ათონური მოთხრობები
ათონური მოთხრობები
სტანისლავ სენკინი
ლეგენდა ვამპირზე
რუმინეთი მამა რომანის სამშობლო გახლდათ. ის ხშირად იხსენებდა ალბა იულიას, თავის კოპწია სახლს
და მოხუცებულ დედას, რომელიც თეთრსუფრიან მაგიდას ნუგბარით ხუნძლავდა. ის კარგი ბიჭი იყო, ყოჩაღი და სამაგალითო შვილი, ვიდრე აბობოქრებულმა ბრბომ არ გაანადგურა ჩაუშესკუს კომუნისტური რეჟიმი. მამამისი მოშურნე კათოლიკე იყო და მომხრე გახლდათ ერთიანი რუმინეთისა. მას ხშირად მიჰყავდა პატარა მირჩე - მომავალი მთაწმინდელი მონაზონი რომანი - საკრებულო ტაძარში და რატუშის კედელზე, ფერად-ფერადი ქვებით გაკეთებული ერთიანი რუმინეთის მოზაიკას აჩვენებდა, რომელიც 1918 წელს შესდგებოდა რომანიის, ტრანსილვანიის, მოლდავეთისა და სამხრეთ ბუკოვინისგან. ამ ერთდღიანი სახელმწიფოს დედაქალაქი მათი მშობლიური ქალაქი ალბა იულია იყო.

- შეხედე, შვილო! რომ არა საბჭოელები, ჩვენ დიდ სახელმწიფოში ვიცხოვრებდით, - მამა ფრთხილად მიმოიხედავდა, რომ ყური არავის მოეკრა მისი ნათქვამისთვის. ის არ მალავდა თავის რელიგიურ გრძნობებს და რეჟიმის სიძულვილს, რომლის მუშაკებმაც ის "შავ სიაში" ჩაწერეს.

- მამიკო, საბჭოელები რატომ გვმართავენ ჩვენ?

- ჩუმად, ჩუმად შვილო. წითელმა ეშმაკმა დაიპყრო დედამიწა, სადაც პატივს არ მიაგებდნენ უწმინდეს მამას. ტრანსილვანიაში ყოველთვის ყვაოდა წმიდა კათოლიკური რწმენა, მაგრამ მზაკვარ ელინებთან მეგობრობის გამო უფალმა ჩვენზე ბაბილონის ტყვეობა დაუშვა. რუსებმა დაიპყრეს ჩვენი მიწები, მაგრამ ახალი ჟამია და პაპის ლოცვით, მალე გავთავისუფლდებით. მოდი, ჯვარი გამომსახე, პატარავ, - მათ ჩუმად, კათოლიკურად გამოისახეს ჯვარი და დაბრუნდნენ შინ, სადაც მათ დედამ ახალგამომცხვარი უნგრული ღვეზელი დაახვედრა.

მამა ვერ მოესწრო კომუნისტებისგან რუმინეთის განთავისუფლებას. სწორედ 1989 წლის დეკემბერში, ჩაუშესკუს სასახლის აღებისას, ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. ამის მერე პატარა მირჩე ხელიდან წავიდა. სკოლა ძლივს დაასრულა. მისი ახალი ვნება მუსიკა გახდა, რომელსაც მთელ თავის თავისუფალ დროს ახმარდა. მირჩე როკ-მუსიკოსი იყო და ახალმოდურ და ძალზე მკაცრ ტრეშს უკრავდა. სასოწარკვეთის და სატანიზმის თემებით აღსავსე სიმღერების ტექსტს თვითონ წერდა. ნარკოტიკები და ქალები ავსებდნენ მის შემოქმედებით ცხოვრებას. ის იყო ახალგაზრდა, ბობოქარი, გრძელულვაშიანი, ყურზე საყურე ეკეთა, და თავზე თავის ქალათი და ძვლებით თეთრად მოხატული შავი თავსაფარი ჰქონდა წაკრული. ცხოვრება ფეხბურთის მოედნად ეჩვენებოდა, სადაც მეგობრებთან ერთად ბურთს დააგორებდა და აღაფრთოვანებდა მაყურებელს.

რა დიდი ხნის წინ იყო ეს ყველაფერი! ახლა ის ათონელი მონაზონია, მაგრამ იმ კარპატული მთვარიანი ღამის კოშმარული მოგონებები დღემდე აწამებს. ოჰ, ეს ღამე!..

- მამაო რომან, ჰქენი სიკეთე და ის კალათა მომაწოდე, - ახლა მოხუცებულ სქემმონაზონ გაბრიელთან ერთად ათონის ერთ-ერთ ხეობაში ყურძენს ჰკრეფდა. საღამოვდებოდა.

მონაზონმა ბერობაში დაბერებულ მოლდაველს პირთამდე სავსე კალათა მიაწოდა.

- მამაო გაბრიელ, დღეს სავსემთვარობაა? დღე, როდესაც ვამპირები ყველაზე დიდ ძალას იძენენ, - რომანმა თითქოს თავის ძველ კოშმარებს დასცინა, მაგრამ ეს გამარჯვებულის სიცილი არ იყო, არამედ იმ საშინელებაზე თავდაცვის რეაქცია გახლდათ, რომელიც ოდესღაც განიცადა მისმა სულმა.

- მართლა? შენ კიდევ გახსოვს ის შემთხვევა? - მამა გაბრიელმა ხელი მოჰკიდა და ყურადღებით ჩახედა თვალებში, - დაივიწყე! შენ უკვე ათონზე ხარ.

- მე უკვე დიდი ხნის წინ დავივიწყე ყველაფერი, - რომანმა თვალი აარიდა, - მორჩა. მეტს აღარ მოვკრეფთ?

- არა, არა! მანქანით წავიდეთ, მამაო, პროდრომოსში. ხედავ, დღეს რამდენი ყურძენი მოვკრიფეთ? - ბოლო ორი კალათაც მიიტანეს მანქანამდე, მუშებს დაემშვიდობნენ და ძველ ჰამერში ჩასხდნენ. რომანმა ძრავა ჩართო და სკიტისკენ გასწია. მთვარე უკვე გადმოეკიდა ათონის მთაზე და ყურადღებით დასცქეროდა მიწას. ბოროტი ძალები თითქოს ბზარს ეძებდნენ ათონის ქრისტეს მხედრობის ლოცვით თავდაცვის ხაზში. რომანს კვლავ გაახსენდა ის ღამე, რომელმაც დასწყევლა მისი ერისკაცული ცხოვრება და აკურთხა მონაზვნობაზე. მას მრავალჯერ მოუყოლია ეს ამბავი, მამების ნაწილი მას ყბედად თვლიდა, სხვებს კი აოცებდათ ღვთის მიუწვდომელი განგებულება.

ყველაფერი კი ბარში დაიწყო, სადაც მისი ჯგუფის მუსიკოსები წარმატებულად ჩატარებულ კონცერტს აღნიშნავდნენ. ჯგუფს "ცოფიან ძაღლებს" ეძახდნენ. ბარს კი "პეკატორი" ერქვა.

- დღეს რა მაგრად დავუკარით, მირჩო? მთელი სიბია საზაფხულო მოედანზე შეიკრიბა. მოვა დრო, როცა ბუქარესტსაც დავიპყრობთ, - მისი მეგობრები ახალდამეგობრებულ გოგონებთან იწონებდნენ თავს.

- ჩვენ უკვე საუკეთესონი ვართ ტრანსილვანიაში, ხომ მართალია, იონ?

- კი! ვფიქრობ, რომ მთელ რუმინეთში საუკეთესონი ვართ. ყოველ შემთხვევაში, მეტალისტებს შორის.

გოგონები აღფრთოვანებულნი უსმენდნენ მათ ბაქიაობას და თან ძვირფას კოქტეილს წრუპავდნენ. მირჩომ ყურადღებით შეათვალიერა თავისი კომპანია, განსაკუთრებით თავის შეყვარებულს, მარიშას დააკვირდა და კიდევ ერთი კოზირი გამოაჩინა.

- იოან, შესაძლოა ჩვენ მალე გამოვიდეთ მსოფლიო სცენაზე, მე საამისო გეგმა მაქვს.

- რა გეგმა, მირჩო? - ყველა ინტერესით მიაჩერდა.

- ჩვენს დროში ადამიანებში რომ გამოერჩიო, აუცილებელია ყველგან სარეკლამო ტრიუკები გამოიყენო. მთავარია, ბიჭებო, არ დაკომპლექსდეთ. ის, რომ მე და თქვენ რუმინელები ვართ, ეს ქედმაღალი ევროპისთვის ნაკლია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ის უპირატესობად გადავაქციოთ. ჩვენ ჩვენს ახალ ალბომს დავარქმევთ "ტრანსილვანიელ ვამპირებს". მთელ მსოფლიოში თითოეულ სულელს ტრანსილვანიის ხსენებაზე გრაფი დრაკულა ახსენდება. ევროპელებს ფეხებზე ჰკიდიათ ჩვენი კულტურა და ისტორია, მათ ჩვენგან მხოლოდ ეს წყეული ვამპირები უნდათ. მაშ, მივცეთ მათ, რაც უნდათ და ბლომად ფულს ვიშოვით.

- როგორ, მირჩო!

- შეიძლება გამოვიგონოთ, რომ თითქოს ჩვენ კარპატებში ვამპირებმა დაგვკბინეს. ამის მერე თვითონვე გადავიქეცით მუსიკოს ვამპირებად და ყოველდღიურად ლიტრობით სისხლს ვსვამთ, რომელსაც სისხლის გადასხმის პუნქტებში ვყიდულობთ - ეს არაჩვეულებრივი სარეკლამო ტრიუკია, რომლითაც გამაძღარი ევროპელი ახალგაზრდობა დაკმაყოფილდება. ერთი ჩემი ახლობელი ოქსფორდში სწავლობს და ჩემს ტექსტებს ინგლისურად გადათარგმნის, ერთი - სპონსორის მოძებნაღა დაგვრჩა, რომელიც ევროპაში ჩვენი პროდიუსერი იქნება.

- მირჩო, გენიოსი ხარ! ტრანსილვანიელი ვამპირები! რა მაგარია! - ყველამ მხიარულად დაიწყო ახალი პროექტის განხილვა, თან იცინოდნენ.

- მოდით, ახლა კარპატებში წავიდეთ და პიკნიკი პირდაპირ ვლად ცეპეში, ციხესიმაგრესთან მოვაწყოთ!

ფრთხილმა იონმა შეწინააღმდეგება სცადა:

- გვიანია, უკვე ბნელა.

- არა, გვიანი არ არის! - საკმაოდ შემთვრალი მირჩო მზად იყო, ამ უგუნური ახირების შესასრულებლად, - წავიდეთ და გრაფ დრაკულას დახმარება ვთხოვოთ.

ყველამ გაიცინა და კიდევ ლუდი შეუკვეთეს, იონმა თავის ფხიზელ მეგობარს სთხოვა გაყოლა. მალე ყველანი ერთად კარპატებისკენ მიჰქროდნენ...

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat