წმინდა გრიგოლ დიალოღოსი მოგვითხრობს: ერთი მონასტრის წინამძღვარი, სახელად სტეფანე, წმინდა კაცი იყო, უფრო მეტად მოთმინების სათნოებით გამოირჩეოდა.
ზეციური სამშობლოს სიყვარულისთვის გაურბოდა ყოველგვარ ამსოფლიურ სიმდიდრეს. მიიდრეკდა თავს სოფლის შფოთისაგან და მხოლოდ წმინდა ლოცვას აღასრულებდა. სათნოება მოთმინებისა ისე აღორძინდებოდა მასში, რომ ის თავის მეგობრად თვლიდა ყველას, ვინც აწყენინებდა. შეურაცხყოფისთვის მადლობას მიუგებდა, ზარალს დიდ შემოსავალს უწოდებდა, მტრებს კი თანაშემწეებს ეძახდა. სიკვდილის დღეს მის სასთუმალთან მრავალი შეიკრიბა. ზოგიერთმა ხორციელი თვალებით ამ წმინდა კაცის სულის წასაყვანად ზეცით ჩამოსული ანგელოზები იხილა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი