ხშირად კაცი რაშიც სხვას განიკითხავს, ღვთის დაშვებით თვითონ იმავე ცოდვაში ვარდება. ასე მოქმედებს სულიერი კანონები.
"და ვიდრე არ შეიცნობ შენს დაცემას და ღმერთს შენდობას არ სთხოვ, ეს კანონები იმოქმედებს, - ბრძანებს მამა პაისი, - უკეთ რომ გაიგოთ, ერთ ამბავს მოგიყვებით. როცა სტომიონის მონასტერში (ათონს გარეთ, ერში მდებარეობს) ვცხოვრობდი, შევიტყვე, ერთი ჩემი კლასელი გოგონა სწორი გზიდან ამცდარიყო. ვლოცულობდი, რომ ღმერთს მისთვის ჩემთან მონასტერში მოსვლა შთაეგონებინა. წმინდა წერილიდან და მამათა სწავლებიდან სინანულზე გამოთქმული აზრებიც კი ამოვწერე. ერთხელაც მოვიდა, ვისაუბრეთ და ვიფიქრე, რომ მიხვდა ჩემს ნათქვამს. მერე ხშირად მოდიოდა ჩემთან, ბავშვთან ერთად, სანთელი, ზეთი და საკმეველი მოჰქონდათ ტაძრისთვის. ერთხელ ჩემმა კონიცელმა ნაცნობებმა მითხრეს, - შენთან ეს სიწმინდეები კი მოაქვს, მაგრამ ქალაქში ოფიცრებთან მაინც დანავარდობსო. როცა ქალი ამოვიდა მონასტერში, ყვირილი ავტეხე და გავაგდე! საცოდავი ატირებული წავიდა. ცოტა ხნის შემდეგ ძლიერი ხორციელი ბრძოლა ვიგრძენი. რა დამემართა? არასოდეს ამნაირი განსაცდელი არ მქონია. რა მოხდა-მეთქი. მიზეზი ვერ ვიპოვე. ვლოცულობ, მაგრამ ლოცვა არ მოდის. წავედი გამილაზე (ასე ჰქვია პინდოსის მთების მწვერვალებს). ამ ბრძოლას სჯობს, დათვებმა შემჭამონ-მეთქი, - ვფიქრობდი, მაგრამ სიძვის ბრძოლა არ იკლებდა. ნაჯახი ფეხში სამჯერ ჩავირტყი, იქნებ ტკივილს დაევიწყებინა ეს ბრძოლა. ჩექმა სისხლით ამევსო, განსაცდელმა კი არ გაიარა. უეცრად გამახსენდა ის დედაკაცი და სიტყვები, რომლებიც ვუთხარი. "ღმერთო ჩემო, მე მხოლოდ მცირეოდენი გამოვცადე ამ ჯოჯოხეთური სატანჯველისა, ის კი მუდმივად მასთან ერთად ცხოვრობს! ღმერთო, შემინდე, რომ ის განვიკითხე", - ვთქვი და ზეციური სიგრილე ვიგრძენი, ხორციელი ბრძოლა განმეშორა.
* ღირსი მამა პაისი ათონელი ბრძანებს: იმისთვის, რომ ცოდვაში არ ჩავარდეს, კაცი უნდა ეცადოს, გაექცეს ყველაფერ იმას, რაც უბიძგებს ამ ცოდვებისკენ... საჭიროა ცოტაოდენი გულმოდგინება და კეთილად განწყობა და მაშინ მოწყალე ღმერთი დაგვეხმარება სიძნელეთა გადალახვაში.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი