ერთხელ ერთი განდეგილი ეგვიპტელი მამა პიმენის სანახავად ჩამოვიდა. განდეგილმა ბერდიდს დაუწყო საუბარი წმინდა წერილიდან ამაღლებულ და ზეციურ სიკეთებზე.
მაგრამ ამბა პიმენმა მისგან პირი მიიბრუნა და პასუხი არ აღირსა. განდეგილმა დაინახა, რომ ბერდიდი არ ესაუბრებოდა და შეწუხებული მივიდა ძმასთან, რომელმაც ჩამოიყვანა: "ტყუილად ჩამოვედი ამხელა გზაზე; მე მამა პიმენთან სულიერი სიკეთისთვის მოვდიოდი, მას კი ჩემთან საუბარი არ სურს!" ძმა მივიდა მამა პიმენთან და უთხრა: "ამბა, შენ გამო მოვიდა აქ ეს კაცი, რომელიც თავის ქვეყანაში სახელგანთქმული და დიდებულია. რატომ არ ესაუბრები?" ბერმა უპასუხა: ის მაღალსა და ზეციურ საგნებზე საუბრობს, მე კი დაბალსა და მიწიერზე". მისგან გამოსულმა ძმამ უთხრა განდეგილს: "ბერი მაშინვე არ საუბრობს წმინდა წერილზე, მაგრამ თუ ვინმე სულიერ ვნებაზე ეკითხება, მაშინ იმას პასუხს აძლევს". სულშემუსვრილი განდეგილი მივიდა მამა პიმენთან და ჰკითხა: "რა ვქნა, ამბა? რამეთუ მძლევენ სულიერი ვნებები". ბერმა სიხარულით შეხედა და უთხრა: "კარგია, რომ მოხვედი, ახლა განახვნე შენი ბაგენი და მათ სიკეთით ავავსებ". განდეგილმა დიდი დამოძღვრის მერე თქვა, "ჭეშმარიტად ეს არის ნამდვილი გზა!" დაბრუნდა თავის ქვეყანაში და ღმერთს მადლობას წირავდა, რომ ასეთი კაცი იხილა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი