ერთი ქალბატონი მეოთხე შვილს ელოდებოდა. უეცრად უბედურება მოხდა: ქალს სიცხემ ორმოცამდე აუწია, სრულმა უძლურებამ და აქამდე განუცდელმა ტკივილმა ლოგინს მიაჯაჭვა.
საუკეთესო მოსკოველი ექიმები გამოიძახეს პიროგოვის კლინიკიდან. დეპეშა გაუგზავნეს წმინდა იოანე კრონშტადტელს. "მოვდივარ, ღმერთს ვევედრები", - მიიღეს პასუხად. წმინდა იოანე ამ ოჯახს კარგად იცნობდა და ხშირად სტუმრობდა, როცა მოსკოვს გაივლიდა ხოლმე. მეორე დღეს წმინდა იოანე მივიდა ორლოვების ოჯახში, ამ დროს უამრავი ნათესავი შეკრებილიყო მათთან. "სად არის ლიზა?" - იკითხა წმინდა იოანემ და საძინებელ ოთახში მარტო შევიდა, საშინლად გაჭიანურდა დრო. უეცრად სამარისებური სიჩუმე კარების ჯახუნმა დაარღვია. წმინდა იოანე გამოვიდა, სახე გაწითლებული ჰქონდა დაძაბული ლოცვისა და განცდისაგან. მეხივით გაისმა მისი ნათქვამი: "უფალმა ინება სასწაული მომხდარიყო და მკვდრეთით აღადგენს გარდაცვლილ ნაყოფს! ლიზა ვაჟს გააჩენს". "ვერაფერი გავიგეთ, - ამბობდნენ გაოცებული პროფესორები წმინდა იოანეს წასვლის მერე, - ნაყოფი ცოცხალია, ბავშვი მოძრაობს, ლიზას ტემპერატურამ 36,8 გრადუსამდე დაუწია. არა, არაფერი მესმის... მე ვამტკიცებდი და ახლაც ვამტკიცებ, რომ ნაყოფი მკვდარი იყო და ქალს უკვე კარგა ხნის წინ მოეწამლა სისხლი". იმავე ღამეს ლიზამ სწრაფად და მშვიდად იმშობიარა და სრულიად ჯანმრთელი ვაჟი შვა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი