რომაელმა ღირსმა ემილიანემ სიცოცხლის უმეტესი ნაწილი ცოდვაში გაატარა. უეცრად ცოდვიანი ცხოვრების დატევების სურვილი იგრძნო.
მონასტერში განმარტოვდა და დიდი ხანი მარხვა-ლოცვასა და ხორცის მოკვდინებაში მოსაგრეობდა. ესეც არ იკმარა - ყოველ ღამით მონასტრის მოშორებით მდებარე მღვიმეში განმარტოებული დასტიროდა სიყმაწვილის ცოდვებს. წინამძღვარმა მოისურვა, შეეტყო, ბერი სად მიდიოდა. უკან გაჰყვა. ნახა უჩვეულო ნათლით მოსილი მუხლმოდრეკილი ემილიანე. მერე ღვთის ხმაც ჩაესმა: "ემილიანე, გეპატია ცოდვები შენნი". მონასტერში დაბრუნებულმა წინამძღვარმა მოუთხრო ძმებს ყოველივე და დასძინა: "ჩვენთვის მოისმა ხმა ზეციდან და უფალმა თავისი ნათელხილული წყალობა მოავლინა, რათა ვიცოდეთ, რომ ჭეშმარიტად შორს არ არის უფალი მონანულისგან, ის ჩვენს მოქცევას ელის, რათა ვიყოთ საუკუნო ცხოვრების მემკვიდრენი".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი