ამ სოფლის საცთურებით გარემოცულებმა, თავი გავიმხნევოთ, ორი უშიშარი ქალწულის მაგალითით:
ფაშისტებმა სოფელ ბუკოვიცეში 44 კაცი ერთ სახლში შეყარეს და უფლის ამაღლების დღეს ცოცხლად დაწვეს, მათ შორის იყო აჯიჩების მთელი ოჯახი. 17 წლის იაგლიკა აჯიჩი ცალკე დაეყენებინათ. მოხდენილი, შავთვალა, ქერათმიანი ქალიშვილი მტერმა მხეცური ვნების დასაცხრომად შემოინახა. გოგონა მიხვდა მათ განზრახვას, თვალები ზეცას აღაპყრო და წარმოთქვა: "თქვენ გსურთ ტანჯვითა და აუტანელი ჭრილობებით შეგვაშინოთ. შეკრიბეთ წამების ყველანაირი იარაღი, მოუხმეთ მსოფლიოს ყველა ჯალათს. ჯიჯგნონ ჩემი სხეული, იარაღი დაემსხვრევათ, ხელები დაეღლებათ, ვიდრე განვუდგები ქრისტეს, რომელიც მწარე ტანჯვას ტკბილ სამოთხისეულ სასმლად გარდააქცევს, დროებით სიკვდილს კი - საუკუნო ცხოვრებად". ამ სიტყვებით ხელიდან გაუსხლტა ჯალათებს, გადაეშვა ცეცხლში და იმავე წამს შეაბიჯა სასუფევლის კარიბჭეში. წმინდა ბასილისა 9 წლის იყო, როცა უშიშრად წარდგა სამსჯავროს წინაშე. თავიდან მოფერებით სცადეს მისი ცდუნება, მერე კი მხეცებივით ეცნენ. ქალწულმა მოწამემ ათასნაირი საშინელება გამოიარა და ცოცხალი და ქრისტეს ერთგული დარჩა. მისი ჯალათი გონს მოეგო, წამოიძახა: "ვინ აღუდგება წინ უფალს!" დაემხო ბასილისას წინაშე და შესძახა: "შემიწყალე და შემინდე, რაც ჩემი უგუნურებით ტკივილი მოგაყენე. სთხოვე შენს ღმერთს, რომ მეც შემიწყალოს, ამიერიდან მწამს იგი". წმინდა მოწამემ მადლობა შესწირა უფალს. მალე წმინდა ბასილისას ჯალათიც წმინდა მოწამეთა დასს შეუერთდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი