მარკოზ მეგვიპტელი ოცდაათი წელი სენაკიდან არ გამოსულა. მასთან ერთი მღვდელი მიდიოდა ხოლმე და წმინდა საიდუმლოს აზიარებდა.
მარკოზის სათნოებისა და მოთმინების გამო შურით აღვსილმა ეშმაკმა მოინდომა, იგი განკითხვის ცოდვაში ჩაეგდო და გამოსაცდელად მასთან უკეთური კაცი მიიყვანა, ვითომდა დალოცვის სათხოვნელად. ვიდრე წმინდა მარკოზი დალოცავდა, ეშმაკის ჩაგონებით მან დრო იხელთა და უთხრა, მღვდელი, რომელიც შენთან დადის, ბიწიერია და ნუღარ შემოუშვებო. ღმრთივსულიერმა მარკოზმა უპასუხა: "შვილო, დაწერილია: "ნუ განიკითხავ, რათა არა განიკითხნე". ცოდვილიც რომ იყოს ის მღვდელი, ღმერთს ვთხოვ მის ცხონებას, რადგან ესეც წერია: "ულოცევდით ურთიერთს, რათა განიკურნოთ". ეს რომ უთხრა, ილოცა მისთვის, განდევნა მისგან ეშმაკი და მართალი გაუშვა, ხოლო როცა მასთან მღვდელი მივიდა, სიხარულით მიიღო. კეთილმოწყალე ღმერთმა ბერის უმანკოება იხილა და სასწაული გამოუცხადა: მღვდელი წმინდა ტრაპეზთან წარდგომას რომ აპირებდა, ზეციდან გარდამოსულმა ღვთის ანგელოზმა თავზე ხელი დაადო და იგი უცებ ცეცხლოვან სვეტს დაემსგავსა. განცვიფრებულ ბერს ანგელოზმა უთხრა: ჰოი, კაცო, რატომ გაგიკვირდა ის, რაც იხილე? თუკი მიწიერი მეფეები არ მიუშვებენ თავისთან ბინძურად ჩაცმულს, შესაფერისად შემოსვასა და დიდებით მიახლებას მოითხოვენ, განა ზეცათა მეუფე უფრო არ განწმენდს წმინდა საიდუმლოთა მსახურთ და გამოუთქმელი მსხვერპლის შემწირველთ, არ განაბრწყინებს მათ ზეციური დიდებით?" ასეთი სასწაული იხილა ღირსმა მარკოზმა და გვიამბო ყველას, რათა არ განვიკითხოთ მღვდლები, რამეთუ ისინი უფლის წინაშე წარდგებიან, მსხვერპლს სწირავენ ზეცას და იქიდან იღებენ მადლს, რომელსაც ჩვენ გადმოგვცემენ. ყველას განმკითხველი და მსაჯული უფალია, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი