ერთი მორწმუნე იგონებს წმინდა გაბრიელზე (ურგებაძე): ბერი გაბრიელი ჩემი სულის სარკე იყო - ყოველ ცოდვას შეხვედრისთანავე თვალნათლივ დამანახებდა.
ხან მინიშნებით, ხანაც განცხადებულად. ყველაზე მეტად ამპარტავნება და თვითკმაყოფილება ეჯავრებოდა. ერთხელ, მახსოვს, დიდი მარხვა იდგა. პირველი კვირა უზეთოდ შევინახეთ გოგონებმა, ამიტომ, თავი, ცოტა არ იყოს, მომწონდა. გაბრიელ ბერს ვეწვიეთ და ისიც, მისთვის ჩვეულად, ტკბილად შემოგვეგება. მცირეოდენი ხნის შემდეგ უცნაურად "აფორიაქდა" - სტუმრები მოდიან და რითი ვუმანსპინძლო. მერე კი ზეითუნის ზეთი გადმოიღო, ხახვის დაფცქვნა და მოდაღვა დაგვავალა. ჩვენც სიხარულით დავტრიალდით, ოღონდ მამა გაბრიელს რამეში გამოვდგომოდით. დრო გადიოდა, მაგრამ მომსვლელი სტუმრები არ სჩანდნენ. შემდეგ თითქოს დაღონდა და გვითხრა:
- აბა, რა ვქნა, სტუმრები არ მოვიდნენ, საჭმელს ხომ არ გადავყრი, თქვენ უნდა შეჭამოთ!
მერე თავისი ხელით მოგვაწოდა თეფშები, დაგვიტეხა პური და შემოგვცქეროდა. სხვა რა გზა იყო, უსიტყვოდ დავემორჩილეთ, მაგრამ გონებაში სულ კითხვები მიტრიალებდა: - ბერი ყველაფერს ხედავს და ნუთუ ეს ვერ გაიგო, რომ უზეთო მარხვაზე ვართ?
თეფშები მოვაპრიალეთ, ხელ-პირი ერთიანად ზეთიანი გვქონდა. მამა გაბრიელს ჭამის დროს არაფერი უთქვამს, ხოლო, როცა მივირთვით, მკაცრად გვითხრა:
- ვინ მოგცათ უფლება ერის ადამიანებს, რომ კურთხევის გარეშე უზეთო მარხვა შეგენახათ?! ბერ-მონაზვნებს რაღას უტოვებთ ღვაწლისთვის, რით მოაწონონ უფალს თავი?
გავქვავდით. ეს იყო პასუხი ჩემი თვითკმაყოფილებისა და ამპარტავნებისა. ასევე გონიერი ზღვარი, საერო და სამონაზვნო მარხვას შორის და ასევე სწავლება, რომ ყოველი საქმე, რომელიც განსაკუთრებულობას მოიცავს, მოძღვრის რჩევითა და კურთხევით უნდა აღესრულებოდეს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი