"მესროლეთ, მე ვარ საქართველო!" - შეუძახა ბერმა გაბრიელმა (ურგებაძე) ზუგდიდში საბრძოლველად მიმავალ, სამოქალაქო ომში ჩართულ ქართველებს
, ისინი და მათი ლიდერი (ჯაბა იოსელიანი) ტაძრიდან გაყარა, ვითარც "მოღრიალე ლომმა". ერთხელ, იმ პერიოდში, სამთავროში მაღალი იერარქი მობრძანდა. მამა გაბრიელმა იქ მყოფებს უთხრა, ფეხი არ მოიცვალოთო, თვითონ კი სენაკში "მოსასვენებლად" შევიდა. როცა იერარქმა ტაძარი მოილოცა და გარეთ გამოვიდა, სენაკის კარიც გაიღო, მამა გაბრიელი გამოვარდა, დოინჯშემოყრილი წამოვიდა და კიბის თავში დადგა და გვერდულად, ცალი თვალით გახედა ტაძრიდან გამოსულ, კიბესთან მომდგარ იერარქს. მერე თვალი თვალში გაუყარა... ის იყო მკაცრი და საშინელი! ეს პიროვნება უეცრად მოიხარა, თითქოს უცებ დაპატარავდა და შეშფოთებულ-შეშინებული მანქანაში სასწრაფოდ ჩაჯდა, მანქანაც მყისვე დაიძრა და ეზო დატოვა. ამის მოწმემ მამა გაბრიელს გაოცებულმა ჰკითხა:
- მამა გაბრიელ, როგორ შეეშინდა თქვენი?
მამა გაბრიელი მოტრიალდა, ზეცად ხელები აღაპყრო და თქვა:
- ჩემი არა, ღმერთის".
ერთი სულიერი შვილი ყვებოდა, რომ მან მამა გაბრიელის სენაკში, ჯვარცმის ფერხთით, პირდაღებული ლომის სურათი იდო. ჰკითხა, ეს რას ნიშნავსო.
გაბრიელ ბერმა პირჯვარი გადაისახა, ფეხზე წამოდგა და წარმოთქვა:
- მართალი კაცი ქრისტეს წინაშე როგორც პირდაღებული ლომი, ისე დგას. მას არ ეშინია ღმერთის, იმიტომ, რომ იცის, რომ მართალია. ღმერთს უყვარს ასეთი კაცი. იგი ქრისტეს ძმა არის, მას, როგორც ტოლსა და სწორს, უფალი ისე უყურებს. ჯერ არიან მონანი უფლისა, შვილნი უფლისანი და ძმანი უფლისანი".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი