სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო) გვასწავლის: დილა-საღამოს ემთხვიეთ თქვენს ჯვარს, უბრალოდ კი ნუ გექნებათ გულზე დაკიდებული.
ქრისტემ ჯვარზე სინათლე და სითბო დატოვა. ჯვრიდან გამოდის მადლმოსილნი სხივნი სინათლისა და სიყვარულისა. ჯვარი განიოტებს ბოროტ ძალებს. ნუ დაივიწყებთ, ემთხვიოთ, შეისუნთქეთ მისგან მომდინარე მადლის სხივნი. ისინი უხილავად შედიან სულში, გულში, სინდისსა და ხასიათში. ამ მადლმოსილ სხივთა წყალობით საცოდავი კაცი ღვთისმოსავი ხდება. ჯვარზე მთხვევისას ილოცეთ ცოდვილ ახლობელთათვის, თქვენი ლოცვით ისინი გამოსწორდებიან და გაუკეთესდებიან. ღმერთს ყველა უყვარს. ის სიყვარულით ყველასთვის ეწამა, ამიტომაც მის გამო ყველა უნდა გვიყვარდეს, მტერნიც კი.
თუ არ დავივიწყებთ საკუთარ ჯვარზე მთხვევას, ყველა გადავრჩებით! როგორც მატლები იღუპებიან მზის მცხუნვარე სხივთაგან, როცა საკუთარი ჯვრის წინ ვინანიებთ ცოდვებს, ასევე ქრება ყველანაირი არაწმინდება, აღსარების თქმისას მოგვეტევება და კაცის სული ხდება წმინდა, ნათელი, ლამაზი, სურნელოვანი. ღმერთი გამოიხსნის კაცს სატანის მახეთაგან და დაადგენს თავის მეგობართა შორის. დასაწყისი დღისა აკურთხეთ თქვენი ჯვრით და მთელი დღე წმინდა იქნება. სჯობს ჭამა-სმა დავივიწყოთ, ვიდრე საკუთარი ჯვარი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი