ერთ ქრისტიანს უამრავი განსაცდელი დაატყდა თავს, ჯერ უდრტვინველად ითმენდა, მერე გაუჭირდა და აწუწუნდა:
"ღმერთო, ამისთანა რა შევცოდე, რომ ასეთი მძიმე ჯვრის ტვირთვა დამაკისრეო". იმავე ღამეს ხილვა ნახა. ერთ ადგილას მოხვდა, სადაც უამრავი სხვადასხვანაირი ჯვარი იყო დასვენებული. ვიღაცამ შესთავაზა: "ამ ჯვრებიდან რომლის ტვირთვასაც შეძლებ, ის აირჩიეო". კაცს ოქროს მოზრდილ ჯვარზე მიუვიდა გული, მაგრამ ძვრა ვერ უყო. მერე ბრილიანტებით გამშვენებული ვერცხლის ჯვარისკენ გაიწია, მაგრამ ვერც დაძრა ადგილიდან. სპილენძის და რკინის ჯვრები კი ასწია, მაგრამ ვეღარ წაიღო. ბოლოს, ერთი პატარა, ლამაზი ჯვარი აირჩია, რომელიც ძალზე ემსუბუქა. "ეს იყოს ჩემი ჯვარიო!" - გაიფიქრა. ამ დროს ხმა მოესმა: "ეგ არის სწორედ ის ჯვარი, რომლის ტვირთვაც უფალმა შენ დაგაკისრა. ახლა წადი და მეტად ნუღარ იდრტვინებო". გაიღვიძა კაცმა, მადლობა შესწირა უფალს და თქვა: - თუნდაც განსაცდელების ქარიშხლები წინ აღმიდგნენ, მაინც ბოლომდე ვიტვირთავ უფლის მიერ ნაბოძებ ჯვარსო.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი