მორჩილება სიცოცხლეა, ურჩობა - სიკვდილი
მორჩილება სიცოცხლეა, ურჩობა - სიკვდილი
არქიმანდრიტი იოანიკე, "ათონური პატერიკი"
სიტყვა წმინდა აღსასრულზე
1985 წლის 13 ნოემბერს წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის კალივაში
, ყუთლუმუშის მონასტერში, მოვინახულე ჩემი საყვარელი ძმა, ბერდიდი მოსე, რათა ერთად მიგვეგო პატივი დღესასწაულისთვის. ამგვარად, იმ წმინდა დღეს, როცა ეკლესია დღესასწაულობს ოქროპირი მღვდელმთავრის კურთხეულ ხსენებას, მე მომიწია მონაწილეობა მიმეღო გულისშემმუსვრელ მიცვალებულთა მსახურებაში, რომელიც 95 წლისა აღესრულა ღირსსახსოვარ ბერდიდ იოანესთვის, იგი მოხუცებული აღესრულა ყუთლუმუშის მონასტრის საძმოში. ნეტარმა ბერდიდმა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე იწინასწარმეტყველა თავისი აღსასრული: "მსურს, ჩემი ბერდიდივით წმინდა იოანე ოქროპირის ხსენების დღეს მოვკვდე". რაც აღსრულდა კიდეც.

როცა ჰაჯი-გიორგი თავისი ცხოვრების უკანასკნელ დღეებს განლევდა კონსტატინოპოლში, მოახლოვდა აღსასრული მასთან ერთად მონაზვნად აღკვეცილი ძმისა, მამა ნეოფიტესი, რომელიც კავსოკალივაში მოსაგრეობდა.

მამა ნეოფიტე ძალზე მადლმოსილი და მოსაგრე ბერდიდი იყო. ერთხელ მას განცვიფრება დაეცა, გონს რომ მოვიდა, თქვა:

ახლა კონსტანტინოპოლში ვიყავი, ჰაჯი-გიორგისთან.

- იქიდან რა მოგვიტანე? - ჰკითხეს.

- კოლიო.

- რა გითხრა ჰაჯი გიორგიმ?

- სამი დღის შემდეგ შენს წასაყვანად მოვალო.

მართლაც, ჰაჯი გიორგის გარდაცვალებიდან (გარდ. 1886 წლის 17 დეკემბერს) სამი დღის შემდეგ, 20 დეკემბერს, საღსალამათმა მამა ნეოფიტემ სული ღმერთს ჩააბარა.

მამა ბასილი ლავრელი ჰყვებოდა:

- მამა ბასილი მეუდაბნოემ ჩემს ხელებში განისვენა. იგი ლოცვაში განვიდა "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე". ბოლოს თქვა: "დიდება, დიდმოთმინებასა შენსა, უფალო", აღაპყრო ხელნი და სული განუტევა.

მამა მაქსიმე ივერიელი მთელი ცხოვრება ივერიის ღვთისმშობლის ხატის პროსმონარი იყო. ეს მოსაგრე და ძალზე მოწყალე მონაზონი ჩვენს დროში მიიცვალა მშვიდობიანად. გარდაცვალების წინ მამა კალენიკე ივერიელმა მას უთხრა: "თუ ჩემი გესმის, ხელი ასწიე. ზიარება გინდა?" ის აზიარეს. როცა მამა მაქსიმეს სული სხეულს გაშორდა, მის თვალთაგან გამოვიდა სინათლის ორი სხივი, რომელიც პირდაპირ ივერიის ღვთისმშობლის ხატს დაეცა.

მამა ამბაკუმ ლავრელი ჰყვებოდა, რომ იყო ერთი მონაზონი (ან შესაძლოა, ერისკაცი, არ მახსოვს) ძალზე ღვთისმოშიში და უბოროტო ადამიანი. მის გონებას არ ამძიმებდა არც ფული, არც საკვები, არცა რაიმე მიწიერი. როცა გარდაცვალების ჟამს ანგელოზი გამოეცხადა მისი სულის წასაყვანად, ბერდიდმა სთხოვა: "არ წამიყვანო, აქ კარგად ვარ. ყველაფრით კმაყოფილი ვარ, წასვლა არ მინდა".

ანგელოზმა თავი ანება. ამ კაცმა სამოთხე უკვე აქ, მიწაზე განიცადა. საბოლოოდ, ღმერთმა წმინდა დავით წინასწარმეტყველი გამოგზავნა ფსალმუნით ხელში და წმინდა დავითმა ფსალმუნზე დაკვრით აღმოიყვანა ამ კაცის სული.

კაფსალელი მკაცრი ასკეტი, ბერდიდი ფანური რუმინელი, ვიდრე საუკუნოდ დაიძინებდა, აღდგომის დიდებული დღის წინ მამებთან შენდობის ასაღებად გამოვიდა, რათა აღდგომა იქ, "ზემოთ" ეზეიმა.

სიტყვა ურჩობასა და მის მწარე ნაყოფზე.

არსებობს უამრავი სხვადასხვანაირი მაგალითი იმისა, რომ როცა თავიანთი სულიერი მამების მითითებებსა და რჩევებს უარყოფენ და არ ემორჩილებიან, ამის მწარე ნაყოფსაც მოიწევენ. ეს მაგალითები დაამტკიცებენ გამოთქმას, რომელსაც ათონზე ხშირად გაიგონებთ: "მორჩილება სიცოცხლეა, ურჩობა - სიკვდილი".

მამა მელეტი მოძღვარი, სულიერი შტო, სახელგანთქმული ჰაჯი-გიორგი მმარხველისა, ცხოვრობდა პანტოკრატორის მონასტერში, წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის (ხაძუდა) კელიაში. ის ძალზე განათლებული გახლდათ და მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდა. თავის მონაზვნებს ნებას არ რთავდა, კვირას და საზეიმო დღეებში ემუშავათ.

ერთ-ერთ დღესასწაულზე მორჩილმა უთხრა, კაფსალაში დადგმული სკების სანახავად მივდივართო. თუმცა იქ არ წასულან, ყუთლუმუშის მონასტრის სკიტის ახლოს, მდინარეზე წავიდნენ სათევზაოდ. ამ ადგილას საკმაო რაოდენობის წყალი გროვდება და "მკვლელს" ეძახიან, იქ რამდენიმე ადამიანი დაიხრჩო.

მოკლედ, იმ დღეს ერთ-ერთი ძმა თავისი ურჩობით წყალში ჩავარდა და დაიხრჩო! სხვებმა ვერ გაბედეს კელიაში წასვლა და მოძღვრისათვის ამ სამწუხარო ამბის თქმა, სხვა მამებთან მივიდნენ და სთხოვეს, მამა მელეტის ეს თქვენ აცნობეთო. მამები დადარდიანდნენ, რადგანაც დაინახეს, რომ ამის მიზეზი მოწაფეთა ურჩობა იყო. ბერდიდი, როცა ეს ამბავი შეიტყო, აუტანელი მწუხარებისგან გარდაიცვალა.

ერთ მონაზონს ძლიერი სურვილი ჰქონდა, მთაწმინდიდან სოფელში წასულიყო დედის სანახავად. მაგრამ ამ ერთი შეხედვით უბრალო სურვილში საცთური იმალებოდა. მისი ბერდიდი გონიერი და განმსჯელი კაცი, ამის კურთხევას არ აძლევდა. ძმობის სხვა მონაზვნები დაჟინებით სთხოვდნენ, მისთვის წასვლის ნება მიეცა. ისინი შეუთანხმდნენ მონაზვნის დედას, რომ კესარიიდან კონსტანტინოპოლში ჩასულიყო, სადაც უნდა მისულიყო მისი ვაჟიც ერთ-ერთი მონაზვნის თანხლებით. კვირაში ორჯერ, რუსეთიდან ათონზე ჩამოდიოდა გემი, რომელიც შემდეგ კონსტანტინოპოლისკენ იღებდა გეზს და ძმებმა გადაწყვიტეს, მას გაჰყოლოდნენ. მოვიდნენ ბერდიდთან, მუხლი მოუდრიკეს და მერე გზას დაადგნენ. ბერდიდი ავადმყოფი იწვა. როგორც კი ამის შესახებ შეიტყო, ატირდა, თითქოს ამ მონაზონს სამუდამოდ ემშვიდობებოდა. სხვები მას ამშვიდებდნენ, ეუბნებოდნენ, რომ რამდენიმე დღეში დაბრუნდებაო, მაგრამ მხოლოდ მისი თანამგზავრი ძმა დაბრუნდა, ის კი სამუდამოდ სოფელში დარჩა.

რუსმა იღუმენმა მიხეილმა ერთხელ თავის მორჩილს, მამა ს-ის, მონასტრის იალქნიან ხომალდზე წასვლა უბრძანა. მან იუარა, - არ წავალო.

- აბა, სად გინდა წასვლა? - ჰკითხა მას იღუმენმა.

- ტყეში, შეშის საჭრელად.

მაგრამ როგორც კი მორჩილი მუშაობას შეუდგა, ხე დაეცა, საავადმყოფოში დააწვინეს და იგი თავის ურჩობას ნანობდა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat