იმპერატორ დეკიუსის დროს მის სამეფოში ცხოვრობდა ნიკონი, რომელსაც მამა წარმართი ჰყავდა, დედა კი ქრისტიანი.
მშვენიერი ჭაბუკი გახლდათ, ამიტომაც ჯარისკაცად წაიყვანეს. დედამ იცოდა, რა ხიფათი ელოდა მეომარ შვილს, თანაც წარმართს, იცოდა მისი ფიზიკური სისუსტე, ამიტომაც განუწყვეტლივ უმეორებდა: შვილო ჩემო საყვარელო, თუ სახიფათო ბრძოლა შეგხვდება, ქრისტეს ჯვარი გამოისახე და მტრის იარაღი არ მოგეკარებაო. მართლაც, ერთხელ ნიკონი და რამდენიმე მისი თანამებრძოლი მტერმა ალყაში მოაქცია. უეჭველად სიკვდილი ელოდათ. ამ მძიმე წუთებში დედის სიტყვები გაახსენდა, გამოისახა ჯვარი პატიოსანი და შეჰღაღადა: უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო, გამოაჩინე ჩემზე ძალა შენი ცხოველისმყოფელი ჯვრისა, რათა მისი შემწეობით ვძლიო მტერს და ამიერიდან მხოლოდ შენ გმონებდე დედაჩემთან ერთად. მართლაც, მტერს ადვილად გაუსწორდა. ნიკონმა აღმოსთქვა: - დიდია ღმერთი ქრისტიანთა, რომელმაც ჯვრის ერთი გამოსახვით ამდენი მტერი დამიმარცხაო. შინ დაბრუნებული ნიკონი ქრისტიანი შეიქმნა და ბოლოს ეწამა კიდეც უფლის გულისთვის.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი