წმინდა პეტრე ალექსანდრიელი ჭეშმარიტი რწმენის აღსარებისთვის დაიჭირეს და სიკვდილი მიუსაჯეს. მაშინ ალექსანდრიელი ქრისტიანები შეიკრიბნენ
და იმ სახლთან მივიდნენ, სადაც მღვდელმთავარი ჰყავდათ დამწყვდეული. სარდალი, რომელსაც მისი მოკვლა ჰქონდა დავალებული, ხელსაყრელ დროს უცდიდა მეფის დავალების აღსასრულებლად. თუ ახლა დასჯიდა, მაშინ ხალხი აუჯანყდებოდა, მაგრამ ქრისტიანები არ იშლებოდნენ. წმინდანს საყოველთაო სისხლისღვრა ნამდვილად არ სურდა და თვით ქრისტიანობის მდევნელში კი მეფეს ხედავდა და სათანადო პატივს მიაგებდა. ამიტომაც სარდალთან მცველი გაგზავნა და ურჩია: "ხომ გინდა მეფის ბრძანება აღასრულო, ამიტომ ღამით კედლის ქვეშ გვირაბი გათხარეთ და იქიდან გამიყვანეთო". გაოცდა სარდალი, გაუხარდა და რჩევა შეასრულა. ღამით წმინდა პეტრე გაიყვანეს და თავი მოჰკვეთეს. მეორე დღეს მორწმუნე მრევლმა შეიტყო, რომ დიდი მღვდელმთავარი მოწამის გვირგვინით შეიმოსა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი