ათონელი მამა ათანასე (გრიგორიატის მონასტრის იღუმენი, +1937), სამღვდელო ხარისხს ისე კეთილმოკრძალებით უცქერდა, რომ შემდგომ, როცა იღუმენი გახდა
და თვითონ აღკვეცა 27 ბერი, მათგან არც ერთისთვის არასოდეს მიუცია წმინდა ტრაპეზთან მიახლოების ნება. ყოველთვის შეაგონებდა მათ: სჯობს, სკვნილით იყო სამოთხეში, ვიდრე ოლარით - ჯოჯოხეთშიო. მამა ათანასე ზრუნავდა, რომ ტაძარში ყველაფერი დიდებული და ღვთის ღირსი ყოფილიყო, მათ შორის სამღვდელო შესამოსელიც. მწირველ მღვდლებს მამა ათანასე ასწავლიდა: თქვენ, ვინც ღირსი შეიქმენით, აღასრულოთ საღმრთო ლიტურგია, უნდა იყოთ ყურადღებიანნი, უმწიკვლონი, კეთილკრძალულნი, დიდებული სამოსით შემოსილნი... როცა მღვდელი სწირავს უსისხლო მსხვერპლს, უნდა გრძნობდეს, რომ მის სულში კანდელი ანთია და იგი არ უნდა ჩაუქრეს მომდევნო ლიტურგიამდე. ეს სულის კანდელი პირველი ლიტურგიიდან უკანასკნელამდე უნდა შეინახოს ჩაუქრობლად და იზრუნოს მასზე. წირვის შემდეგ განმარტოვდი სადმე და სიმყუდროვეში იფიქრე, თუ რა მოგეცა. გაექეცი საუბრებს და არასოდეს გაიცინო საღმრთო ლიტურგიის შემდეგ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი