თუ სახიფათო ბრძოლა შეგხვდება, ქრისტეს ჯვარი გამოისახე და მტრის იარაღი ვერ მოგეკარება
თუ სახიფათო ბრძოლა შეგხვდება, ქრისტეს ჯვარი გამოისახე და მტრის იარაღი ვერ მოგეკარება
მე სამჯერ ჯვარს გამოვსახავდი საკვებს და არაფერი შეგვყრია
სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (რომანცევი) ამბობდა: პირჯვრის გამოსახვა არა მარტო სულიერ, ხორციელ სნეულებასაც სპობს. ომის დროს გადამდები სნეულებით დაავადებულთა გვერდით ვიყავი. მათ სახეზე ჩირქოვანი წყლულები ჰქონდათ. ერთი ქვაბიდან გვიხდებოდა ჭამა. მე სამჯერ ჯვარს გამოვსახავდი საკვებს და არაფერი შეგვყრია.

* წმინდა ნექტარიოს ოპტელმა თავის მოწაფეს ჩაის ადუღება უბრძანა: - სამოვარში წყალი დოქიდან ჩაასხიო. წყლით სავსე დოქი საკმაოდ დიდი გახლდათ და მორჩილმა ძვრა ვერ უყო. იფიქრა, სამოვარს დოქთან მივიტან და ისე გადავასხამო. მამა ნექტარიოსმა ეს რომ დაინახა, გაუმეორა: - დოქი აიღე და წყალი ისე ჩაასხი სამოვარში! მამაო, ძალზე მძიმეა და დაძვრა არ შემიძლიაო, - შესჩივლა მოწაფემ. მაშინ მოძღვარი მივიდა დოქთან, გადასახა ჯვარი და თქვა: - ახლა აიღეო. მოწაფე დასწვდა დოქს და მისდა გასაკვირად მსუბუქად აიღო. მამა ნექტარიოსმა განცვიფრება რომ შეატყო, უთხრა: - იცოდე, მორჩილებით შესრულებული საქმე მსუბუქიაო.

* წმინდა დიდმოწამე პროკოფი (III ს.) ადრე წარმართი სამხედრო პირი გახლდათ. ერთხელ დიოკლეტიანემ ქრისტიანთა საწამებლად ალექსანდრიაში გაგზავნა. გზაში ხილვით ქრისტესკენ მოიქცა. ღამის 3 საათზე მიწა იძრა, რასაც თან ჭექა-ქუხილი ახლდა. წმინდა პროკოფიმ, რომელსაც მონათვლამდე ნეანს ეძახდნენ, გაიგონა ხმა: - ნეან, ნეან, რატომ მდევნი? მხედართმთავარმა შემკრთალი ხმით მიუგო: - ვინ ხარ, უფალო, რამეთუ ვერ გცნობ. როცა ეს თქვა, ჰაერში ბრწყინვალე, თითქოს ბროლის ჯვარი დაინახა. ჯვრიდან ხმა გამოკრთა: "მე ვარ ჯვარცმული იესო, ძე ღვთისა, ამ ნიშნით სძლევ შენს მტრებს და მშვიდობა იქნება შენთან". ამგვარად, ნეანიც, სავლეს მსგავსად, ქრისტეს მდევნელიდან უფლის ერთგულ მსახურად იქცა. სკითოპოლში მისულმა ოქრომჭედელს ნანახი ჯვრის მსგავსის შექმნა დაავალა. ჯვარი მზად იყო, რომ უეცრად მის სამ ბოლოზე ხელთუქმნელი ხატები გამოისახა: მაცხოვრისა და მთავარანგელოზთა - მიქაელისა და გაბრიელისა. ოსტატი განცვიფრდა, გადაწყვიტა მათი გადაშლა, მაგრამ რამდენჯერაც ფუნჯს მოკიდა ხელი - ვეღარ გაანძრია. წმინდა პროკოფიმ დიდი სასოებით მიირქვა ჯვარი, სულ თან დაჰქონდა და მისით ძლევდა ხილულსა თუ უხილავ მტერს.

* ერთი მონასტრის ბერებმა დაარწმუნეს წმინდა ბენედიქტე, მათი მონასტრის იღუმენი გამხდარიყო. მაგრამ ზოგიერთმა ვერ გაუძლო მისეულ მკაცრ ტიპიკონს და იღუმენის მოწამვლა გადაწყვიტეს. ღვინოში შხამი შეურიეს და ტრაპეზზე საკურთხებლად მიართვეს იღუმენს. წმინდანმა გადასახა მინის ჭურჭელს ჯვარი და თითქოს ქვა ჩააგდო - ჭურჭელი დაიმსხვრა. წმინდა ბენედიქტე მიხვდა, რომ სიკვდილს გადაურჩა და ღმერთი ადიდა.

* მამა კოპრია უყვებოდა დეკანოზ რუთინს: ერთხელ ქალაქში გავემგზავრე. იქ ერთ მანიქეველთა (ეკლესიის მამათაგან დაგმობილი ერესი, - კ.კ.) მოძღვართან მომიხდა შეხვედრა. შევეკამათე რწმენაში, მაგრამ ძალზე მოხერხებული აღმოჩნდა და ვერა და ვერ ვძლიე. შიშმა შემიპყრო, ვაითუ ცდუნებულიყვნენ ჩვენი მსმენელნი, თუ მათ დამარცხებული გავეცლებოდი. მაშინ წამოვიძახე: დიდი ცეცხლი დავანთოთ მოედანზე, ორივემ მასში გავიაროთ და ვინც უვნებელი დარჩება, მისი რწმენა იქნება მართალი-მეთქი. ცეცხლი რომ დაანთეს, მოითხოვეს, პირველი მე შევსულიყავი. გამოვისახე ჯვრის ნიში იესო ქრისტეს სახელზე და ცეცხლში შევედი. ცეცხლის ენები გაიწია, გაიფანტა და არც შემხებიან, ვიდექი ცეცხლში ნახევარი საათი და უვნებელი ვიყავი. მანიქეველის ჯერმა რომ მოაწია, არ უნდოდა შესვლა. ხალხმა შეიპყრო და შეაგდო ცეცხლში, მაგრამ ნახევრადდამწვარი უკანვე გადმოხტა. ხალხმა ის ქალაქიდან გააგდო.

* მამა პაისი ათონელი ბრძანებს, - ნათლისღებისას მღვდელი ჯვრის სახით სცხებს ქრისტიანს შუბლზე წმინდა მირონს და ამბობს: - ბეჭედი მინიჭებულ არს სულისაგან წმიდისა. შემდგომში ყოველთვის, როცა ქრისტიანი ჯვარს გამოისახავს, ის თაყვანს სცემს ქრისტეს მხსნელ ვნებებს და მოუხმობს იმ ჯვრისეულ ძალას, რომელზეც ქრისტე მოკვდა. როცა ვამბობთ: "ჯვარო ქრისტესო, დაგვიფარე ძალითა შენითა", მოვუწოდებთ ჯვარცმული, მსხვერპლშეწირული უფლის ძალას, ამიტომაც ჯვარს დიდი ძალა აქვს.

* ჯვრის ძალაზე წმინდა ამბროსი ოპტელი ჰყვებოდა: ერთი კაცი სმას მიეჩვია. ხშირად თვრებოდა. ერთხელ მთვრალს გზა აებნა. უეცრად ვიღაც კაცი მივიდა მასთან. დოქიდან ჭიქაში არაყი ჩაასხა და მიაწოდა. იმან კი, ჩვეულებისამებრ, ჯვარი გამოისახა და უეცრად ყველაფერი გაქრა. შორიდან ძაღლების ყეფა მოისმა. გონს მოსულმა დაინახა, რომ ჭაობთან იდგა. რომ არა ძაღლების ყეფა, ამ სახიფათო ადგილს თავს ვერ დააღწევდა.

* წმინდა ბარნაბა გეთსიმანიელი ყოველთვის ყველა საქმის წინ ჯვრის გამოსახვას ასწავლიდა სულიერ შვილებს. ჯვრის სიძლიერეზე კი მათ ერთი ქალწულის ამბავს მოუყვა, რომელმაც მონასტერში რამდენიმე წელი იცხოვრა. კაცთა მოდგმის მოძულე ეშმაკმა მის საცდუნებლად ვინმე ახალგაზრდა აღძრა. გოგონა ძალზე ლამაზი იყო. მასზე "შეყვარებული" ვაჟი მონასტრის დატოვებას სთხოვდა, ამას ევედრებოდა ბიძაც, მაგრამ ქალიშვილი ცივ უარზე იდგა. მაშინ ეშმაკი ბიძის სახით გამოეცხადა ქალიშვილს, კატეგორიულად მოსთხოვა შინ დაბრუნება. წმინდანთა ცხოვრებიდან უმტკიცებდა - სოფელშიც შეიძლება ცხონებაო. შეწუხებულმა ქალიშვილმა შეწევნა ღვთისმშობელს სთხოვა, გამოისახა პატიოსანი ჯვარი და ყველაფერი უეცრად გაქრა.

* ხშირად კაცს ცოდვის ჩადენა არ სურს, მაგრამ ვნებებს ვერ სძლევს. მამა ზაქარია (მინაევი) ამ დროს სულიერ შვილებს ურჩევდა, ხელები ჯვრის სახედ განერთხათ და ელოცათ "აღსდეგინ ღმერთი" ანდა პატიოსანი ჯვრის პარაკლისი გადაეხადათ. ერთხელ კი სულიერ შვილს უთხრა: ხშირად გამოისახეთ ჯვრის ნიში. გახსოვდეთ ლოცვა: "აღმაღლდა ჯვარი და დაეცა დასი ჰაერის მცველთა. უფალო, ეშმაკის წინააღმდეგ გვაქვს იარაღად ჯვარი შენი". ჩემდა სამწუხაროდ, ვამჩნევ, რომ ზოგიერთი ჯვრის გამოსახვისას არ ეხება შუბლსა და მხრებს. ეს შეურაცხყოფაა ჯვრის ნიშისა, გაიხსენეთ მამა სერაფიმ საროველის სწავლება ჯვრის სწორად გამოსახვაზე. ჩემო შვილო, ჯვარი ყოვლადწმინდა სამების მიმართ ლოცვით უნდა გამოვისახოთ: "სახელითა მამისათა" - ამ დროს შევკრავთ სამ თითს ერთად და ვაჩვენებთ, რომ ყოვლადწმინდა სამება ერთარსებაა. სამ შეკრულ თითს მივიდებთ შუბლზე და ამით გავწმენდთ, ვაკურთხებთ ჩვენს გონებას, აღვავლენთ ლოცვას უფლის მამის მიმართ, ყოვლისმპყრობელისა და შემოქმედისა ანგელოზთა და კაცთა, ცისა და მიწისა, ხილულისა და უხილავისა. შემდეგ ამავე თითებით ვეხებით მუცელს და ვიხსენებთ ჩვენი ხსნისთვის უფლის მიერ დათმენილ ვნებებს. ვიხსენებთ ჯვარცმას ჩვენი გამომხსნელისას, მამისაგან შობილისა და არა ქმნილისა. განვიწმენდთ გულსა და გრძნობებს და მივაპყრობთ მათ მაცხოვრის მიწიერ ცხოვრებას. უფალი ჩვენთვის და კაცთა მოდგმის ხსნისთვის გარდამოხდა ზეციდან და ხორცი შეისხა. ამ დროს ვამბობთ: "და ძისათა", შემდეგ კი თითებს გადავიტანთ მარჯვენა და მარცხენა მხარზე და ვიტყვით: "და სულის წმიდისათა". ამ დროს ყოვლადწმინდა სამების მესამე პირს ვევედრებით, რომ არ დაგვიტევოს, განწმინდოს ჩვენი ნება და მოწყალედ შეგვეწიოს, რათა ყველა ჩვენი ძალი მივმართოთ იქითკენ, რომ ჩვენს გულებში სულიწმინდამ დაივანოს. ბოლოს კი მდაბლად, კეთილკრძალულად, ღვთის შიშით, სასოებით და ყოვლადწმინდა სამების დიდი სიყვარულით ვასრულებთ ამ დიდ ლოცვას - ამინ, ვიტყვით და ჭეშმარიტად ასეც იქნება. გახსოვდეთ, რომ ეს ლოცვა ყოველთვის ჯვართან არის შეერთებული.

* იმპერატორ დეკიუსის დროს მის სამეფოში ცხოვრობდა ვინმე ნიკონი, რომელსაც მამა წარმართი ჰყავდა, დედა კი ქრისტიანი. მშვენიერი ჭაბუკი გახლდათ, ამიტომაც ჯარისკაცად წაიყვანეს. დედამ იცოდა, რა ხიფათი ელოდა მეომარ შვილს, თანაც წარმართს, იცოდა მისი ფიზიკური სისუსტე, ამიტომაც განუწყვეტლივ უმეორებდა: შვილო ჩემო საყვარელო, თუ სახიფათო ბრძოლა შეგხვდება, ქრისტეს ჯვარი გამოისახე და მტრის იარაღი არ მოგეკარებაო. მართლაც, ერთხელ ნიკონი და რამდენიმე მისი თანამებრძოლი მტერმა ალყაში მოაქცია. უეჭველი სიკვდილი ელოდათ. ამ მძიმე წუთებში დედის სიტყვები გაახსენდა, გამოისახა ჯვარი პატიოსანი და შეჰღაღადა: უფალო ღმერთო ყოვლისმპყრობელო, გამოაჩინე ჩემზე ძალა შენი ცხოველისმყოფელი ჯვრისა, რათა მისი შემწეობით ვძლიო მტერს და ამიერიდან მხოლოდ შენ გმონებდე დედაჩემთან ერთად. მართლაც, მტერს ადვილად გაუსწორდა. ნიკონმა აღმოსთქვა: - დიდია ღმერთი ქრისტიანთა, რომელმაც ჯვრის ერთი გამოსახვით ამდენი მტერი დამიმარცხაო. შინ დაბრუნებული ნიკონი ქრისტიანი შეიქმნა და ბოლოს ეწამა კიდეც უფლის გულისთვის.

* სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო) გვასწავლის: დილა-საღამოს ეამბორეთ თქვენს ჯვარს, უბრალოდ კი ნუ გექნებათ გულზე დაკიდებული. ქრისტემ ჯვარზე სინათლე და სითბო დატოვა. ჯვრიდან გამოდის მადლმოსილნი სხივნი სინათლისა და სიყვარულისა. ჯვარი განიოტებს ბოროტ ძალებს. ნუ დაივიწყებთ ეამბოროთ, შეისუნთქეთ მისგან მომდინარე მადლის სხივნი. ისინი უხილავად შედიან სულში, გულში, სინდისსა და ხასიათში. ამ მადლმოსილ სხივთა წყალობით საცოდავი კაცი ღვთისმოსავი ხდება. ჯვარზე მთხვევისას ილოცეთ ცოდვილ ახლობელთათვის, თქვენი ლოცვით ისინი გამოსწორდებიან და უკეთესები გახდებიან. ღმერთს ყველა უყვარს. ის სიყვარულით ყველასთვის ეწამა, ამიტომაც მის გამო ყველა უნდა გვიყვარდეს, მტერნიც კი.

თუ არ დავივიწყებთ საკუთარ ჯვარზე მთხვევას, ყველა გადავრჩებით! როგორც მატლები იღუპებიან მზის მცხუნვარე სხივთაგან, როცა საკუთარი ჯვრის წინ ვინანიებთ ცოდვებს, ასევე ქრება ყველანაირი არაწმინდება, აღსარების თქმისას მოგვეტევება და კაცის სული ხდება წმინდა, ნათელი, ლამაზი, სურნელოვანი. ღმერთი გამოიხსნის კაცს სატანის მახეთაგან და დაადგენს თავის მეგობართა შორის. დასაწყისი დღისა აკურთხეთ თქვენი ჯვრით და მთელი დღე წმინდა იქნება. სჯობს ჭამა-სმა დავივიწყოთ, ვიდრე საკუთარი ჯვარი.

* ჯვრის ძალით ეშმაკნი განიდევნებიან. კვიპრიანე მოგვყოფილს ეშმაკნი თავს დაესხნენ თავს. ჯვრის გამოსახვა მოახერხა და უფალს შეჰღაღადა: - ღმერთო, მიშველეო. ეშმაკი უკვალოდ გაქრა. აქვე გვსურს ერთი შემთხვევაც გავიხსენოთ, რომელსაც წმინდა გრიგოლ ნაზიანზელი გვიყვება: ოდესღაც იულიანე განდგომილმა ერთ, კაცთათვის მიუწვდომელ მღვიმეში შესვლა გადაწყვიტა, რათა იქ დაბუდებულ დემონებთან მომავალზე ესაუბრა. მიდის იულიანე და თანდათან საშინელი შიში იპყრობს. ეტყობა, მაშინ ჯერ კიდევ გამოუცდელმა დემონებთან ურთიერთობაში, ძველი ჩვეულებისამებრ (ის ადრე ქრისტიანი იყო), ჯვარი გამოისახა. მისი ძალით ეშმაკები გაიფანტნენ. იულიანემ მღვიმეში გზა განაგრძო. ისევ ეშმაკი გამოეცხადა და ისევ ჯვარი გამოისახა. მიდიოდა განდგომილი და თან ჯვარს ისახავდა... მაგრამ ვაი, რომ არ იმოქმედა მასზე ჯვრის ძალამ (მისი უსჯულო არჩევანის გამო) და წინააღმდგომი შეიქმნა ქრისტეს სჯულისა.

* პახუმი დიდს ერთხელ ლოცვისას ხმა მოესმა: - გიხაროდეს, მამაო, მეგობარო ჩემო, მე ვარ ქრისტე და მოემზადე ჩემთან შესახვედრადო. ღირსი მამა ჩაფიქრდა: - ქრისტეს მოსვლისას კაცის გულში სიხარული სახლდება და შიშს მცირედითაც არ გრძნობს. მე კი გული შეძრწუნებული მაქვს და მეშინია... არა, ეს ქრისტე არ არისო, - თქვა, ჯვარი გამოისახა და ცრუქრისტეს შესძახა, - განვედ ჩემგან, სულო ბოროტო! ხილვა მაშინვე გაქრა და ირგვლივ სიმყრალის სუნი დატრიალდა.

* წმინდა ანტონი დიდიც მრავალგზის ჯვრის გამოსახვით განიოტებდა ბოროტ ძალებს და ეტყოდა: - აგერ ვარ და შემჭამეთ, თუ ღვთისგან გაქვთ მოცემული ამის უფლება და თუ არა, ტყუილად წვალობთ, რამეთუ არ ძალგიძთ ჯვრის ნიშის ძლევაო.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat