ვინც სრულიად შეგნებულად ეწინააღმდეგებოდა ქრისტესა და მის ეკლესიას, მათ გასაფრთხილებლად მესინის ტრაგედიას გავიხსენებთ.
1908 წელს, ქრისტეშობის დღეებში მიწისძვრამ აღგავა პირისაგან მიწისა ეს 300 000-კაციანი ქალაქი. მესინის სასაფლაოც კი ისე შეირყა, რომ საფლავები ამოატრიალა და საფლავის ქვებიც დაამსხვრია. როცა ნანგრევები გათხარეს, ერთი ქალი ნახეს ცოცხალი, რომელიც მიწისძვრისას ქმართან ერთად იწვა. საძინებელი ოთახი დაინგრა, ქმარი დაიღუპა, ცოლი გადარჩა. განა ზედმიწევნით არ აცხადდა მაცხოვრის სიტყვები: "მას ღამესა ორნი იყვნეს ერთსა ცხედარსა. ერთი იგი წარიტაცის და ერთი იგი დაეტეოს" (ლუკა, 17,34). იმდროინდელი გაზეთების მიხედვით, მესინაში მხოლოდ ორი შენობა გადარჩა - ციხე და საგიჟე. 200 000 კაცი დაიღუპა მაშინ, 100 000-მა გადარჩენილმა კი შრომის უნარი დაკარგა. გადარჩენილთა უმეტესობა ღარიბთა კლასს ეკუთვნოდა.
გაზეთ "მესინის ვარსკვლავის" რედაქტორმა ბიკენტი კუადომ მიმართა იტალიის ერთ-ერთი თეატრალური გაზეთის რედაქციას; "გთხოვთ გამოაქვეყნოთ თქვენს გაზეთში, რომ ერთხანს მესინა ღვთისგან განდგომილთა ხელში იმყოფებოდა. ბოლო კვირასაც, რომელიც წინ უძღოდა საშინელ კატასტროფას, შეიკრიბნენ მკვეთრად ანტირელიგიურ თემაზე სასაუბროდ. ამ შეკრების მიხედვით მე რაიმე დასკვნის გამოტანა არ მინდა, მაგრამ ვთვლი, რომ ვალდებულნი ვართ, ერთი თანხვედრა აღვნიშნოთ: მესინის გაზეთი "ლა ტელეფონო" გამოირჩეოდა უხეში ანტირელიგიური მსახურებით. საშობაო ნომერში სამარცხვინო პაროდია გამოაქვეყნა "ყრმა იესოსადმი ლოცვაზე", სადაც იყო ასეთი საშინელი ფრაზა:
"ჰოი, ჩემო საყვარელო ბიჭო,
ჭეშმარიტო კაცო და ჭეშმარიტო ღმერთო!
შენი ჯვრის სიყვარულისთვის
უპასუხე ჩვენს შეძახილს:
თუ მართლა მითი არა ხარ,
მაშინ მიწისძვრით გაგვსრისე ყველანი".
საგულისხმოა ახლა ამ სტრიქონის გახსენება. სხვა რამის ახსნას აღარ დავიწყებ".
იტალიური გაზეთები აღნიშნავდნენ სხვა "უცნაურ დამთხვევასაც": "შობის ღამეს, საზეიმო ღვთისმსახურებისას, მესინის ქუჩებში რელიგიური პროცესია მიემართებოდა, რომელსაც სამხრეთ იტალიაში ყოველ 24 დეკემბერს აწყობდნენ. პროცესიას თავში ჰქონდა ყრმა იესოს გამოსახულება. მას თეთრსამოსიანი ბავშვები მიჰყვებოდნენ ჩირაღდნებით ხელში. პროცესიამ მესინის ერთ-ერთ ხალხმრავალ კლუბს ჩაუარა, შენობიდან წაგებული მთვრალი მოთამაშეები გამოცვივდნენ. ბავშვებს ყრმა იესოს გამოსახულება გამოსტაცეს, ფეხებით შესდგნენ და დაამსხვრიეს... დღესასწაულმა ჩაიარა და საშინელმა მიწისძვრამ ქვა ქვაზე არ დატოვა მესინაში".
წაიკითხონ და გულისხმაყონ მათ, ვინც თბილისში ვალპურგის ღამეს აწყობს ანდა მასში მონაწილეობს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი