ნიკომიდიაში დიოკლეტიანეს დროს ქრისტესთვის აწამეს 9 წლის გოგონა ბასილისა. ის თამამად აღიარებდა ქრისტეს და ეკამათებოდა ჯალათებს სარწმუნოებაზე.
ვერც მოფერებით გატეხეს და ვერც ცემით. გოგონა ღმერთს უფრო მეტად ადიდებდა. ამან გაამძვინვარა მმართველი და ისე აცემინა, რომ ქალიშვილს სხეული დაუწყლულდა. "ღმერთო, გმადლობ შენ ყველაფრისთვის", - წამოიძახა ბასილისამ. ფეხებით დაკიდეს, ქვეშ ცეცხლი დაუნთეს, მაგრამ ვერ დაამარცხეს - ამ სატანჯველშიც ღმერთს ადიდებდა. მთავარმა ღუმელი გაახურებინა. ჯვარი გამოისახა წმინდა ქალწულმა და თვითონვე შევიდა შიგ, დიდხანს დარჩა და თმაც არ შეტრუსვია. მერე დასაგლეჯად ორ ლომს მიუგდეს. ისინი კი გოგონას ეალერსებოდნენ. შეეშინდა მმართველ ალექსანდრეს - ეს ღვთის განგებააო. გოგონას მუხლებში ჩაუვარდა და შესთხოვა, - მაპატიე ეს წამება და ილოცე ჩემთვის შენი უფლის წინაშე, რომ არ დამსაჯოს, რადგან უკვე მწამს იგიო. გოგონამ ღმერთი ადიდა და მისი თხოვნით მღვდელმთავარმა აუხსნა ალექსანდრეს ქრისტიანული რწმენის საფუძვლები. ახალმოქცეული ალექსანდრე მალე გარდაიცვალა. მისი დაკრძალვის შემდეგ ბასილისა გაშორდა ქალაქს. წყალი მოსწყურდა, წყარო ვერსად ნახა. ერთ ქვაზე დადგა და ღმერთს შესთხოვა წყალი. უფალმა მისი ლოცვით წყარო გადმოადინა იმ ქვიდან, რომელზეც გოგონა იდგა. მოიკლა წყურვილი გოგონამ, მოიდრიკა მუხლნი და სული ჩააბარა უფალს. მისი ხსენება 3 სექტემბერსაა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი