შენ მთაწმინდაზე იყავი?
შენ მთაწმინდაზე იყავი?
მამა პორფირე კავსოკალიველი (ბაირაქტარისი). ავტობიოგრაფია
გვსურს შემოგთავაზოთ თანამედროვე ღირსი მამის, აწ გარდაცვლილი მამა პორფირე კავსოკალიველის ავტობიოგრაფია. მამა პაისი ათონელი ამბობდა: "მას ფერადი ტელევიზორი აქვს, მე კი შავ-თეთრი". ამით აღნიშნავდა ღირსი მამის დაფარულმცოდნელობის აღმატებულ მადლს.

მე წარმოშობით ევბეის სოფელ წმინდა იოანედან ვარ. ღარიბი მშობლები მყავდა, ამიტომაც მამაჩემმა სოფელი დატოვა და ამერიკაში გაემგზავრა. მუშად მუშაობდა პანამის არხის მშენებლობაზე. ჩვენ, გლეხის შვილები, ნორჩობიდანვე ვშრომობდით: ვრწყავდით ბაღს, ბოსტანს, პირუტყვს ვუვლიდით, ყველგან დავრბოდით, სადაც უფროსები გვგზავნიდნენ.

სიყრმიდან მთებში პირუტყვს ვმწყემსავდი. გულუბრყვილო და მორცხვი ვიყავი. სკოლაში მხოლოდ ერთი წელი ვიარე და თითქმის ვერაფერი ვისწავლე, რადგან მასწავლებელი ავადმყოფობდა. ფარის მწყემსვისას მარცვალ-მარცვალ წავიკითხე წმინდა იოანე კალივიტის (მმარხველის) ცხოვრება და მხურვალე სურვილი გამიჩნდა მონაზვნობისა, თუმცა არც მონაზონი მენახა, არც მონასტერი და არც არაფერი ვიცოდი.

შვიდი წლისა დედამ სამუშაოდ ქალკედონში ერთ დიდ მაღაზიაში გამგზავნა. ორ ყმაწვილთან ერთად ყველაფერს ვყიდდით: კავეულს, გასაღებებს, კლიტეებს, თოკებს, შაქარს, ბრინჯს, ყავას, პილპილს... თავიდან ხელის ბიჭად ვიყავი. გამყიდველმა ყმაწვილებმა პატრონის ყვავილების მორწყვა და აივნის დასუფთავებაც მე გადმომაბარეს. .

ერთხელ, როცა მაღაზიას ვგვიდი, მოგროვილ ნაგავში ყავის თხუთმეტიოდე მარცვალი დავინახე. ავკრიფე და წავედი, რომ ყავის ტომარაში ჩამეყარა. პატრონმა თავისი მინისკედლებიანი კაბინეტიდან ეს ყველაფერი დაინახა და დამიძახა, - ანგელოს, - პატარას ყველა ასე მეძახდა, - აქ მოდიო!

მივედი.

- რა გაქვს მუჭში?

- ყავა, - მარცვლები იატაკზე ეყარა და შევაგროვე.

მან სხვებს მოუხმო:

- ტასოს, არისტოს, იანის, იორგოს! - უფროსის ყვირილზე ყველა მოგროვდა, - უფროსმა მუჭი გამახსნევინა, - ხედავთ? - იკითხა, - ეს რა არის?

- ყავის მარცვალი, - უპასუხეს.

- ანგელოს, სად იპოვე ისინი?

- იატაკზე იყო მიმოფანტული, - ვუთხარი, შევაგროვე და ყავის ტომარაში ჩასაყრელად მიმქონდა.

პატრონმა მათ ლექცია წაუკითხა. იქ რა ხდებოდა! საქონელი იფლანგებოდა და ნიავდებოდა. ყველაფერი აქეთ-იქით ეყარა...

- დღეიდან რიგს დააწესებთ, როგორც ყვავილების მოსარწყავად, ისე სხვა რამისთვის, - თქვა პატრონმა.

პატრონებს ვუყვარდი და კარგად მექცეოდნენ, - იგონებდა მამა პორფირე. ისინი თავიანთ ბინაში მეპატიჟებოდნენ ტროპარების საგალობლად.

ორი წლის შემდეგ შირვაში წავედი, ჩემი ერთ-ერთი ნათესავის მაღაზიაში სამუშაოდ. მაღაზია ბორცვზე იდგა, ცამდის ქუჩაზე. ამ ტავერნიან საბაყლოში ყოველდღიურად უამრავი ხალხი მოდიოდა საყიდლებზე და ხშირად სასადილოდ და დასალევადაც რჩებოდნენ. ღამეს მანსარდში ვათენებდი. მეუდაბნოობის სურვილი ღრმად ჩამებეჭდა სულში.

ერთხელ ფარდულში ორი ბერიკაცი შემოვიდა. მათ ორი ქაშაყის და ნახევარი ოკა ღვინის მიტანა მთხოვეს. მივუტანე. ერთმა მეორეს უთხრა: - სად ნახავ ისეთ ღვინოს, როგორსაც მთაწმინდაზე ვსვამდიო!

- შენ მთაწმინდაზე იყავი? - ჰკითხა მეორემ.

- ერთხელ იქ ჩემი მშობლიური კუთხიდან წავედი, კუნძულ მიტილინილზე, კაონიიდან. მთწმინდაზე ჩავედი და იქ ვსვამდით მონოქსილიტის ღვინოს. იცი, რა ღვინო იყო?

- შენ იქ სამოღვაწეოდ წახვედი?

- დიახ, მონაზვნობა მსურდა, ვერ შევძელი, ვერ გავუძელი. როგორ ვნანობდი მერე, რომ იქ არ დავრჩი!

მათ საუბარს ყურადღებით ვუსმენდი. დიდი ხნით ადრე ჩვენს სოფელში ვიღაც მონაზვნებმა ბროშურები დაარიგეს. ერთ-ერთ მათგანში წმინდა იოანე კალივატის ცხოვრება ეწერა, რომელიც დამარცვლით წავიკითხე. მისი ცხოვრება მანსარდზე, ჯიბის ფარნის შუქზე დიდის გაჭირვებით კვლავ წავიკითხე. წმინდანის ცხოვრებამ ისე აღმაფრთოვანა, რომ მისი მიბაძვა მომინდა. მაგრამ მთაწმინდის შესახებ არაფერი ვიცოდი.

...ბერიკაცი საუბარს განაგრძობდა: - მოსაგრეობა მსურდა და იმიტომ წავედი! მე ვნახე მოსაგრეები, მეუდაბნოები, წმინდა ხალხი, რომლებიც ცდილობდნენ ღვთისა და მოყვასის სიყვარული მოეპოვებინათ, მოსაგრეობდნენ უდაბნოში, მარხვაში, ჭირთათმენაში და ლოცვებში. მაგრამ ყველაფერი მივატოვე და სოფელში დავბრუნდი, სადაც ათას სატანჯველში გავიბლანდე. ხშირად ვიგონებ იქაურობას და ვნანობ, რომ არ დავრჩი და სოფელში სატანჯველში ჩავვარდი. მძიმე ცხოვრებამ დამაჩოქა...

ბერიკაცები მალე წავიდნენ, მაგრამ ჩემი ფიქრები მთაწმინდას მიეჯაჭვა, იქ წასვლის მხურვალე სურვილი გამიჩნდა. ვოცნებობდი, წმინდა იოანე კალივატისთვის მიმებაძა.

ბერდიდი პორფირე იხსენებდა:

ორი დღის შემდეგ ბერიკაცი კვლავ მოვიდა. ის მეზობლად ცხოვრობდა. მე მას მივუახლოვდი და ყველასგან მალულად ვკითხე:

- ანტონი, მომიყევით, რამდენად კარგია იქ, ზემოთ, მთაწმინდაზე?

- მაშინ ყურს გვიგდებდი? ახლა მოყოლა არ შემიძლია, - მითხრა და წავიდა. მე სხვა რამეზე ფიქრი აღარ შემეძლო. არ ვიცოდი, როგორ მოვხვედრილიყავი ათონზე. ფული არ მქონდა. არც ის ვიცოდი, რა უნდა მეთქვა პატრონისთვის.

როცა კირ (ბატონი - ბერძნულად) ანტონი ფარდულში კვლავ მოვიდა, სხვებისგან მალულად მთაწმინდის ამბები გამოვკითხე. ყველაფერი მიამბო...

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat