სცადე და მოიშორე ეს გულისთქმები!
სცადე და მოიშორე ეს გულისთქმები!
მამა ეფრემ ფილოთეველი. "მამა იოსების გვერდით"
თავი 13. მდუმარება
(გაგრძელება)

მალევე, რაც ჩვენ ზილოტებს გამოვეყავით, ბერდიდმა მამა იოსებ-უმცროსთან ერთად მონაზონთა ოფიციალურ სიაში ჩასაწერად გამგზავნა. შვიდი საათი ფეხით უნდა გვევლო, ორი-სამი დღე საქმეს სჭირდებოდა. ანუ გათენებისას უნდა წავსულიყავით და კარეესში მზის ჩასვლისას მივიდოდით. ბერდიდმა გვითხრა:

- იცოდეთ, ერთმანეთს ნუ დაელაპარაკებით. ჩაეწერეთ სიაში, კარეესში ლავრის წარმომადგენელს მოწმობა გამოართვი და მაშინვე უკან დაბრუნდი. ყურადღებით იყავით, ერთმანეთთან მხოლოდ ჟესტებით გექნებათ ურთიერთობა. თორემ ვაი, თქვენ.

ზურგზე თოფრები მოვიგდეთ და გზას გავუდექით. გავიარეთ უღელტეხილი, ქვემოთ ფილოთეოსის მონასტერი დავინახეთ, დავეშვით, გავიარეთ ივერთა მონასტერი, პანტოკრატორი, შემდეგ კი ძებნა დავუწყეთ კალივას, სადაც ჩავეწერებოდი და ამით თავს ავარიდებდი ჯარში გაწვევას. ამის შემდეგ კარეესში ავედით. მთელი ამ აღმართ-დაღმართის შემდეგ ფეხზე ძლივს ვიდექი. ძმა მამხნევებდა:

- გამაგრდი ძმაო, მალე მივალთ.

საღამოს ყუთლუმუშას მივაღწიეთ და ღამე გავათიეთ. გათენდა. მე კი თითქოს არ მძინებია, ისე ვიყავი დაღლილი. გავიღვიძე და ჩემთვის ვთქვი: "სადა ვარ?" წავედით კარეესში, ძლივს მივათრევდი ფეხებს. იქ ქაღალდები გავაფორმეთ და ჩავწერეთ, სადაც საჭირო იყო. მამა იოსები კითხვებზე ნორმალურად პასუხობდა, მე კი თავჩაღუნული ძლივსღა ვჩურჩულებდი. გავიდა ორი-სამი დღე და უკან გამოვბრუნდით. გზაზე ძმა მეუბნებოდა:

- ნახე, რა მთაა! ხედავ იმ მონასტერს, ამას ესა და ეს ჰქვია.

მე თავს ვუქნევდი, არაფერს ვამბობდი, ერთი სიტყვაც კი არ მითქვამს. ძმა ცოტათი უფროსი იყო ჩემზე და ამიტომაც პირველობა მას ეკუთვნოდა.

- გწყურია?

მე თავის დაქნევით ვუპასუხე. მართლაც, სრულ მდუმარებას ვიცავდი და როცა უკან დავბრუნდით, ბერდიდმა მაშინვე დაგვკითხა.

- პატარა საუბრობდა?

- არა.

მან ყურადღებით შემომხედა.

- სულ არაფერი გითქვამს?

- სულ არაფერი. თქვენი ლოცვით.

- ერთმანეთს საერთოდ არ ესაუბრებოდით?

- როცა ძმა ლაპარაკობდა, მე თავს ვუქნევდი. სულ ეს იყო.

ბერდიდს ისე გაუხარდა, რომ გულში ჩამიკრა და მაკოცა.

- მშვენიერია, ჩემო ძვირფასო, შენ ეს გამოგივიდა!

რამდენადაც მიბრძანა, მე ეს ბრძანება უნდა შემესრულებინა. მორჩა. მდუმარება? - მდუმარება. სიკვდილი? ესე იგი სიკვდილი. ვერაფერს იტყვი.

რაც შეეხება ძმას, ბერდიდმა იცოდა, რომ ის ილაპარაკებდა. ბერდიდი საჭიროდ არ თვლიდა, მასთან ამ თემაზე ესაუბრა. ის უფროსი იყო და საუბარი შეეძლო, პასუხისმგებლობა მასზე იდო. მთავარია, რომ ჩვენ ერთმანეთთან არ გვისაუბრია.

ფიქრობთ, რომ მდუმარება ადვილი იყო? საჭირო გახდა საკუთარი თავის იძულება. რა თქმა უნდა, მქონდა გულისთქმები, მაგრამ აუცილებელი იყო, ბერდიდის ნათქვამი დამეცვა. ჩვენ ბერდიდის ბრძანების დარღვევისა გვეშინოდა, რათა ღმერთი არ გაგვებრაზებინა, არ გაგვემწარებინა თვითონ ბერდიდი, არ დაგვერღვია ჩვენი მორჩილება და, შესაბამისად, ლოცვა. ამიტომაც არ ვსაუბრობდით.

ერთხელ მაინც ვთქვი რამდენიმე სიტყვა ბერდიდის აკრძალვის მიუხედავად და სამაგიეროც მომეზღო. ერთი მღვდელმონაზონი მოდიოდა ბერდიდთან, გულისთქმებს უმხელდა და რჩევას ეკითხებოდა.

ერთხელაც ნავმისადგომთან დამინახა და დამიყვირა:

- მამა იოანე! მამა იოანე! (ეს ჩემი ერისკაცული სახელი გახლდათ, ბერდიდთან სულ ორი თვის მისული ვიყავი) მამაო იოანე, ვოლოსში ვიყავი და დედაშენი ვნახე.

მეც ავყევი მის ნათქვამს:

- მაპატიე, მამაო, მაგრამ მე დედა არა მყავს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელია დედაჩემი.

სულ ეს იყო, რაც ვთქვი. დავბრუნდი უკან და ბერდიდი მეკითხება:

- ესაუბრე ვინმეს?

- ვესაუბრე.

- ვის ესაუბრე?

- ამა და ამ მამას.

- რა უთხარი?

- ესა და ეს.

- აბა-აბა. შენ ეს უთხარი?! ახლა ნახავ, რასაც გიზამ!

- მაკურთხეთ, - მრისხანებისთვის მოვემზადე.

- ორას მეტანიას გააკეთებ ახლა, დანარჩენს კი საღამოს გადავწყვეტთ, როცა გულისთქმების გასამხელად მოხვალ.

- მაკურთხე. ორასი იყოს.

შემდეგ კი მუშაობას შევუდექი ბერდიდთან ერთად.

- ეს გააკეთე.

- მაკურთხე.

- ის საქმე გააკეთე.

- მაკურთხე.

- შეშა დაჭერი, უსაქმურო.

- მაკურთხე, უკვე დავჭერი.

ახლა უკვე მამა არსენმა დაიწყო ჩემი დაცვა:

- მისმინე, ბერდიდო. მთელი დღე უქმად ვმეტყველებ და არანაირ ეპიტიმიას არ მადებ. მოწაფე ერთხელ გეურჩა - ორი სიტყვა თქვა. ძალზე მკაცრი ხარ. აპატიე. მარტო ერთი ურჩობისთვის ბავშვს ორას მეტანიას ადებ! ასე არ გამოდგება.

დიდი მცდელობის მერე ბერდიდმა მაპატია.

- კარგი, ამ ერთხელ ვაპატიებ. მაგრამ თუ ეს კიდევ განმეორდება, ის ამ ეპიტიმიასაც აღასრულებს.

მაგრამ, ღვთის მადლით, ასეთი რამ აღარ გამეორდება.

ბერდიდის ბრძანებამ, რომ მდუმარება უნდა დამემარხა, გადამარჩინა!

ნაბრძანები იყო - ჩვენი ეზოს კარს რომ გასცდები, ვინც არ უნდა მოგიახლოვდეს, ხმას არ ამოიღებ. მაქსიმუმ ამის თქმა შეგიძლია: "მე კურთხევა არ მაქვს". ბერდიდის ამ სიტყვის დაცვით უსაფრთხოდ ვიყავი, საკუთარ თავს ვიცავდი.

როცა გავიზარდე და ბერდიდიც გარდაიცვალა, ხშირად ვიყავი ხოლმე ჩვენი სკიტის გარეთ და მივხვდი, თუ რამხელა ზიანი მომადგებოდა, თუ ხმას ამოვიღებდი. მაშინ ჩემთვის ვთქვი: "ღმერთმა აცხოვნოს შენი სული, ბერდიდო! შენ მე გადამარჩინე!" მაშინ მთაწმინდაზე ცოტა იყო ახალგაზრდა მონაზონი. ბერიკაცები მოდიოდნენ მათთან - აინტერესებდათ, ვინ იყო მისი ბერდიდი, სად შემონაზვნდა, რა ერქვა, სადაური იყო - ეს მათთვის ჩვეულებრივი მონაზვნური საუბარი გახლდათ.

თუ მე მოძღვრისგან მდუმარება არ მექნებოდა ნაბრძანები და ვუპასუხებდი, მაშინ ისინი აუცილებლად მომწამლავდნენ, რითი? იმით, რომ მეტყოდნენ: შენი ბერდიდი ხიბლშია, არასწორად მოსაგრეობს, ასეთია, ისეთიაო. ისინი ჩემი მოძღვრის ხატს დამიმსხვრევდნენ. მაშინ სცადე და მოიშორე ეს გულისთქმები!

ამის შესახებ ხმები დადიოდა, მაგრამ ჩემამდე არ აღწევდა. ვინაიდან ასეთ საგნებზე საუბრის საშუალებას არავის ვაძლევდი. მხოლოდ ამას ვამბობდი: "მე საუბრის კურთხევა არა მაქვს". აირეოდნენ ხოლმე, მაგრამ ეს არ მაინტერესებდა. მე მხოლოდ ჩემი მოძღვრის ნათქვამის შესრულება მინდოდა.

როგორ დამიცვა, როგორ დამიფარა ბერდიდის ნათქვამმა! მხოლოდ მისი ერთი ბრძანება აღვასრულე - მაგრამ ამაში იყო მთელი ჩემი ცხონება. უკვე მოზრდილს, ადამიანები ბერდიდზე ათას რამეს რომ მეუბნებოდნენ, მათი ტყვიები აისხლიტებოდა, ვინაიდან კარგად ვიცოდი, ვინ იყო ჩემი ბერდიდი. უკვე კარგად ვიყავი მომზადებული და ვიცოდი, როგორ მეპასუხა. ვუცქერდი მათ და ვწუხდი მათი უძლურების გამო. თავიანთი მიკრობებით ჩემი დასნეულება უკვე აღარ შეეძლოთ, მორჩილების წყალობით მათ მიმართ იმუნიტეტი მქონდა გამომუშავებული, მე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ისინი ავადმყოფები იყვნენ. შეუძლებელი იყო მათ ბადეში გავბმულიყავი, რადგან უკვე ამ ყველაფრის შესახებ სწორად შემეძლო მსჯელობა და სწორი პასუხები მქონდა. მე ვიცოდი თითოეული სიტყვის წარმომავლობა. ამგვარად, ღვთის წყალობით და ბერდიდის ლოცვით ეს საფრთხე გვერდს მივლიდა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat