შაოლინი ათონის წინააღმდეგ
შაოლინი ათონის წინააღმდეგ
სტანისლავ სენკინი
გაგრძელება
ერთი კვირის შემდეგ ფრანგი პეკინი-სალონიკის რეისით მიფრინავდა , ნახევარი გზისა მედიტირებდა, მეორე ნახევარზე კი ინგლისურ ენას იხსენებდა.

აეროპორტი, ტაქსი, ავტოსადგური... და აი, მთაწმინდაც. ოცი წელია, ევროპის მიწაზე ფეხი არ დაუდგამს; არ ღელავდა. მის ჩინურ გულს მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა - ღირსეულად შეესრულებინა თავისი მისია. დაჯდა თბომავალზე და ცნობისმოყვარებით უცქერდა ათონის ამწვანებულ და ქვიან სანაპიროს.

მიცურეს დაფნამდე - მთაწმინდის პორტამდე, ფრანგმა გადაწყვიტა, ჯერ პროტატი-ათონის ხელისუფლება მოენახულებინა. შევიდა საკრებულოს შენობაში, რომელიც ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკრებულო ტაძრის გვერდით მდებარეობდა. ჟაკ-პიერმა ინგლისურად იკითხა, - სად შემიძლია ათონზე ერთი თვით დარჩენის ნაბართვა მივიღოო. კარებზე მიუთითეს, გააღო და მაგიდასთან მჯდარი წვერიანი მონაზონი იხილა. პროტატის მოხელე ბერძნულად მიესალმა, მაგრამ რახან მიხვდა, მისი არ ესმოდა, ინგლისურად მიმართა:

- რა გნებავთ, ბატონო? - მონაზონი მეგობრულ სიყვარულსა და სტუმართმოყვარებას ასხივებდა.

ჟაკ-პიერმა მოკლედ ჩამოაყალიბა თავისი პრობლემის არსი:

- მე ფრანგი მეცნიერი ვარ, "დისქავერის" არხზე მთაწმინდის შესახებ გადაცემა ვნახე და აღმოსავლური ქრისტიანობის შესწავლის სურვილი გამიჩნდა.

- ძალიან კარგი, - ბერმა ყურადღებით შეხედა მეცნიერის მელოტ თავს და თავაზიანად ჰკითხა, თუ რომელი რწმენის აღმსარებელი იყო.

- ბუდისტი ვარ. მოპარსული თავი ნიშანია ამაოებისა და მედიდურობის არქონისა.

მონაზონმა მას თავისი გრძელი შავი თმა ანახა და გაიცინა:

- თქვენ მე მამხილებთ, - შემდეგ რაღაც ჟურნალი ამოაძვრინა, - ესე იგი, ჩვენთან ერთი თვით დარჩენა გსურთ?

- დიახ.

- ძალიან კარგი, - მონაზონმა მას აუხსნა, როგორ გაეგრძელებინა ათონის საშვი-დიმოტირიონი, როგორ უნდა მოქცეულიყო მთაწმინდაზე არამართლმადიდებლური რწმენის აღმსარებელი პირი, - დაე, შეგეწიოთ დედა ღვთისა.

- გმადლობთ.

ფრანგი სამარშრუტო ტაქსით დიდ ლავრაში წავიდა. ირგვლივ ლამაზი ბუნება იყო, მაგრამ არა იმდენად, რომ აღეფრთოვანებინა.

ათონის სილამაზემ შთაბეჭდილება ვერ მოახდინა ჟაკ-პიერზე, ისევე როგორც ურიცხვმა სიწმინდემ, მთაწმინდელ მონაზონთა თავაზიანობამ ვერ შეძლო მისი აღელვება, მართლმადიდებლური გუნდის საგალობლებმა სული ვერ შეუძრა. მას მუდამ ახსოვდა დიდი მხედართმთავრის, სუნ ძის გამონათქვამი: "ომი - სიცრუის გზაა". მან მისთვის უცხო ტრადიცია მზვერავის უვნებლობით და მტრის გულგრილობით შეისწავლა. აქ ყველაფერი სხვა სულიერ ადგილებს ჰგავდა - საკულტო შენობა, სკვნილებიანი მონაზვნები, ჰიმნოგრაფია, ასკეზა, მოძღვრის პატივისცემა, განსაკუთრებული სამოსი და ვარცხნილობა, რომელიც მათ ერისკაცებისაგან გამოარჩევს. მოკლედ, განსაკუთრებული არაფერი. ფრანგმა სამხედრო ხელოვნებაში ვარჯიშის კვალიც კი ვერსად იპოვა, მაგრამ მისი მოძღვარი შეუძლებელია, შემცდარიყო. უნდა ეპოვა. წინამძღვარმა, შაოლინის სკოლის უდიდესმა ოსტატმა, გამოფრენის წინ ასწავლა სიუი ჩჟუნ-შუს ენერგიის გამოყენება, რომელსაც კოშკის დანგრევა შეეძლო; დარტყმა ათი ნაბიჯის მანძილზე! რამდენადაც მან იცოდა, ევროპელებისთვის ეს ენერგია ჯერ არავის უნახვებია. ეს უდიდესი პატივი იყო მისთვის.

ორი-სამი კვირის მანძილზე ათონის მთაზე ხეტიალისას, ჟაკ-პიერმა ერთი მომლოცველის ნათქვამი მოისმინა უხილავ მამებზე, რომლებიც მისდევენ რა მათთვის განსაზღვრულ ცხოვრების წესს, უხილავნი არიან შეუიარაღებელი თუ შეიარაღებული თვალისთვის და ისინი მსოფლიოსთვის საიდუმლო ლოცვის ღვაწლს ეწევიან. უეჭველია, რომ ეს მამები კონფუს რაღაც დაფარულ და საიდუმლო სტილს ფლობენ, - ფიქრობდა ფრანგი, - რადგანაც უცნობად დარჩენას აპირებენ და თავიანთ ილეთებს პირველსავე შემხვედრს არ გაანდობენ.

სულითა და გულით ცდილობდა, უხილავი მამები მოეძებნა, პანაგიაში ათენებდა და თვით ათონის პიკზეც კი ავიდა უფლის ფერისცვალების სახელობის ტაძარში.

იქ თითქმის ათი დღე გაატარა, ვიდრე ძლიერი ჭექა-ქუხილი არ ატყდა. ფრანგი გრძნობდა, თუ როგორ ირყეოდა ტაძრის კარის რკინის სახელური, მიხვდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ელოდა. სასწრაფოდ გამოვარდა ტაძრიდან და ბილიკს ქვემოთ დაუყვა. ჭექა-ქუხილი ძლიერდებოდა, ელვაც ცას ხევდა. მიწა ზანზარებდა. ღრუბლები შემკვრივდნენ და გეგონებოდა, შავ-იისფერი ზღვააო. გრუხუნი სმენას ახშობდა. ფრანგმა ქვას ფეხი წამოკრა და ფერდზე დაცურდა; იქვე, გვერდით ცეცხლის გველმა უკბინა გამხმარ ხეს, რომელიც გადატყდა და ისიც ქვემოთ დაცურდა.

- ეტყობა, ეს ყველაფერი უხილავი მამების ჯადოქრობაა! - ფიქრობდა ჟაკ-პიერი, - ალბათ მათ გამომააშკარავეს, როგორც მტრების მზვერავი და განადგურებას მიპირებენო. ცოცხალ-მკვდარმა და თავიდან ფეხებამდე გალუმპულმა სიუი ჩჟუ-შუმ პანაგიამდე მიაღწია (პანაგია - ღვთისმშობლის სახელობის საყდარია, საიდანაც იწყება ბოლო აღმართი ათონის მთის წვერისკენ), წამოწვა ლეიბზე, ქვის კარიბჭეში. მთელი სხეული სტკიოდა, გადაწყვიტა, მედიტაციაში ჩაფლულიყო. ეს გახლდათ ერთადერთი წამალი, ხერხი სულიერი წონასწორობის აღსაგენად. ფრანგი სპეციალურ პოზაში დაჯდა, მოეშვა და გონების გახსნის მანტრის კითხვა დაიწყო. ტრანსის სიტკბოება იგემა, ამოისუნთქა და ჩასაღრმავებლად მოემზადა. მაგრამ ეს რა ხდება?! მედიტაცია ვერ შესძლო. კიდევ რამდენჯერმე სცადა... სასოწარკვეთილი კინაღამ ატირდა, მედიტაცია ხომ მთელი მისი ძალების წყარო იყო!

რამდენიმე დღის შემდეგ, გაწამებულმა, ჩინეთში დაბრუნება გადაწყვიტა - უხილავი მამები ვერ ნახა, ათონელი მოსაგრეების საიდუმლო ვერ გამოიცნო... ქსიროპოტამის მონასტრის ცარიელ კელიაში იჯდა და მწარედ ოხრავდა. ბოლოს, წასვლის წინ, მესტუმრე მონაზონს ჰკითხა:

- მამაო, მე ევროპელი ვარ, მაგრამ ჩინეთში ვცხოვრობ, შაოლინის მონასტერში. თქვენთან ყველაფერი კარგია, თქვენი მონაზვნების ცხოვრების წესი ჩვენსას ჰგავს. თქვენ ბევრს ლოცულობთ - ჩვენ მედიტაციას ვასრულებთ, თქვენ ცოტა გძინავთ და ჭამისას თავს იზღუდავთ, ჩვენც ასევე თავს ვიკავებთ ჭამისას, თქვენ გალობთ, ჩვენც წამღერებით ვკითხულობთ მანტრებს. მაგრამ მონაზვნის გზა ხომ მეომრის გზაა. ჩვენ შაოლინში სამხედრო ხელოვნებას ვსწავლობთ, თქვენთან თუ არის რაიმე ამის მსგავსი?

მონაზონი უხალისოდ მოსცილდა წიგნს:

- შაოლინი? მართლა! - მან ყურადღებით შეხედა ფრანგს, - წარმოიდგინეთ, რომ ორი ადამიანი ერთმანეთს მტრობს, არც ერთს უნდა დათმობა, ერთმანეთს ეჩხუბებიან და არათუ შერიგების, დალაპარაკების სურვილიც კი არა აქვთ. და აი, ისინი უცნობ ადგილას შეხვდებიან ერთმანეთს, ერთი დაძლევს სიამაყეს, და ხალხის წინაშე თავის მტერს მუხლს მოუყრის. მეორეც, მტრის მოულოდნელი დიდსულოვანი საქციელით განცვიფრებული, ასევე შენდობას სთხოვს და მათ შორის მშვიდობა ჩამოვარდება, - მონაზონი ხედავდა, რომ ჟაკ-პიერი, თუმცა ყურადღებით უსმენდა, ვერ ხვდებოდა, რაზე იყო საუბარი.

- მათ შორის ვინ გაიმარჯვა?

- გაიმარჯვა - რაში?

მონაზონი ცოტათი გაბრაზდა:

- როგორ არ გესმის? ვინ სძლია მტრობას?

- ალბათ იმან, ვინც პირველმა ითხოვა შენდობა, ჟაკ-პიერი მიხვდა, რომ ბრძოლის ასპექტი აქ მატერიალურ სფეროს არ ეხებოდა.

- მართალია! აბა, რას ფიქრობ, ადვილი იქნებოდა მისთვის ამის გაკეთება?

- ვფიქრობ, გაუჭირდებოდა.

- აჰა! აი ჩვენი სამხედრო ხელოვნება - ისწავლო სიმდაბლე და შეუნდო, რომ ამგვარად სძლიო ბოროტებას. გასაგებია?

- ვფიქრობ, რომ კი, - ჟაკ-პიერმა გახარებული მონაზვნისაგან ორმოცი სებასტიელი მოწამის ხატი მიიღო, რომელთა პატივსაცემადაც არის აშენებული ქსიროპოტამის მონასტერი და მოისმინა მათი ცხოვრების ამბავი. ისინი ქრისტიანი მეომრები იყვნენ და უარი თქვეს, მსხვერპლი შეეწირათ წარმართთა ღმერთებისთვის. ამის გამო დასაჯეს და გაყინულ ტბაში ჩაყარეს. ღვთის მადიდებელნი დაიხოცნენ. ფრანგი ჩაფიქრდა, - ასეთი გმირობისთვის საკმაო სულის მხნეობაა საჭირო...

კვლავ გზას გაუდგა... სალონიკი-პეკინის თვითმფრინავში გზის ნახევარი წინამძღვართან მომავალ საუბარს ალაგებდა და დარჩენილ დროს კი იმის გარკვევას ცდილობდა, თუ რომელი თვალით ხედავდა ცუდად...

მასწავლებელი მედიტირებდა, როცა სიუი ჩჟუნ-შუმ გაისწორა დოლბანდი მარცხენა თვალის ცარიელ ბუდეზე და მის წინაშე პატივისცემის პოზაში გაიყინა. მედიტაციიდან გამოუსვლელად მოძღვარმა თქვა:

- სიუი ჩჟუნ-შუ ვისაც ცოდნა აქვს და თავს უცოდინრად აჩვენებს, ის ამაღლებულია. ვისაც ცოდნის გარეშე თავი მცოდნედ მოაქვს, ავადმყოფია. ვინც თავს დაიხსნის ამ სნეულებისგან, ის აღარ ავადმყოფობს, - მასწავლებელმა თვალები გაახილა, - აჰა! გხედავ, რომ საკუთარი თავი დაგისჯია, მონაზონო. შესაბამისად - დავალება ვერ შეასრულე. მოყევი.

ფრანგმა მთაწმინდაზე ყოფნის მნიშვნელოვანი მომენტები მოუყვა.

- მასწავლებელო, იქ რაიმე განსაკუთრებული საიდუმლო ვერ აღმოვაჩინე. ყველაზე მთავარი სათნოება, რომლის მიღებასაც მონაზვნები ცდილობენ, თავმდაბლობაა, მათი საბრძოლო ხელოვნება მთლიანად შიგნით, ფსიქიკური ცხოვრებისკენ არის მიმართული, ყოველგვარი ხელჩართული ბრძოლა კი დიდ ცოდვად მიაჩნიათ.

- ჰო! წყალი ყველაზე რბილი და სუსტი საგანია სამყაროში, მაგრამ მტკიცე და ძლიერი დაბრკოლების დაძლევა შეუძლია და ამავე სამყაროში მას ბადალი არ ჰყავს, - წინამძღვარმა სიუი ჩჟუ-შუ ფიზიკური და სულიერი ჭრილობების სამკურნალოდ გაუშვა, თვითონ კი სერიოზულად ჩაფიქრდა. მწუხრამდე ლოცვის პოზაში იჯდა, ვიდრე მთვარემ მიდამო არ გაანათა. შაოლინი დასაძინებლად ემზადებოდა...

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat