ქრისტიანი ღმერთთან ერთობაში უნდა იმყოფებოდეს
ქრისტიანი ღმერთთან ერთობაში უნდა იმყოფებოდეს
არქიმანდრიტი იოანიკე, "ათონური პატერიკი"
სიტყვა სიკვდილის ხსოვნაზე
სიცოცხლის მიწურულს კარულელმა ბერდიდმა ფილარეტმა , თავის მეზობელსა და თანამოსაგრეს სთხოვა, ჩემთან წერაქვითა და ნიჩბით მოდიო - აი, ძმაო, აღსასრული მიახლოვდება და მგზავრობისთვის უნდა მოვემზადო. ცოტათი მოვშორდეთ ჩემს კელიასო.

ბერებმა მიაღწიეს კლდეებს შორის მიწის პაწია ნაგლეჯს. მამა ფილარეტი მიწაზე დაწვა და ძმას მიმართა: - აქ იქნება ჩემი სამარე. ზომა აიღე და თხრას შეუდექი, რომ საიმდროოდ მზად იყოსო. მამა გაბრიელი თავისი სიალალით ასეც მოიქცა. ერთი კვირის შემდეგ უდაბნოს შემყვარებელმა და ღვთივსათნო მამა ფილარეტმა დატოვა ეს წუთისოფელი.

***
მონაზონმა ქრიზოსთომოს დიონასიატელმა თავისი კელიის მაგიდაზე დაწერა: მე მალე მოვკვდები,

რა უნდა გავაკეთო?

1. მოვუხმო იღუმენს და აღსარება ვუთხრა.

2. ყველას შენდობა ვთხოვო.

3. მერე კი საკუთარი თავი ღვთის გულმოწყალებას მივანდო.

***
რუსი ბერდიდი ტიმოთე, რომელიც 1948 წელს გარდაიცვალა, მთელი სიცოცხლე მოუკლებელი მლოცველი იყო. თავისი კელია არ ჰქონდა და ეკლესიაში ცხოვრობდა. ბერდიდი ყოველდღე 300-ჯერ იდრეკდა მუხლს და 1200 მცირე მეტანიას ასრულებდა. მთელი დღე სამოციქულოს, სახარებას, დაუჯდომლებსა და სათნომოყვარეობას კითხულობდა. 14 წელი მღვიძარების ღვაწლს ეწეოდა და მთელი ამ ხნის მანძილზე სიტყვაც არ დასცდენია. მდუმარების შეწყვეტა მას მხოლოდ მორჩილების გამო შეეძლო.

სიტყვა გონებასა და გულისთქმებზე
გონებისმიერი მღვიძარების (სიურიზლის) ერთმა თანამედროვე მუშაკმა თქვა:

- ბავშვი უფსკრულებით გარშემორტყმულ საკონდიტროში რომ დავსვათ და ყველა სარკმელი და კარი გავაღოთ, შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ: ბავშვი არ დაიმტვრევა, ვინაიდან ის კანფეტებით და სხვა ტკბილეულით იქნება გატაცებული. ასევეა გონებაც, სადაც დატკბება, იქ იმყოფება, ამიტომაც მუდმივად უნდა მივცეთ მას სულიერი სამუშაო.

***
თქვა ბერდიდმა: - ვხედავ, რომ დღეს ახალგაზრდობა ბევრ უწესობას სჩადის სიამოვნებით დასატკბობად იმ დროს, როცა სულიერ ცხოვრებაში გაცილებით მეტად დატკბებოდნენ ღვთაებრივი სიამოვნებით. ვიღაცა იტყვის, - კარგი, გეყოფა, შენ სამოთხეზე გვესაუბრები, ჩვენ კი არ ვიცით, ის თუ არსებობსო. ცხოვრებაში კაცი შეიძლება მხიარულობდეს და ეკითხება ხოლმე საკუთარ თავს, ნეტავ თუ არის სამოთხეში რაღაც უკეთესი, რასაც ახლა განვიცდიო. ახალგაზრდობა დღეს მხოლოდ ტკბობაზე ფიქრობს. ისინი ძალზე ჰგვანან ოკუპაციის დროინდელ მოშიმშილე ბავშვებს, რომლებიც დამპყრობელი ჯარისკაცების გადაყრილ საჭმლის ნარჩენებს პოულობდნენ და შეექცეოდნენ, ფიქრობდნენ, რომ სასას იტკბობდნენ, თუმცა საჭმელი გაფუჭებული და უვარგისი იყო.

***
წმინდა ანას სკიტელი ერთი მოხუცი მონაზონი გვიყვებოდა: - დამასკინის ზემოთ მღვიმეებში მცხოვრები მამები გულისმიერი ლოცვითა და უმაღლესი ჭვრეტით ტკბებოდნენ. როცა ახალგაზრდა ვიყავი, ციცაბო კლდეებზე, მათთან მღვიმეებში ავდიოდი და მინახავს იქ სამფეხები, რომლებზეც ისინი წიგნებს დებდნენ წასაკითხად. იქ შეგეძლო გენახა ამაღლებული მონაზვნური ცხოვრება და გესწავლა იგი. ისინი, ყველანი, იმარხავდნენ მორჩილებას, მოიკვეთდნენ საკუთარ ნებასა და სურვილს, სწავლობდნენ ეშმაკის საფრთხეების შეცნობასა და ლოცვის დროს ისინი სულით დაფარფატებდნენ და ტკბებოდნენ ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს უტკბილესი სახელით. ზოგიერთი მათგანი რკოთი იკვებებოდა და უმაღლეს უვნებლობის სიმაღლეს მიღწეული, სკიტელ მამებს, ყველას ემალებოდა. ყოვლადსახიერმა ღმერთმა წმინდანობა უბოძა ამ, მის სათნომყოფელ და მისი ნების აღმასრულებელ მამებს. ამიტომაც იმ დროიდან აქაურობა წმინდა ადგილად იწოდება.

ბევრი ერისკაცი ჩივის, საეკლესიო მსახურებაზე ჩვენი გონება აქეთ-იქით დაეხეტებაო. ამ დროს ერისკაცული ცხოვრების მაგალითზე უნდა ვისწავლოთ. როცა ისინი მრავალი დღის მანძილზე ხომალდით მოგზაურობენ და ტალღებს ებრძვიან, სხვაზე არაფერზე ფიქრობენ, გარდა იმისა, რომ იხილონ ადგილი ან სახე, რომლისკენაც ისწრაფვიან. ახლა კი, დაე, შეადარონ უმნიშვნელობა ამ ადგილისა და სახისა, იმ საიდუმლოს, სადაც მსხვერპლად შეიწირება ძე და სიტყვა ღმრთისა, რომელიც ტაძარში ერთადერთი მიზნით აღესრულება - ასწავლოს ქრისტიანებს, მთელი სულით განიცადონ ეს საიდუმლო.

ქრისტიანი, უპირველეს ყოვლისა კი მონაზონი, ღმერთთან ერთობაში უნდა იმყოფებოდეს. როცა სული სხეულს გაეყრება, ვინც თავისი ერთობით სამება ღმერთთან ერთობაში იმყოფებოდა, იხილავს წმინდა ანგელოზებს, რომელთაც ხელთ სამოთხის კეთილსურნელოვანი ყვავილებით სავსე ფიალები უპყრიათ. მათ კი, ვისაც ღვთაებრივი ლიტურგიის დროს, ერისკაცული და ამაო გულისთქმები ჰქონდათ, თუმცა იხილავენ ამ ფიალებს, მაგრამ მზაკვარი და შურიანი დემონები, მათით დატკბობაში ხელს შეუშლიან, ეტყვიან წმინდა ანგელოზებს: "ეს ადამიანები საღვთისმსახურო შეკრებებისას მოწყვეტილნი იყვნენ ღვთაებრივ ლიტურგიას, თავიანთ სამუშაოსა და ერისკაცულ სიამოვნებაზე ფიქრობდნენ. ამგვარად, მათ, ვინც ღვთის ჭვრეტაში არ იღვაწეს, ხორცში ყოფნისას არ იგემეს სულიერი სიხარული და სიცოცხლის ბოლოსაც კი არ შეინანეს, მათ არა აქვთ უფლება, იგემონ უტკბილესი საუკუნო ჭვრეტის კეთილსურნელოვანი არომატით სავსე ჭურჭლიდან".

როცა ეს ხალხი დაინახავს, რომ სახარებისეული ღვთაებრივი კანონისადმი ურჩობის გამო მოაკლდნენ ნეტარებას, მუდმივად სინანულით გულშემუსვრილნი იტყვიან: "ვაიმე, რომ მცირე სიზარმაცის და უყურადღებობის გამო საუკუნო სიხარულსა და სიტკბოებას მოვაკლდით.

ღირსი თეოდორე სტუდიელის თქმით: "ჩვენ დავიღუპეთო, იტყვიან ის მონაზვნები, რომელთაც გათელეს თავიანთი აღთქმა, რომელიც ანგელოზებრივი სქემის შემოსვისას დადეს, და ამა სოფლის ამაოებით ძლეულებმა შეურაცხყვეს იგი.

***
ივერთა მონასტერში ერთხელ მომსახურე მღვდელმა უკმია სტასიდიაზე მსხდომ მონასტრის მეთაურს, მაგრამ ერთ პროისტამენს (მონასტრის უხუცესთა კრების წევრს ჰქვია), ისე ჩაუარა, არ უკმია. საღვთო ლიტურგიის განტევების მერე ეს მღვდელი ახსნა-განმარტებისთვის გამოიძახეს. მან თქვა, - როცა ამ მამის სტასიდიამდე მივედი, ის ცარიელი დამხვდაო!

მაშინ მამებმა მოუხმეს იმ მამას და მომხდარი მოუთხრეს.

- მამაო პროისტამენო, ყურადღებით იყავი, რადგან მომსახურე მღვდელი უბრალო კაცია და ამბობს იმას, რაც დაინახა.

გაოცებულმა ბერდიდმა თქვა:

- მღვდელი მართალია, ვინაიდან ხორცით ჩემს სტასიდიაზე ვიყავი, გონებით კი, მონასტრის მეტოქიონში გახლდით, რომელიც ერში მდებარეობს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat