერ კიდევ მაშინ გრძნობდა ვნებათა დამღუპველობას, შემდეგ სადღაც ტერტულიანეს ნაწერი წაიკითხა, რომელმაც წარმართთა ღმერთები საბოლოოდ შეაძულა და გადაწყვიტა, ქრისტიანი გამხდარიყო. ქონება გლახაკებს დაურიგა და მოინათლა. შემდეგ წმინდა მღვდელმთავარი იხსენებდა: "როცა ნათლისღების ცხოველმყოფელმა წყლებმა განბანეს ჭუჭყი ჩემი ცხოვრებისა, განწმენდილ და განმართლებულ გულში ჩამეღვარა ზეციური ნათელი, მივიღე სულიწმიდა და ახალი კაცი გავხდი. მაშინ სასწაულებრივად დავრწმუნდი იმაში, რასაც ადრე მხოლოდ ვეჭვობდი. ბნელი გაიფანტა, ღვთის საიდუმლონი თვალწინ გადამეშალა, რაც ადრე შეუძლებელი მეჩვენებოდა, სავსებით შესაძლებელი გახდა..."
ნათლისღების შემდეგ წმინდა კვიპრიანემ ცხოვრების წესიც შეიცვალა, ასკეტურად გალია დღენი და მოწამებრივად აღესრულა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი