ხშირად კაცს ცოდვის ჩადენა არ სურს, მაგრამ ვნებებს ვერ სძლევს. მამა ზაქარია (მინაევი) ამ დროს სულიერ შვილებს ურჩევდა, ხელები ჯვრის სახედ განერთხათ
და ელოცათ "აღსდეგინ ღმერთი" ანდა პატიოსანი ჯვრის პარაკლისი გადაეხადათ. ერთხელ კი სულიერ შვილს უთხრა: ხშირად გამოისახეთ ჯვრის ნიში. გახსოვდეთ ლოცვა: "აღმაღლდა ჯვარი და დაეცა დასი ჰაერის მცველთა. უფალო, ეშმაკის წინააღმდეგ გვაქვს იარაღად ჯვარი შენი". ჩემდა სამწუხაროდ, ვამჩნევ, რომ ზოგიერთი ჯვრის გამოსახვისას არ ეხება შუბლსა და მხრებს. ეს შეურაცხყოფაა ჯვრის ნიშისა, გაიხსენეთ მამა სერაფიმე საროველის სწავლება ჯვრის სწორად გამოსახვაზე. ჩემო შვილო, ჯვარი ყოვლადწმინდა სამების მიმართ ლოცვით უნდა გამოვისახოთ: "სახელითა მამისათა" - ამ დროს შევკრავთ სამ თითს ერთად და ვაჩვენებთ, რომ ყოვლადწმინდა სამება ერთარსებაა. სამ შეკრულ თითს მივიდებთ შუბლზე და ამით გავწმენდთ, ვაკურთხებთ ჩვენს გონებას, აღვავლენთ ლოცვას უფლის მამის მიმართ, ყოვლისმპყრობელისა და შემოქმედისა ანგელოზთა და კაცთა, ცისა და მიწისა, ხილულისა და უხილავისა. შემდეგ ამავე თითებით ვეხებით მუცელს და ვიხსენებთ ჩვენი ხსნისთვის უფლის მიერ დათმენილ ვნებებს. ვიხსენებთ ჯვარცმას ჩვენი გამომხსნელისას, მამისაგან შობილისა და არა ქმნილისა. განვიწმენდთ გულსა და გრძნობებს და მივაპყრობთ მათ მაცხოვრის მიწიერ ცხოვრებას. უფალი ჩვენთვის და კაცთა მოდგმის ხსნისთვის გარდამოხდა ზეციდან და ხორცი შეისხა. ამ დროს ვამბობთ: "და ძისათა", შემდეგ კი თითებს გადავიტანთ მარჯვენა და მარცხენა მხარზე და ვიტყვით: "და სულისა წმიდისათა". ამ დროს ყოვლადწმინდა სამების მესამე პირს ვევედრებით, რომ არ დაგვიტევოს, განწმინდოს ჩვენი ნება და მოწყალედ შეგვეწიოს, რათა ყველა ჩვენი ძალი მივმართოთ იქითკენ, რომ ჩვენს გულებში სულიწმიდამ დაივანოს. ბოლოს კი მდაბლად, კეთილკრძალულად, ღვთის შიშით, სასოებით და ყოვლადწმინდა სამების დიდი სიყვარულით ვასრულებთ ამ დიდ ლოცვას - ამინ, ვიტყვით და ჭეშმარიტად ასეც იქნება. გახსოვდეთ, რომ ეს ლოცვა ყოველთვის ჯვართან არის შეერთებული.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი