სტეფანე ხუცესს ღვიძლი დაუავადდა და გარდაიცვალა. ვიდრე აღესრულებოდა, ექიმებმა ფრინველის ხორცი დააძალეს.
ბერს არ უნდოდა, მაგრამ ავადმყოფობისა და მორჩილების გამო დათანხმდა. მას ჰყავდა ერში ერთი მორწმუნე და თავმდაბალი ხორციელი ძმა. იმ დროს ისიც იქ იმყოფებოდა და ძალზე შეწუხდა, რომ მისმა ძმამ ამდენი მარხვისა და ღვაწლის შემდეგ სიკვდილის წინ ხორცით გაიხსნილა. მოულოდნელად მას ეჩვენა კაცი დიდებული, რომელმაც უთხრა: "რატომ წუხხარ და განიკითხავ შენს ძმას ხორცის ჭამისათვის? იგი ავადმყოფობისა და მორჩილების გამო მოიქცა ასე, ხოლო თუ გსურს, მისნი საქმენი იხილო, აღმოსავლეთით შემობრუნდი და შეხედეო". იგი შებრუნდა და დაინახა ჯვარცმული ქრისტე, მის მარჯვნივ კი თავისი ძმა, ისიც ჯვარცმული. კაცმა უთხრა: ხედავ? შენი ძმა ქრისტესთან ერთადაა ვნებული; ჰოდა, გწამდეს, რასაც მოციქული ამბობს: "უკეთუ მის თანა ვივნოთ, მის თანაცა ვიდიდნეთ".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი