მისი სული ამ სამყაროს საზღვრებს გასცდა
მისი სული ამ სამყაროს საზღვრებს გასცდა
არქიმანდრიტი იოანიკე, "ათონური პატერიკი"
სიტყვა ღვთაებრივ ხილვებზე
მრავალი საღვთო გამოცხადება ჰქონდა კურთხეულ ღირს მამა კოზმა ზოგრაფელს , რომელიც წარმოშობით ბულგარელი გახლდათ. მთაწმინდაზე ის 1280 წელს მოვიდა. მცირე ხანს იცხოვრა ზოგრაფის კინოვიურ მონასტერში და დაყუდებისთვის შორიახლოს მდებარე ასკეტირიონში გადავიდა, სადაც ღირსმა მამამ მრავალი დემონური თავდასხმა მოიგერია და ღირსი შეიქმნა დაფარულმცოდნელობის ნიჭისა. ნახა ქილანდარის მონასტრის იღუმენის სული, რომელსაც დემონები აწამებდნენ, ასევე ნახა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელიც ხარების დღესასწაულზე ვათოპედის მონასტერში სატრაპეზოსა და ეკლესიაში ეხმარებოდა.

ერთხელ წმინდანმა ცოტაოდენი თევზი მოინდომა, არწივმა ვინმე ქრისტეფორეს დაჭერილი თევზი მოსტაცა და მას მიუტანა.

მის დაკრძალვაზე იმ არე-მარის ცხოველ-ფრინველი შეიკრიბა, ყველა თავ-თავისი ხმით ყვიროდა და ასე ეთხოვებოდა ამ მადლმოსილ მოსაგრეს. გასაოცარია - როცა მისი ნაწილების აღმოყვანება გადაწყვიტეს, ისინი სამარეში აღარ დახვდათ.

დიდ ლავრაში მოღვაწეობდა ღვთისმოსავი ქრისტიანი გრიგოლ დომესტიკოსი. ერთხელ, ღვთის განცხადებით, ღამისთევის ლოცვაზე (ეს ლოცვა მთელი ღამე გრძელდება და საღვთო ლიტურგიით მთავრდება) ლიტურგიაზე ის გალობდა "შენდამი იხარებს"... ღამისთევის ლოცვის ბოლოს ჩათვლიმა და იხილა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელიც მათ შორის იდგა და ეუბნებოდა: "აიღე გასამრჯელო გალობისთვის, დომენიკე, მე შენი დიდი მადლიერი ვარო", თან მისცა ოქროს მონეტა, რომელიც ახლა ღვთისმშობლის ხატზე ჰკიდია.

როცა ერთხელ ივერთა მონასტრის დამფუძნებელმა, ღირსმა ექვთიმემ, ფერიცვალების დღესასწაულზე ათონის მწვერვალზე ლიტურგია ჩაატარა, ყველა იქ მყოფს ზეციური ნათელი მოეფინა და აიძულა, პირქვე დამხობილიყვნენ - არ შეეძლოთ მისი ძალის დათმენა.

"ნუ სწუხხარ, შენი სახელი ჩაწერილია ცხოვრების წიგნში", - უთხრა უფალმა ძალზე უბრალო და დაფარულმცოდნელობის ნიჭის მქონე ახალსკიტელ ბერდიდს, მამა ამბერკის, როცა მას ერთხელ კირიაკონში, ღამისთევის ლოცვის დროს გამოეცხადა.

წმინდა ანას სკიტის სახელგანთქმულმა მოძღვარმა მამა ბ-მა ერთხელ თავისი მორჩილი დავალებით გაგზავნა. როცა კირიაკონის სკიტს ჩაუარა, მორჩილმა დაინახა მონაზონი, რომელიც კირიაკონსა და ეზოს ჰგვიდა. ეს მონაზონი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დედა, წმინდა ანა იყო.

პატივცემული მონაზონი თეოკლიტე დიონისიატელი, ერთხელ, საკვირველი სულისა და ბიბლიური შესახედაობის მქონე, რუს მეუდაბნოესთან, მამა ტიხონთან წავიდა. მასკეტერონის ახლოს უმშვენიერესი ციური გალობა მოესმა. იფიქრა, ღვთაებრივი ლიტურგია აღესრულებაო და გადაწყვიტა, დასრულებამდე გარეთ დაეცადა. ბოლოს, როცა შევიდა, ეკლესიაში მხოლოდ მამა ტიხონი იხილა, რომელიც ამ დროს ეზიარებოდა წმინდა ძღვენს (იგი წმინდა ძღვენს - წმინდა ნაწილებს მთელი წლის მანძილზე ინახავდა და მას ხშირად ეზიარებოდა). განცვიფრებული მამა თეოკლიტე ვერა ხვდებოდა, რა იყო ახლახან მოსმენილი გალობა...

თავის ნეტარ აღსასრულამდე მეუდაბნოე მამა ტიხონს მისი მოწაფე ემსახურებოდა, ღირსსახსოვარი ბერდიდი პაისი. ეს მოხდა ღვთისმშობლის შობის წინა საღამოს, 8 სექტემბერს. მამა პაისი ბერდიდს თავის კელიაში ეწვია.

- შენ წმინდა სერაფიმე ხარ? - ჰკითხა სიკვდილის პირას მდგარმა მამა ტიხონმა.

- რას ამბობთ მამაო? ვერ მივხვდი.

- აი, სულ ახლა, - უთხრა მან, - აქ ღირსი სერაფიმე იყო, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან ერთად და ჩვენ ვსაუბრობდით.

- რა გითხრათ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა? - ჰკითხა მამა პაისიმ.

- მან მითხრა, რომ თავისი დღესასწაულის შემდეგ წამიყვანს.

მართლაც, 10 სექტემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულის შემდეგ, მამა ტიხონი ჯვრით ხელში მიიცვალა. გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე მამა პაისიმ მას ცხვირთან რეჰანის ტოტი მიუტანა, რათა სურნელება შეეგრძნო.

- კარგი სუნი აქვს, მამაო, - უთხრა მან.

- კი, ჩემო შვილო, მაგრამ, სამოთხეში გაცილებით მშვენიერი სურნელია.

როცა ახალგამოჩინებული რუსი წმინდანი, ღირსი სილუან ათონელი ახალბედა მორჩილი იყო და მოწამებრივი ბრძოლა ჰქონდა გამართული ეშმაკის საცთურებთან, ერთ დღეს უკიდურეს სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა თქვა: "შეუძლებელია ღმერთს ლოცვა შეასმინო".

ამ გულისთქმასთან ერთად მან სრულად იგრძნო ღვთისგან მიტოვება. მისი სული საშინლად დამძიმდა. თუმცა, როცა ერთხელ წმინდა ილია წინასწარმეტყველის ტაძარში მივიდა, სამეუფო კარის მარჯვნივ, მაცხოვრის ტახტზე ცოცხალი ქრისტე გამოეცხადა, აუწერელი სილამაზისა. მთელი მისი არსება სულიწმიდის ღვთაებრივი მადლით აივსო.

ამგვარი ხილვით დასუსტებული ღირსი მამა მიწაზე დაეცა, უფალი კი უხილავი შეიქმნა. როგორც ამას შემდგომში თვითონვე ყვებოდა, შეუძლებელია იმ მდგომარეობის აღწერა, რომელშიც იმყოფებოდა. აღტაცება სულისა ზეცად, მოსმენა უთქმელთა სიტყვათა, შობა ზეითგან (შდრ იოანე 1,13,3,3)... ქრისტეს მშვიდობისმოყვარე მზერა ყოველთვის მიმტევებელი და მოყვარული, სიმდაბლით და სიყვარულით აღმავსებელი, რომელიც მთელ მის არსებას იზიდავდა. ღვთის სახის და მისი სიყვარულის გემოს ხილვის შემდეგ მისი სული ამ სამყაროს საზღვრებს გასცდა.

ღვთის ამ გამოცხადების მერე, რომელშიც წმინდანის სულმა შეიცნო თავისი აღდგინება, ჭეშმარიტი და საუკუნო ყოფის შუქზე, ღირსი სილუანი აღდგომის სიხარულმა მოიცვა. ყველაფერი მშვენიერი იყო: სამყარო დიდებული გახლდათ, ადამიანები - სასიამოვნონი, სხეული - მსუბუქი, საღვთო ნექტარივით სასურველი ღამისთევის ლოცვა, სული მოწყალე მთელი სამყაროს მიმართ.

ერთხელ ერთმა ღვთივსათნო მონაზონმა დაინახა, თუ როგორ ჰგვიდა დიდი ლავრის ეზოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. ამის მერე მალევე სულთანმა ფირმანი გამოსცა, რომლის თანახმადაც თურქეთის ჯარს მთაწმინდა უნდა დაეტოვებინა. ეს მოხდა 1828 წელს.

მადლმოსილი და გულმოდგინე მოსაგრე იყო ბერდიდი ევლოგი განერომენელი. თუ სხვების მიმართ ის შემწყნარებლობას იჩენდა, საკუთარი თავის მიმართ მკაცრი და შეუბრალებელი იყო. ცამეტი წლის მანძილზე საკუთარ თავს ზეთის ჭამის ნება არ მისცა, რადგან თვით ჰაჯი-გიორგის აღზრდილი გახლდათ.

კელიის ტაძრის დღესასწაულზე, სამებობას, სამზარეულოში მსახურებისას მამა ევლოგიმ ორი დემონი დაინახა, რომლებიც თეფშებზე საჭმლის ნარჩენებზე ისხდნენ. დღესასწაულის გამო ტრაპეზზე ხორცი იყო შემოტანილი. მაგრამ მათი ბერდიდი, დიდი მმართველი ჰაჯი-გიორგი, სულ სხვა რამეს ასწავლიდა. დანარჩენთა დასარწმუნებლად, რომ მათ მოძღვრის ბრძანება დაარღვიეს და დაეჯერებინა მომხდარში, დემონები "შეჰკრა" და ძმებს მათ სანახავად მოუხმო. ძმებმა იხილეს და განცვიფრდნენ. შეშინებულებმა შენდობა სთხოვეს დიდი ჰაჯი-გიორგის ჭეშმარიტ მოწაფეს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat