მხოლოდ ღმერთი ვიცოდით
მხოლოდ ღმერთი ვიცოდით
მამა ეფრემ ფილოთეველი. "მამა იოსების გვერდით"
თავი 13. მდუმარება
რარიგ მშვენიერი იყო ეს ცხოვრება!
არავითარი საზრუნავი, არ ვიცოდი, რა ხდებოდა სოფელში, ჩვენი კალივის საზღვრებს იქით. ბერდიდი ამის შეტყობის ნებას არ გვაძლევდა. დაიღუპება სოფელი, არ დაიღუპება, საით მიექანება - ეს მე არ მეხებოდა. მხოლოდ ღმერთი ვიცოდით და ის, ერთად როგორ გვეცხოვრა. რომ გვესაუბრა, ძმისთვის სიტყვა რომ გვეთქვა, ყველაფერი კარგად უნდა აგვეწონა. გულისთქმა მეტყოდა:

- ეს უთხარი.

- არ დავუშვებ, რომ ვთქვა. არის ამის აუცილებლობა? არა.

- მაგრამ შენ მაინც უთხარი.

- თუ აუცილებელი არ არის, არ ვეტყვი.

დიახ, მე დავმუნჯდი - არაფერი მქონდა სათქმელი. მხოლოდ ბერდიდსა და მამა არსენს ვესაუბრებოდი და თუმცა მდუმარებას ვიმარხავდით, ჩვენს შორის დიდი სიყვარული იყო. ერთი მეორისთვის სწირავდა თავს. გარეგნულად ჩანდა, რომ ძმას არ ველაპარაკებოდით, მაგრამ სულში ფიქრებით ვეფერებოდი, ვეხვეოდი.

ერთხელ ჩემი ყოფილი მოძღვარი (აღსარების მიმღები) მამა ეფრემი მოვიდა.

მას მამა იოსებ უმცროსი ესაუბრებოდა და ბოლო დროის ამბებზე მსჯელობდნენ. თუმცა ჩემი მოძღვარი იქ იყო, რომელიც დამეხმარა ერში მონაზვნური ცხოვრება ამერჩია, ჩემთვის ის ახლა სრულიად... არა, უცხო კი არა, ჩვეულებრივი სტუმარი იყო, რომლისთვისაც ერთი სიტყვაც არ უნდა მეთქვა. თუ მე ბერდიდი მყავს, რაზე უნდა ვესაუბრო?

ბერდიდმა შენიშნა:

- პატარავ, ხედავ, რამდენს ესაუბრება მამა იოსები შენს ყოფილ მოძღვარს?

- მე მასთან საუბარს არ ვაპირებ.

- ვიცი.

ბერდიდმა ყველაფერი იცოდა, მას არაფერი გამოეპარებოდა.

- ძმა იოსები ჩემზე უფროსია, მე კი ერთი ტეტია ვარ, რაზე უნდა ვისაუბრო?

- რამდენსაც ახლა დუმხარ, იმდენს ილაპარაკებ ეკლესიის შუაში და დადგება დღე, როდესაც შენ ამას იხილავ.

ბერდიდი წინასწარმეტყველურად ამბობდა, მაგრამ საიდან უნდა მცოდნოდა, რას გულისხმობდა? სრულიად ტლუ ვიყავი ამგვარ საგნებში. მჯეროდა, რომ ის რაღაც მნიშვნელოვანს ამბობდა, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა, სახელდობრ რას. ვფიქრობდი, ალბათ რომელიმე ტაძარში ვილაპარაკებ და ამას გულისხმობს-მეთქი. კიდევ აბა რისი თქმა შემეძლო? ახლა როცა ბერდიდის ნათქვამი შესრულდა, მისი სიტყვების აზრი მესმის. ბერდიდი ქრისტეს ეკლესიას გულისხმობდა. მე ხომ ახლა მთაწმინდის საზღვრებს გარეთ ვარ, დავდივარ, სოფელში, ქალაქში, სხვა ქვეყნებში და მიწევს ადამიანებთან საუბარი და ქადაგება.

მაგრამ მაშინ მე მხოლოდ ვფიქრობდი და ბერდიდს ვუთხარი:

- მამაო, ამ კალივიდან წავალ ზეცაში.

აბსოლუტური მდუმარება გვქონდა. და ეს დუმილი ქმნიდა სიჩუმესა და სიმშვიდეს. შენ გინახავს, როგორ მოდის საღვთო აღფრთოვანება, გულისთქმები, საღვთო მოქმედებით გაღვიძებული, რის გამოც მონაზვნის სულში სითბო, გულის წვა წარმოიშვება. ამბა ისააკ ასური ამბობდა: "როცა მონაზვნის გულში უნდა იშვას სულიერი ჩვილი, სული მანამდე გრძნობს ამ ჩვილის ატოკებას და ასე იგებს შობის მოახლოებას" ანუ სულს ქრისტესმიერ შობს. და ეს მდგომარეობა რიგ-რიგობით დგება ხან ერთი, ხან მეორე. როგორც ამბობს ამბა მაკარი ეგვიპტელი, მონაზვნის სული ერთმანეთის მიყოლებით სხვადასხვა სულიერ მდგომარეობას განიცდის. ხანდახან ის თავს კარგად შეიარაღებულ ქრისტეს მეომრად გრძნობს, რომელიც საშიშია მტრისთვის და ეშმაკებს საბრძოლველად იწვევს; ხანაც თავს ქრისტეს სასძლოდ გრძნობს, იესოს, ზეციური სიძისთვის შემკობილად, ხანაც - ღვთის შვილად, რომელიც საკუთარ თავში ნათელთა მამის ყოფნას შეიგრძნობს და ისეთ სიახლოვეს გრძნობს, როგორც ბავშვი მშობლისადმი და თავისი ზეციური მამის მიმართ - ძის კადნიერება აქვს.

და ხშირად ღამით, გარდამეტებული მადლის გამო, ერთ-ერთი ეს მდგომარეობა დღისითაც გრძელდებოდა. მაშინ დღე ერთგვარად აუმღვრეველი სიმშვიდით მიედინებოდა და ამ სიმშვიდეს კვლავ ღვთის დვრიტამდე მიჰყავდი.

ჩვენ არა მხოლოდ ენას არ ვრთავდით უქმმეტყველების ნებას, გონებასაც არ ვაძლევდით იმის უფლებას, ღმერთის გარდა, სხვა რამეზე ეფიქრა. და მდუმარება, ლოცვა, ჭვრეტა ერთგვარ მწუხარებას ქმნიდა, მაგრამ კეთილ მწუხარებას. იყო ეს სიკვდილის ხსოვნა ან ღვთის სამსჯავროს, ანდა საკუთარი ცოდვების გახსენება, რაზეც არ უნდა ყოფილიყო ჩემი გულისთქმა, ცრემლები ნაკადულივით მდიოდა. არ გადიოდა არც დღე, არც საათი, როცა თვალები, ცრემლის წყაროსთვალნი არ ყოფილიყვნენ. ცრემლები არც დღისით წყდებოდა, არც ღამით. ბალიშებსაც კი ჩვენი ცრემლებით ვრწყავდით, ვიდრე ძილი მოგვერეოდა. ხშირად ცრემლი მდიოდა, ყოველგვარი, გარკვეულ მიზეზთა გამო, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ არ ვიცოდი, თუ რის გამო ვტიროდი - მე სულის შემუსვრილება მატირებდა და იმის წყალობით, რომ ამგვარ მდგომაროებაში გონება უფრო მსუბუქი და წმინდა ხდებოდა, ბუნებრივი სახით მოდიოდა ღვთის წმინდა ხსოვნაც და ყველაფერი ის, რაც მას წინაუძღოდა, ამის შედეგად იზრდებოდა.

ყველაფერი ეს ბერდიდის ლოცვის ნაყოფი იყო, მის მიერ ჩვენთვის დაღვრილი ცრემლების ნაყოფი. თვითონ გვეუბნებოდა ამის შესახებ. ერთხელ მითხრა: - მსურს, ჩვენმა სახიერმა ღმერთმა თქვენ თავისი მადლი მოგცეთო.

შესაბამისად, ღვთის კადნიერება გვიგზავნიდა ჩვენ ღვთის ამ კურთხევას. მე არასოდეს, ფიქრადაც კი არ გამივლია, რომ ეს ჩვენი საკუთარ ძალისხმევის გამო ხდებოდა. ეს გახლდათ ჩემი უმთავრესი შეხედულება.

როცა დავალების შესრულების შემდეგ, ჩვენს კელიაში ვბრუნდებოდი და შორიდან ბერდიდის მღვიმეს ვხედავდი, საკუთარ თავს ვეკითხებოდი: "სხვა მონაზვნებს თუ ჰყავთ ამგვარი ბერდიდი?" ბერდიდებს ხომ იშვიათად შეხვდებოდი. ახლა კი საერთოდ გაქრნენ, ასეთები აღარ არიან.

მამა ეფრემ კატუნაკელი მეუბნებოდა:

- რა კარგი ჰქენით, რომ ამ ადამიანთან მოხვედით!

- მე კი არა, კარგი ქნა სხვა ადამიანმა, დედაჩემმა, - ვუპასუხე, - ყველაფერი მან გააკეთა. განა მე რისი გაკეთება შემეძლო. მე ხომ მაშინ ბავშვი ვიყავი, ცხოვრებაში კარგი არაფერი გამიკეთებია. ყველაფერი მისი ლოცვის, მისი ტირილის, მისი მუხლთადრეკის, მისი მკაცრი მარხვისა და ღამისთევის ლოცვების შედეგია.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat