მამაო, რატომ ეძებენ ზოგიერთნი განმარტოებას? - ჰკითხა სულიერმა შვილმა მოძღვარს. მოძღვარმა უპასუხა:
- როცა შენს ირგვლივ მყუდროებაა, კარზე ჩუმ კაკუნსაც კი გაიგონებ. ამიტომაც როცა მარტო ხარ და ელოდები შენი მეგობრისა და კეთილისმყოფელის მოსვლას, შეეცდები, ირგვლივ სიჩუმე იყოს, რათა გაიგო სტუმრის ხელის შეხება კარზე და გაიქცე მის შესახვედრად. მაგრამ როცა მტერს ანდა მრისხანე მსაჯულს ელი, ცდილობ, ხმაურით ჩაახშო მისი აუტანელი კაკუნი. ერთხელ უფალმა უთხრა მთელ კაცობრიობას: "აი, მე ვდგავარ კარებთან და ვაკაკუნებ" (გამოცხ. 3,20). ამიტომაც ვისთვისაც უფალი არის ღმერთი სიყვარულისა და თვითონაც უყვარს იგი, გაურბის სოფლის ამაო შფოთს და განმარტოვდება, სადაც მას მოიცავს წმინდა, საიდუმლო სიჩუმე. და მას ესმის, როგორ უკაკუნებს გულის კარზე ღმერთი სიყვარულისა. ხოლო ვისთვისაც ღმერთი მსაჯულია მხოლოდ და არ უყვარს იგი, გაურბის განმარტოებას, რათა სოფლის ხმაურით ჩაახშოს ღვთის ხელის აუტანელი კაკუნი...
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი