ღმერთმა დაგლოცოს იმ მოწყალებისთვის, ჩემთვის რომ მოგიტანია
ღმერთმა დაგლოცოს იმ მოწყალებისთვის, ჩემთვის რომ მოგიტანია
უდიდესი სიმდაბლის გამო ყველაზე პატარად თვლიდა თავს
(გაგრძელება. დასაწყისი იხ. "კარიბჭე" ##16-20)
მამა ავგუსტინე. მამა ავგუსტინე 1882 წელს დაიბადა რუსეთში, პოლტავის გუბერნიაში. მას ერში ანტონი კორად იცნობდნენ. მშობლები - ნიკოლოზი და ეკატერინე ღვთისმოსავი ქრისტიანები იყვნენ და შვილიც ღვთის შიშით გაზარდეს. ანტონი სიყრმეშივე მორჩილად მიებარა ერთ მონასტერში, მაგრამ იქ თავს დატეხილმა განსაცდელმა აიძულა მონასტრის დატოვება. უსაფრთხოდ რომ ყოფილიყო, სამშობლოდან ღვთისმშობლის წილხვედრ მიწას მიაშურა.

როგორც თვითონ გვიყვებოდა, მონასტერში, სადაც თავდაპირველად დასახლდა, თითქმის ყველა ბერი ხნიერი ყოფილა. თავს თევზის რეწვით ირჩენდნენ, ამიტომაც ახალგაზრდა მორჩილი მონასტრის მეთევზესთან გაგზავნეს დასახმარებლად. ერთხელ მათთან ამ მუშის ქალიშვილი მოვიდა და მამა შინ გაგზავნა, თვითონ კი მორჩილს ეხმარებოდა. საცოდავი გოგო უეცრად ვნებამ შეიპყრო და თვითონაც ვერ ხვდებოდა, ისე ეცა მორჩილს. ანტონი დაიბნა, შემდეგ ჯვარი გამოისახა და თქვა: - მირჩევნია დავიხრჩო, ვიდრე შევცოდოო. გაიქცა და მდინარეს მისცა თავი. მაგრამ მოწყალე ღმერთმა დაინახა უმანკო ყმაწვილის უბიწოების სურვილი - მან ხომ წმინდა მარტინიანეს საქციელი გაიმეორა, მასავით წყლის ზედაპირზე დააკავა ისე, რომ არც დასველებულა. "მიუხედავად იმისა, რომ წყალში თავით გადავეშვი, - ჰყვებოდა მამა ავგუსტინე, - ვერც შევამჩნიე, წყლის ზედაპირზე როგორ დავდექი, ტანსაცმელიც კი არ დამსველებია". ყმაწვილმა ამ დროს სულში უდიდესი სიმშვიდე და ენით გამოუთქმელი გულშემუსვრილება იგრძნო. გაუქრა არაწმინდა ფიქრები და ხორციელი სურვილები, წამის წინ რომ აღეძრა გოგონას უღირსი საქციელისაგან. გოგონაც განაცვიფრა უდიდესმა სასწაულმა, სინანულში ჩავარდა და ატირდა. მორჩილი კი მაშინვე მონასტერში დაბრუნდა, ცრემლმორეული შეევედრა იღუმენს, კურთხევა მიეცა, რომ ათონის მთაზე წასულიყო: სულიერად სუსტი ვარ და ერში დარჩენის მეშინიაო. რომ არ გასწყრომოდნენ, სიტყვაც არ დასცდენია გოგონას ნამოქმედარზე, არც ის სასწაული უხსენებია. მხოლოდ საკუთარ თავს ადანაშაულებდა. გულისთქმა მეუბნება, ყველაზე დიდი სასწაული ის იყო, რომ მან ცოდვა საკუთარ თავზე აიღო და მამაცურად წინ აღუდგა დიდ განსაცდელს. ღმერთისთვის კი, რომელსაც თითით უპყრია მთელი სამყარო, არ არის ძნელი, წყლის ზედაპირზე დააყენოს ერთი მორჩილი.

იღუმენს, თუმცაღა ეწყინა, ასეთ მორჩილს რომ კარგავდა, უარი მაინც არ უთქვამს. ანტონი ათონის მთაზე გაემგზავრა. ეს იყო 1908 წელს. მოიარა სხვადასხვა მონასტერი და კელიები. ბოლოს უფლის პატიოსანი ჯვრის კალივაში გაჩერდა, რომელიც კარაკალას მონასტერს ეკუთვნოდა. აქ 1910 წელს ბერად შედგა და სახელად ავგუსტინე უწოდეს. მეტი მყუდროების მოსურნე 1943 წელს საცხოვრებლად ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიაში გადავიდა. ეს კელია ღირსი ფილოთეოსის მონასტერს ეკუთვნოდა. მამა ავგუსტინე აქ დიდი საღმრთო მოშურნეობით მოღვაწეობდა და სოფელშიც არასოდეს გასულა.

1950 წელს შევიტყვე მამა ავგუსტინეს შესახებ. ყველა მის სიწმინდეზე საუბრობდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე მისი ნახვა. 1955 წელს ვეწვიე ფილოთეოსის მონასტერს, მეორე დღეს მამა ავგუსტინესთან წავედი კელიაში, მაგრამ არ დამხვდა. კართან რაღაც ნივთი დავუტოვე და მონასტერში დავბრუნდი. ვცდილობდი, შეუმჩნეველი დავრჩენილიყავი და არ დამებრკოლებინა მამები - დადის კელიებში და ნივთებს არიგებსო. მეორე დღეს მონასტერში მამა ავგუსტინე მოვიდა და იკითხა, - მამა პაისი სად არისო. გაუკვირდათ მამებს: ჩვენც წესიერად არ ვიცნობთ და შენ საიდან იციო. აჩვენეს ჩემი კელია. გავაღე თუ არა კარი, მამა ავგუსტინემ მუხლი მოიდრიკა ჩემს წინაშე და მითხრა: - მაკურთხე, მამაო! ღმერთმა დაგლოცოს იმ მოწყალებისთვის, ჩემთვის რომ მოგიტანია. შემდეგ კი სამადლობელოდ აბგიდან ამოიღო ხელსახოცში გახვეული შვიდი ცალი პატარა, ალუჩის ტოლა ატამი. ვცადე დამეფარა, რომ სწორედ მე მივუტანე ისინი, მაგრამ მითხრა: წმინდა ილიას სკიტიდან დაგინახეო. ეს სკიტი კი მამა ავგუსტინეს კელიიდან დაახლოებით ოთხი საათის სავალზეა. ჩანს, ღირს მამას ჰქონდა მადლი წინასწარმცნობელობისა.

ერთ ამგვარსავე ამბავს მოგიყვებით: მამა ავგუსტინეს მეზობელმა, ბერდიაკონმა ბენიამინმა, თავის კელიაში, როგორც ტელევიზორში, ისე იხილა რუსეთის სამეფო ოჯახის ამოწყვეტა. გარკვეული ხნის შემდეგ მან შეიტყო, რომ იმ დღეს კომუნისტებს მართლაც დაუხვრეტიათ მეფის ოჯახი. მამა ავგუსტინესაც ალბათ შეეძლო უფრო მეტის დანახვა - მას ხომ სულიერი ტელევიზორი (მადლი დაფარულთმცოდნეობისა) ჰქონდა, რომელიც თავისი თავმდაბლობით, სიყვარულით და სულის სიწმინდით შეეძინა.

ღირს მამას დიდად ეწყალებოდა ცხოველები. ამიტომ ბებერ ანდა დასახიჩრებულ პირუტყვს ყველა მამა ავგუსტინეს კელიის ახლოს ტოვებდა. ამის გამო მამა ავგუსტინეს კელია მთელი იმ მხარის ბეხრეკ ცხოველთა თავშესაფრად გადაიქცა. საწყალი ბერი მთელი ზაფხული თიბავდა, უმარაგებდა ზამთრის საკვებს საცოდავ ოთხფეხს. თუ სადმე უპატრონო ცხოველს ნახავდა, მოჰკიდებდა ხელს და თავის კელიაში მოჰყავდა.

თუ გზად ვინმე შეხვდებოდა, ბერი მის წინაშე მუხლს იდრეკდა და დალოცვას სთხოვდა. ყურადღებას არ აქცევდა - შემხვედრი მღვდელი იყო, ბერი, მოხუცი თუ ახალგაზრდა ერისკაცი. უდიდესი სიმდაბლის გამო ყველაზე პატარად თვლიდა თავს. ერთხელ, როცა ვიღაც ერისკაცის წინაშე მუხლი მოიდრიკა, დაინახა ვინმე ღვთისმეტყველმა და დაბრკოლდა, ჰკითხა ბერს: რატომ იდრეკ მუხლს ერისკაცთა წინაშეო. მამა ავგუსტინემ მიუგო: იმიტომ, რომ მათზე წმინდა ნათლისღების მადლსა ვხედავო.

უსაზღვრო იყო ღირსი მამის სიყვარული და თავმდაბლობა. ერთხელ დემონი გამოსცხადებია ცეცხლისმფრქვეველი ქოფაკის სახით. გამოეკიდა ბერს და დახრჩობა მოუნდომა - შენი ლოცვების ცეცხლი მწვავსო. მამა ავგუსტინემ შეიპყრო თურმე, კედელს მიაჯახა და უთხრა: - ბოროტო ეშმაკო, რატომ ებრძვი ღვთის ქმნილებასო. "ეშმაკი ძლიერია, - ამბობდა მამა ავგუსტინე, - არც მე ვარ სუსტი, რადგან ის კედელზე მივანარცხე. ამის შემდეგ სინდისი მტანჯავდა - ეშმაკს რატომ ვცემე-მეთქი. მოუთმენლად ველოდი გათენებას, რათა აღსარებაში მეთქვა ეშმაკის ცემის ამბავი. გათენებისთანავე პროვატში წავედი ჩემს მოძღვართან. დამამშვიდა, ზიარების ნება მომცა და სასჯელიც არ დაუდგენია. სიხარულით მთელი ღამე სკვნილზე ვლოცულობდი, შემდეგ კი წირვაზე წავედი და ვეზიარე. როცა მოძღვარმა პირში წმინდა ძღვენი ჩამიდო, ის ნამდვილი - სისხლისა და ხორცის სახით დავინახე, გავღეჭე, რომ გადამეყლაპა. ისეთი სიხარული ვიგრძენი, რომ ვეღარ ვიტევდი, თვალთაგან ცრემლი მდიოდა და ვბრწყინავდი. სასწრაფოდ წავედი იქიდან, მამებს რომ არ დავენახე, სამადლობელო ლოცვები კელიაში წავიკითხე".

ღირსი მამა კი ყოველთვის ბრწყინავდა, რადგან ის საღმრთო მადლით იყო მოცული. საკმარისი იყო მისთვის შეგეხედა, რომ ყველანაირი მწუხარება გავიწყდებოდა, შინაგანი სიკეთით სავსე, გარშემო სიხარულს აფრქვევდა. ეცვა ძველი, დაბებკილი კაბა. როცა რაიმე კარგ სამოსს ჩუქნიდნენ, იმწამსვე სხვას აძლევდა. ხშირად მიდიოდნენ მასთან მუშები, რომლებიც გემზე მონასტრის ხეტყეს ტვირთავდნენ. თუ რამე სჭირდებოდათ, დაუკითხავად იღებდნენ, ხშირად უკანასკნელ ნივთსაც კი. ამიტომ ღირსი მამა ბევრჯერ უნახავთ საწოლზე მიწოლილი, შიმშილით ღონემიხდილი. აქედან მხოლოდ ერთი გამოსავალი იყო - მონასტერს მისთვის ფქვილი გაეგზავნა. ბერმა სადღაც ძველი ტაფა იშოვა და ლავაშებს აცხობდა. როცა ზეთით ხსნილი იყო, ფუნჯით საჭმელს ჯვრის სახით ზეთსა სცხებდა და ამგვარად ინუგეშებდა. ზოგიერთი ბერი ეხუმრებოდა ხოლმე: რასა სჭამ, მამაო? მთელი ეს ხანი ლავაშებს ვჭამდიო, - პასუხობდა ბერი. თუ ვინმე დამარილებულ ქაშაყს მისცემდა, სიხარულით მიჰქონდა კელიაში და სტუმრებს უმასპინძლდებოდა. ყოველთვის ასე იქცეოდა, ამიტომაც ქრისტე მას თავისი საღმრთო მადლით ასაზრდოებდა. მამა ავგუსტინე განსაკუთრებით ერისკაცებს და ფილოთეოსის მონასტრის ბერებს უყვარდათ. როცა მას თვალისჩინი დააკლდა, მათ მონასტერში გადასვლაც შესთავაზეს. ბერი უარობდა - რა ეშველება ჩემს ბებერ და სახიჩარ პირუტყვსო. საბოლოოდ მამებმა თავის ცხოველებიანად წაიყვანეს მონასტერში.

მონასტრის მამები გულით ზრუნავდნენ მამა ავგუსტინეზე, ის კი ამას ღვთისმშობლის წყალობად თვლიდა და მადლიერებით მუდამ "ღირს არსს" გალობდა, თვალები სიხარულის ცრემლით ჰქონდა სავსე. მონასტრისთვისაც ღვთის კურთხევა იყო მამა ავგუსტინეს იქ ყოფნა. მასთან ბევრი მნახველი მოდიოდა და მათი შესაწირავით ღირსი მამა მონასტრის სასნეულოში მყოფ მოხუც ბერებს შეეწეოდა. სტუმრად კი ბევრი ვინმე ეწვეოდა ხოლმე: კაცნი, წმინდანები, ანგელოზები და თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელიც კი. ძალზე წუხდა ხოლმე, როცა უფლის დედას ანდა წმინდანებს ხედავდა და სხვა ბერები ამ დროს ისხდნენ ან იწვნენ. ხელსა ჰკრავდა მათ, წამოაყენებდა: - უფლის დედა არის აქო, თუ ანგელოზს ხედავდა, - ანგელოზიო. ბერები, რა თქმა უნდა, ვერაფერს ხედავდნენ, მაგრამ ხვდებოდნენ, რომ რაღაც ხდებოდა, წამოიჭრებოდნენ ზეზე და იდგნენ კეთილმოკრძალებულად. ერთი მოხუცებულთა მომვლელი ბერი ამას ხიბლს ეძახდა და მამა ავგუსტინეს ლანძღავდა: დაანებე მამებს თავი, ის არ ეყოფათ, შენს ნაბოდვარს რომ ისმენენო.

უდიდესი სიკეთით სავსე ღირს მამას მუდამ უხაროდა, ადიდებდა ღმერთს, განუწყვეტლივ ლოცულობდა და ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე, როგორც სამოთხეში, ისე ცხოვრობდა. მასში ყოველთვის ქრისტე იმყოფებოდა, გული მისი სამოთხე იყო. ის ღირსი შეიქმნა მიწიერ ცხოვრებაშივე ეხილა ანგელოზები, წმინდანები და ღვთისმშობელი, გარდაცვალების მერე კი გაეხარა საუკუნო სიხარულით. როცა მამა ავგუსტინე აღესრულებოდა, სახე სამჯერ ელვასავით გაუბრწყინდა. ღმერთმა ისე მოაწყო, რომ ამ დროს მის გვერდით სწორედ ის განმკითხავი ბერი იმყოფებოდა. განცვიფრებული, დარწმუნდა მამა ავგუსტინეს ხილვების ჭეშმარიტებაში.

83 წლის მამა ავგუსტინემ ღმრთივ შეისვენა 1965 წლის 27 მარტს. გვფარავდეს მისი წმინდა ლოცვები. ამინ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat