წმინდა მოწამე პორფირეზე მოგვითხრობენ: რომის იმპერატორი იულიანე განუდგა ქრისტეს, გადაწყვიტა ქრისტიანთა გაჟლეტა
და თავის სამფლობელოში კერპთაყვანისცემის აღდგენა. მრავალი ტანჯვა-წამების გარდა, რომელსაც ის ქრისტიანებს შეამთხვევდა, სახალხოდ დასცინოდა ქრისტიანთა ღვთისმსახურებას და წეს-ჩვეულებებს. მეფის კარზე ერთი მასხარა იყო, სახელად პორფირე, რომელიც მეფეს ართობდა ქრისტიანული საიდუმლოების პაროდირებით. ერთხელ ნათლისღების დაცინვა გადაწყვიტა. დაიწყო მკრეხელურად ნათლისღების ლოცვის წაკითხვა თავის თავზე, შემდეგ შევიდა წყალში, სამჯერ შთაეფლო ყოვლადწმინდა სამების სახელზე და მოხდა სასწაული - ურწმუნო პორფირემ მაშინვე იგრძნო ღვთის მადლის მოქმედება, რომელმაც უეცრად გარდაქმნა და ურწმუნო მკრეხელი მორწმუნე ქრისტიანად შექმნა. სულიერად აღორძინებულმა პორფირემ მაშინვე აღიარა ქრისტე ღმერთი და ამხილა მეფე ღვთის ღალატში. იულიანეს ბრძანებით და ღვთის მოწყალებით, წმინდა პორფირე მოწამის გვირგვინის ღირსი შეიქმნა, მასაც, წმინდა ჰენეზივით, თავი წარკვეთეს ქრისტეს გულისთვის.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი